Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგრარული უნივერსიტეტის იურისტი - "ქვეყანაში ინერგება ძალიან სახიფათო ტენდენცია"
აგრარული უნივერსიტეტის იურისტი - "ქვეყანაში ინერგება ძალიან სახიფათო ტენდენცია"

სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რის­ტი იაგო ხვი­ჩია "ფე­ის­ბუქ­ში" სა­კუ­თარ გვერ­დზე გან­მარ­ტავს, რა­ტომ არის შე­უძ­ლე­ბე­ლი აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ხე­ლახ­ლა გავ­ლა.

"ხალ­ხო, მარ­ტი­ვად გე­ტყვით, რა­ტომ არის შე­უძ­ლე­ბე­ლი ამ­ბა­ვი ჩვენ­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის ხე­ლახ­ლა გავ­ლა... ამის სა­ნაც­ვლოდ დგას მხო­ლოდ ერთი სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი... სა­მი­ნის­ტრომ გა­ა­უქ­მოს თა­ვი­სი უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა...

ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ში წყვე­ტა გა­მო­იწ­ვევს შემ­დეგ რა­მე­ებს:

1. გა­უქ­მდე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო საგ­რან­ტო 50-მდე პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზე­დაც გრან­ტე­ბი გვაქვს მი­ღე­ბუ­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­კურ­სის შე­დე­გად, ყვე­ლა მათ­გა­ნი უნდა შე­წყდეს და არ არ­სე­ბობს ამ გრან­ტე­ბის აღ­დგე­ნის (ხე­ლახ­ლა მო­პო­ვე­ბის) შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

2. სტუ­დენ­ტებს შე­უ­წყდე­ბათ სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტე­ბი.

3. შე­წყდე­ბა და თა­ვი­დან იქ­ნე­ბა მო­სა­პო­ვე­ბე­ლი ყვე­ლა პროგ­რა­მა­ზე აკ­რე­დი­ტა­ცი­ე­ბი, რა­საც დროც სჭირ­დე­ბა და ხარ­ჯიც.

4. ვერ მი­ვი­ღებთ სტუ­დენ­ტებს ამ წელს, ვი­ნა­ი­დან პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა ნა­ხე­ვა­რი წელი და არა­ვინ არ შე­მო­ი­ტანს გან­ცხა­დე­ბას ჩვენ­თან, მა­შინ რო­დე­საც ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი ჯერ არც იქ­ნე­ბა დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

5. წყდე­ბა არა მარ­ტო სას­წავ­ლო, არა­მედ კვლე­ვი­თი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­ზე­დაც 800 ათა­სია და­ხარ­ჯუ­ლი 1 წე­ლი­წად­ში და კი­დევ გრძელ­დე­ბა. ეს არის კერ­ძო ფული, უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­ხარ­ჯუ­ლი.

6. სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ის­ტო­რი­ა­ში ჩნდე­ბა წყვე­ტა, რაც პრეს­ტი­ჟის­თვის, პირ­და­პი­რი ზი­ა­ნის მომ­ტა­ნია.

7. ქვე­ყა­ნა­ში ინერ­გე­ბა ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თო ტენ­დენ­ცია, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რე­ა­გი­რებს არა კა­ნონ­ზე არა­მედ პრო­ტეს­ტის ეფექ­ტუ­რე­ო­ბა­ზე", - წერს იაგო ხვი­ჩია.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტს ავ­ტო­რი­ზა­ცია 12 მარტს შე­უ­ჩერ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სი­ის მიერ მი­ღე­ბუ­ლი დას­კვნის გან­ხილ­ვის შემ­დეგ საბ­ჭოს წევ­რებ­მა ღია კენ­ჭისყ­რის შე­დე­გად და­ამ­ტკი­ცეს.

აგრარული უნივერსიტეტის იურისტი - "ქვეყანაში ინერგება ძალიან სახიფათო ტენდენცია"

აგრარული უნივერსიტეტის იურისტი - "ქვეყანაში ინერგება ძალიან სახიფათო ტენდენცია"

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის იურისტი იაგო ხვიჩია "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე განმარტავს, რატომ არის შეუძლებელი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის პროცესის ხელახლა გავლა.

"ხალხო, მარტივად გეტყვით, რატომ არის შეუძლებელი ამბავი ჩვენთვის ავტორიზაციის პროცესის ხელახლა გავლა... ამის სანაცვლოდ დგას მხოლოდ ერთი საჯარო ინტერესი... სამინისტრომ გააუქმოს თავისი უკანონო გადაწყვეტილება...

ავტორიზაციაში წყვეტა გამოიწვევს შემდეგ რამეებს:

1. გაუქმდება საერთაშორისო საგრანტო 50-მდე პროექტი, რომელზედაც გრანტები გვაქვს მიღებული, საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსის შედეგად, ყველა მათგანი უნდა შეწყდეს და არ არსებობს ამ გრანტების აღდგენის (ხელახლა მოპოვების) შესაძლებლობა.

2. სტუდენტებს შეუწყდებათ სახელმწიფო გრანტები.

3. შეწყდება და თავიდან იქნება მოსაპოვებელი ყველა პროგრამაზე აკრედიტაციები, რასაც დროც სჭირდება და ხარჯიც.

4. ვერ მივიღებთ სტუდენტებს ამ წელს, ვინაიდან პროცესი გრძელდება ნახევარი წელი და არავინ არ შემოიტანს განცხადებას ჩვენთან, მაშინ როდესაც ავტორიზაციის პროცესი ჯერ არც იქნება დამთავრებული.

5. წყდება არა მარტო სასწავლო, არამედ კვლევითი პროექტები, რომელზედაც 800 ათასია დახარჯული 1 წელიწადში და კიდევ გრძელდება. ეს არის კერძო ფული, უნივერსიტეტის მიერ დახარჯული.

6. საუნივერსიტეტო ისტორიაში ჩნდება წყვეტა, რაც პრესტიჟისთვის, პირდაპირი ზიანის მომტანია.

7. ქვეყანაში ინერგება ძალიან სახიფათო ტენდენცია, როცა ხელისუფლება რეაგირებს არა კანონზე არამედ პროტესტის ეფექტურეობაზე", - წერს იაგო ხვიჩია.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 12 მარტს შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება სპეციალური კომისიის მიერ მიღებული დასკვნის განხილვის შემდეგ საბჭოს წევრებმა ღია კენჭისყრის შედეგად დაამტკიცეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს