კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გავათბოთ თბილისი იაფად
როგორ გავათბოთ თბილისი იაფად

ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის სიხ­ში­რე და სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი სულ უფრო ხში­რად გვახ­სე­ნებს, რომ თუკი ადა­მი­ა­ნე­ბი ეკო­სის­ტე­მის დაც­ვას უპირ­ვე­ლეს მიზ­ნად არ გა­იხ­დი­ან, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბელ შე­დე­გე­ბამ­დე მი­ვი­დეთ. რო­გორ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო? სა­ი­დან მი­ვი­ღოთ სით­ბო, სი­ნათ­ლე? რა ვუ­ყოთ საწ­ვა­ვის გა­მო­ნა­ბოლ­ქვს? სა­ფიქ­რა­ლია ისიც, რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი სიმ­დიდ­რე, რო­გორ მო­ვახ­მა­როთ ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბას.

ნო­დარ ცერ­ცვა­ძე, გე­ო­ლო­გი­ურ-მი­ნე­რა­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ო­თერ­მუ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი: - ხში­რად ვამ­ბობთ: და­ლოც­ვი­ლი მიწა-წყა­ლი გვაქვს, რა გინ­და, რომ აქ არ იყოს! თუმ­ცა ხში­რად ამ ფრა­ზას მო­ვა­ყო­ლებთ ხოლ­მე: რად გინ­და, სა­თა­ნა­დოდ ვე­რა­ფერს ვი­ყე­ნებთ... მარ­თლაც აუ­წო­ნავ-გა­ნუ­ზო­მე­ლი მი­წის­ზე­და და მი­წის­ქვე­შა სიმ­დიდ­რე გაგ­ვაჩ­ნია, რომ­ლის მხო­ლოდ უმ­ცი­რეს ნა­წილს თუ ვი­ყე­ნებთ ხალ­ხის სა­სი­კე­თოდ.

ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის სი­უხ­ვე, ჰიდ­როგ­რა­ფი­უ­ლი ქსე­ლის სიხ­ში­რე, რე­ლი­ე­ფის ძლი­ე­რი და­ნა­წევ­რე­ბა, წყალ­შემ­ცვე­ლი ქა­ნე­ბის შედ­გე­ნი­ლო­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ტე­რი­ტო­რი­ის რთუ­ლი გე­ო­ლო­გი­უ­რი აგე­ბუ­ლე­ბა - ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად გა­ნა­პი­რო­ბებს სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის რე­სურ­სე­ბით სიმ­დიდ­რეს. სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 26 000 მდი­ნა­რეა, რო­მელ­თა სა­თა­ვე მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მტკნა­რი წყლის წყა­როა, მი­წის ზე­და­პირ­ზე კი 1 500 მი­ნე­რა­ლუ­რი და თერ­მუ­ლი (30-1120C) წყა­ლი ამო­დის.

მი­წის­ქვე­შა წყლე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი (დღე-ღა­მე­ში 50 მლნ კუბ­მეტ­რი) მტკნა­რი სას­მე­ლი წყა­ლია. მათი რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა 3-ჯერ აღე­მა­ტე­ბა ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას. მტკნარ წყლებს უმ­თავ­რე­სად იყე­ნე­ბენ სას­მელ-სა­მე­ურ­ნეო მიზ­ნით, მაგ­რამ მსოფ­ლი­ო­ში სას­მე­ლი წყლის დე­ფი­ცი­ტის გამო მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს ამ წყლე­ბის სამ­რეწ­ვე­ლო ჩა­მოს­ხმა. ჩვე­ნი მტკნა­რი წყლე­ბის სი­უხ­ვე სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნოთ პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რა­ში...

- რა სარ­გებ­ლო­ბას მო­უ­ტანს ქვე­ყა­ნას თერ­მუ­ლი წყლე­ბი (იგუ­ლის­ხმე­ბა მი­წის­ქვე­შა ცხე­ლი წყლე­ბი, რომ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რაა 30-1120C)?

- თერ­მუ­ლი წყა­ლი არის თბო­მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მელ­საც დე­და­მი­წის სიღ­რმუ­ლი სით­ბო ამო­აქვს ზე­და­პირ­ზე. მას გე­ო­თერ­მულ წყალ­საც უწო­დე­ბენ. მი­წის სიღ­რმუ­ლი სით­ბო და მისი ამომ­ტა­ნი თერ­მუ­ლი წყლე­ბი, გლო­ბა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სის პი­რო­ბებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას იმ­სა­ხუ­რებს. გე­ო­თერ­მუ­ლი სით­ბო ყვე­ლა­ზე იაფი, ეკო­ლო­გი­უ­რად უსაფრ­თხო და უშ­რე­ტი გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­როა. (ენერ­გი­ის გა­ნახ­ლე­ბა­დი წყა­რო­ე­ბია: ქა­რის, მზის, ზღვის ტალ­ღე­ბის ენერ­გია, მცი­რე მდი­ნა­რე­ე­ბი და ბი­ო­მა­სა) ის შე­იძ­ლე­ბა უმ­თავ­რე­სი გახ­დეს ქვეყ­ნის სათ­ბობ-ენერ­გე­ტი­კულ კომ­პლექსში...

- თერ­მულ წყლებს ოდით­გან­ვე იყე­ნებ­დნენ სამ­კურ­ნა­ლოდ, არ­სე­ბობ­და აბა­ნო­ე­ბი...

- მარ­თა­ლია, მათი გა­მო­ყე­ნე­ბა უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან ხდე­ბო­და. თბი­ლი­სის და­არ­სე­ბის ლე­გენ­დაც კი ამ წყლებს უკავ­შირ­დე­ბა.

სით­ბუ­რი ენერ­გი­ის წყა­როდ გე­ო­თერ­მუ­ლი წყლე­ბის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა და­ი­წყო გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან. მას შე­უძ­ლია ქვეყ­ნის მრეწ­ვე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო იმ­პორ­ტუ­ლი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის ჩა­ნაც­ვლე­ბა. დღეს­დღე­ო­ბით, ჩვე­ნი გე­ო­თერ­მუ­ლი წყლე­ბის გა­მო­სავ­ლე­ბის ჯა­მუ­რი დე­ბე­ტი დღე-ღა­მე­ში 200 ათას კუბ­მეტრს შე­ად­გენს. მათ­გან 90 ათა­სი კუბ­მეტ­რი მა­ღა­ლი კა­ტე­გო­რი­ის სა­ექ­სპლუ­ა­ტა­ციო მა­რა­გია, რაც სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მი­ე­რაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი. ეს გე­ო­თერ­მუ­ლი გა­მო­სავ­ლე­ბი თავ­მოყ­რი­ლია 44 სა­ბა­დო­ში. 1975 წლი­დან 1992 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნეს თერ­მუ­ლი წყლის 20-მდე ახა­ლი სა­ბა­დო. წყლის სი­უხ­ვი­თა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა კინ­დღის, მოქ­ვის, ოხუ­რე­ის, ზუგ­დი­დის, ცა­ი­შის, და­სავ­ლეთ ცა­ი­შის, მენ­ჯის, სამ­ტრე­დი­ის, ვა­ნის და აგა­რის სა­ბა­დო­ე­ბი... მათ იყე­ნებ­დნენ, მაგ­რამ ასე­თი სის­ტე­მით:

ჭა­ბურ­ღი­ლი-მომ­ხმა­რე­ბე­ლი-კა­ნა­ლი­ზა­ცია... ეს თვით­დე­ნას აჩე­რებს და იწ­ვევს სა­ბა­დოს დაშ­რო­ბას. ამ დროს კი ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ეფექ­ტი­ა­ნი სის­ტე­მის და­ნერგვა: ნახ­მა­რი - სით­ბო­მოხ­სნი­ლი წყლის ისევ წყალ­შემ­ცველ ფე­ნებ­ში ჩა­ტუმბვა.

ასე­თი გე­ო­თერ­მუ­ლი სად­გუ­რის (გე­ო­თე­სის) თერ­მუ­ლი წყლით მო­მა­რა­გე­ბა უწყვე­ტი და ულე­ვი იქ­ნე­ბა(!).

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჭა­ბურ­ღი­ლებ­ზე გე­ო­თე­სე­ბის მო­წყო­ბით შე­იძ­ლე­ბა სო­ხუ­მის, ოჩამ­ჩი­რის, ზუგ­დი­დის, ხო­ბის, სე­ნა­კის, წყალ­ტუ­ბოს, სამ­ტრე­დი­ის, ვა­ნის თბო­მო­მა­რა­გე­ბით დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გე­ო­თერ­მუ­ლი სით­ბოს ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლი თბი­ლი­სია. სხვა­თა შო­რის, გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 70-იანი წლე­ბი­დან დღემ­დე გე­ო­თერ­მუ­ლი წყა­ლი მი­ე­წო­დე­ბა სა­ბურ­თა­ლოს რამ­დე­ნი­მე მიკ­რო­რა­ი­ონს.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

როგორ გავათბოთ თბილისი იაფად

როგორ გავათბოთ თბილისი იაფად

ბუნებრივი კატაკლიზმების სიხშირე და სავალალო შედეგები სულ უფრო ხშირად გვახსენებს, რომ თუკი ადამიანები ეკოსისტემის დაცვას უპირველეს მიზნად არ გაიხდიან, შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მივიდეთ. როგორ შევინარჩუნოთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო? საიდან მივიღოთ სითბო, სინათლე? რა ვუყოთ საწვავის გამონაბოლქვს? საფიქრალია ისიც, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე, როგორ მოვახმაროთ ქვეყნის კეთილდღეობას.

ნოდარ ცერცვაძე, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეოთერმული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი: - ხშირად ვამბობთ: დალოცვილი მიწა-წყალი გვაქვს, რა გინდა, რომ აქ არ იყოს! თუმცა ხშირად ამ ფრაზას მოვაყოლებთ ხოლმე: რად გინდა, სათანადოდ ვერაფერს ვიყენებთ... მართლაც აუწონავ-განუზომელი მიწისზედა და მიწისქვეშა სიმდიდრე გაგვაჩნია, რომლის მხოლოდ უმცირეს ნაწილს თუ ვიყენებთ ხალხის სასიკეთოდ.

ატმოსფერული ნალექების სიუხვე, ჰიდროგრაფიული ქსელის სიხშირე, რელიეფის ძლიერი დანაწევრება, წყალშემცველი ქანების შედგენილობის მრავალფეროვნება და ტერიტორიის რთული გეოლოგიური აგებულება - ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს საქართველოში მიწისქვეშა წყლების რესურსებით სიმდიდრეს. საქართველოს ტერიტორიაზე 26 000 მდინარეა, რომელთა სათავე მაღალი ხარისხის მტკნარი წყლის წყაროა, მიწის ზედაპირზე კი 1 500 მინერალური და თერმული (30-1120C) წყალი ამოდის.

მიწისქვეშა წყლების ძირითადი ნაწილი (დღე-ღამეში 50 მლნ კუბმეტრი) მტკნარი სასმელი წყალია. მათი რესურსის გამოყენების შესაძლებლობა 3-ჯერ აღემატება ქვეყნის მოთხოვნილებას. მტკნარ წყლებს უმთავრესად იყენებენ სასმელ-სამეურნეო მიზნით, მაგრამ მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტის გამო მეტ მნიშვნელობას იძენს ამ წყლების სამრეწველო ჩამოსხმა. ჩვენი მტკნარი წყლების სიუხვე საშუალებას იძლევა, წვლილი შევიტანოთ პრობლემის გადაჭრაში...

- რა სარგებლობას მოუტანს ქვეყანას თერმული წყლები (იგულისხმება მიწისქვეშა ცხელი წყლები, რომლის ტემპერატურაა 30-1120C)?

- თერმული წყალი არის თბომატარებელი, რომელსაც დედამიწის სიღრმული სითბო ამოაქვს ზედაპირზე. მას გეოთერმულ წყალსაც უწოდებენ. მიწის სიღრმული სითბო და მისი ამომტანი თერმული წყლები, გლობალური ენერგეტიკული კრიზისის პირობებში, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. გეოთერმული სითბო ყველაზე იაფი, ეკოლოგიურად უსაფრთხო და უშრეტი განახლებადი ენერგიის წყაროა. (ენერგიის განახლებადი წყაროებია: ქარის, მზის, ზღვის ტალღების ენერგია, მცირე მდინარეები და ბიომასა) ის შეიძლება უმთავრესი გახდეს ქვეყნის სათბობ-ენერგეტიკულ კომპლექსში...

- თერმულ წყლებს ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ, არსებობდა აბანოები...

- მართალია, მათი გამოყენება უხსოვარი დროიდან ხდებოდა. თბილისის დაარსების ლეგენდაც კი ამ წყლებს უკავშირდება.

სითბური ენერგიის წყაროდ გეოთერმული წყლების ფართო გამოყენება დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან. მას შეუძლია ქვეყნის მრეწველობისთვის საჭირო იმპორტული და ძვირად ღირებული საწვავის ჩანაცვლება. დღესდღეობით, ჩვენი გეოთერმული წყლების გამოსავლების ჯამური დებეტი დღე-ღამეში 200 ათას კუბმეტრს შეადგენს. მათგან 90 ათასი კუბმეტრი მაღალი კატეგორიის საექსპლუატაციო მარაგია, რაც სპეციალური კომისიის მიერაა დამტკიცებული. ეს გეოთერმული გამოსავლები თავმოყრილია 44 საბადოში. 1975 წლიდან 1992 წლამდე საქართველოში გახსნეს თერმული წყლის 20-მდე ახალი საბადო. წყლის სიუხვითა და მაღალი ტემპერატურით გამოირჩევა კინდღის, მოქვის, ოხურეის, ზუგდიდის, ცაიშის, დასავლეთ ცაიშის, მენჯის, სამტრედიის, ვანის და აგარის საბადოები... მათ იყენებდნენ, მაგრამ ასეთი სისტემით:

ჭაბურღილი-მომხმარებელი-კანალიზაცია... ეს თვითდენას აჩერებს და იწვევს საბადოს დაშრობას. ამ დროს კი ჩვენ შეგვიძლია ეფექტიანი სისტემის დანერგვა: ნახმარი - სითბომოხსნილი წყლის ისევ წყალშემცველ ფენებში ჩატუმბვა.

ასეთი გეოთერმული სადგურის (გეოთესის) თერმული წყლით მომარაგება უწყვეტი და ულევი იქნება(!).

დასავლეთ საქართველოში ჭაბურღილებზე გეოთესების მოწყობით შეიძლება სოხუმის, ოჩამჩირის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, წყალტუბოს, სამტრედიის, ვანის თბომომარაგებით დაკმაყოფილება. აღმოსავლეთ საქართველოში გეოთერმული სითბოს ყველაზე მასშტაბური მომხმარებელი თბილისია. სხვათა შორის, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე გეოთერმული წყალი მიეწოდება საბურთალოს რამდენიმე მიკრორაიონს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ