პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი - 112-ის დაფინანსების წესში ცვლილებები არ იგეგმება
ირაკლი ღარიბაშვილი - 112-ის დაფინანსების წესში ცვლილებები არ იგეგმება

სერ­ვის 112-ის და­ფი­ნან­სე­ბის წეს­ში ცვლი­ლე­ბე­ბი არ იგეგ­მე­ბა და და­წე­სე­ბუ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბა ამ ეტაპ­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვერ­და­ზე გა­ნა­ცხა­და.

ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ 112-ის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა ეფექ­ტუ­რია და მისი მომ­სა­ხუ­რე­ბა სხვა ქვეყ­ნებ­შიც ფა­სი­ა­ნია.

"და­ფი­ნან­სე­ბის ერთ-ერთ წყა­როდ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლია 112-ის მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რი, ეს პრინ­ცი­პი გა­ნი­სა­ზღვრა მთავ­რო­ბის 2011 წლის 27 დე­კემ­ბრის დად­გე­ნი­ლე­ბით. 112-ის მომ­სა­ხუ­რე­ბა და სერ­ვი­სი ვფიქ­რობ, არის ეფექ­ტუ­რი და ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს სწო­რი ფორ­მაა", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ, ხომ არ შე­იც­ვლე­ბა 112-ის სერ­ვი­სის და­ფი­ნან­სე­ბის წესი, რო­მე­ლიც ამ დრომ­დე მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­გა­რი­შე­ბი­დან ჩა­მოჭ­რი­ლი ყო­ველ­თვი­უ­რი თან­ხით ფი­ნანსდე­ბა.

ამას­თან, მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, რომ კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ მთავ­რო­ბის გა­და­სა­წყვე­ტია, გა­უქ­მდე­ბა თუ არა 112-ის გა­და­სა­ხა­დი.

თუ რა თან­ხას შე­ად­გენს ჯამ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო ან­გა­რი­შე­ბი­დან ყო­ველ­თვი­უ­რად ჩა­მოჭ­რი­ლი თან­ხა, მი­ნისტრს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნა, რომ ამ მო­ნა­ცე­მებს მო­ი­ძი­ებს და გა­უგ­ზავ­ნის და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ჟურ­ნა­ლისტს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

ირაკლი ღარიბაშვილი - 112-ის დაფინანსების წესში ცვლილებები არ იგეგმება

ირაკლი ღარიბაშვილი - 112-ის დაფინანსების წესში ცვლილებები არ იგეგმება

სერვის 112-ის დაფინანსების წესში ცვლილებები არ იგეგმება და დაწესებული გადასახადის გაუქმება ამ ეტაპზე არ განიხილება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვერდაზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 112-ის ფუნქციონირება ეფექტურია და მისი მომსახურება სხვა ქვეყნებშიც ფასიანია.

"დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ კანონმდებლობით დადგენილია 112-ის მომსახურების საფასური, ეს პრინციპი განისაზღვრა მთავრობის 2011 წლის 27 დეკემბრის დადგენილებით. 112-ის მომსახურება და სერვისი ვფიქრობ, არის ეფექტური და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ფორმაა", - განაცხადა ღარიბაშვილმა "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ, ხომ არ შეიცვლება 112-ის სერვისის დაფინანსების წესი, რომელიც ამ დრომდე მოსახლეობის სატელეფონო ანგარიშებიდან ჩამოჭრილი ყოველთვიური თანხით ფინანსდება.

ამასთან, მინისტრმა განმარტა, რომ კონსულტაციები გრძელდება და საბოლოოდ მთავრობის გადასაწყვეტია, გაუქმდება თუ არა 112-ის გადასახადი.

თუ რა თანხას შეადგენს ჯამში მოსახლეობის სატელეფონო ანგარიშებიდან ყოველთვიურად ჩამოჭრილი თანხა, მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ამ მონაცემებს მოიძიებს და გაუგზავნის დაინტერესებულ ჟურნალისტს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ