პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ფირცხალავა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი პირების დაკითხვას ითხოვს
ირაკლი ფირცხალავა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი პირების დაკითხვას ითხოვს

შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებ­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პი­რე­ბის და­კი­თხვას ითხოვს.

რო­გორც ფირ­ცხა­ლა­ვამ დღეს გა­მარ­თულ პრე­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მას გავ­რცე­ლე­ბულ ფი­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა შა­ბათს გა­და­ე­ცა. მისი თქმით, დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ვი­დეო შედ­გე­ბა რამ­დე­ნი­მე ფი­რის­გან და ია­რა­ღის ამო­ღე­ბის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი კად­რე­ბი არ არის გა­წყვე­ტი­ლი.

"დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ფირი ვარ­გი­სია. სი­ყალ­ბე­ზე ამ ექ­სპე­ტი­ზის დას­კვნა­ში სა­უ­ბა­რი არ არის", - აცხა­დებს ფირ­ცხა­ლა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, დას­კვნა სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნის პროგ­რა­მით ჩა­ტა­რე­ბულ ექ­სპერ­ტი­ზას ეფუძ­ნე­ბა.

"ამ საქ­მის გა­მო­სა­ძი­ებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ პი­რე­ბის და­კი­თხვა, ვინც ამ ვი­დე­ო­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და. თქვან, რომ იქ ია­რა­ღე­ბი მარ­თლა იყო, ან ფირ­ცხა­ლა­ვამ და­ა­ვა­ლათ ჩა­დე­ბა და დას­რულ­დეს ყვე­ლა­ფე­რი", - აცხა­დებს ფირ­ცხა­ლა­ვა.

მი­სი­ვე თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის მხრი­დან ასე­თი თა­მა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 15 მარტს გა­ავ­რცე­ლა ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ბუტა რო­ბა­ქი­ძის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ირაკლი ფირცხალავა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი პირების დაკითხვას ითხოვს

ირაკლი ფირცხალავა რობაქიძესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში აღბეჭდილი პირების დაკითხვას ითხოვს

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებში დაფიქსირებული პირების დაკითხვას ითხოვს.

როგორც ფირცხალავამ დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე განაცხადა, მას გავრცელებულ ფირებთან დაკავშირებით ექსპერტიზის დასკვნა შაბათს გადაეცა. მისი თქმით, დასკვნაში ნათქვამია, რომ ვიდეო შედგება რამდენიმე ფირისგან და იარაღის ამოღების პროცესთან დაკავშირებული კადრები არ არის გაწყვეტილი.

"დასკვნაში ნათქვამია, რომ ფირი ვარგისია. სიყალბეზე ამ ექსპეტიზის დასკვნაში საუბარი არ არის", - აცხადებს ფირცხალავა.

მისივე თქმით, დასკვნა სამოყვარულო დონის პროგრამით ჩატარებულ ექსპერტიზას ეფუძნება.

"ამ საქმის გამოსაძიებლად აუცილებელია იმ პირების დაკითხვა, ვინც ამ ვიდეოში მონაწილეობდა. თქვან, რომ იქ იარაღები მართლა იყო, ან ფირცხალავამ დაავალათ ჩადება და დასრულდეს ყველაფერი", - აცხადებს ფირცხალავა.

მისივე თქმით, არ შეიძლება გამოძიების მხრიდან ასეთი თამაში.

პროკურატურამ 15 მარტს გაავრცელა ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ