ვანო მერაბიშვილის დედის, ჟენია მერაბიშვილის მიერ მოსწავლეებსა და დამლაგებელზე ძალადობის ფაქტს საქართველოს მთავარი პროკურატურა სწავლობს. პროკურატურამ საქმის მოკვლევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 5 მარტს გაგზავნილი წერილის საფუძველზე დაიწყო. განათლების სამინისტრომ კი "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის დედის საქმე საინფორმაციო სააგენტო "სამხრეთის კარიბჭეში" გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ შეისწავლა. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში მომხდარი ფაქტის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმაც. მათ აღნიშნულის შესახებ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას შეატყობინეს.
"განცხადება შემოსულია და მიმდინარეობს საქმის შესწავლა. თუ გამოჩნდება სისხლის სამართლის დანაშაული, საქმე აღიძვრება", - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელი ეკა ჩიჩუა.
სრული ვერსია
"სამხრეთის კარიბჭე"