სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გუფი და ლიდია ხომენკო მალე გოგოს მშობლები გახდებიან
გუფი და ლიდია ხომენკო მალე გოგოს მშობლები გახდებიან

მუ­სი­კოს გუ­რამ მა­კა­ლა­თი­ას, ანუ გუ­ფი­სა და მისი მე­უღ­ლის, ლი­დია ხო­მენ­კოს ცხოვ­რე­ბა­ში მალე ძა­ლი­ან კარ­გი რამ მოხ­დე­ბა. წყვი­ლი შვილს ელო­დე­ბა. მათი უთან­ხმო­ე­ბის მი­ზე­ზი მხო­ლოდ ბავ­შვის სა­ხე­ლია. წყვილ­მა მო­მა­ვა­ლი შვი­ლის სა­ხე­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რაფ­რით შე­არ­ჩია.

გუფი:

- ჩვე­ნი შვი­ლი უკვე ძა­ლი­ან მალე გაჩ­ნდე­ბა. აპ­რი­ლის ბო­ლოს გო­გო­ნას ვე­ლო­დე­ბით.

- ბავ­შვის სა­ხე­ლი უკვე მო­ი­ფი­ქრეთ?

ლი­დია:

- ჯერ ფიქ­რის პრო­ცეს­ში ვართ. ყვე­ლა სა­ხელ­თან რა­ღაც ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი მიჩ­ნდე­ბა.

გუფი:

- ამ პრო­ცესს მე უკვე ჩა­მოვ­შორ­დი. სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვის ნერ­ვე­ბი აღარ მაქვს. რა­საც ვე­ტყვი, ყვე­ლა­ფერს მი­წუ­ნებს. ისეთ სა­ხელ­ზე სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობთ, რომ და­ი­ძა­ხებ და ნა­ხე­ვა­რი ქა­ლა­ქი მო­ი­ხე­დავს.

- ლი­დია, ორ­სუ­ლო­ბის დროს პრე­ტენ­ზი­უ­ლი გახ­დი?

- ორ­სუ­ლო­ბა ნორ­მა­ლუ­რად მი­დის. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფერს მშვი­დად შევ­ხე­დო. შო­კო­ლა­დი მიყ­ვარს, მაგ­რამ არ ვჭამ. ყვე­ლა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი მყავს, რომ არ მო­მი­ტა­ნონ.

- გუფი, აპი­რებ, მშო­ბი­ა­რო­ბას და­ეს­წრო?

- თუ ბუ­ნებ­რი­ვად იმ­შო­ბი­ა­რა, და­ვეს­წრე­ბი და თუ სა­კე­ის­როს გა­ი­კე­თებს, მე იქ რა მინ­და.

ლი­დია:

- ძა­ლი­ან მინ­და, ბუ­ნებ­რი­ვად ვიმ­შო­ბი­ა­რო.

გუფი:

- ასე თუ მოხ­დე­ბა, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. თან ექი­მი გვყავს ძა­ლი­ან კარ­გი. მას შე­კი­თხვე­ბით სის­ხლი გა­ვუშ­რეთ.

ლი­დია:

- ექიმ­თან ჩა­წე­რი­ლე­ბი ვართ და ისე მივ­დი­ვართ ხოლ­მე, მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი ელო­დე­ბა და ყვე­ლას ჰგო­ნია, რად­გან გუფი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ობს, ური­გოდ შევ­დი­ვართ, ამ­რე­ზით გვი­ყუ­რე­ბენ.

- გუფი, ძა­ლი­ან მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე ამ­ბობ­და, რომ უყუ­რა­დღე­ბო იყა­ვი.

- მე და თა­მუ­ნა ერ­თად რომ ვცხოვ­რობ­დით, პირ­ვე­ლი ერთი თვე ორ­სუ­ლად იყო. მერე წა­ვი­და, სამი თვის მერე ვი­თომ შევ­რიგ­დით და მერე კი­დევ წა­ვი­და. ფეხ­მძი­მედ რომ იყო, ერ­თად მაქ­სი­მუმ ორი თვე ვცხოვ­რობ­დით. ჩემს შეც­ვლა­ში დიდი წვლი­ლი ალ­ბათ ლი­დი­ა­საც აქვს, მაგ­რამ აქ პრობ­ლე­მა სხვა რა­მე­შია. ახლა სხვა გა­რე­მო­ში ვცხოვ­რობ. ერთი ოჯა­ხი ვართ და ჩემს მზრუნ­ვე­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია. ალექ­სან­დრეს შემ­თხვე­ვა­შიც ასე იქ­ნე­ბო­და, უბ­რა­ლოდ, ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ იყო.

- ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით თა­მუ­ნა ყო­ველ­თვის გუ­ლახ­დი­ლი იყო.

- გუ­ლახ­დი­ლო­ბა­საც თა­ვი­სი გან­მარ­ტე­ბე­ბი აქვს. როცა ის ადა­მი­ა­ნი ჩემი შვი­ლის დე­დაა, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, მას­ზე ხმა­მაღ­ლა რამე ცუდი ვი­ლა­პა­რა­კო.

- ალექ­სან­დრეს­თან ახლა გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა?

ლი­დია:

- სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად ვერ ახერ­ხებს ალექ­სან­დრეს ნახ­ვას. ხში­რად და­უ­გეგ­მავს, რომ წა­მო­ეყ­ვა­ნა და ჩვენ­თან ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ და­უ­რე­კავთ და უთ­ქვამთ, რომ რე­პე­ტი­ცი­ა­ზე იყო წა­სას­ვლე­ლი.

გუფი:

- ლი­დი­ას­თა­ნაც ვერ ვა­ტა­რებ ნორ­მა­ლუ­რად დროს. ალექ­სან­დრეს ბაღ­ში რომ შე­ვუ­ა­რო, ერთი სა­ა­თით ვე­თა­მა­შო და წა­მო­ვი­დე, ეს არ არ­სე­ბობს. დიდი იმე­დი მაქვს, ალექ­სან­დრე ცოტა რომ წა­მო­იზ­რდე­ბა და თა­ვი­სით შეძ­ლებს ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ტივ­დე­ბა.

- ლი­დია, თა­მუ­ნას შეხ­ვედ­რი­ხარ რო­დის­მე?

- არა. მი­მაჩ­ნია, რომ თა­მუ­ნას და გუ­ფის ძვე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მე სა­ერ­თოდ არ მე­ხე­ბა, ვიცი მხო­ლოდ ის, რომ ალექ­სან­დრე არის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში და ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რია. მუ­ცელ­ში ჩემს შვილს რომ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი, ვე­უბ­ნე­ბი, უფ­რო­სი ძმა გყავს-მეთ­ქი. გული მწყდე­ბა, რო­დე­საც ლა­პა­რა­კო­ბენ, გუ­ფის თა­ვი­სი შვი­ლი არ აინ­ტე­რე­სებ­სო. ასე ნამ­დვი­ლად არაა. ძა­ლი­ან უყ­ვარს და ძა­ლი­ან გა­ნიც­დის, ხში­რად რომ ვერ ნა­ხუ­ლობს.

- გუფი, ჭო­რებს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, ახლა მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბი.

- ჭო­რე­ბი ნამ­დვი­ლად გვიყ­ვარს ქარ­თვე­ლებს. ამ ჭო­რებს თუ და­ვუ­ჯე­რებთ, კი­დევ ერთ ბავ­შვს აქვს ჩემი გვა­რი.

- რო­გორც ვიცი, გო­გო­ნა გყავს.

- კი ბა­ტო­ნო, ასე­თი ჭო­რია, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი თე­მაა, რო­მელ­საც ღრმად რომ შევ­ყვეთ, არა­ფერ­თან არ მიგ­ვიყ­ვანს.

- იმ შვილ­თან გაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- არა. სულ სამ­ჯერ მყავს ნა­ნა­ხი. ეს ისე­თი თე­მაა, რო­მელ­ზეც არც კის ვი­ტყვი და არც არას. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას თა­ვი­დან არ ვი­რი­დებ. ძა­ლი­ან ჩახ­ლარ­თუ­ლი ამ­ბა­ვია, რო­მე­ლიც რომ გა­ირ­კვეს, გა­მო­ძი­ე­ბამ­დე და ექ­სპერ­ტი­ზამ­დე უნდა მი­ვი­დეს და გა­მო­ძი­ე­ბის ნერ­ვე­ბი არ მაქვს. ახლა ვე­ლო­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა, სხვა ქვე­ყა­ნა­შიც მყავს რამ­დე­ნი­მე შვი­ლი. მერე გავ­ხსნი ბაგა-ბაღს (იცი­ნი­ან).

- კარ­გია, რომ ლი­დია ამ ხუმ­რო­ბას ღი­მი­ლით ხვდე­ბა.

- წარ­სულ ცხოვ­რე­ბა­ზე ჩვენც ბევ­რი გვი­ლა­პა­რა­კია. მგო­ნია, რომ ის, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ახლა ხდე­ბა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ადრე მე ან ლი­დია რას ვა­კე­თებ­დით. წარ­სუ­ლი ის ეტა­პია, რო­მელ­მაც ჩა­ი­ა­რა და დღეს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ლი­დი­აა, რო­მელ­თა­ნაც ვცხოვ­რობ და რო­მელ­თან ერ­თა­დაც გეგ­მე­ბი მაქვს.

ლი­დია:

- ყვე­ლას ჰქო­ნია პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ის რომ არ­კვიო, რა და რო­გორ იყო, სი­სუ­ლე­ლეა. გუ­ფის გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ მას ჰყავს ალექ­სან­დრე. სხვა არა­ვინ და არა­ფე­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

გუფი და ლიდია ხომენკო მალე გოგოს მშობლები გახდებიან

გუფი და ლიდია ხომენკო მალე გოგოს მშობლები გახდებიან

მუსიკოს გურამ მაკალათიას, ანუ გუფისა და მისი მეუღლის, ლიდია ხომენკოს ცხოვრებაში მალე ძალიან კარგი რამ მოხდება. წყვილი შვილს ელოდება. მათი უთანხმოების მიზეზი მხოლოდ ბავშვის სახელია. წყვილმა მომავალი შვილის სახელი ჯერჯერობით ვერაფრით შეარჩია.

გუფი:

- ჩვენი შვილი უკვე ძალიან მალე გაჩნდება. აპრილის ბოლოს გოგონას ველოდებით.

- ბავშვის სახელი უკვე მო­ი­ფი­ქრეთ?

ლიდია:

- ჯერ ფიქრის პროცესში ვართ. ყველა სახელთან რაღაც ასოციაციები მიჩნდება.

გუფი:

- ამ პროცესს მე უკვე ჩამოვშორდი. სახელის შერჩევის ნერვები აღარ მაქვს. რასაც ვეტყვი, ყველაფერს მიწუნებს. ისეთ სახელზე საერთოდ არ ვფიქრობთ, რომ დაიძახებ და ნახევარი ქალაქი მოიხედავს.

- ლიდია, ორსულობის დროს პრეტენზიული გახდი?

- ორსულობა ნორმალურად მიდის. ვცდილობ, ყველაფერს მშვიდად შევხედო. შოკოლადი მიყვარს, მაგრამ არ ვჭამ. ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ არ მომიტანონ.

- გუფი, აპირებ, მშობიარობას დაესწრო?

- თუ ბუნებრივად იმშობიარა, დავესწრები და თუ საკეისროს გაიკეთებს, მე იქ რა მინდა.

ლიდია:

- ძალიან მინდა, ბუნებრივად ვიმშობიარო.

გუფი:

- ასე თუ მოხდება, ძალიან კარგი იქნება. თან ექიმი გვყავს ძალიან კარგი. მას შეკითხვებით სისხლი გავუშრეთ.

ლიდია:

- ექიმთან ჩაწერილები ვართ და ისე მივდივართ ხოლმე, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი ელოდება და ყველას ჰგონია, რადგან გუფი ტელევიზიაში მუშაობს, ურიგოდ შევდივართ, ამ­რეზით გვიყურებენ.

- გუფი, ძალიან მზრუნველი მეუღლის შთაბეჭდილებას ტოვებ. მახსოვს, პირველი მეუღლე, თამუნა მუსერიძე ამბობდა, რომ უყურადღებო იყავი.

- მე და თამუნა ერთად რომ ვცხოვრობდით, პირველი ერთი თვე ორსულად იყო. მერე წავიდა, სამი თვის მერე ვითომ შევრიგდით და მერე კიდევ წავიდა. ფეხმძიმედ რომ იყო, ერთად მაქსიმუმ ორი თვე ვცხოვრობდით. ჩემს შეცვლაში დიდი წვლილი ალბათ ლიდიასაც აქვს, მაგრამ აქ პრობლემა სხვა რამეშია. ახლა სხვა გარემოში ვცხოვრობ. ერთი ოჯახი ვართ და ჩემს მზრუნველობაში განსაკუთრებული არაფერია. ალექსანდრეს შემთხვევაშიც ასე იქნებოდა, უბრალოდ, ამის საშუალება არ იყო.

- ამ საკითხთან დაკავშირებით თამუნა ყოველთვის გულახდილი იყო.

- გულახდილობასაც თავისი განმარტებები აქვს. როცა ის ადამიანი ჩემი შვილის დედაა, არანაირი სურვილი არ მაქვს, მასზე ხმამაღლა რამე ცუდი ვილაპარაკო.

- ალექსანდრესთან ახლა გაქვს ურთიერთობა?

ლიდია:

- სამწუხაროდ, ხშირად ვერ ახერხებს ალექსანდრეს ნახვას. ხშირად დაუგეგმავს, რომ წამოეყვანა და ჩვენთან ყოფილიყო, მაგრამ დაურეკავთ და უთქვამთ, რომ რეპეტიციაზე იყო წასასვლელი.

გუფი:

- ლიდიასთანაც ვერ ვატარებ ნორმალურად დროს. ალექსანდრეს ბაღში რომ შევუარო, ერთი საათით ვეთამაშო და წამოვიდე, ეს არ არსებობს. დიდი იმედი მაქვს, ალექსანდრე ცოტა რომ წამოიზრდება და თავისით შეძლებს ტრანსპორტით გადაადგილებას, ყველაფერი გამარტივდება.

- ლიდია, თამუნას შეხვედრიხარ როდისმე?

- არა. მიმაჩნია, რომ თამუნას და გუფის ძველი ურთიერთობა მე საერთოდ არ მეხება, ვიცი მხოლოდ ის, რომ ალექსანდრე არის ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენი ოჯახის წევრია. მუცელში ჩემს შვილს რომ ველაპარაკები, ვეუბნები, უფროსი ძმა გყავს-მეთქი. გული მწყდება, როდესაც ლაპარაკობენ, გუფის თავისი შვილი არ აინტერესებსო. ასე ნამდვილად არაა. ძალიან უყვარს და ძალიან განიცდის, ხშირად რომ ვერ ნახულობს.

- გუფი, ჭორებს თუ დავუჯერებთ, ახლა მესამე შვილს ელოდები.

- ჭორები ნამდვილად გვიყვარს ქართველებს. ამ ჭორებს თუ დავუჯერებთ, კიდევ ერთ ბავშვს აქვს ჩემი გვარი.

- როგორც ვიცი, გოგონა გყავს.

- კი ბატონო, ასეთი ჭორია, მაგრამ ეს ძალიან რთული თემაა, რომელსაც ღრმად რომ შევყვეთ, არაფერთან არ მიგვიყვანს.

- იმ შვილთან გაქვს ურთიერთობა?

- არა. სულ სამჯერ მყავს ნანახი. ეს ისეთი თემაა, რომელზეც არც კის ვიტყვი და არც არას. პასუხისმგებლობას თავიდან არ ვირიდებ. ძალიან ჩახლართული ამბავია, რომელიც რომ გაირკვეს, გამოძიებამდე და ექსპერტიზამდე უნდა მივიდეს და გამოძიების ნერვები არ მაქვს. ახლა ველოდები, შეიძლება, სხვა ქვეყანაშიც მყავს რამდენიმე შვილი. მერე გავხსნი ბაგა-ბაღს (იცინიან).

- კარგია, რომ ლიდია ამ ხუმრობას ღიმილით ხვდება.

- წარსულ ცხოვრებაზე ჩვენც ბევრი გვილაპარაკია. მგონია, რომ ის, რაც ჩემს ცხოვრებაში ახლა ხდება, ყველაზე მნიშვნელოვანია. მნიშვნელობა არ აქვს, ადრე მე ან ლიდია რას ვაკეთებდით. წარსული ის ეტაპია, რომელმაც ჩაიარა და დღეს ჩემს ცხოვრებაში ლიდიაა, რომელთანაც ვცხოვრობ და რომელთან ერთადაც გეგმები მაქვს.

ლიდია:

- ყველას ჰქონია პირადი ცხოვრება. მთელი ცხოვრება ის რომ არკვიო, რა და როგორ იყო, სისულელეა. გუფის განვლილი ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მას ჰყავს ალექსანდრე. სხვა არავინ და არაფერი არ მაინტერესებს.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება