მსოფლიო
საზოგადოება

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
80 წლის ზუგდიდელი მეწარმე - "არაფერს შევარჩენ როლანდ ახალაიას!"
80 წლის ზუგდიდელი მეწარმე - "არაფერს შევარჩენ როლანდ ახალაიას!"

რო­ლანდ ახა­ლა­ია ყვე­ლას აყა­ჩა­ღებ­და სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის ვი­ყა­ვი მეც, - ამ­ბობს 80 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი ზუგ­დი­დე­ლი მე­წარ­მე ნა­პო­ლე­ონ გა­ბი­სო­ნია, რო­მე­ლიც 5 წელი და 11 თვე იხ­დი­და სას­ჯელს, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს, შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბით. ახა­ლა­ი­ას­თან სა­მარ­თლებ­რივ ბრძო­ლას შე­ე­წი­რა გა­ბი­სო­ნი­ას ად­ვო­კა­ტი ჯონი ზა­რან­დი­აც, რო­მელ­მაც 4 წელი გა­ა­ტა­რა ცი­ხე­ში. ზუგ­დი­დის ცენ­ტრში მდე­ბა­რე, ერთ დროს მძლავ­რი სა­წარ­მო "ზუგ­დიდსოფლტექ­ნი­კა", რო­მე­ლიც ამ და­ვი­და­რა­ბის მი­ზე­ზი შე­იქ­ნა, დღეს გა­ძარ­ცუ­ლია და მის­გან ცა­რი­ე­ლი კედ­ლე­ბი­ღაა დარ­ჩე­ნი­ლი...

მებ­რძო­ლი ჭკა­დუა, ად­ვო­კა­ტი: - ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს 2007 წლის 29 ოქ­ტომ­ბრის გან­ჩი­ნე­ბით, 72 წლის ნა­პო­ლე­ონ გა­ბი­სო­ნი­ას 19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და ჯა­რი­მა - 10 000 ლარი შე­ე­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­სა­ჩივ­რდა ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სს საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში და ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით, მას სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის ზო­მად 15,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა და 10 ათა­სი ლა­რის გა­დახ­და გა­ნე­სა­ზღვრა. გა­ბი­სო­ნი­ას ბრა­ლი ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ში, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა­ში, სხვი­სი ქო­ნე­ბის მით­ვი­სე­ბა­სა და გა­და­სა­ხა­დის გა­და­მალ­ვა­ში დას­დეს.

ნა­პო­ლე­ონ გა­ბი­სო­ნი­ამ 1996 წელს მურ­თაზ ფა­ცა­ცი­ა­სა და სხვა აქ­ცი­ო­ნე­რებ­თან ერ­თად ზუგ­დიდ­ში შე­ის­ყი­და სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სოფლტექ­ნი­კა" (თან­ხა აღე­ბუ­ლი ჰქონ­და კრე­დი­ტი­სა და სეს­ხის სა­ხით), რო­მე­ლიც, უმძლავ­რე­სი სა­წარ­მო იყო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ის ძი­რი­თა­დად აწარ­მო­ებ­და სა­ნერ­გე, სა­ტყეო და სხვა მე­ურ­ნე­ო­ბე­ბი­დან ხე­ტყის შეს­ყიდ­ვას, მის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ას რო­გორც ად­გი­ლობ­რივ, ისე უცხო­ე­თის ბა­ზარ­ზე. სა­წარ­მოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბა თვალ­ში არ მოს­დი­ო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას და მისი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა გა­ნიზ­რა­ხა. სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რორ­მა ჩა­ნა­ფიქ­რის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნუ­ლი და ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბით მო­ა­ხერ­ხა. ფა­ცა­ცი­ა­სა და გა­ბი­სო­ნი­ას მი­მართ საქ­მე არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად და კა­ნონ­დარ­ღვე­ვე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რა­დაც უნდა დასჯ­დო­მო­დათ, ისი­ნი თა­ვი­დან უნდა მო­ე­შო­რე­ბი­ნათ. ამის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა მისი და­პა­ტიმ­რე­ბა იყო, რაც შეს­რულ­და კი­დეც შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბით - თით­ქოს­და, სა­წარ­მო­ში იქ­მნე­ბო­და ყალ­ბი შე­მო­სა­ვალ-გა­სავ­ლის ფაქ­ტუ­რე­ბი. პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­და­ი­ბი­რა მთა­ვა­რი ბუ­ღალ­ტე­რი თე­მურ ხა­ზა­ლია, რო­მელ­მაც გა­და­მა­ლა დო­კუ­მენ­ტე­ბი, შე­ად­გი­ნეს ექ­სპერ­ტი­ზის ყალ­ბი დას­კვნე­ბი, შე­მოწ­მე­ბის ყალ­ბი აქ­ტე­ბი, არ ჩა­ა­ტა­რეს ინ­ვენ­ტა­რი­ზა­ცია, ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ზარ­დეს მზა პრო­დუქ­ცი­ის სა­რე­ა­ლი­ზა­ციო ფა­სე­ბი და ა.შ. ხა­ზა­ლია ჯერ და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ მას­თან გა­ა­ფორ­მეს საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა, შე­უ­ფარ­დეს 2 წელი და 5 000 ლარი ჯა­რი­მა, არა­და, მის მი­მართ წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბა 22 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. გა­ბი­სო­ნი­ა­სა და ფა­ცა­ცი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის­თა­ნა­ვე და­ა­ყა­და­ღეს სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ქო­ნე­ბა. ქო­ნე­ბის მა­ტე­რი­ა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად, პირ­ველ რიგ­ში, უნდა გას­ტუმ­რე­ბუ­ლი­ყო სა­ბან­კო და­ვა­ლი­ა­ნე­ბე­ბი, სეს­ხე­ბი, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბა - ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ინ­ვენ­ტა­რი, მზა სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლა და და­ნად­გა­რე­ბი - და­ი­ტა­ცეს და გა­ყი­დეს.

ყვე­ლა­ფე­რი რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას და მისი ნა­თე­სა­ვე­ბის ხელ­დას­ხმით მოხ­და. სა­წარ­მოს ქო­ნე­ბა კი და­ახ­ლო­ე­ბით, მი­ლი­ონ დო­ლა­რი იყო. გა­ბი­სო­ნი­ას საქ­მეს შე­ე­წი­რა მი­სი­ვე ად­ვო­კა­ტი ჯონი ზა­რან­დი­აც, რო­მელ­მაც ამ­ხი­ლა რო­ლანდ ახა­ლა­ია. ზა­რან­დია გა­ბი­სო­ნი­ას და­კა­ვე­ბი­დან 3 წლის შემ­დეგ და­ა­პა­ტიმ­რეს, 210-ე მუხ­ლით გა­ა­სა­მარ­თლეს და 4 წელი მი­უ­სა­ჯეს. ახა­ლა­ი­ამ ღიად ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხა სა­წარ­მოს და­სა­კუთ­რე­ბა, რად­გან ეს ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და, ამი­ტო­მაც მან და მის­მა ნა­თე­სა­ვებ­მა აა­ოხ­რეს იქა­უ­რო­ბა.

ნა­პო­ლე­ონ გა­ბი­სო­ნია ამა­სო­ბა­ში მი­მარ­თავ­და სხვა­დას­ხვა ინ­სტან­ცი­ას, თუმ­ცა ამ ხნის კაცს შე­წყა­ლე­ბა არას­დროს მო­უ­თხო­ვია. იგი პა­ტიმ­რო­ბი­დან 2013 წლის 1 მარტს პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

ნა­პო­ლე­ონ გა­ბი­სო­ნია: - თით­ქმის 6 წელი გა­ვა­ტა­რე უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში. ბოლო 4 წელი რუს­თა­ვის #17 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვიხ­დი­დი სას­ჯელს. ჩემი ასა­კი­სა ცი­ხე­ში არა­ვინ იყო, ყვე­ლა პა­ტივს მცემ­და, თუმ­ცა აუ­ტა­ნე­ლი პი­რო­ბე­ბი და ჯო­ჯო­ხე­თი ვნა­ხე. 28 კაცი ვი­ყა­ვით 40 კვმ ფარ­თო­ბის სა­კან­ში. სრუ­ლი­ად უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ. სა­მარ­თა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე პა­ტიმ­რო­ბა კი არა, გმი­რო­ბა მე­კუთ­ვნო­და. იმ ურ­თუ­ლეს პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო, რო­დე­საც არც ერთი სა­წარ­მო არ მუ­შა­ობ­და, მო­ვიყ­ვა­ნე ინ­ვეს­ტო­რე­ბი, ავა­მუ­შა­ვე ხე­ტყის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხა­ნა, და­ვა­საქ­მე 160 კაცი, 1997 წლი­დან სა­ა­თი­ვით მქონ­და ბიზ­ნე­სი აწყო­ბი­ლი... ჩემი და­კა­ვე­ბის დღი­დან კი სა­წარ­მოს აღარ უმუ­შა­ვია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია. ასე­თი ვან­და­ლო­ბა ფა­შის­ტებს არ ჩა­უ­დე­ნი­ათ. ეს ყვე­ლა­ფე­რი რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ხდე­ბო­და. მე მისი პი­რა­დი პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი.

- ახლა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­წარ­მო და თუ არ­სე­ბობს მისი ფეხ­ზე და­ყე­ნე­ბის შან­სი?

- ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩა­ნა­გე­ბუ­ლია. ახა­ლა­ი­ას ნა­თე­სა­ვებ­მა და მე­გო­ბარ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ყი­დეს. ვა­პი­რებ სა­ჩივ­რის შე­ტა­ნას რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ. სა­წარ­მოს გი­რა­ოდ სახ­ლი ჩავ­დე, ახა­ლა­ი­ამ კი სა­წარ­მო­ში ბან­კი არ შე­უშ­ვა, გი­რა­ო­ში ჩა­დე­ბუ­ლი სა­ქო­ნე­ლი რომ გა­ე­ყი­დათ. ორი წე­ლია, ბან­კმა სახ­ლი ჩა­მო­არ­თვა ჩემს ოჯახს. სა­წარ­მოს მთლი­ა­ნი ზა­რა­ლი, სულ მცი­რე, 800 000 დო­ლა­რია. მო­ვი­თხოვ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზა­რა­ლის ანა­ზღა­უ­რე­ბას, არა­ფერს შე­ვარ­ჩენ რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას!

მურ­თაზ ფა­ცა­ცია, "ზუგ­დიდსოფლტექ­ნი­კის" დი­რექ­ტო­რი: - სამი წელი მო­ვი­ხა­დე. მი­ვი­ღე ინ­სულ­ტი და 2010 წლის და­სა­წყის­ში, რო­გორც კი გა­მო­ვე­დი ცი­ხი­დან, ინ­ფარ­ქტი და­მე­მარ­თა. იქ რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ნამ­დვი­ლად მოვ­კვდე­ბო­დი. ნერ­ვი­უ­ლო­ბის გამო უკი­დუ­რე­სად შე­მერ­ყა ჯან­მრთე­ლო­ბა და დღე­საც ექი­მე­ბის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ ვარ. იმ­ხა­ნად, როცა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ზუგ­დიდსოფლტექ­ნი­კა" ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ნედ­ლე­უ­ლი გა­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­დან. ჩვენ მო­ვი­ზი­დეთ თურ­ქე­თი­დან ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი, ად­გილ­ზე და­ვი­წყეთ მო­რე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა, შე­ვი­ძი­ნეთ უცხო­უ­რი წარ­მო­ე­ბის მან­ქა­ნა-და­ნად­გა­რე­ბი... აი, ამის შემ­დეგ და­ად­გეს თვა­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რად­გან მას ზუგ­დი­დის ცენ­ტრში 4 ჰა მიწა ჰქონ­და. ყო­ველ­წლი­უ­რად 200 - 300 ათა­სი ლა­რით ვავ­სებ­დით სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს. ახა­ლა­ი­ას ხელ­წე­რა იყო ასე­თი - მოშ­ლი­და, გა­ა­ნად­გუ­რებ­და სა­წარ­მოს, ჩა­ლის ფასი რომ დას­დე­ბო­და და შემ­დეგ ჩა­ეგ­დო ხელ­ში, რა­საც იგი მთე­ლი სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მას­შტა­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და. სა­წარ­მოს­გან, სა­დაც 27 წელი ვი­მუ­შა­ვე, დღეს აღა­რა­ფე­რია დარ­ჩე­ნი­ლი, სამი შე­ნო­ბა მთლად გა­ძარ­ცუ­ლია, მი­წაც კი გა­ას­ხვი­სეს. ჩვე­ნი და­პა­ტიმ­რე­ბის შემ­დეგ სა­წარ­მო და­ა­ყა­და­ღეს და იქი­დან კენ­ჭის აღე­ბის უფ­ლე­ბა არა­ვის ჰქონ­და, მაგ­რამ ახა­ლა­ი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა კა­ნონს და სა­მარ­თალს და­გი­დევ­და? სა­წარ­მო ერ­თი­ა­ნად გა­ძარ­ცვეს, 80 აქ­ცი­ო­ნე­რის ინ­ტე­რე­სე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი ფეხ­ქვეშ გა­თე­ლეს. და­ვუშ­ვათ, ჩვენ მარ­თლა მიგ­ვი­ძღო­და ბრა­ლი, რა და­ა­შა­ვა 80-მა აქ­ცი­ო­ნერ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ? რად­გან სა­კონ­ტრო­ლო პა­კე­ტის მფლო­ბე­ლე­ბი ჩვენ ვი­ყა­ვით, მოგ­ვი­შო­რეს და ხელ-ფე­ხიც გა­ეხ­სნათ. როცა აქ­ცი­ო­ნე­რებს ვუ­საყ­ვე­დუ­რე, სად იყა­ვით, რა­ტომ გა­ა­ჩა­ნა­გე­ბი­ნეთ ორ­გა­ნი­ზა­ცია-მეთ­ქი, მი­თხრეს, რამ­დენ­ჯე­რაც ხმა ამო­ვი­ღეთ, ახა­ლა­ია ოჯა­ხის წევ­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბით გვე­მუქ­რე­ბო­დაო. სა­მეგ­რე­ლო­ში ახა­ლა­ი­ას ში­შით ვინ გა­ბე­დავ­და რა­მეს? მე და ნა­პო­ლე­ო­ნი 60%-ის მე­სა­კუთ­რე­ნი ვართ, და­ნარ­ჩე­ნი 40-ის კი - 80 აქ­ცი­ო­ნე­რი. რა­ტომ, რისი გუ­ლის­თვის გაგ­ვა­ნად­გუ­რეს და გა­მოგ­ვამ­წყვდი­ეს სა­პა­ტიმ­რო­ში? ახა­ლა­ი­ას თა­ვი­სი ნა­თე­სა­ვე­ბის­თვის უთ­ქვამს, ისი­ნი ცი­ხი­დან ცო­ცხლე­ბი ვერ გა­მოვ­ლენ, თქვენ რაც გინ­დათ, ის ქე­ნი­თო. რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ და მის­მა დამ­ქა­შებ­მა ჩვე­ნი გა­ნად­გუ­რე­ბის­თვის პა­სუ­ხი უნდა აგონ!

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

80 წლის ზუგდიდელი მეწარმე - "არაფერს შევარჩენ როლანდ ახალაიას!"

80 წლის ზუგდიდელი მეწარმე - "არაფერს შევარჩენ როლანდ ახალაიას!"

როლანდ ახალაია ყველას აყაჩაღებდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მათ შორის ვიყავი მეც, - ამბობს 80 წელს მიტანებული ზუგდიდელი მეწარმე ნაპოლეონ გაბისონია, რომელიც 5 წელი და 11 თვე იხდიდა სასჯელს, როგორც თვითონ ამბობს, შეთითხნილი ბრალდებით. ახალაიასთან სამართლებრივ ბრძოლას შეეწირა გაბისონიას ადვოკატი ჯონი ზარანდიაც, რომელმაც 4 წელი გაატარა ციხეში. ზუგდიდის ცენტრში მდებარე, ერთ დროს მძლავრი საწარმო "ზუგდიდსოფლტექნიკა", რომელიც ამ დავიდარაბის მიზეზი შეიქნა, დღეს გაძარცულია და მისგან ცარიელი კედლებიღაა დარჩენილი...

მებრძოლი ჭკადუა, ადვოკატი: - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით, 72 წლის ნაპოლეონ გაბისონიას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 10 000 ლარი შეეფარდა. სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სს საქმეთა პალატაში და ამნისტიის შესახებ კანონის გამოყენებით, მას საბოლოოდ, სასჯელის ზომად 15,6 წლით თავისუფლების აღკვეთა და 10 ათასი ლარის გადახდა განესაზღვრა. გაბისონიას ბრალი ყალბი დოკუმენტების დამზადებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, სხვისი ქონების მითვისებასა და გადასახადის გადამალვაში დასდეს.

ნაპოლეონ გაბისონიამ 1996 წელს მურთაზ ფაცაციასა და სხვა აქციონერებთან ერთად ზუგდიდში შეისყიდა სააქციო საზოგადოება "სოფლტექნიკა" (თანხა აღებული ჰქონდა კრედიტისა და სესხის სახით), რომელიც, უმძლავრესი საწარმო იყო დასავლეთ საქართველოში. ის ძირითადად აწარმოებდა სანერგე, სატყეო და სხვა მეურნეობებიდან ხეტყის შესყიდვას, მის დამუშავებასა და რეალიზაციას როგორც ადგილობრივ, ისე უცხოეთის ბაზარზე. საწარმოს წარმატებული საქმიანობა თვალში არ მოსდიოდა ხელისუფლების წარმომადგენელ როლანდ ახალაიას და მისი ხელში ჩაგდება განიზრახა. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორმა ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა ზუგდიდის რაიონული და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების ხელშეწყობით მოახერხა. ფაცაციასა და გაბისონიას მიმართ საქმე არაობიექტურად და კანონდარღვევებით მიმდინარეობდა, რადაც უნდა დასჯდომოდათ, ისინი თავიდან უნდა მოეშორებინათ. ამის ერთ-ერთი საშუალება მისი დაპატიმრება იყო, რაც შესრულდა კიდეც შეთითხნილი ბრალდებებით - თითქოსდა, საწარმოში იქმნებოდა ყალბი შემოსავალ-გასავლის ფაქტურები. პროკურატურამ გადაიბირა მთავარი ბუღალტერი თემურ ხაზალია, რომელმაც გადამალა დოკუმენტები, შეადგინეს ექსპერტიზის ყალბი დასკვნები, შემოწმების ყალბი აქტები, არ ჩაატარეს ინვენტარიზაცია, ხელოვნურად გაზარდეს მზა პროდუქციის სარეალიზაციო ფასები და ა.შ. ხაზალია ჯერ დააკავეს, შემდეგ მასთან გააფორმეს საპროცესო გარიგება, შეუფარდეს 2 წელი და 5 000 ლარი ჯარიმა, არადა, მის მიმართ წაყენებული ბრალდება 22 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. გაბისონიასა და ფაცაციას დაპატიმრებისთანავე დააყადაღეს სააქციო საზოგადოების ქონება. ქონების მატერიალურ ფასეულობათა რეალიზაციის შედეგად, პირველ რიგში, უნდა გასტუმრებულიყო საბანკო დავალიანებები, სესხები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ერთი წლის განმავლობაში, საზოგადოების კუთვნილი ქონება - ტექნიკური საშუალებები, ინვენტარი, მზა სამშენებლო მასალა და დანადგარები - დაიტაცეს და გაყიდეს.

ყველაფერი როლანდ ახალაიას და მისი ნათესავების ხელდასხმით მოხდა. საწარმოს ქონება კი დაახლოებით, მილიონ დოლარი იყო. გაბისონიას საქმეს შეეწირა მისივე ადვოკატი ჯონი ზარანდიაც, რომელმაც ამხილა როლანდ ახალაია. ზარანდია გაბისონიას დაკავებიდან 3 წლის შემდეგ დააპატიმრეს, 210-ე მუხლით გაასამართლეს და 4 წელი მიუსაჯეს. ახალაიამ ღიად ვეღარ მოახერხა საწარმოს დასაკუთრება, რადგან ეს ამბავი გახმაურდა, ამიტომაც მან და მისმა ნათესავებმა ააოხრეს იქაურობა.

ნაპოლეონ გაბისონია ამასობაში მიმართავდა სხვადასხვა ინსტანციას, თუმცა ამ ხნის კაცს შეწყალება არასდროს მოუთხოვია. იგი პატიმრობიდან 2013 წლის 1 მარტს პირობით გაათავისუფლეს.

ნაპოლეონ გაბისონია: - თითქმის 6 წელი გავატარე უკანონო პატიმრობაში. ბოლო 4 წელი რუსთავის #17 დაწესებულებაში ვიხდიდი სასჯელს. ჩემი ასაკისა ციხეში არავინ იყო, ყველა პატივს მცემდა, თუმცა აუტანელი პირობები და ჯოჯოხეთი ვნახე. 28 კაცი ვიყავით 40 კვმ ფართობის საკანში. სრულიად უდანაშაულო ვარ. სამართალი რომ ყოფილიყო, მე პატიმრობა კი არა, გმირობა მეკუთვნოდა. იმ ურთულეს პერიოდში, როდესაც ქვეყანაში კრიმინოგენური სიტუაცია იყო, როდესაც არც ერთი საწარმო არ მუშაობდა, მოვიყვანე ინვესტორები, ავამუშავე ხეტყის გადამმუშავებელი ქარხანა, დავასაქმე 160 კაცი, 1997 წლიდან საათივით მქონდა ბიზნესი აწყობილი... ჩემი დაკავების დღიდან კი საწარმოს აღარ უმუშავია, ყველაფერი განადგურებულია. ასეთი ვანდალობა ფაშისტებს არ ჩაუდენიათ. ეს ყველაფერი როლანდ ახალაიას ხელმძღვანელობით ხდებოდა. მე მისი პირადი პატიმარი ვიყავი.

- ახლა რა მდგომარეობაშია საწარმო და თუ არსებობს მისი ფეხზე დაყენების შანსი?

- ყველაფერი გაჩანაგებულია. ახალაიას ნათესავებმა და მეგობარმა ყველაფერი გაყიდეს. ვაპირებ საჩივრის შეტანას როლანდ ახალაიას წინააღმდეგ. საწარმოს გირაოდ სახლი ჩავდე, ახალაიამ კი საწარმოში ბანკი არ შეუშვა, გირაოში ჩადებული საქონელი რომ გაეყიდათ. ორი წელია, ბანკმა სახლი ჩამოართვა ჩემს ოჯახს. საწარმოს მთლიანი ზარალი, სულ მცირე, 800 000 დოლარია. მოვითხოვ მატერიალური ზარალის ანაზღაურებას, არაფერს შევარჩენ როლანდ ახალაიას!

მურთაზ ფაცაცია, "ზუგდიდსოფლტექნიკის" დირექტორი: - სამი წელი მოვიხადე. მივიღე ინსულტი და 2010 წლის დასაწყისში, როგორც კი გამოვედი ციხიდან, ინფარქტი დამემართა. იქ რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად მოვკვდებოდი. ნერვიულობის გამო უკიდურესად შემერყა ჯანმრთელობა და დღესაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. იმხანად, როცა სააქციო საზოგადოება "ზუგდიდსოფლტექნიკა" ჩამოვაყალიბეთ, დიდი რაოდენობით ნედლეული გადიოდა საქართველოდან. ჩვენ მოვიზიდეთ თურქეთიდან ინვესტიციები, ადგილზე დავიწყეთ მორების დამუშავება, შევიძინეთ უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარები... აი, ამის შემდეგ დაადგეს თვალი ორგანიზაციას, რადგან მას ზუგდიდის ცენტრში 4 ჰა მიწა ჰქონდა. ყოველწლიურად 200 - 300 ათასი ლარით ვავსებდით სახელმწიფო ბიუჯეტს. ახალაიას ხელწერა იყო ასეთი - მოშლიდა, გაანადგურებდა საწარმოს, ჩალის ფასი რომ დასდებოდა და შემდეგ ჩაეგდო ხელში, რასაც იგი მთელი სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით ახორციელებდა. საწარმოსგან, სადაც 27 წელი ვიმუშავე, დღეს აღარაფერია დარჩენილი, სამი შენობა მთლად გაძარცულია, მიწაც კი გაასხვისეს. ჩვენი დაპატიმრების შემდეგ საწარმო დააყადაღეს და იქიდან კენჭის აღების უფლება არავის ჰქონდა, მაგრამ ახალაიას პროკურატურა კანონს და სამართალს დაგიდევდა? საწარმო ერთიანად გაძარცვეს, 80 აქციონერის ინტერესები და უფლებები ფეხქვეშ გათელეს. დავუშვათ, ჩვენ მართლა მიგვიძღოდა ბრალი, რა დააშავა 80-მა აქციონერმა და ორგანიზაციამ? რადგან საკონტროლო პაკეტის მფლობელები ჩვენ ვიყავით, მოგვიშორეს და ხელ-ფეხიც გაეხსნათ. როცა აქციონერებს ვუსაყვედურე, სად იყავით, რატომ გააჩანაგებინეთ ორგანიზაცია-მეთქი, მითხრეს, რამდენჯერაც ხმა ამოვიღეთ, ახალაია ოჯახის წევრების განადგურებით გვემუქრებოდაო. სამეგრელოში ახალაიას შიშით ვინ გაბედავდა რამეს? მე და ნაპოლეონი 60%-ის მესაკუთრენი ვართ, დანარჩენი 40-ის კი - 80 აქციონერი. რატომ, რისი გულისთვის გაგვანადგურეს და გამოგვამწყვდიეს საპატიმროში? ახალაიას თავისი ნათესავებისთვის უთქვამს, ისინი ციხიდან ცოცხლები ვერ გამოვლენ, თქვენ რაც გინდათ, ის ქენითო. როლანდ ახალაიამ და მისმა დამქაშებმა ჩვენი განადგურებისთვის პასუხი უნდა აგონ!

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ