მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იუსტიციის მინისტრი უმცირესობის ფანტაზიებით გაოცებულია
იუსტიციის მინისტრი უმცირესობის ფანტაზიებით გაოცებულია

უმ­ცი­რე­სო­ბას თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს ყო­ველ­გვა­რი სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყ­რის გა­რე­შე მხარს და­უ­ჭერს , - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა სას­ტუმ­რო "შე­რა­ტონ მე­ტე­ხი პა­ლას­ში" ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც თეა წუ­ლუ­კი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მის­თვის უც­ნო­ბია, რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს უმ­რავ­ლე­სო­ბა უმ­ცი­რე­სო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე. იგი აცხა­დებს, რომ ამ პრო­ცესს გა­რე­დან აკ­ვირ­დე­ბა და გა­ო­ცე­ბუ­ლია უმ­ცი­რე­სო­ბის ფან­ტა­ზი­ე­ბით.

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის თქმით, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის პა­სუ­ხი იყოს და­დე­ბი­თი, თუმ­ცა ეს მის­თვის ბო­ლომ­დე ცნო­ბი­ლი არ არის.

"უმ­ცი­რე­სო­ბა თუ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მქო­ნე ოპო­ზი­ცი­აა, აუ­ცი­ლებ­ლად მხარს და­უ­ჭერს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, ყო­ველ­გვა­რი რე­ი­ტინ­გუ­ლი კენ­ჭისყ­რის გა­რე­შე. ეს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბა არ კეთ­დე­ბა ვინ­მეს­თვის, ეს კეთ­დე­ბა ქვეყ­ნის­თვის იმის გამო, რომ ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ არ მოხ­დეს სა­ხელ­მწი­ფო დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია. თუ ეს ოპო­ზი­ცი­ას არ ეს­მის, მა­შინ უმ­ცი­რე­სო­ბის ფან­ტა­ზი­ებს ფარ­თოდ შე­იძ­ლე­ბა გა­ეხ­სნას კარი", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მზად არის, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­როს, თუმ­ცა მა­ნამ­დე სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყ­რის ჩა­ტა­რე­ბას ითხოვს. ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა, და­ვით ბა­ქარ­ძემ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, უმ­ცი­რე­სო­ბის გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ მო­ი­თხო­ვენ, ჩა­ტარ­დეს სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყრა, რომ­ლი­თაც გა­ირ­კვე­ვა, თუ რამ­დე­ნი ხმა აქვს უმ­რავ­ლე­სო­ბას და რამ­დე­ნი ხმა სჭირ­დე­ბა მას სა­კონ­სტი­ტუ­ციო კვო­რუ­მის­თვის. "მივ­ცემთ ზუს­ტად იმ­დენ ხმას, რამ­დე­ნი ხმაც აკ­ლი­ათ", - აღ­ნიშ­ნა ბაქ­რა­ძემ.

ამას­თან, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ასე­თი კენ­ჭისყ­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ არ­სე­ბობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

იუსტიციის მინისტრი უმცირესობის ფანტაზიებით გაოცებულია

იუსტიციის მინისტრი უმცირესობის ფანტაზიებით გაოცებულია

უმცირესობას თუ პასუხისმგებლობა აქვს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ყოველგვარი სარეიტინგო კენჭისყრის გარეშე მხარს დაუჭერს , - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უმრავლესობა უმცირესობის ინიციატივაზე. იგი აცხადებს, რომ ამ პროცესს გარედან აკვირდება და გაოცებულია უმცირესობის ფანტაზიებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, შესაძლებელია, ამ ინიციატივაზე უმრავლესობის პასუხი იყოს დადებითი, თუმცა ეს მისთვის ბოლომდე ცნობილი არ არის.

"უმცირესობა თუ პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციაა, აუცილებლად მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ყოველგვარი რეიტინგული კენჭისყრის გარეშე. ეს საკონსტიტუციო ცვლილება არ კეთდება ვინმესთვის, ეს კეთდება ქვეყნისთვის იმის გამო, რომ ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მოხდეს სახელმწიფო დესტაბილიზაცია. თუ ეს ოპოზიციას არ ესმის, მაშინ უმცირესობის ფანტაზიებს ფართოდ შეიძლება გაეხსნას კარი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზად არის, საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა მანამდე სარეიტინგო კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, დავით ბაქარძემ გუშინ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მოითხოვენ, ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა, თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო კვორუმისთვის. "მივცემთ ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც აკლიათ", - აღნიშნა ბაქრაძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ასეთი კენჭისყრის აუცილებლობა არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა