საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი გართობას და დროსტარებას ვერ ივიწყებს
პრეზიდენტი გართობას და დროსტარებას ვერ ივიწყებს

რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას დაც­ვა არ სჭირ­დე­ბა და ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად 27 თე­ბერ­ვალს აე­რო­პორ­ტში სა­კუ­თა­რი ელექტრო­მო­ბი­ლით მი­ვი­და.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბულ სა­ა­კაშ­ვილს აე­რო­პორ­ტში სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი დახ­ვდა, რა­საც პრე­ზი­დენ­ტის ხმა­უ­რი­ა­ნი გან­ცხა­დე­ბა მოჰ­ყვა, - მან ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ურ­ჩია, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა­ზე ეზ­რუ­ნა. პრე­ზი­დენ­ტი დაც­ვის გა­რე­შე, ბუ­ნებ­რი­ვია, არ უნდა და­დი­ო­დეს, მაგ­რამ ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში ან ბარ­ში მისი მის­ვლი­სას ქუ­ჩე­ბი სა­ა­თო­ბით არ უნდა გა­და­კე­ტონ. თუ ადრე სა­ა­კაშ­ვი­ლი "სა­კუ­რას", "ბუ­ფეტს" და "ბუდა ბარს" სტუმ­რობ­და და ხმა­უ­რი­ან წვე­უ­ლე­ბებს აწყობ­და, ახლა ვა­კე­ში, ძი­რი­თა­დად, გე­გე­ში­ძის ბაღ­თან მდე­ბა­რე რეს­ტო­რან "და­ი­ნინგ რუმს", ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე მდე­ბა­რე "პო­მი­დო­რო­სი­მოს" (რო­მე­ლიც, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი კო­დუ­ას სა­კუთ­რე­ბაა) და თა­მა­რაშ­ვილ­ზე მდე­ბა­რე ფრან­გულ რეს­ტო­რან La Truffe-ს სტუმ­რობს. ვა­კე­ლე­ბის თქმით, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი ბარ­ში მი­დის, მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოძ­რა­ო­ბა შე­ზღუ­დუ­ლია - პრე­ზი­დენტს, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, დაც­ვა არ მჭირ­დე­ბაო, ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი იცავს. სა­ა­კაშ­ვი­ლი La Truffe-ს შა­ბათს, 16 მარტს ეს­ტუმ­რა. ეს რეს­ტო­რა­ნი სოფო ნი­ჟა­რა­ძის მე­გობ­რის, სტი­ლისტ მიშა გა­სი­ტაშ­ვი­ლის სა­კუთ­რე­ბაა. ის თა­მა­რაშ­ვი­ლის 4 ა-ში მდე­ბა­რე­ობს და ხში­რად სტუმ­რო­ბენ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და მათი ცო­ლე­ბი. რეს­ტო­რა­ნი რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­იხ­სნა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ფრან­გულ რეს­ტო­რანს ყვე­ლა­ზე ხში­რად გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცოლი თაკო სა­ლა­ყა­ია, გი­ორ­გი არ­ვე­ლა­ძე და სოფო ნი­ჟა­რა­ძე სტუმ­რო­ბენ. შა­ბათს პრე­ზი­დენ­ტმა La Truffe-ში 5-6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში იქე­ი­ფა.

გვე­სა­უბ­რე­ბა "თა­ვი­სუ­ფალ სტუ­დენ­ტთა კავ­ში­რის" თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მეტ­რე­ვე­ლი:

- რეს­ტო­რა­ნი La Truffe ჩემი სახ­ლის პირ­და­პირ მდე­ბა­რე­ობს. შა­ბათს, 16 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 22 სა­ათ­ზე, გა­და­ი­კე­ტა თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუჩა, კორ­პუ­სე­ბის სა­ხუ­რა­ვებ­ზე სნა­ი­პე­რე­ბი გან­ლაგ­დნენ, მო­ვი­და სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რი, რის შემ­დე­გაც რეს­ტო­რანს ეწ­ვია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი დაც­ვის თან­ხლე­ბით. პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია რეს­ტო­რან­ში მი­ვი­დეს, ივახ­შმოს და გა­ერ­თოს, მაგ­რამ მა­შინ, რო­დე­საც უამ­რა­ვი სტუ­დენ­ტი მხო­ლოდ იმი­ტომ გა­რი­ცხეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან, რომ სწავ­ლის სა­ფა­სუ­რი ვერ გა­და­ი­ხა­დეს და ქვე­ყა­ნა­ში დიდი გა­ჭირ­ვე­ბაა, სირ­ცხვი­ლია გარ­თო­ბა­ზე ფიქ­რი.

- რამ­დე­ნი ხანი დარ­ჩა სა­ა­კაშ­ვი­ლი რეს­ტო­რან­ში და ვის­თან ერ­თად იყო?

- სა­ა­კაშ­ვი­ლი რეს­ტო­რანს ქა­ლებ­თან ერ­თად ეწ­ვია, მაგ­რამ ვინ იყ­ვნენ ისი­ნი, არ ვიცი. რეს­ტო­რა­ნი მან გო­გო­ნებ­თან ერ­თად, და­ახ­ლო­ე­ბით, ღა­მის 2-ის ნა­ხევ­რის­თვის ხმა­უ­რით და­ტო­ვა. პრე­ზი­დენ­ტი იტყუ­ე­ბა, რო­დე­საც ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი ელექტრო­მო­ბი­ლით, დაც­ვის გა­რე­შე გა­და­ად­გილ­დე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში მას ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იცავს და ხელს უშ­ლის ქა­ლაქ­ში მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბას, რად­გან რო­დე­საც ის რო­მე­ლი­მე რეს­ტო­რან­ში შე­დის, ახ­ლო­მახ­ლო მოძ­რა­ო­ბა დიდი ხნით არის გა­და­კე­ტი­ლი და მო­სახ­ლე­ო­ბა ამის გამო შე­წუ­ხე­ბუ­ლია.

მა­რი­ამ ჩი­ქო­ვა­ნი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

პრეზიდენტი გართობას და დროსტარებას ვერ ივიწყებს

პრეზიდენტი გართობას და დროსტარებას ვერ ივიწყებს

რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას დაცვა არ სჭირდება და ამის დასამტკიცებლად 27 თებერვალს აეროპორტში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა.

აზერბაიჯანიდან დაბრუნებულ სააკაშვილს აეროპორტში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დახვდა, რასაც პრეზიდენტის ხმაურიანი განცხადება მოჰყვა, - მან ახალ ხელისუფლებას ურჩია, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაზე ეზრუნა. პრეზიდენტი დაცვის გარეშე, ბუნებრივია, არ უნდა დადიოდეს, მაგრამ ამ განცხადებების შემდეგ რომელიმე რესტორანში ან ბარში მისი მისვლისას ქუჩები საათობით არ უნდა გადაკეტონ. თუ ადრე სააკაშვილი "საკურას", "ბუფეტს" და "ბუდა ბარს" სტუმრობდა და ხმაურიან წვეულებებს აწყობდა, ახლა ვაკეში, ძირითადად, გეგეშიძის ბაღთან მდებარე რესტორან "დაინინგ რუმს", ჭავჭავაძეზე მდებარე "პომიდოროსიმოს" (რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი კოდუას საკუთრებაა) და თამარაშვილზე მდებარე ფრანგულ რესტორან La Truffe-ს სტუმრობს. ვაკელების თქმით, როცა სააკაშვილი ბარში მიდის, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეზღუდულია - პრეზიდენტს, რომელმაც განაცხადა, დაცვა არ მჭირდებაო, ათეულობით ადამიანი იცავს. სააკაშვილი La Truffe-ს შაბათს, 16 მარტს ესტუმრა. ეს რესტორანი სოფო ნიჟარაძის მეგობრის, სტილისტ მიშა გასიტაშვილის საკუთრებაა. ის თამარაშვილის 4 ა-ში მდებარეობს და ხშირად სტუმრობენ მაღალჩინოსნები და მათი ცოლები. რესტორანი რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. ადგილობრივების განცხადებით, ფრანგულ რესტორანს ყველაზე ხშირად გოგოლა კალანდაძე, ვანო მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია, გიორგი არველაძე და სოფო ნიჟარაძე სტუმრობენ. შაბათს პრეზიდენტმა La Truffe-ში 5-6 საათის განმავლობაში იქეიფა.

გვესაუბრება "თავისუფალ სტუდენტთა კავშირის" თავმჯდომარე ნიკა მეტრეველი:

- რესტორანი La Truffe ჩემი სახლის პირდაპირ მდებარეობს. შაბათს, 16 მარტს, დაახლოებით 22 საათზე, გადაიკეტა თამარაშვილის ქუჩა, კორპუსების სახურავებზე სნაიპერები განლაგდნენ, მოვიდა სახანძრო სამსახური, რის შემდეგაც რესტორანს ეწვია მიხეილ სააკაშვილი მრავალრიცხოვანი დაცვის თანხლებით. პრეზიდენტს შეუძლია რესტორანში მივიდეს, ივახშმოს და გაერთოს, მაგრამ მაშინ, როდესაც უამრავი სტუდენტი მხოლოდ იმიტომ გარიცხეს უნივერსიტეტიდან, რომ სწავლის საფასური ვერ გადაიხადეს და ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა, სირცხვილია გართობაზე ფიქრი.

- რამდენი ხანი დარჩა სააკაშვილი რესტორანში და ვისთან ერთად იყო?

- სააკაშვილი რესტორანს ქალებთან ერთად ეწვია, მაგრამ ვინ იყვნენ ისინი, არ ვიცი. რესტორანი მან გოგონებთან ერთად, დაახლოებით, ღამის 2-ის ნახევრისთვის ხმაურით დატოვა. პრეზიდენტი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საკუთარი ელექტრომობილით, დაცვის გარეშე გადაადგილდება. სინამდვილეში მას ბევრი ადამიანი იცავს და ხელს უშლის ქალაქში მანქანების მოძრაობას, რადგან როდესაც ის რომელიმე რესტორანში შედის, ახლომახლო მოძრაობა დიდი ხნით არის გადაკეტილი და მოსახლეობა ამის გამო შეწუხებულია.

მარიამ ჩიქოვანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა