პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისუფლების ქვა, გაიოზ პაპას "ატრაჟატელიანი" ვირი და თუშური მატყლის საიდუმლო
თავისუფლების ქვა, გაიოზ პაპას "ატრაჟატელიანი" ვირი და თუშური მატყლის საიდუმლო

ალ­ვან­ში არ ყო­ფილ­ხართ? მა­შინ, გუ­დის ყვე­ლის ჩათ­ვლით, ძა­ლი­ა­ნაც ბევ­რი და­გი­კარ­გავთ! მას ერ­თა­დერ­თს რა­ღაც­ნა­ი­რად ჩვე­ნი მთი­სა და მი­წის შე­რე­უ­ლი გემო დაჰ­კრავს! თუ­შუ­რი ცხვა­რიც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლია, თა­ვი­სი პატ­რო­ნი ხალ­ხი­ვით, კა­ციშ­ვილ­მა რომ ვერ გა­და­ა­ჯი­შა. ეგეც დრო­დად­რო პატ­რო­ნი­ვით შე­ცო­ტავ­დე­ბო­და და მერე ისევ მრავ­ლდე­ბო­და.

რეზო ორ­ბე­თიშ­ვი­ლი ალ­ვა­ნე­ლია. ალ­ვან­ში ერ­თად ვი­ა­რეთ - ის რომ ერთ ნა­ბიჯს გა­დად­გამ­და, მე ორით ძლივს ვე­წე­ო­დი და ვეხ­ვე­წე­ბო­დი, - მარ­ტო ვივ­ლი, რა­საც მინ­და, იმას ვნა­ხავ და რა­ზეც მინ­და, იმა­ზე დავ­წერ-მეთ­ქი. მერე ვინ გიშ­ლის, მაგ­რამ სტუ­მარს მარ­ტო ვერ გა­გიშ­ვებ, თუ­შებს სირ­ცხვილს ვერ ვაჭ­მე­ვო! ბო­ლოს და­მი­ყო­ლია - "თუში ხარ, მი­ტომ კარ­გი ხარ-მეთ­ქი"? კარ­გე­ბი რომ არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, კა­ხე­თის მეფე ლე­ვა­ნი XVI სა­უ­კუ­ნე­ში სა­ზა­ფხუ­ლო სა­ძოვ­რე­ბად ალ­ვა­ნის ველს ხომ არ გვა­ჩუ­ქებ­დაო! მერე, თქვენც ადე­ქით და დე­და­ბუ­დი­ა­ნად აქეთ ჩა­მო­სახ­ლდით-მეთ­ქი? ეეო, - ხელს იქ­ნევს, - სა­ქარ­თვე­ლოს რო­დის ედგა კარ­გი დღე, სა­მა­გი­ე­როდ, მეფე ერეკ­ლე სულ ჩვე­ნი გა­ჭე­დი­ლი ხმლე­ბი­თა და ჩვენ­თან ერ­თად იბ­რძო­დაო.

თავს ვუქ­ნევ და ცოტა სევ­და მე­რე­ვა. მაგ­რამ ის: - კარ­გი რა, ეგ ხომ ეგრე დაგ­ვი­წე­რა ქარ­თვე­ლებს გან­გე­ბამ, - ვაი თქვე­ნი ბრა­ლი, თუ არ იო­მებთ და მო­ნე­ბი გახ­დე­ბი­თო. კი­სერ­ზე უღელს სიკ­ვდი­ლი არა სჯო­ბია?.. აბა, წა­მო­დი, რა უნდა გა­ნა­ხოო და გზის პი­რას ხავ­სმო­კი­დე­ბულ წარ­წე­რე­ბი­ან ქვას მიჩ­ვე­ნებს.

- საფ­ლა­ვის ქვას ჰგავს, გზის პირ­ზე გყავთ ვინ­მე დაკ­რძა­ლუ­ლი?!

- ამას ალ­ვა­ნე­ლე­ბი თა­ვი­სუფ­ლე­ბის ქვას ვე­ძა­ხით. ერთი ვაჟ­კა­ცი გვყავ­და, ალექ­სა ჭყო­პიშ­ვი­ლი, დიდი ცხვარ-ძრო­ხის პატ­რო­ნი და ალ­ვა­ნის მო­ა­მა­გე. ბოლ­შე­ვი­კებ­მა - ეგ ცხვარ-ძრო­ხა ახლა კო­ლექ­ტი­ვი­სა­აო, გა­უ­ღეს ფა­რეხ-ბოს­ლე­ბი და წა­ას­ხეს. ალექ­სა შინ არ ყო­ფი­ლა. გზა­ზე კი თა­ვის სა­ფერ­ხე ცხენ­ზე გა­დამ­ჯდა­რი კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე და­უ­ნა­ხავს და იქვე გას­კდო­მია გული. სო­ფელ­მაც იმ ად­გი­ლას დად­გა ქვა, სა­დაც ალექ­სა და­ვარ­და. ანუ იმის ნიშ­ნად, რომ სოფ­ლის თვალ­ში ბე­ჩა­ვად დარ­ჩო­მას სიკ­ვდი­ლი სჯო­ბი­აო. აი, ეგა ვართ თუ­შე­ბი! ეგ ბი­ჭე­ბიც ეგე­თე­ბი დაგ­ვეზ­რდე­ბი­ან, ეგე, სკამ­ზე რომ სხე­დან, - მე­უბ­ნე­ბა რეზო და მზის გულ­ზე ჩა­მომ­სხდარ ბი­ჭებს მიჩ­ვე­ნებს. მერე კი,: - წამო გა­ი­ო­ზა პა­პას ვეს­ტუმ­რო­თო და ვი­რი­ა­ნი ეზოს­კენ მივ­ყა­ვარ.

რას არ წავ­ყვე­ბი! ვი­რია, მაგ­რამ რა ვირი, კი­სე­რი ყვა­ვი­ლე­ბით აქვს მორ­თუ­ლი, გვერ­დზეც რა­ღა­ცა წი­თე­ლი ჰკი­დია. იქვე "ტა­ჩკა" დგას. ზედ ბი­ჭე­ბი კრა­მიტს აწყო­ბენ, პაპა კი ვირს დას­ტრი­ა­ლებს.

- კარ­გი გა­მარ­ჯო­ბა, გა­ი­ო­ზა პაპა! - დას­ძა­ხის ჩემი თა­ნამ­გზავ­რი.

- გა­გი­მარ­ჯოს... კაცო, რეზო არა ხარ შენა?!

- მე ვარ, მე!.. საით გა­გი­წე­ვია მაგ შენი კაპ­ლო­თი?! კაცო, ეგ ყვა­ვი­ლე­ბი კი­დევ ჰო, მაგ­რა­მა "ატ­რა­ჟა­ტე­ლი" დღი­სით რაღა სა­ჭი­როა, ბა­რემ და­ღა­მე­ბი­სას გა­გე­კე­თე­ბი­ნა!

- ეკე­თოს, რა, გვარ­სა მთხოვს თუ სა­ხელს? - გა­ი­ო­ზა პაპა კაპ­ლოს კი­სერ­ზე უს­ვამს ხელს, - ეს "ატ­რა­ჟა­ტე­ლი" რო არა მქონ­დეს, რა ვიცი, ღა­მით ვინ გა­და­რე­უ­ლი და­მე­ჯა­ხე­ბა, ღამე შუქს ირეკ­ლავს და შინ მშვი­დო­ბით ვბრუნ­დე­ბით.

- აბა, თქვე­ნი კაპ­ლო ყო­ფი­ლა, თუ ყო­ფი­ლა, თუ ღა­მი­თაც მუ­შა­ობს?

- რატო დი­ლამ­დი­საც არა! ეგა ჩემი ოჯა­ხის მთა­ვა­რი გამ­წე­ვია. მარ­ჩე­ნა­ლი კი­დევ ცხვა­რია ათა­დან და ბა­ბა­დან. მა­გას თუში ვერ შე­ე­ლე­ვა, ჭურ­ჭე­ლი სად იყო შექ­მნი­ლი, თუშ­მა რო ხის კას­რი გა­მო­თა­ლა და შიგ ცხვა­რი მოწ­ვე­ლა, - მეც მაგ ხის კას­რში ვწვე­ლი­დი ჯე­ი­ლო­ბა­ში, უკა­ნა ფე­ხე­ბი­დან მი­ვუდ­გამ­დი. შვი­ლიშ­ვი­ლებ­საც ეგრე ვას­წავ­ლე წვე­ლა, - აბა, უჩ­ვე­ნე, შვი­ლო, რო­გო­რა! - გა­ი­ო­ზა პა­პამ შვი­ლიშ­ვილს ხე­ლის უქ­ნევს. ისიც ხის კასრს ფე­ხებ­თან იგ­დებს...

ცოტა ხან­ში გზა­ზე ფა­რაც გა­მოჩ­ნდე­ბა. - ჩვენს ცხვარს რომ მა­ტყლი აქვს, მსოფ­ლი­ო­ში მაგ­ნა­ი­რი არც ერთ ცხვარს არ აქვს! - და­ბე­ჯი­თე­ბით მიხ­სნის ჩემი თა­ნამ­გზავ­რი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თავისუფლების ქვა, გაიოზ პაპას "ატრაჟატელიანი" ვირი და თუშური მატყლის საიდუმლო

თავისუფლების ქვა, გაიოზ პაპას "ატრაჟატელიანი" ვირი და თუშური მატყლის საიდუმლო

ალვანში არ ყოფილხართ? მაშინ, გუდის ყველის ჩათვლით, ძალიანაც ბევრი დაგიკარგავთ! მას ერთადერთს რაღაცნაირად ჩვენი მთისა და მიწის შერეული გემო დაჰკრავს! თუშური ცხვარიც მხოლოდ ქართულია, თავისი პატრონი ხალხივით, კაციშვილმა რომ ვერ გადააჯიშა. ეგეც დროდადრო პატრონივით შეცოტავდებოდა და მერე ისევ მრავლდებოდა.

რეზო ორბეთიშვილი ალვანელია. ალვანში ერთად ვიარეთ - ის რომ ერთ ნაბიჯს გადადგამდა, მე ორით ძლივს ვეწეოდი და ვეხვეწებოდი, - მარტო ვივლი, რასაც მინდა, იმას ვნახავ და რაზეც მინდა, იმაზე დავწერ-მეთქი. მერე ვინ გიშლის, მაგრამ სტუმარს მარტო ვერ გაგიშვებ, თუშებს სირცხვილს ვერ ვაჭმევო! ბოლოს დამიყოლია - "თუში ხარ, მიტომ კარგი ხარ-მეთქი"? კარგები რომ არ ვყოფილიყავით, კახეთის მეფე ლევანი XVI საუკუნეში საზაფხულო საძოვრებად ალვანის ველს ხომ არ გვაჩუქებდაო! მერე, თქვენც ადექით და დედაბუდიანად აქეთ ჩამოსახლდით-მეთქი? ეეო, - ხელს იქნევს, - საქართველოს როდის ედგა კარგი დღე, სამაგიეროდ, მეფე ერეკლე სულ ჩვენი გაჭედილი ხმლებითა და ჩვენთან ერთად იბრძოდაო.

თავს ვუქნევ და ცოტა სევდა მერევა. მაგრამ ის: - კარგი რა, ეგ ხომ ეგრე დაგვიწერა ქართველებს განგებამ, - ვაი თქვენი ბრალი, თუ არ იომებთ და მონები გახდებითო. კისერზე უღელს სიკვდილი არა სჯობია?.. აბა, წამოდი, რა უნდა განახოო და გზის პირას ხავსმოკიდებულ წარწერებიან ქვას მიჩვენებს.

- საფლავის ქვას ჰგავს, გზის პირზე გყავთ ვინმე დაკრძალული?!

- ამას ალვანელები თავისუფლების ქვას ვეძახით. ერთი ვაჟკაცი გვყავდა, ალექსა ჭყოპიშვილი, დიდი ცხვარ-ძროხის პატრონი და ალვანის მოამაგე. ბოლშევიკებმა - ეგ ცხვარ-ძროხა ახლა კოლექტივისააო, გაუღეს ფარეხ-ბოსლები და წაასხეს. ალექსა შინ არ ყოფილა. გზაზე კი თავის საფერხე ცხენზე გადამჯდარი კოლმეურნეობის თავმჯდომარე დაუნახავს და იქვე გასკდომია გული. სოფელმაც იმ ადგილას დადგა ქვა, სადაც ალექსა დავარდა. ანუ იმის ნიშნად, რომ სოფლის თვალში ბეჩავად დარჩომას სიკვდილი სჯობიაო. აი, ეგა ვართ თუშები! ეგ ბიჭებიც ეგეთები დაგვეზრდებიან, ეგე, სკამზე რომ სხედან, - მეუბნება რეზო და მზის გულზე ჩამომსხდარ ბიჭებს მიჩვენებს. მერე კი,: - წამო გაიოზა პაპას ვესტუმროთო და ვირიანი ეზოსკენ მივყავარ.

რას არ წავყვები! ვირია, მაგრამ რა ვირი, კისერი ყვავილებით აქვს მორთული, გვერდზეც რაღაცა წითელი ჰკიდია. იქვე "ტაჩკა" დგას. ზედ ბიჭები კრამიტს აწყობენ, პაპა კი ვირს დასტრიალებს.

- კარგი გამარჯობა, გაიოზა პაპა! - დასძახის ჩემი თანამგზავრი.

- გაგიმარჯოს... კაცო, რეზო არა ხარ შენა?!

- მე ვარ, მე!.. საით გაგიწევია მაგ შენი კაპლოთი?! კაცო, ეგ ყვავილები კიდევ ჰო, მაგრამა "ატრაჟატელი" დღისით რაღა საჭიროა, ბარემ დაღამებისას გაგეკეთებინა!

- ეკეთოს, რა, გვარსა მთხოვს თუ სახელს? - გაიოზა პაპა კაპლოს კისერზე უსვამს ხელს, - ეს "ატრაჟატელი" რო არა მქონდეს, რა ვიცი, ღამით ვინ გადარეული დამეჯახება, ღამე შუქს ირეკლავს და შინ მშვიდობით ვბრუნდებით.

- აბა, თქვენი კაპლო ყოფილა, თუ ყოფილა, თუ ღამითაც მუშაობს?

- რატო დილამდისაც არა! ეგა ჩემი ოჯახის მთავარი გამწევია. მარჩენალი კიდევ ცხვარია ათადან და ბაბადან. მაგას თუში ვერ შეელევა, ჭურჭელი სად იყო შექმნილი, თუშმა რო ხის კასრი გამოთალა და შიგ ცხვარი მოწველა, - მეც მაგ ხის კასრში ვწველიდი ჯეილობაში, უკანა ფეხებიდან მივუდგამდი. შვილიშვილებსაც ეგრე ვასწავლე წველა, - აბა, უჩვენე, შვილო, როგორა! - გაიოზა პაპამ შვილიშვილს ხელის უქნევს. ისიც ხის კასრს ფეხებთან იგდებს...

ცოტა ხანში გზაზე ფარაც გამოჩნდება. - ჩვენს ცხვარს რომ მატყლი აქვს, მსოფლიოში მაგნაირი არც ერთ ცხვარს არ აქვს! - დაბეჯითებით მიხსნის ჩემი თანამგზავრი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"