რას უთვლიან მერაბიშვილის მშობლიური სოფლიდან ბიძინა ივანიშვილს?

რას უთვლიან მერაბიშვილის მშობლიური სოფლიდან ბიძინა ივანიშვილს?

ყოფილი მინისტრისა და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილის მშობლიური კუთხის - ადიგენის მოსახლეობა პოლიტიკურ განწყობებს ღიად, თუმცა ინკოგნიტოდ აფიქსირებს. მათ ისევ ეშინიათ, თუმცა ამჯერად "ოცნების". ამბობენ, რომ რომელი ხელისუფლებაც მოვა, იმის სასარგებლოდ ილაპარაკებენ. ისინი ახალი მთავრობის უფასო ხვნის პროგრამას სისულელედ მიიჩნევენ და უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ მათ სოფელში გაზიფიცირების პროცესი შეჩერდა. ყოფილი ხელისუფლების შეცდომად კი იმას მიიჩნევენ, რომ ქვეყნის შენება აბასთუმნიდან არ დაიწყო, თუმცა გაკეთებულ საქმეებს - გზას, გაზს და სინათლეს უწონებენ.

ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ წინა ხელისუფლების შეცდომებს "ოცნებაც" წარმატებით იმეორებს. განსხვავებაა ის, რომ ძველი საქმესაც აკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მათი რაიონი უყურადღებოდ მიტოვებული იყო. ახალი ხელისუფლება კი მხოლოდ დაჭერებზეა ორიენტირებული, დაკითხვების რიცხვის სიდიდე კი ამ პროცესს პოლიტიკურ ელფერს მატებს.

მერაბიშვილის სოფლიდან ბიძინა ივანიშვილს უთვლიან: ერთის მხრივ, სააკაშვილი დააბრუნოს და ის ყველაფერს გააკეთებს, მეორეს მხრივ კი შეწყვიტოს ვანო მერაბიშვილის დაკითხვა, რომელიც ერთადერთი კაცია ამ კუთხიდან და რომელმაც მესხეთი მთელ მსოფლიოს გააცნო.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა