Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალციხელი თურქების რეპატრიაციის დაბრუნების პროცესი დაწყებულია
ახალციხელი თურქების რეპატრიაციის დაბრუნების პროცესი დაწყებულია

თურ­ქუ­ლი გა­მო­ცე­მა "სა­ბა­ჰი" სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, მაია ფან­ჯი­კი­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მე­ლიც "ფე­ის­ბუქ­ზე", სა­გა­რეო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

გა­ზეთ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი თურ­ქეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უბ­რობს.

ფან­ჯი­კი­ძემ ხაზი გა­უს­ვა იმ გა­რე­მო­ე­ბას, რომ თურ­ქე­თი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის პირ­ვე­ლი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია. მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მო­აგ­ვა­რებს პრობ­ლე­მებს სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში და შე­ეც­დე­ბა პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

"სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია, ხელი შე­უ­წყოს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბას; მო­ი­ზი­დოს და წა­ა­ხა­ლი­სოს ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, არ იქ­ნე­ბა წნე­ხი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით ბიზ­ნეს­მე­ნებ­ზე. პი­რი­ქით, ყვე­ლა ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დაც­ვით წარ­მარ­თავს თა­ვის ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბას, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ექ­ნე­ბა ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ჭი­როა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სრუ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა. ამის­თვის კი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, გა­სუ­ლი წლის 1,5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სა­ვაჭ­რო მო­ცუ­ლო­ბის გაზ­რდა სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დგო­მი გაღ­რმა­ვე­ბის გზით.

მაია ფან­ჯი­კი­ძემ სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ თურ­ქეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტით და­ი­წყო ახა­ლი ფურ­ცე­ლი ორი ქვეყ­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ფან­ჯი­კი­ძის შე­ფა­სე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერს ივა­ნიშ­ვილს ან­კა­რა­ში ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლად შეხ­ვდნენ.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტე­ბია კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ქონა მე­ზო­ბელ ქვეყ­ნებ­თან და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზა­ცია რუ­სეთ­თან. ამ კუ­თხით, სა­მა­გა­ლი­თოა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი თურ­ქეთ­თან. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო გან­ვი­თარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან.

ფან­ჯი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ 2008 წლის 1-ელი ნო­ემ­ბრი­დან თურ­ქეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ძა­ლა­ში შე­ვი­და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რის ფარ­გლებ­შიც მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა ქარ­თუ­ლი და თურ­ქუ­ლი სამ­რეწ­ვე­ლო სა­ქონ­ლის ექ­სპორტ-იმ­პორ­ტის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2012 წლის 4 აპ­რილს ძა­ლა­ში შე­სუ­ლი სა­სა­ზღვრო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ხა­სი­ა­თის ტეს­ტი­რე­ბის რე­ჟი­მი და იგი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამოქ­მედ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ივა­ნიშ­ვილ­სა და თურ­ქე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღანს შო­რის ან­კა­რა­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რი­სას დღის წეს­რიგ­ში დად­გა ახალ­ცი­ხე­ლი თურ­ქე­ბის რე­პატ­რი­ა­ცი­ის სა­კი­თხი. ფან­ჯი­კი­ძემ დას­ძი­ნა, რომ დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლია.

"პრო­ცე­სი ეტა­პობ­რი­ვად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ეტა­პი გახ­ლავთ რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბელ პირ­თა­გან გა­ნა­ცხა­დე­ბის მი­ღე­ბა. ჩვენ­თან შე­მო­ვი­და 5841 გან­ცხა­დე­ბა 8900 პი­რის­თვის. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გან­ცხა­დე­ბე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იყო ხარ­ვე­ზე­ბით. შე­მუ­შავ­და მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც სტა­ტუ­სის მა­ძი­ებ­ლებს მი­ე­ცათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გას­წო­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. რე­პატ­რი­ან­ტის სტა­ტუ­სი მი­ღე­ბუ­ლი აქვს 864 მო­ქა­ლა­ქეს. მათ­გან 6 პირს შე­ტა­ნი­ლი აქვთ გა­ნა­ცხა­დი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ერ­თად რე­პატ­რი­ა­ცი­ის სტრა­ტე­გი­ა­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ზე. არის გარ­კვე­უ­ლი ეტა­პე­ბი, რაც სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, რომ ყვე­ლა სტა­ტუ­სის მა­ძი­ე­ბელ­მა და უკვე სტა­ტუ­სის მქო­ნე პირ­მა გა­ი­ა­როს. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ძალ-ღო­ნეს არ იშუ­რებს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ცე­სი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი იყოს დე­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და მაია ფან­ჯი­კი­ძემ.

მაია ფან­ჯი­კი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ორი ლი­დე­რის შეხ­ვედ­რა­ზე დღის წეს­რიგ­ში დად­გა პა­ტიმ­რე­ბის ურ­თი­ერ­თგა­და­ცე­მის თემა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ პა­ტი­მარ­თა სა­მარ­თლებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლია სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს ხან­ში მი­ი­ღებს კონ­კრე­ტულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს. სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ფან­ჯი­კი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ შემ­თხვე­ვი­თი არ იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტის თურ­ქეთ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მან დას­ძი­ნა, რომ ორი ქვეყ­ნის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თე­ბერ­ვლის თვე­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რი­სას შე­თან­ხმდა "პრო­ტო­კო­ლის გა­რე­შე" ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე, აგ­რეთ­ვე იმა­ზეც, რომ ერ­თმა­ნეთ­თან შე­ეძ­ლე­ბათ ტე­ლე­ფო­ნით ურ­თი­ერ­თო­ბა ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში.

"თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და პი­რა­დი კე­თილ­გან­წყო­ბა და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვი­სას თუ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში. მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წინ­და­რია", - გა­ნა­ცხა­და ფან­ჯი­კი­ძემ.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­იწ­ვია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ერ­დო­ღა­ნი, რო­მელ­მაც სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია sabah.com.tr-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ახალციხელი თურქების რეპატრიაციის დაბრუნების პროცესი დაწყებულია

ახალციხელი თურქების რეპატრიაციის დაბრუნების პროცესი დაწყებულია

თურქული გამოცემა "საბაჰი" საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც "ფეისბუქზე", საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

გაზეთთან ინტერვიუში საგარეო უწყების ხელმძღვანელი თურქეთსა და საქართველოს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობს.

ფანჯიკიძემ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ თურქეთი საქართველოსთვის პირველი სავაჭრო პარტნიორია. მან აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მოაგვარებს პრობლემებს სავაჭრო ურთიერთობებში და შეეცდება პირობების გაუმჯობესებას.

"საქართველოს მთავრობა ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას; მოიზიდოს და წაახალისოს ინვესტიციები. შესაბამისად, არ იქნება წნეხი პოლიტიკური ნიშნით ბიზნესმენებზე. პირიქით, ყველა ბიზნესმენს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის დაცვით წარმართავს თავის ბიზნეს საქმიანობას, ჩვენს ქვეყანაში, ექნება ამისთვის ყველანაირი პირობა", - განაცხადა მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ საჭიროა ორ ქვეყანას შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული შესაძლებლობების სრულად გამოყენება. ამისთვის კი აუცილებელია, გასული წლის 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო მოცულობის გაზრდა სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების გზით.

მაია ფანჯიკიძემ საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ თურქეთში განხორციელებული ვიზიტით დაიწყო ახალი ფურცელი ორი ქვეყნის ურთიერთობაში. ფანჯიკიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" ლიდერს ივანიშვილს ანკარაში ძალიან მეგობრულად შეხვდნენ.

"საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია კარგი ურთიერთობების ქონა მეზობელ ქვეყნებთან და ურთიერთობების ნორმალიზაცია რუსეთთან. ამ კუთხით, სამაგალითოა ურთიერთობები თურქეთთან. ეჭვი არ მეპარება, ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება", - განაცხადა მან.

ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 1-ელი ნოემბრიდან თურქეთ-საქართველოს შორის ძალაში შევიდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება, რის ფარგლებშიც მიმდინარეობს მუშაობა ქართული და თურქული სამრეწველო საქონლის ექსპორტ-იმპორტის რაოდენობრივი შეზღუდვების მოხსნის მიმართულებით.

მინისტრმა განაცხადა, რომ ხორციელდება 2012 წლის 4 აპრილს ძალაში შესული სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ერთობლივი ექსპლოატაციის შესახებ ხელშეკრულების ტექნიკური ხასიათის ტესტირების რეჟიმი და იგი უახლოეს მომავალში ამოქმედდება. მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის ანკარაში გამართული შეხვედრისას დღის წესრიგში დადგა ახალციხელი თურქების რეპატრიაციის საკითხი. ფანჯიკიძემ დასძინა, რომ დაბრუნების პროცესი დაწყებულია.

"პროცესი ეტაპობრივად ხორციელდება. პირველი ეტაპი გახლავთ რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირთაგან განაცხადების მიღება. ჩვენთან შემოვიდა 5841 განცხადება 8900 პირისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ განცხადებების უმრავლესობა იყო ხარვეზებით. შემუშავდა მექანიზმი, რომლის თანახმადაც სტატუსის მაძიებლებს მიეცათ აღნიშნული ხარვეზების გასწორების შესაძლებლობა. რეპატრიანტის სტატუსი მიღებული აქვს 864 მოქალაქეს. მათგან 6 პირს შეტანილი აქვთ განაცხადი საქართველოს მოქალაქეობაზე. საქართველოს მთავრობა ასევე აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რეპატრიაციის სტრატეგიასა და ინტეგრაციის პროცესზე. არის გარკვეული ეტაპები, რაც სავალდებულოა, რომ ყველა სტატუსის მაძიებელმა და უკვე სტატუსის მქონე პირმა გაიაროს. საქართველოს მთავრობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად გამარტივებული იყოს დეპორტირებული პირებისთვის", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ორი ლიდერის შეხვედრაზე დღის წესრიგში დადგა პატიმრების ურთიერთგადაცემის თემა. მან აღნიშნა, რომ პატიმართა სამართლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც უახლოეს ხანში მიიღებს კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ შემთხვევითი არ იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ივანიშვილის მიერ ერთ-ერთი პირველი ვიზიტის თურქეთში განხორციელება. მან დასძინა, რომ ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი თებერვლის თვეში გამართული შეხვედრისას შეთანხმდა "პროტოკოლის გარეშე" ურთიერთობაზე, აგრეთვე იმაზეც, რომ ერთმანეთთან შეეძლებათ ტელეფონით ურთიერთობა ნებისმიერ მომენტში.

"თბილი ურთიერთობები და პირადი კეთილგანწყობა დადებითად აისახება ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხების განხილვისას თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მეგობრული ურთიერთობები წარმატებული საქმიანი ურთიერთობის საწინდარია", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ივანიშვილმა საქართველოში მიიწვია პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, რომელმაც სიამოვნებით მიიღო მიწვევა.

მომზადებულია sabah.com.tr-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა