მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან
 ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან

შსს–ს თბი­ლი­სის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს და ქვე­მო ქარ­თლის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ–სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1991 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი კონ­სტან­ტი­ნე რ. და 1981 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მეგი მ. ყა­ჩა­ღო­ბი­სა და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

შსს-ს ცნო­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლებ­მა 18 მარტს, გამ­თე­ნი­ი­სას, მე­სა­მე თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად, ნავ­თლუ­ღის ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტაქ­სი გა­ა­ჩე­რეს. მათ მძღოლს ე. წ. პეტ­რე–პავ­ლეს სა­საფ­ლა­ო­ზე წაყ­ვა­ნა სთხო­ვეს. ად­გილ­ზე მის­ვლი­სას, ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ცივი ია­რა­ღის მუ­ქა­რით მძღოლს, 1963 წელს და­ბა­დე­ბულ თა­მაზ მურ­ა­ჩაშ­ვილს ფული და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მოს­თხო­ვეს. ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას, კონ­სტან­ტი­ნე რ-მ ტაქ­სის მძღოლს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და ფული მი­ით­ვი­სეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ. თა­მაზ მურ­ა­ჩაშ­ვი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ კონ­სტან­ტი­ნე რ. წარ­სულ­ში ქურ­დო­ბის, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის მოხ­მა­რე­ბი­სა და ცივი ია­რა­ღის უკა­ნო­ნო ტა­რე­ბის­თვი­საა ნა­სა­მარ­თლე­ვი, ხოლო მეგი მ. – ქურ­დო­ბის­თვის.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მე­სა­მე თა­ნამ­ზრახ­ვე­ლის დად­გე­ნა–და­კა­ვე­ბის მიზ­ნით სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს ატა­რე­ბენ. კონ­სტან­ტი­ნე რ–ს მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 108–ე მუხ­ლით და 179–ე მუხ­ლის მე–2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მეგი მ-ს მი­მართ კი – 179–ე მუხ­ლის მე–2 ნა­წი­ლის "ბ" ქვე­პუნ­ქტით.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან

 ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებულები წარსულში ნასამართლევი პირები არიან

შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული კონსტანტინე რ. და 1981 წელს დაბადებული მეგი მ. ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებმა 18 მარტს, გამთენიისას, მესამე თანამზრახველთან ერთად, ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაქსი გააჩერეს. მათ მძღოლს ე. წ. პეტრე–პავლეს სასაფლაოზე წაყვანა სთხოვეს. ადგილზე მისვლისას, ბრალდებულებმა ცივი იარაღის მუქარით მძღოლს, 1963 წელს დაბადებულ თამაზ მურაჩაშვილს ფული და მობილური ტელეფონი მოსთხოვეს. ურთიერთშელაპარაკებისას, კონსტანტინე რ-მ ტაქსის მძღოლს დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დამნაშავეებმა მობილური ტელეფონი და ფული მიითვისეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თამაზ მურაჩაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ კონსტანტინე რ. წარსულში ქურდობის, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და ცივი იარაღის უკანონო ტარებისთვისაა ნასამართლევი, ხოლო მეგი მ. – ქურდობისთვის.

სამართალდამცველები მესამე თანამზრახველის დადგენა–დაკავების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. კონსტანტინე რ–ს მიმართ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108–ე მუხლით და 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, მეგი მ-ს მიმართ კი – 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ