სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ონიშჩენკოს ჩინოვნიკების წინაშე დაფორთხავდე"
მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ონიშჩენკოს ჩინოვნიკების წინაშე დაფორთხავდე"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მთავ­რო­ბას სთა­ვა­ზობს, ევ­რო­პას ერთი სა­ერ­თო კონ­ცეფ­ცი­ით ესა­უბ­რონ. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის მი­სა­მარ­თით მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის მე­მო­რან­დუმს სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, დო­კუ­მენ­ტში მოყ­ვა­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სა­ა­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბას ერ­თი­ა­ნი მოქ­მე­დე­ბის­კენ მო­უ­წო­და. მისი შე­ფა­სე­ბით, არ შე­იძ­ლე­ბა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს ასე­თი წე­რი­ლე­ბით ესა­უბ­რო.

"მთე­ლი წე­რი­ლი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ასე­თი ტყუ­ი­ლე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ტყუ­ი­ლი ჩვე­ნი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, სამ­თავ­რო­ბო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სტი­ლად გა­და­იქ­ცა. არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი წე­რი­ლე­ბით სა­უ­ბა­რი ევ­რო­პის მთა­ვარ პარ­ტი­ებ­თან. არ შე­იძ­ლე­ბა ის, რომ ელა­ქუ­ცო კა­რა­სინს და სა­ში­ნე­ლი რამ უწო­დო ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ლი­დე­რებს. არ შე­იძ­ლე­ბა, რომ მერ­კე­ლის, სარ­კო­ზის, ბა­რო­ზოს პარ­ტი­ებს უხე­შად ლან­ძღავ­დე და ამა­ვე დროს და­ფორ­თხავ­დე ონიშ­ჩენ­კოს მიერ გა­მოგ­ზავ­ნი­ლი რუსი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბის წი­ნა­შე. მე მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შევ­თა­ვა­ზო, რომ ასე კი არ ვსა­უბ­რობ­დეთ ეპის­ტო­ლა­რულ ჟანრ­ში და წე­რი­ლის პა­სუ­ხის პა­სუ­ხი ვწე­როთ, რო­გორც ძველ დრო­ში იყო ხოლ­მე, დავ­ჯდეთ ერ­თად და შე­ვი­მუ­შა­ოთ სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­ცეფ­ცია, ერთი ხმით ვე­ლა­პა­რა­კოთ ევ­რო­პას. მაგ­რამ ეს ასე­ვე ნიშ­ნავს ერთ ფა­სე­უ­ლო­ბა­ზე დგო­მას, რო­მელ­საც ეფუძ­ნე­ბა ევ­რო­პუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის­თვის მთავ­რო­ბის მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლი­დან ზო­გი­ერ­თი დე­ბუ­ლე­ბის ცი­ტი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. კერ­ძოდ, წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ პრე­ზი­დენ­ტის­თვის პარ­ლა­მენტს სი­ტყვით გა­მოს­ვლა არ აუკ­რძა­ლავს და გა­მოს­ვლის თა­რი­ღი შე­თან­ხმე­ბუ­ლი არც ყო­ფი­ლა. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, მისი გა­მოს­ვლის თა­რი­ღი ცნო­ბი­ლი იყო და შე­თან­ხმე­ბუ­ლი, პრო­ცე­დუ­რაც შე­თან­ხმე­ბუ­ლი იყო და მთავ­რო­ბა ამით ღიად იტყუ­ე­ბა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, წე­რილ­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ პრე­ზი­დენტს სჩ­ვე­ვია დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ცხა­დე­ბა ან სა­ერ­თოდ არ გა­მო­ცხა­დე­ბა წი­ნას­წარ შე­თან­ხმე­ბულ გა­მოს­ვლებ­ზე, რაც მი­უ­თი­თებს, რომ იგი პარ­ლა­მენტს საკ­მა­რი­სად პა­სუხს არ სცემს. პრე­ზი­დენ­ტის გან­მარ­ტე­ბით, მას ბოლო 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათო­ბით ათას შეხ­ვედ­რა ჰქო­ნია და "რო­გორც წესი, უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა და გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა არ სჩ­ვე­ვია".

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა წა­ი­კი­თხა კი­დევ ერთი ცი­ტა­ტა, რომ პრე­ზი­დენ­ტის­თვის სა­სახ­ლე­ში გა­მო­კეტ­ვა არა­ვის უბ­რძა­ნე­ბია და რომ თუ რა­ი­მე დად­გმუ­ლი და მო­წყო­ბი­ლი იყო, იგი "ნაც­მოძ­რა­ო­ბამ" და­გეგ­მა. "ერთი თვის წინ თქვენ ნა­ხეთ სამ­თავ­რო­ბო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის გა­მოს­ვლა პარ­ლა­მენ­ტში, რო­მელ­მაც თქვა, რომ პრე­ზი­დენ­ტი უნდა დარ­ჩეს სა­სახ­ლე­ში და იქ მი­ვაწ­ვდით საკ­ვებ­სა და წყალს. თქვენ ნა­ხეთ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის გა­მოს­ვლე­ბი, რომ პრე­ზი­დენ­ტის ყვე­ლა გა­მოს­ვლა სა­სახ­ლი­დან არის პრო­ვო­კა­ცია და ჯო­ბია იგი დარ­ჩე­ნი­ლი­ყო სა­სახ­ლე­ში. მე ამას იმი­ტომ ვსა­უბ­რობ, რომ მთე­ლი წე­რი­ლი გა­ჯე­რე­ბუ­ლია ასე­თი ტყუ­ი­ლე­ბით", - დას­ძი­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ონიშჩენკოს ჩინოვნიკების წინაშე დაფორთხავდე"

მიხეილ სააკაშვილი - "არ შეიძლება ონიშჩენკოს ჩინოვნიკების წინაშე დაფორთხავდე"

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობას სთავაზობს, ევროპას ერთი საერთო კონცეფციით ესაუბრონ. მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის მისამართით მინისტრთა კაბინეტის მემორანდუმს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. სააკაშვილმა მთავრობას ერთიანი მოქმედებისკენ მოუწოდა. მისი შეფასებით, არ შეიძლება ევროპარლამენტარებს ასეთი წერილებით ესაუბრო.

"მთელი წერილი გაჯერებულია ასეთი ტყუილებით. სამწუხაროდ, ტყუილი ჩვენი კომუნიკაციის, სამთავრობო კომუნიკაციის სტილად გადაიქცა. არ შეიძლება ასეთი წერილებით საუბარი ევროპის მთავარ პარტიებთან. არ შეიძლება ის, რომ ელაქუცო კარასინს და საშინელი რამ უწოდო ევროპარლამენტის ლიდერებს. არ შეიძლება, რომ მერკელის, სარკოზის, ბაროზოს პარტიებს უხეშად ლანძღავდე და ამავე დროს დაფორთხავდე ონიშჩენკოს მიერ გამოგზავნილი რუსი ჩინოვნიკების წინაშე. მე მინდა საქართველოს მთავრობას შევთავაზო, რომ ასე კი არ ვსაუბრობდეთ ეპისტოლარულ ჟანრში და წერილის პასუხის პასუხი ვწეროთ, როგორც ძველ დროში იყო ხოლმე, დავჯდეთ ერთად და შევიმუშაოთ სერიოზული კონცეფცია, ერთი ხმით ველაპარაკოთ ევროპას. მაგრამ ეს ასევე ნიშნავს ერთ ფასეულობაზე დგომას, რომელსაც ეფუძნება ევროპული არჩევანი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტარებისთვის მთავრობის მიერ გაგზავნილი წერილიდან ზოგიერთი დებულების ციტირება მოახდინა. კერძოდ, წერილში აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტისთვის პარლამენტს სიტყვით გამოსვლა არ აუკრძალავს და გამოსვლის თარიღი შეთანხმებული არც ყოფილა. პრეზიდენტის განცხადებით, მისი გამოსვლის თარიღი ცნობილი იყო და შეთანხმებული, პროცედურაც შეთანხმებული იყო და მთავრობა ამით ღიად იტყუება.

სააკაშვილის თქმით, წერილში ასევე აღნიშნული იყო, რომ პრეზიდენტს სჩვევია დაგვიანებით გამოცხადება ან საერთოდ არ გამოცხადება წინასწარ შეთანხმებულ გამოსვლებზე, რაც მიუთითებს, რომ იგი პარლამენტს საკმარისად პასუხს არ სცემს. პრეზიდენტის განმარტებით, მას ბოლო 9 წლის განმავლობაში ათობით ათას შეხვედრა ჰქონია და "როგორც წესი, უპატივცემულობა და გამოუცხადებლობა არ სჩვევია".

მიხეილ სააკაშვილმა წაიკითხა კიდევ ერთი ციტატა, რომ პრეზიდენტისთვის სასახლეში გამოკეტვა არავის უბრძანებია და რომ თუ რაიმე დადგმული და მოწყობილი იყო, იგი "ნაცმოძრაობამ" დაგეგმა. "ერთი თვის წინ თქვენ ნახეთ სამთავრობო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლა პარლამენტში, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტი უნდა დარჩეს სასახლეში და იქ მივაწვდით საკვებსა და წყალს. თქვენ ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლები, რომ პრეზიდენტის ყველა გამოსვლა სასახლიდან არის პროვოკაცია და ჯობია იგი დარჩენილიყო სასახლეში. მე ამას იმიტომ ვსაუბრობ, რომ მთელი წერილი გაჯერებულია ასეთი ტყუილებით", - დასძინა პრეზიდენტმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა