პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
sms - აუქციონით წართმეული მილიონები - "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების "შავი სქემა"
sms - აუქციონით წართმეული მილიონები - "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების "შავი სქემა"

ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი ეშე­ლო­ნე­ბი­დან ყვე­ლა მსხვი­ლი კომ­პა­ნია და­ვა­ლე­ბუ­ლი იყო მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე სო­ლი­დუ­რი თან­ხე­ბი გა­და­ე­რი­ცხა. დო­კუ­მენ­ტე­ბი, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან" და­ტე­რო­რე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს, სრულ სუ­რათს ქმნის იმ სქე­მის შე­სა­ხებ, რომ­ლი­თაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მოქ­მე­დებ­და. თი­თო­ე­უ­ლი კონ­პა­ნი­ის მე­წი­ლე ცალ-ცალ­კე სწი­რავ­და პარ­ტი­ას კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მაქ­სი­მა­ლურ თან­ხას 60 000 ლარს, რაც სა­ერ­თო ჯამ­ში კომ­პა­ნი­ის­თვის 300 000 ლარ­ზე ადი­ო­და. გა­დახ­და ხდე­ბო­და, რო­გორც პირ­და­პირ პარ­ტი­ის ან­გა­რიშ­ზე გა­და­რი­ცხვით, ისე სხვა მე­თო­დე­ბი­თაც: ითხოვ­დნენ უძ­რავ ქო­ნე­ბას, ავ­ტო­მან­ქა­ნებს და თუ რო­მე­ლი­მე მათ­გა­ნი იპო­თე­კით დატ­ვირ­თუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, მი­მარ­თავ­დნენ გეგ­მა "ბ" -ს სა­ხელ­წო­დე­ბით - "sms -აუქ­ცი­ო­ნი". პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი აუქ­ცი­ო­ნის პი­რო­ბებს, ანუ რო­გორ უნდა "ეყი­დათ" ბიზ­ნეს­მე­ნებს ქო­ნე­ბა რე­ა­ლურ ფას­ზე ბევ­რად მე­ტად, მე­სი­ჯე­ბით უგ­ზავ­ნიდ­ნენ ად­რე­სა­ტებს. "ქო­ნე­ბა", რო­მელ­შიც მი­ლი­ო­ნებს იხ­დიდ­ნენ, ბიზ­ნეს­მე­ნებს თვა­ლი­თაც არ ჰქონ­დათ ნა­ნა­ხი და არც აუქ­ცი­ონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბის თხოვ­ნით "აწუ­ხებ­დნენ". ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აუქ­ცი­ო­ნის ნო­მერ მი­უ­ნი­ჭე­ბელ ფურ­ცლებს აბა­რებ­დნენ და ფუ­ლის გა­დახ­დას სას­წრა­ფო წე­სით სთხოვ­დნენ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" და­ტე­რო­რე­ბულ ბიზ­ნეს­მენ­თა მრა­ვალ­რი­ცხო­ვან სი­ა­ში ვა­ლე­რი შო­ში­აშ­ვი­ლი 2008 წლი­დან ჩა­ი­რი­ცხა და მას შემ­დეგ პარ­ტი­ის­თვის ფუ­ლის გა­დახ­დის ბიზ­ნეს­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ყვე­ლა არ­ჩევ­ნებ­ზე ჰქონ­და, რა­მაც 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი შე­ად­გი­ნა. ამას­თან, შო­ში­აშ­ვილ­მა 2012 წლის აპ­რილ­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის სა­ტე­ლე­ფო­ნო და­ვა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, აუქ­ცი­ონ­ზე და­უს­წრებ­ლად 700 000 ლა­რად შე­ის­ყი­და ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ გრე­მის კულ­ტუ­რის სახ­ლი, რომ­ლის რე­ა­ლუ­რი ფასი 8130 ლარი იყო. თუმ­ცა ბიზ­ნეს­მენს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გარ­და, სხვა "საზ­რუ­ნა­ვიც" ჰქონ­და, მას "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის­თვის" სა­ე­თე­რო დრო უნდა შე­ე­ძი­ნა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თავ­ში 2"-ში, ეს "მომ­სა­ხუ­რე­ბა" კი 50 000 დო­ლა­რი დაჯ­და. სა­ერ­თო ჯამ­ში, ვა­ლე­რი შო­ში­აშ­ვი­ლის ბიზ­ნე­სი გა­კოტ­რე­ბამ­დე მი­ვი­და, რა­საც მოყ­ვა ქსე­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბა და მუშა-ხე­ლის სამ­სა­ხუ­რი­დან და­თხოვ­ნა.

ბიზ­ნეს­ტე­რო­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვა­ლე­რი შო­ში­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მო­ძი­ე­ბის­გან და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­გან გა­ცი­ლე­ბით მეტს ელო­და, ვიდ­რე ამ ეტა­პის­თვის კეთ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა მის­თვის ის არის, რომ გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მას მე­სი­ჯებს წერ­და, დღეს კვლავ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მუ­შა­ობს და სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის და­კი­თხვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

"გუ­რია ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

sms - აუქციონით წართმეული მილიონები - "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების "შავი სქემა"

sms - აუქციონით წართმეული მილიონები - "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსების "შავი სქემა"

ყოფილი ხელისუფლების მაღალი ეშელონებიდან ყველა მსხვილი კომპანია დავალებული იყო მმართველი პარტიის ანგარიშზე სოლიდური თანხები გადაერიცხა. დოკუმენტები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობისგან" დატერორებულმა ბიზნესმენებმა წარმოადგინეს, სრულ სურათს ქმნის იმ სქემის შესახებ, რომლითაც ხელისუფლება წლების განმავლობაში მოქმედებდა. თითოეული კონპანიის მეწილე ცალ-ცალკე სწირავდა პარტიას კანონით გათვალისწინებულ მაქსიმალურ თანხას 60 000 ლარს, რაც საერთო ჯამში კომპანიისთვის 300 000 ლარზე ადიოდა. გადახდა ხდებოდა, როგორც პირდაპირ პარტიის ანგარიშზე გადარიცხვით, ისე სხვა მეთოდებითაც: ითხოვდნენ უძრავ ქონებას, ავტომანქანებს და თუ რომელიმე მათგანი იპოთეკით დატვირთული აღმოჩნდებოდა, მიმართავდნენ გეგმა "ბ" -ს სახელწოდებით - "sms -აუქციონი". პროკურატურისა და ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნები აუქციონის პირობებს, ანუ როგორ უნდა "ეყიდათ" ბიზნესმენებს ქონება რეალურ ფასზე ბევრად მეტად, მესიჯებით უგზავნიდნენ ადრესატებს. "ქონება", რომელშიც მილიონებს იხდიდნენ, ბიზნესმენებს თვალითაც არ ჰქონდათ ნანახი და არც აუქციონში მონაწილეობის მიღების თხოვნით "აწუხებდნენ". ჩატარებული აუქციონის ნომერ მიუნიჭებელ ფურცლებს აბარებდნენ და ფულის გადახდას სასწრაფო წესით სთხოვდნენ.

"ნაციონალების" დატერორებულ ბიზნესმენთა მრავალრიცხოვან სიაში ვალერი შოშიაშვილი 2008 წლიდან ჩაირიცხა და მას შემდეგ პარტიისთვის ფულის გადახდის ბიზნესვალდებულება ყველა არჩევნებზე ჰქონდა, რამაც 4 წლის განმავლობაში საბოლოო ჯამში, მილიონნახევარი შეადგინა. ამასთან, შოშიაშვილმა 2012 წლის აპრილში, პროკურატურის თანამშრომლების სატელეფონო დავალების საფუძველზე, აუქციონზე დაუსწრებლად 700 000 ლარად შეისყიდა ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლი, რომლის რეალური ფასი 8130 ლარი იყო. თუმცა ბიზნესმენს  "ნაციონალური მოძრაობის" გარდა, სხვა "საზრუნავიც" ჰქონდა, მას "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" საეთერო დრო უნდა შეეძინა ტელეკომპანია "რუსთავში 2"-ში, ეს "მომსახურება" კი 50 000 დოლარი დაჯდა. საერთო ჯამში, ვალერი შოშიაშვილის ბიზნესი გაკოტრებამდე მივიდა, რასაც მოყვა ქსელების შემცირება და მუშა-ხელის სამსახურიდან დათხოვნა.

ბიზნესტერორიდან გათავისუფლებული ვალერი შოშიაშვილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ გამოძიებისგან და მთავარი პროკურატურისგან გაცილებით მეტს ელოდა, ვიდრე ამ ეტაპისთვის კეთდება. ყველაზე დიდი იმედგაცრუება მისთვის ის არის, რომ გამომძიებელი, რომელიც მას მესიჯებს წერდა, დღეს კვლავ პროკურატურაში მუშაობს და სხვა ადამიანების დაკითხვითაა დაკავებული.

სრული ვერსია

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა