Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯესიკა ბილი: "წარსულში დავბრუნდებოდი, ინტერნეტი მაინც არ იქნებოდა"
ჯესიკა ბილი: "წარსულში დავბრუნდებოდი, ინტერნეტი მაინც არ იქნებოდა"

მას მერე, რაც გა­თხოვ­და და ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლი­სა და მსა­ხი­ო­ბის ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კის ცოლი გახ­და, ჯე­სი­კა ბილს მუ­შა­ო­ბა არ შე­უ­ჩე­რე­ბია. წელს ერ­თდრო­უ­ლად ორი ფილ­მი გა­მო­ვი­და მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ერთი იყო ტრი­ლე­რი "მა­ღა­ლი კაცი". თე­ბერ­ვლის ბო­ლოს კი "ჰი­ჩკო­კის" პრე­მი­ე­რა გა­ი­მარ­თა. ჯე­სი­კამ ვერა მა­ილ­ზი გა­ნა­სა­ხი­ე­რა - დიდი რე­ჟი­სო­რის ერთ-ერთი ფა­ვო­რი­ტი.

"ჰი­ჩკოკს უკეთ გა­ვუ­გე"

- რო­გორ ირ­ჩევთ რო­ლებს?

- სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რად! პირ­ველ რიგ­ში, ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მთა­ვა­რი - რო­გორც ცო­ცხლე­ბი, ასე­ვე ისი­ნი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ქა­ღალ­დზე არ­სე­ბო­ბენ. შე­იძ­ლე­ბა რე­ჟი­სო­რის ენ­თუ­ზი­აზ­მი გა­და­მე­დოს, ან პერ­სო­ნაჟ­მა გა­მი­ტა­ცოს. ამ უკა­ნას­კნელ შემ­თხვე­ვა­ში ვამ­ჯო­ბი­ნებ, რაც შე­იძ­ლე­ბა სა­პი­რის­პი­რო ადა­მი­ა­ნის სახე იყოს. ძა­ლი­ან მა­გა­რია ისე­თი ვინ­მეს ტყავ­ში შეძ­რო­მა, რო­მე­ლიც შენ­გან პრინ­ცი­პუ­ლად გან­სხვავ­დე­ბა.

- ამი­ტო­მაც და­თან­ხმდით ვერა მა­ილ­ზის როლ­ზე?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად. თქვენ წა­გი­კი­თხავთ მსა­ხი­ო­ბე­ბის სია? ენ­ტო­ნი ჰო­პ­კინ­სი, ჰე­ლენ მი­რე­ნი, სკარ­ლეტ იო­ჰან­სო­ნი... მათ­თან შეხ­ვედ­რა გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა! და ბო­ლოს, უბ­რა­ლოდ ვგიჟ­დე­ბი იმ ეპო­ქა­ზე - სა­მო­სი, მუ­სი­კა, გა­რე­მო ერ­თი­ა­ნო­ბა­ში...

- ფილმში ჰი­ჩკო­კის ბნე­ლი მხა­რეა ნაჩ­ვე­ნე­ბი. თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მის მი­მართ შე­იც­ვა­ლა?

- ასე ვთქვათ, უკეთ გა­ვი­გე მისი ხა­სი­ა­თი. მისი მბრძა­ნებ­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა - ეს ჰი­ჩკო­კის პი­როვ­ნე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რუ­ლი სტი­ლის ნა­წი­ლია. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ყვე­ლა ვერ ახერ­ხებ­და ასეთ მიდ­გო­მას­თან შე­გუ­ე­ბას - ბევ­რი ამ­ბა­ვი მო­მის­მე­ნია, რო­გო­რი პრობ­ლე­მე­ბი ჩნდე­ბო­და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე... მაგ­რამ ის თა­ვის ფილ­მებ­ში იმ­დენ ძა­ლა­სა და ვნე­ბას დებ­და, ამის გამო შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი აპა­ტიო.

- ვე­რას­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე რას იტყვით?

- მარ­ტივს ვერ უწო­დებ. ორი­ვე ხე­დავ­და ურ­თი­ერ­თში ნიჭს, ძლი­ერ შე­მოქ­მე­დე­ბით სა­წყისს და პა­ტივ­საც სცემ­და ამას.

"არ მიყ­ვარს კომ­პი­უ­ტე­რი!"

- რო­გორ ფიქ­რობთ, მსა­ხი­ო­ბებს ახლა უფრო უი­ოლ­დე­ბათ კა­რი­ე­რი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­თავ­სე­ბა, ვიდ­რე იმ წლებ­ში?

- მგო­ნი, უფრო რთუ­ლი გახ­და - სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვიცი. სა­ერ­თო­დაც, ადრე ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ფერს უფრო მშვი­დად უყუ­რებ­დნენ. სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ბრუნ­დე­ბო­დი წარ­სულ­ში თუნ­დაც იმი­ტომ, რომ მა­შინ ინ­ტერ­ნე­ტი მა­ინც არ იყო.

- თქვენ­გან ამის მოს­მე­ნას არ ვე­ლო­დი. ცოტა ხნის წინ "ტვი­ტე­რი" აა­მოქ­მე­დეთ...

- მე­გობ­რებ­მა მირ­ჩი­ეს... ახლა ვფიქ­რობ, მე­გობ­რე­ბი არი­ან თუ მტრე­ბი? (იცი­ნის)

- სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­თან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ასე ვი­ტყვი - ისი­ნი მომ­წონს, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ვერ ვუ­გებ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, იშ­ვი­ა­თად ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს - კომ­პი­უ­ტერ­თან ძა­ლი­ან ცოტა დროს ვა­ტა­რებ.

- აბა, თა­ვი­სუ­ფალ დროს რას აკე­თებთ?

- ვკი­თხუ­ლობ! ბოლო დროს ძი­რი­თა­დად სცე­ნა­რებს ვკი­თხუ­ლობ­დი, მაგ­რამ ახლა წიგ­ნებ­საც ვუბ­რუნ­დე­ბი. კი­დევ მუ­სი­კას ვუს­მენ, მე­გობ­რებ­თან ერ­თად კონ­ცერ­ტებ­ზე დავ­დი­ვარ... მე ცხოვ­რე­ბის მარ­ტი­ვი სი­ა­მე­ე­ბის მომ­ხრე ვარ.

"სულ მე­ში­ნია, წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე არ დავ­ვარ­დე"

- გე­მოვ­ნე­ბით იც­ვამთ? სტი­ლის­ტე­ბი გირ­ჩე­ვენ თუ თვი­თონ ირ­ჩევთ სა­მოსს?

- სა­ჯა­რო გა­მოს­ვლე­ბის­თვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის რჩე­ვე­ბით ვსარ­გებ­ლობ, წი­თე­ლი ხა­ლი­ჩა ხომ სა­მუ­შა­ოს ნა­წი­ლია, რო­მე­ლიც უმაღ­ლეს დო­ნე­ზე უნდა შე­ას­რუ­ლო. დღემ­დე ვღე­ლავ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის წინ - პრე­მი­ე­რა­ზე ან წვე­უ­ლე­ბა­ზე მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა­ში იმა­ზე ვფიქ­რობ, მა­კი­ა­ჟი არ გა­მე­თხაპ­ნოს, კბი­ლებ­ში სა­ლა­თის ფო­თო­ლი არ გა­მე­ჩხი­როს, ან უცებ არ დავ­ვარ­დე... სა­ში­ნე­ლე­ბაა!

- პა­პა­რა­ცე­ბის შიში ხომ არ გა­ლა­პა­რა­კებთ?

- შე­იძ­ლე­ბა, ოღონდ ცო­ტა­თი. უფრო მსურს, ყვე­ლა­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ვახ­დი­ნო, და არა მხო­ლოდ ფო­ტოგ­რა­ფე­ბის ხრო­ვა­ზე.

- თავს რო­გორ უვ­ლით?

- სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზი ჩემ­თვის ნარ­კო­ტი­კი­ვით არის. ყო­ველ­დღი­უ­რი დატ­ვირ­თვა მჭირ­დე­ბა. დიდ­ხანს უმოძ­რა­ოდ ვერ ვძლებ.

- გა­მი­გო­ნია, გოლ­ფი გიყ­ვართ. თქვე­ნი ქმა­რი ჯას­ტინ ტიმ­ბერ­ლე­ი­კიც კარ­გად თა­მა­შობს?

- ის ჩემ­თან შე­და­რე­ბით ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია!

- გას­წავ­ლით?

- არა, პი­რი­ქით - ჩვენ მე­ტო­ქე­ე­ბი ვართ. სხვა­დას­ხვა ინ­სტრუქ­ტორ­თან ვსწავ­ლობ. როცა გა­და­ღე­ბებ­ზე მივ­დი­ვარ, აუ­ცი­ლებ­ლად ვპო­უ­ლობ სად­მე ახ­ლოს გოლფკ­ლუბს და ვვარ­ჯი­შობ. ასე რომ, ჯას­ტინს ჯერ კი­დევ წინ აქვს მარ­ცხი.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჯესიკა ბილი: "წარსულში დავბრუნდებოდი, ინტერნეტი მაინც არ იქნებოდა"

ჯესიკა ბილი: "წარსულში დავბრუნდებოდი, ინტერნეტი მაინც არ იქნებოდა"

მას მერე, რაც გათხოვდა და ცნობილი მომღერლისა და მსახიობის ჯასტინ ტიმბერლეიკის ცოლი გახდა, ჯესიკა ბილს მუშაობა არ შეუჩერებია. წელს ერთდროულად ორი ფილმი გამოვიდა მისი მონაწილეობით. ერთი იყო ტრილერი "მაღალი კაცი". თებერვლის ბოლოს კი "ჰიჩკოკის" პრემიერა გაიმართა. ჯესიკამ ვერა მაილზი განასახიერა - დიდი რეჟისორის ერთ-ერთი ფავორიტი.

"ჰიჩკოკს უკეთ გავუგე"

- როგორ ირჩევთ როლებს?

- სხვადასხვანაირად! პირველ რიგში, ჩემთვის ადამიანები არიან მთავარი - როგორც ცოცხლები, ასევე ისინი, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ. შეიძლება რეჟისორის ენთუზიაზმი გადამედოს, ან პერსონაჟმა გამიტაცოს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ვამჯობინებ, რაც შეიძლება საპირისპირო ადამიანის სახე იყოს. ძალიან მაგარია ისეთი ვინმეს ტყავში შეძრომა, რომელიც შენგან პრინციპულად განსხვავდება.

- ამიტომაც დათანხმდით ვერა მაილზის როლზე?

- გარკვეულწილად. თქვენ წაგიკითხავთ მსახიობების სია? ენტონი ჰოპკინსი, ჰელენ მირენი, სკარლეტ იოჰანსონი... მათთან შეხვედრა გადასაღებ მოედანზე დიდი სიამოვნებაა! და ბოლოს, უბრალოდ ვგიჟდები იმ ეპოქაზე - სამოსი, მუსიკა, გარემო ერთიანობაში...

- ფილმში ჰიჩკოკის ბნელი მხარეა ნაჩვენები. თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ შეიცვალა?

- ასე ვთქვათ, უკეთ გავიგე მისი ხასიათი. მისი მბრძანებლობა, ადამიანების მანიპულირებისკენ მიდრეკილება - ეს ჰიჩკოკის პიროვნებისა და რეჟისორული სტილის ნაწილია. რასაკვირველია, ყველა ვერ ახერხებდა ასეთ მიდგომასთან შეგუებას - ბევრი ამბავი მომისმენია, როგორი პრობლემები ჩნდებოდა გადასაღებ მოედანზე... მაგრამ ის თავის ფილმებში იმდენ ძალასა და ვნებას დებდა, ამის გამო შეიძლება ყველაფერი აპატიო.

- ვერასთან მის ურთიერთობაზე რას იტყვით?

- მარტივს ვერ უწოდებ. ორივე ხედავდა ურთიერთში ნიჭს, ძლიერ შემოქმედებით საწყისს და პატივსაც სცემდა ამას.

"არ მიყვარს კომპიუტერი!"

- როგორ ფიქრობთ, მსახიობებს ახლა უფრო უიოლდებათ კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსება, ვიდრე იმ წლებში?

- მგონი, უფრო რთული გახდა - საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი. საერთოდაც, ადრე ადამიანები ყველაფერს უფრო მშვიდად უყურებდნენ. სიამოვნებით დავბრუნდებოდი წარსულში თუნდაც იმიტომ, რომ მაშინ ინტერნეტი მაინც არ იყო.

- თქვენგან ამის მოსმენას არ ველოდი. ცოტა ხნის წინ "ტვიტერი" აამოქმედეთ...

- მეგობრებმა მირჩიეს... ახლა ვფიქრობ, მეგობრები არიან თუ მტრები? (იცინის)

- სოციალურ ქსელებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ?

- ასე ვიტყვი - ისინი მომწონს, მაგრამ ყოველთვის ვერ ვუგებ. საბედნიეროდ, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს - კომპიუტერთან ძალიან ცოტა დროს ვატარებ.

- აბა, თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

- ვკითხულობ! ბოლო დროს ძირითადად სცენარებს ვკითხულობდი, მაგრამ ახლა წიგნებსაც ვუბრუნდები. კიდევ მუსიკას ვუსმენ, მეგობრებთან ერთად კონცერტებზე დავდივარ... მე ცხოვრების მარტივი სიამეების მომხრე ვარ.

"სულ მეშინია, წითელ ხალიჩაზე არ დავვარდე"

- გემოვნებით იცვამთ? სტილისტები გირჩევენ თუ თვითონ ირჩევთ სამოსს?

- საჯარო გამოსვლებისთვის პროფესიონალების რჩევებით ვსარგებლობ, წითელი ხალიჩა ხომ სამუშაოს ნაწილია, რომელიც უმაღლეს დონეზე უნდა შეასრულო. დღემდე ვღელავ ოფიციალური ღონისძიებების წინ - პრემიერაზე ან წვეულებაზე მიმავალი მანქანაში იმაზე ვფიქრობ, მაკიაჟი არ გამეთხაპნოს, კბილებში სალათის ფოთოლი არ გამეჩხიროს, ან უცებ არ დავვარდე... საშინელებაა!

- პაპარაცების შიში ხომ არ გალაპარაკებთ?

- შეიძლება, ოღონდ ცოტათი. უფრო მსურს, ყველაზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინო, და არა მხოლოდ ფოტოგრაფების ხროვაზე.

- თავს როგორ უვლით?

- სატრენაჟორო დარბაზი ჩემთვის ნარკოტიკივით არის. ყოველდღიური დატვირთვა მჭირდება. დიდხანს უმოძრაოდ ვერ ვძლებ.

- გამიგონია, გოლფი გიყვართ. თქვენი ქმარი ჯასტინ ტიმბერლეიკიც კარგად თამაშობს?

- ის ჩემთან შედარებით ნამდვილი პროფესიონალია!

- გასწავლით?

- არა, პირიქით - ჩვენ მეტოქეები ვართ. სხვადასხვა ინსტრუქტორთან ვსწავლობ. როცა გადაღებებზე მივდივარ, აუცილებლად ვპოულობ სადმე ახლოს გოლფკლუბს და ვვარჯიშობ. ასე რომ, ჯასტინს ჯერ კიდევ წინ აქვს მარცხი.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება