პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე - არ დავუშვებთ, ჩვენზე ვინმემ აგდებით ილაპარაკოს, თითქოს ჩვენი ხმები არაფერს ნიშნავს
დავით ბაქრაძე - არ დავუშვებთ, ჩვენზე ვინმემ აგდებით ილაპარაკოს, თითქოს ჩვენი ხმები არაფერს ნიშნავს

სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მხარ­და­ჭე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" აბ­სო­ლუ­ტუ­რი ერ­თი­ა­ნო­ბით მი­ი­ღო, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "პო­ზი­ცი­ა­ში" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის გუ­შინ­დე­ლი სხდო­მა პარ­ტი­უ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის თვალ­საზ­რი­სით იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღია. "ჩვენ მზად ვი­ყა­ვით, რომ ბო­ლოს კენ­ჭისყრაც კი ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ არც კენ­ჭისყრა და არც სხვა პრო­ცე­დუ­რა სა­ჭი­რო არ გახ­და, რად­გან იყო სრუ­ლი კონ­სენ­სუ­სი უმ­ცი­რე­სო­ბის ყვე­ლა წევ­რს შო­რის. ჩვენ არ გვინ­და ვინ­მე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აბ­რა­ლებ­დეს, რომ ჩვენ არ ვაძ­ლევთ მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და თქვას, თით­ქოს ჩვენ გვინ­და ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა. ეს ჩვენ არ გვინ­და, ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ ამ ცვლი­ლე­ბას, მხარს ვუ­ჭერთ, რომ მთავ­რო­ბამ მშვი­დად იმუ­შა­ოს და მხარს ვუ­ჭერთ იმას, რომ მთავ­რო­ბამ მშვი­დად გა­ა­კე­თოს თა­ვი­სი საქ­მე და ხალ­ხმა იცხოვ­როს კარ­გად. მაგ­რამ, ამა­ვე დროს არ და­ვუშ­ვებთ, რომ ჩვენ­ზე ვინ­მემ აგ­დე­ბით ილა­პა­რა­კოს, რომ გა­ტე­ხეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რომ ჩვე­ნი ხმე­ბი არა­ფერს ნიშ­ნავს და ვი­თომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს გა­რე­შე ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბა. ავ­ტო­მა­ტუ­რად ეს ვერ მოხ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა და­ვით ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ახლო მო­მა­ვალ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და­უბ­რუნ­დე­ბა იმ სა­კი­თხებს, რომ­ლე­ბიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­აჩ­ნია. "ხვალ არ და­ვა­ყე­ნებთ ამ სა­კითხს, რათა არ მივ­ცეთ უმ­რავ­ლე­სო­ბას იმის თქმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ჩვენ ახა­ლი სა­კი­თხე­ბის და­ყე­ნე­ბით ამ სა­კი­თხზე უა­რის თქმას ვცდი­ლობთ. ხვალ არა, მაგ­რამ ახლო მო­მა­ვალ­ში და­ვუბ­რუნ­დე­ბით ყვე­ლა იმ სა­კითხს, რო­მე­ლიც მიგ­ვაჩ­ნია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია უნდა იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. მიგ­ვაჩ­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს არ შეს­ვლა დსთ-ში იყოს და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. მიგ­ვაჩ­ნია, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ნორ­მა­ლუ­რი კო­ჰა­ბი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­დეს ქვე­ყა­ნა­ში და ამას ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცია ხელს უწყობს", - აღ­ნიშ­ნა გუ­შინ უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა.

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­და­წყდა, რომ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მზა­დაა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­როს, თუმ­ცა, მა­ნამ­დე უმ­ცი­რე­სო­ბა მო­ი­თხოვს ჩა­ტარ­დეს სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყრა, რომ­ლი­თაც გა­ირ­კვე­ვა თუ რამ­დე­ნი ხმა აქვს უმ­რავ­ლე­სო­ბას და რამ­დე­ნი ხმა სჭირ­დე­ბა მას სა­კონ­სტი­ტუ­ციო ქვო­რუ­მის­თვის. რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის ლი­დერ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ "რუს­თა­ვი 2"-ს გა­ნუ­ცხა­და, სა­რე­ი­ტინ­გო კენ­ჭისყ­რის სა­ფუძ­ველ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უმ­რავ­ლე­სო­ბას მის­ცემს ზუს­ტად იმ­დენ ხმას, რამ­დე­ნი ხმაც და­აკ­ლდე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დავით ბაქრაძე - არ დავუშვებთ, ჩვენზე ვინმემ აგდებით ილაპარაკოს, თითქოს ჩვენი ხმები არაფერს ნიშნავს

დავით ბაქრაძე - არ დავუშვებთ, ჩვენზე ვინმემ აგდებით ილაპარაკოს, თითქოს ჩვენი ხმები არაფერს ნიშნავს

საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის გადაწყვეტილება "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" აბსოლუტური ერთიანობით მიიღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმცირესობის გუშინდელი სხდომა პარტიული დემოკრატიის თვალსაზრისით იყო აბსოლუტურად ღია. "ჩვენ მზად ვიყავით, რომ ბოლოს კენჭისყრაც კი ჩაგვეტარებინა, მაგრამ არც კენჭისყრა და არც სხვა პროცედურა საჭირო არ გახდა, რადგან იყო სრული კონსენსუსი უმცირესობის ყველა წევრს შორის. ჩვენ არ გვინდა ვინმე "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებდეს, რომ ჩვენ არ ვაძლევთ მუშაობის საშუალებას და თქვას, თითქოს ჩვენ გვინდა ქვეყანაში არეულობა. ეს ჩვენ არ გვინდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებას, მხარს ვუჭერთ, რომ მთავრობამ მშვიდად იმუშაოს და მხარს ვუჭერთ იმას, რომ მთავრობამ მშვიდად გააკეთოს თავისი საქმე და ხალხმა იცხოვროს კარგად. მაგრამ, ამავე დროს არ დავუშვებთ, რომ ჩვენზე ვინმემ აგდებით ილაპარაკოს, რომ გატეხეს "ნაციონალური მოძრაობა", რომ ჩვენი ხმები არაფერს ნიშნავს და ვითომ ეს ყველაფერი ჩვენს გარეშე ავტომატურად ხდება. ავტომატურად ეს ვერ მოხდება", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ახლო მომავალში "ნაციონალური მოძრაობა" დაუბრუნდება იმ საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მიაჩნია. "ხვალ არ დავაყენებთ ამ საკითხს, რათა არ მივცეთ უმრავლესობას იმის თქმის საშუალება, რომ ჩვენ ახალი საკითხების დაყენებით ამ საკითხზე უარის თქმას ვცდილობთ. ხვალ არა, მაგრამ ახლო მომავალში დავუბრუნდებით ყველა იმ საკითხს, რომელიც მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია უნდა იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს არ შესვლა დსთ-ში იყოს დაფიქსირებული კონსტიტუციაში. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ნორმალური კოჰაბიტაცია მიმდინარეობდეს ქვეყანაში და ამას ახალი კონსტიტუცია ხელს უწყობს", - აღნიშნა გუშინ უმცირესობის ლიდერმა.

საპარლამენტო უმცირესობის გუშინდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭიროს, თუმცა, მანამდე უმცირესობა მოითხოვს ჩატარდეს სარეიტინგო კენჭისყრა, რომლითაც გაირკვევა თუ რამდენი ხმა აქვს უმრავლესობას და რამდენი ხმა სჭირდება მას საკონსტიტუციო ქვორუმისთვის. როგორც საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, სარეიტინგო კენჭისყრის საფუძველზე "ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობას მისცემს ზუსტად იმდენ ხმას, რამდენი ხმაც დააკლდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა