მომღერალი და მსახიობი მაილი საირუსი საქმროს, ლიამ ჰემსვორტს რამდენიმე კვირის წინ დაშორდა და როგორც ჩანს, ლიამმა საცოლის შემცვლელი ადვილად იპოვა.
ლიამი მსახიობ ჯენიფერ ლოურენსს ეფლირტავება და როგორც ვარსკვლავის მეგობრები ამბობენ, ის ჯენიფერით ძალიან მოხიბლულია. ლიამი ყველა ხერხით ცდილობს მასთან შეხვედრას. უკვე ჟურნალისტებთან საუბარშიც ვერ იკავებს თავს და ჯენიფერისადმი გრძნობებს საჯაროდ გამოხატავს.
"ლოურენსი ყველაზე ენერგიული, მხიარული და საყვარელი გოგონაა, რომელიც კი ცხოვრებაში მინახავს. გადასაღებ მოედანზე მასთან მუშაობა არაჩვეულებრივია, მისგან ყოველთვის კარგი ენერგეტიკა მოდის. ულამაზესია", - განაცხადა მსახიობმა რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში.
მომზადებულია hollyscoop.com-ის მიხედვით.