საქართველოს პროკურატურა გორის მე-5 ქვეით ბრიგადის ჯარისკაცის მუხრან გორგილაძის მიმართ, სამხედრო ბაზის თვითნებურად მიტოვების ბრალდებით, გამოძიებას აწარმოებს. 20 წლის ჯარისკაცს გირაო 3 000 ლარი შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ჯარისკაცს 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მიუხედავად ბრალის წაყენებისა, გორგილაძე სამხედრო სამსახურში კვლავ მსახურობს.
20 წლის მუხრან გორგილაძე ხელვაჩაურის რაიონში ცხოვრობს. მისი საქმე სასამართლოში განსახილველად უკვე გადაიგზავნა.