პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველო იურმალის კონკურსზე ძმები მელაძეების დახმარებით ბრუნდება
საქართველო იურმალის კონკურსზე ძმები მელაძეების დახმარებით ბრუნდება

დუეტ "ჯორ­ჯი­ას" შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად იურ­მა­ლა­ში, "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სზე სა­კუ­თა­რი წარ­გზავ­ნი­ლი არ ჰყო­ლია. 2009 წელს კონ­კურ­სზე ლიკა ხან­თა­ძე გა­მო­ვი­და, თუმ­ცა ის რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და არა სა­ქარ­თვე­ლო­ში. თა­ნაც, არც იმ წელს და არც შემ­დეგ წლებ­ში არც ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას არ შე­უ­ძე­ნია კონ­კურ­სის ტრანსლი­რე­ბის უფ­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, მხო­ლოდ ინ­ტერ­ნე­ტით თუ შე­ეძ­ლო და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მა­ყუ­რე­ბელს კონ­კურ­სის ხილ­ვა. წელს პირ­ვე­ლად, ამ­დენ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, იურ­მა­ლა­ში კვლავ გა­იჟ­ღე­რებს ქარ­თუ­ლი ხმა. შე­სარ­ჩე­ვი ტური 2 აპ­რილს თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თე­ბა, რო­მელ­საც "ახა­ლი ტალ­ღის" რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მათ შო­რის იგორ კრუ­ტოი და ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბი და­ეს­წრე­ბი­ან. კონ­კურ­სის ტრანსლი­რე­ბის უფ­ლე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­მა" შე­ი­ძი­ნა. სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში დათო ოქი­ტაშ­ვი­ლია ჩარ­თუ­ლი, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი რუსა მორ­ჩი­ლა­ძე კი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­კი­თხე­ბით და­კავ­დე­ბა. გა­სულ კვი­რას მათ დუეტ "ჯორ­ჯი­ას­თან" ერ­თად პრეს­კონ­ფე­რენ­ცია მო­ა­წყვეს და ჟურ­ნა­ლის­ტებს სი­ახ­ლის შე­სა­ხებ გვე­სა­უბრნენ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "ჯორ­ჯია", რო­გორც "ახა­ლი ტალ­ღის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვე­ბა. რა­ტი­სა და მა­კას რჩე­ვე­ბი კონ­კურ­სანტს ნამ­დვი­ლად გა­მო­ად­გე­ბა, რად­გან ამ დუ­ეტ­მა "ახალ ტალ­ღა­ზე" ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა.

რო­გორ შე­არ­ჩე­ვენ კონ­კურ­სან­ტებს "ახა­ლი ტალ­ღის­თვის"

უკვე ამოქ­მედ­და სა­ი­ტი newwavestars.com, სა­დაც მსურ­ვე­ლებს და­რე­გის­ტრი­რე­ბა შე­უძ­ლი­ათ. რო­გორც რუსა მორ­ჩი­ლა­ძე ამ­ბობს, შერ­ჩე­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი მარ­ტი­ვია - კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბა და რე­პერ­ტუ­ა­რი. სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ორი კომ­პო­ზი­ცი­ის გაგ­ზავ­ნა, ერთი - ქარ­თუ­ლი და ერ­თიც მსოფ­ლიო ჰი­ტის. მო­ნა­წი­ლე­ე­ბის და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტი სა­უ­კე­თე­სო­ებს შე­არ­ჩევს, ხოლო აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში გა­მარ­ჯვე­ბულს, რო­მე­ლიც იურ­მა­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­ემ­გზავ­რე­ბა, ჟი­უ­რი და რუ­სუ­ლი მხა­რე შე­არ­ჩე­ვენ.

პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იმი­თაც და­ვინ­ტე­რეს­დით, ელო­დე­ბი­ან თუ არა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან პრო­ტესტს იურ­მა­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დაბ­რუ­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს შე­კი­თხვა იმი­ტომ გაგ­ვიჩ­ნდა, რომ "ახა­ლი ტალ­ღა", რაც უნდა ვთქვათ, მა­ინც რუ­სულ კონ­კურ­სად მი­იჩ­ნე­ვა, რა­ზეც რუსა მორ­ჩი­ლა­ძემ გვი­პა­სუ­ხა, რომ ეს შე­კი­თხვა დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რი აღარ არის და "ძველ­მო­დუ­რია". პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დათო ოქი­ტაშ­ვილს და­ვუს­ვით შე­კი­თხვე­ბი. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლოს იურ­მა­ლა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა­ში უდი­დე­სი წვლი­ლი ძმებ­მა მე­ლა­ძე­ებ­მა შე­ი­ტა­ნეს.

- დათო, ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბი რო­გორ და­გეხ­მარ­ნენ?

- რამ­დე­ნა­დაც იცით, "ახა­ლი ტალ­ღის" ტრანსლა­ცი­ის უფ­ლე­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ღირს. კერ­ძოდ, 400 ათა­სი დო­ლა­რი. მე ვერ გა­გიმ­ხელთ, ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბის ჩა­რე­ვით რამ­დე­ნი და­აკ­ლდა ამ თან­ხას, რად­გან ეს ბიზ­ნეს­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად რომ და­აკ­ლდა, ამის თქმა და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია. არ და­გი­მა­ლავთ, რომ როცა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მე­ლა­ძე­ე­ბი ჩა­ე­რივ­ნენ და სთხო­ვეს, რომ თან­ხა და­ეკ­ლოთ. ჩვენ, რო­გორც ჟი­უ­რი­ში მყოფ ორ ქარ­თველს, მოგ­ვე­ცით ამის უფ­ლე­ბაო. ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვკი­თხე, იურ­მა­ლა­ში სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­რუ­ნე­ბის რა ინ­ტე­რე­სი გაქვს-მეთ­ქი. თა­ნაც, ჯერ სი­ტუ­ა­ცია რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ არის და­ლა­გე­ბუ­ლი და შე­იძ­ლე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს ორაზ­როვ­ნად გა­ი­გონ-მეთ­ქი. ვა­ლე­რიმ მი­პა­სუ­ხა, ჩვენ ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი გვაქვს, "ახალ ტალ­ღა­ზე" სა­ქარ­თვე­ლო­დან კონ­კურ­სან­ტი ჩა­მო­ვი­დეს, მე და ჩემ­მა ძმამ კი ხელი შე­ვუ­წყოთ, რომ მან თავი ღირ­სე­უ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნოს. ჩვენ გვინ­და, მის გვერ­დით ვი­ყო­თო. "იმედს" მის­ცეს ტრანსლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ახლა უკვე ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­გორ გა­ა­შუ­ქებს კონ­კურსს.

- რო­გორ მო­ნა­წი­ლე­ებს ელ­ოდე­ბით?

- მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კი­თხებს ვკუ­რი­რებ, მაგ­რამ ვიცი, რომ გა­ნა­ცხა­დი უკვე შე­მო­ი­ტა­ნეს ნინი ცნო­ბი­ლა­ძემ, მა­რი­ნა ბე­რი­ძემ გა­ა­კე­თა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დუ­ე­ტი, სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე­მაც შე­მო­ი­ტა­ნა გა­ნა­ცხა­დი. არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვრი­ნებთ ჩვენს წარ­გზავ­ნილს. თა­ნაც, ჟი­უ­რი­ში ორი "ლობი" გვყავს - ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბი. "ახა­ლი ტალ­ღა" ისე­თი კონ­კურ­სია, რო­მელ­საც ალა პუ­გა­ჩო­ვას კონ­კურ­სმაც ვერ გა­უ­წია კონ­კუ­რენ­ცია. სხვა­თა შო­რის, თა­ვად რუ­სეთს არ ჰყო­ლია გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი შარ­შან­დლამ­დე, მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ­გან ორი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჰყავს "ახალ ტალ­ღას" - სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი და დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია".

- ანუ კონ­კურ­სზე პო­ლი­ტი­კურ გავ­ლე­ნას გა­მო­რი­ცხავთ?

- ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბი ჩა­მოვ­ლენ სა­ქარ­თვე­ლო­ში და მათ და­უს­ვით ეს შე­კი­თხვა. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, სა­ქარ­თვე­ლო და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ იურ­მა­ლა­ში. ვიცი, რომ როცა ვა­ლე­რი აქ იყო ჩა­მო­სუ­ლი, ბევ­რმა მი­ა­წო­და თა­ვი­სი შვი­ლის, ახ­ლობ­ლის დის­კე­ბი მო­სას­მე­ნად. ვა­ლე­რი მი­ვი­და დას­კვნამ­დე, რომ "ახალ ტალ­ღა­ზე" უკე­თე­სი შან­სი ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლებს ვერ მი­ე­ცე­მათ. შე­იძ­ლე­ბა, ვერ გა­ი­მარ­ჯვო, მაგ­რამ ვი­ღა­ცამ შე­გამ­ჩნი­ოს. ვმუ­შა­ობთ იმა­ზეც, რომ ქარ­თუ­ლი დე­ლე­გა­ცი­ის გამ­გზავ­რე­ბა ძა­ლი­ან ძვი­რი არ დაჯ­დეს. 200 ბი­ლე­თი უკვე დავ­ჯავ­შნეთ, რომ თუკი სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა ხალ­ხს, წა­მო­ვიდ­ნენ და ქარ­თველ კონ­კურ­სანტს უგულ­შე­მატ­კივ­რონ.

- თქვენ რა როლი გაქვთ?

- მე "ახა­ლი ტალ­ღის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. 2 აპ­რილს, რო­დე­საც შიდა შე­სარ­ჩე­ვი ტური გა­ი­მარ­თე­ბა, "ახა­ლი ტალ­ღის" რამ­დე­ნი­მე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ჩა­მო­ვა, მათ შო­რის იგორ კრუ­ტოი, საშა რევ­ზი­ნი, ძმე­ბი მე­ლა­ძე­ე­ბი, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი ანას­ტა­სია მუ­ხი­ნა. ჩვენ ვთხო­ვეთ ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, ქარ­თვე­ლი წარ­გზავ­ნი­ლის შერ­ჩე­ვას სა­კუ­თარ თავ­ზე ვერ ავი­ღებთ, მაგ­რამ ერთი, რაც გა­ვა­კე­თეთ, ის არის, რომ აქ არ იქ­ნე­ბა ესე­მე­სე­ბი. მე­სი­ჯებს ბო­ი­კო­ტი გა­მო­ვუ­ცხა­დეთ. მე ყო­ველ­თვის წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი მე­სი­ჯე­ბით გა­მარ­ჯვე­ბის. აღარ იქ­ნე­ბა მა­მი­კო­ე­ბის და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის, ძმის წყა­ლო­ბით გა­მარ­ჯვე­ბა. ეს არა­ვის ეწყი­ნოს!.. პრე­სის­თვის შერ­ჩე­ვა აუ­ცი­ლებ­ლად ღია იქ­ნე­ბა, რად­გან თუკი რა­ი­მე შეც­დო­მას და­ვუშ­ვებთ, პრე­სა იმის­თვის ხართ, რომ მიგ­ვი­თი­თოთ და შემ­დე­გი შეც­დო­მა არ და­ვუშ­ვათ. ისე­თი კონ­კურ­სან­ტი უნდა წა­ვი­დეს, რომ სირ­ცხვი­ლი არ ვჭა­მოთ!..

- "ახალ ტალ­ღა­ზე" და ზოგა­დად კონ­კურ­სებ­ზე მუდ­მი­ვად ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და გა­წევ-გა­მო­წე­ვაა. წელს თუ ელით კრი­ტი­კას?

- კრი­ტი­კის გა­რე­შე არა­ფე­რი ხდე­ბა, უშეც­დო­მო არა­ვი­ნაა. კრი­ტი­კა შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს იმას, რაში გვჭირ­დე­ბა ისევ რუ­სუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი კონ­კურ­სი და იქ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა... რამ­დე­ნი­მე დღის წინ ვნა­ხე გა­მო­კი­თხვა, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თმა ტე­ლე­ვი­ზი­ამ ჩა­ა­ტა­რა, აღ­მოჩ­ნდა, რომ 80% ფიქ­რობს, რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უნდა დათ­ბეს. ახალ­გაზ­რდა მომ­ღე­რალ­მა რა და­ა­შა­ვა? პო­ლი­ტი­კა არ არის ჩვე­ნი საქ­მე, ეს პო­ლი­ტი­კო­სე­ბის საქ­მეა. ჩვენ კი ვცდი­ლობთ, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დათ­ბო­ბას ხელი შე­ვუ­წყოთ. იგორ კრუ­ტოი ამით ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია. ის თა­ვად არას­დროს ჩა­დის ასარ­ჩე­ვად, 2 აპ­რილს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა. ყვე­ლა მათ­განს ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და სურთ, თა­ვად ჩა­მო­ვიდ­ნენ, რომ ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აარ­ჩი­ონ.

- სად გა­ი­მარ­თე­ბა შე­სარ­ჩე­ვი ტური?

- პა­ვი­ლი­ონ­ში, ან რო­მე­ლი­მე თე­ატ­რის სივ­რცე­ში. უფრო მე­ტად სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, პრე­სა ამას და­ეს­წრე­ბა. და­ხუ­რუ­ლი არა­ფე­რი ვარ­გა და ეს ბევრ ცუდ შე­კი­თხვას გა­ა­ჩენს. ჟი­უ­რი­ში შე­საძ­ლოა სიმ­ბო­ლუ­რად ვი­ყოთ მე, რუსა მორ­ჩი­ლა­ძე და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ რუ­სუ­ლი მხა­რე ბევრ რა­მეს გა­და­წყვეტს.

- უკვე შერ­ჩე­უ­ლი გყავთ დი­ზა­ი­ნე­რი ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი­სთვის? პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და...

- და­თუ­ნა უბ­რა­ლოდ ეს­წრე­ბო­და ჩვენს პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას. შემ­დეგ გა­და­წყდე­ბა, დი­ზა­ი­ნე­რი და­თუ­ნა იქ­ნე­ბა თუ ავ­თან­დი­ლი. ქარ­თვე­ლი კონ­კურ­სან­ტი ქვეყ­ნის სახე იქ­ნე­ბა და გვინ­და, მაქ­სი­მა­ლუ­რად კარ­გად წარ­დგეს მა­ყუ­რებ­ლი­სა და ჟი­უ­რის წი­ნა­შე.

ნინო მურ­ღუ­ლია

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

საქართველო იურმალის კონკურსზე ძმები მელაძეების დახმარებით ბრუნდება

საქართველო იურმალის კონკურსზე ძმები მელაძეების დახმარებით ბრუნდება

დუეტ "ჯორჯიას" შემდეგ საქართველოს ოფიციალურად იურმალაში, "ახალი ტალღის" კონკურსზე საკუთარი წარგზავნილი არ ჰყოლია. 2009 წელს კონკურსზე ლიკა ხანთაძე გამოვიდა, თუმცა ის რუსეთში ცხოვრობს და არა საქართველოში. თანაც, არც იმ წელს და არც შემდეგ წლებში არც ერთ ტელევიზიას არ შეუძენია კონკურსის ტრანსლირების უფლება, შესაბამისად, მხოლოდ ინტერნეტით თუ შეეძლო დაინტერესებულ მაყურებელს კონკურსის ხილვა. წელს პირველად, ამდენწლიანი პაუზის შემდეგ, იურმალაში კვლავ გაიჟღერებს ქართული ხმა. შესარჩევი ტური 2 აპრილს თბილისში გაიმართება, რომელსაც "ახალი ტალღის" რამდენიმე წარმომადგენელი, მათ შორის იგორ კრუტოი და ძმები მელაძეები დაესწრებიან. კონკურსის ტრანსლირების უფლება ტელეკომპანია "იმედმა" შეიძინა. საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში დათო ოქიტაშვილია ჩართული, ტელეკომპანიის მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე კი შემოქმედებითი საკითხებით დაკავდება. გასულ კვირას მათ დუეტ "ჯორჯიასთან" ერთად პრესკონფერენცია მოაწყვეს და ჟურნალისტებს სიახლის შესახებ გვესაუბრნენ. როგორც აღმოჩნდა, "ჯორჯია", როგორც "ახალი ტალღის" გამარჯვებული, მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად ჩაერთვება. რატისა და მაკას რჩევები კონკურსანტს ნამდვილად გამოადგება, რადგან ამ დუეტმა "ახალ ტალღაზე" ფურორი მოახდინა.

როგორ შეარჩევენ კონკურსანტებს "ახალი ტალღისთვის"

უკვე ამოქმედდა საიტი newwavestars.com, სადაც მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ. როგორც რუსა მორჩილაძე ამბობს, შერჩევის კრიტერიუმები მარტივია - კარგი მუსიკალური გემოვნება და რეპერტუარი. სავალდებულოა ორი კომპოზიციის გაგზავნა, ერთი - ქართული და ერთიც მსოფლიო ჰიტის. მონაწილეების დარეგისტრირების შემდეგ საორგანიზაციო კომიტეტი საუკეთესოებს შეარჩევს, ხოლო აპრილის დასაწყისში გამარჯვებულს, რომელიც იურმალაში საქართველოს სახელით გაემგზავრება, ჟიური და რუსული მხარე შეარჩევენ.

პრესკონფერენციაზე იმითაც დავინტერესდით, ელოდებიან თუ არა საზოგადოების მხრიდან პროტესტს იურმალაში საქართველოს ოფიციალურად დაბრუნებასთან დაკავშირებით. ეს შეკითხვა იმიტომ გაგვიჩნდა, რომ "ახალი ტალღა", რაც უნდა ვთქვათ, მაინც რუსულ კონკურსად მიიჩნევა, რაზეც რუსა მორჩილაძემ გვიპასუხა, რომ ეს შეკითხვა დღეს აქტუალური აღარ არის და "ძველმოდურია". პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ დათო ოქიტაშვილს დავუსვით შეკითხვები. როგორც მან განაცხადა, საქართველოს იურმალაზე დაბრუნებაში უდიდესი წვლილი ძმებმა მელაძეებმა შეიტანეს.

- დათო, ძმები მელაძეები როგორ დაგეხმარნენ?

- რამდენადაც იცით, "ახალი ტალღის" ტრანსლაციის უფლება საკმაოდ ძვირი ღირს. კერძოდ, 400 ათასი დოლარი. მე ვერ გაგიმხელთ, ძმები მელაძეების ჩარევით რამდენი დააკლდა ამ თანხას, რადგან ეს ბიზნესსაიდუმლოებაა, მაგრამ მნიშვნელოვნად რომ დააკლდა, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. არ დაგიმალავთ, რომ როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, მელაძეები ჩაერივნენ და სთხოვეს, რომ თანხა დაეკლოთ. ჩვენ, როგორც ჟიურიში მყოფ ორ ქართველს, მოგვეცით ამის უფლებაო. ვალერი მელაძეს მოგვიანებით ვკითხე, იურმალაში საქართველოს დაბრუნების რა ინტერესი გაქვს-მეთქი. თანაც, ჯერ სიტუაცია რუსეთსა და საქართველოს შორის არ არის დალაგებული და შეიძლება, საქართველოში ეს ორაზროვნად გაიგონ-მეთქი. ვალერიმ მიპასუხა, ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს, "ახალ ტალღაზე" საქართველოდან კონკურსანტი ჩამოვიდეს, მე და ჩემმა ძმამ კი ხელი შევუწყოთ, რომ მან თავი ღირსეულად წარმოაჩინოს. ჩვენ გვინდა, მის გვერდით ვიყოთო. "იმედს" მისცეს ტრანსლირების საშუალება. ახლა უკვე ამ ტელეკომპანიაზეა დამოკიდებული, როგორ გააშუქებს კონკურსს.

- როგორ მონაწილეებს ელ­ოდებით?

- მე ორგანიზაციულ საკითხებს ვკურირებ, მაგრამ ვიცი, რომ განაცხადი უკვე შემოიტანეს ნინი ცნობილაძემ, მარინა ბერიძემ გააკეთა ძალიან საინტერესო დუეტი, სალომე ქათამაძემაც შემოიტანა განაცხადი. არავის დავაჩაგვრინებთ ჩვენს წარგზავნილს. თანაც, ჟიურიში ორი "ლობი" გვყავს - ძმები მელაძეები. "ახალი ტალღა" ისეთი კონკურსია, რომელსაც ალა პუგაჩოვას კონკურსმაც ვერ გაუწია კონკურენცია. სხვათა შორის, თავად რუსეთს არ ჰყოლია გამარჯვებული შარშანდლამდე, მაშინ, როდესაც ჩვენგან ორი გამარჯვებული ჰყავს "ახალ ტალღას" - სოსო პავლიაშვილი და დუეტი "ჯორჯია".

- ანუ კონკურსზე პოლიტიკურ გავლენას გამორიცხავთ?

- ძმები მელაძეები ჩამოვლენ საქართველოში და მათ დაუსვით ეს შეკითხვა. მათი მთავარი მიზანი იყო, საქართველო დაებრუნებინათ იურმალაში. ვიცი, რომ როცა ვალერი აქ იყო ჩამოსული, ბევრმა მიაწოდა თავისი შვილის, ახლობლის დისკები მოსასმენად. ვალერი მივიდა დასკვნამდე, რომ "ახალ ტალღაზე" უკეთესი შანსი ქართველ ახალგაზრდა შემსრულებლებს ვერ მიეცემათ. შეიძლება, ვერ გაიმარჯვო, მაგრამ ვიღაცამ შეგამჩნიოს. ვმუშაობთ იმაზეც, რომ ქართული დელეგაციის გამგზავრება ძალიან ძვირი არ დაჯდეს. 200 ბილეთი უკვე დავჯავშნეთ, რომ თუკი სურვილი ექნება ხალხს, წამოვიდნენ და ქართველ კონკურსანტს უგულშემატკივრონ.

- თქვენ რა როლი გაქვთ?

- მე "ახალი ტალღის" წარმომადგენელი ვარ საქართველოში. 2 აპრილს, როდესაც შიდა შესარჩევი ტური გაიმართება, "ახალი ტალღის" რამდენიმე წარმომადგენელი ჩამოვა, მათ შორის იგორ კრუტოი, საშა რევზინი, ძმები მელაძეები, მუსიკალური პროდიუსერი ანასტასია მუხინა. ჩვენ ვთხოვეთ ჩამოსულიყვნენ, ქართველი წარგზავნილის შერჩევას საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ, მაგრამ ერთი, რაც გავაკეთეთ, ის არის, რომ აქ არ იქნება ესემესები. მესიჯებს ბოიკოტი გამოვუცხადეთ. მე ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი მესიჯებით გამარჯვების. აღარ იქნება მამიკოების და ბიძაშვილების, ძმის წყალობით გამარჯვება. ეს არავის ეწყინოს!.. პრესისთვის შერჩევა აუცილებლად ღია იქნება, რადგან თუკი რაიმე შეცდომას დავუშვებთ, პრესა იმისთვის ხართ, რომ მიგვითითოთ და შემდეგი შეცდომა არ დავუშვათ. ისეთი კონკურსანტი უნდა წავიდეს, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ!..

- "ახალ ტალღაზე" და ზოგა­დად კონკურსებზე მუდმივად ვნებათაღელვა და გაწევ-გამოწევაა. წელს თუ ელით კრიტიკას?

- კრიტიკის გარეშე არაფერი ხდება, უშეცდომო არავინაა. კრიტიკა შესაძლოა უკავშირდებოდეს იმას, რაში გვჭირდება ისევ რუსული მუსიკალური კონკურსი და იქ მონაწილეობა... რამდენიმე დღის წინ ვნახე გამოკითხვა, რომელიც ერთ-ერთმა ტელევიზიამ ჩაატარა, აღმოჩნდა, რომ 80% ფიქრობს, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა დათბეს. ახალგაზრდა მომღერალმა რა დააშავა? პოლიტიკა არ არის ჩვენი საქმე, ეს პოლიტიკოსების საქმეა. ჩვენ კი ვცდილობთ, ურთიერთობების დათბობას ხელი შევუწყოთ. იგორ კრუტოი ამით ძალიან გახარებულია. ის თავად არასდროს ჩადის ასარჩევად, 2 აპრილს კი საქართველოში ჩამოვა. ყველა მათგანს ძალიან უყვარს საქართველო და სურთ, თავად ჩამოვიდნენ, რომ ღირსეული წარმომადგენელი აარჩიონ.

- სად გაიმართება შესარჩევი ტური?

- პავილიონში, ან რომელიმე თეატრის სივრცეში. უფრო მეტად სამუშაო პირობები იქნება, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, პრესა ამას დაესწრება. დახურული არაფერი ვარგა და ეს ბევრ ცუდ შეკითხვას გააჩენს. ჟიურიში შესაძლოა სიმბოლურად ვიყოთ მე, რუსა მორჩილაძე და კიდევ რამდენიმე ადამიანი, მაგრამ რუსული მხარე ბევრ რამეს გადაწყვეტს.

- უკვე შერჩეული გყავთ დი­ზაინერი ქართველი კონკურსანტი­სთვის? პრესკონფერენციას დათუნა სულიკაშვილი ესწრებოდა...

- დათუნა უბრალოდ ესწრებოდა ჩვენს პრესკონფერენციას. შემდეგ გადაწყდება, დიზაინერი დათუნა იქნება თუ ავთანდილი. ქართველი კონკურსანტი ქვეყნის სახე იქნება და გვინდა, მაქსიმალურად კარგად წარდგეს მაყურებლისა და ჟიურის წინაშე.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება