მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორჯომი ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 მლნ ლარს სთხოვს
ბორჯომი ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 მლნ ლარს სთხოვს

ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­მა რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს ხუთი პრო­ექ­ტი წა­რუდ­გი­ნა, რო­მელ­თა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 5 500 000 ლა­რია. ბორ­ჯო­მის მთა­ვარ პრი­ო­რი­ტეტს გზე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წეს­რი­გე­ბა წარ­მო­ად­გენს. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის საკ­რე­ბუ­ლო­ში ამ­ბო­ბენ, რომ პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რე­ბი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა. მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებ­ში, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად, აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გე­დე­ვან ფო­ფხა­ძეც.

პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში იგეგ­მე­ბა დაბა ახალ­და­ბა­ში, რუს­თა­ვე­ლი­სა და ყაზ­ბე­გის ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, რომ­ლის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 750 000 ლარს შედ­გენს, და­გეგ­მი­ლია ბორ­ჯომ­ში ახალ­შე­ნის, გო­გი­ას­ცი­ხის, სა­ა­კა­ძი­სა და გა­მარ­ჯვე­ბის ქუ­ჩე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, ამ ქუ­ჩებ­ზე სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი და ბორ­დი­უ­ლე­ბიც მო­წეს­რიგ­დე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტია მომ­ზა­დე­ბუ­ლი რო­ბა­ქი­ძის ქუ­ჩის­თვის, სა­დაც ჩა­მონ­გრე­უ­ლია ბე­ტო­ნის კე­დე­ლი და შექ­მნი­ლია მე­წყერ­სა­ში­ში ზონა. 2 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­ექ­ტია გა­კე­თე­ბუ­ლი ბორ­ჯო­მის ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კის მი­სას­ვლელ გზა­ზეც. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია გზის, საყ­რდე­ნი კედ­ლე­ბის და ფე­ხით სა­ვა­ლი ხი­დის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, პრო­ექ­ტშია ჩა­დე­ბუ­ლი 9 აპ­რი­ლის სკვე­რის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­აც.

სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ბორჯომი ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 მლნ ლარს სთხოვს

ბორჯომი ინფრასტრუქტურის სამინისტროს 5 მლნ ლარს სთხოვს

ბორჯომის მუნიციპალიტეტმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხუთი პროექტი წარუდგინა, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 5 500 000 ლარია. ბორჯომის მთავარ პრიორიტეტს გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობენ, რომ პრიორიტეტები მოსახლეობასთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შემდეგ გამოიკვეთა. მოსახლეობასთან შეხვედრებში, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძეც.

პროექტის დამტკიცების შემთხვევაში იგეგმება დაბა ახალდაბაში, რუსთაველისა და ყაზბეგის ქუჩების რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 750 000 ლარს შედგენს, დაგეგმილია ბორჯომში ახალშენის, გოგიასციხის, სააკაძისა და გამარჯვების ქუჩების რეაბილიტაცია, ამ ქუჩებზე სანიაღვრე არხები და ბორდიულებიც მოწესრიგდება. დაახლოებით 2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია მომზადებული რობაქიძის ქუჩისთვის, სადაც ჩამონგრეულია ბეტონის კედელი და შექმნილია მეწყერსაშიში ზონა. 2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტია გაკეთებული ბორჯომის ცენტრალური პარკის მისასვლელ გზაზეც. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გზის, საყრდენი კედლების და ფეხით სავალი ხიდის რეაბილიტაცია, პროექტშია ჩადებული 9 აპრილის სკვერის რეაბილიტაციაც.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა