კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა
ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა

მსა­ხი­ობ­მა ჟერ­არ დე­პარ­დი­ემ, რო­მელ­მაც ცოტა ხნის წინ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო, საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ფრან­სუა ოლან­დი სა­ჯა­როდ კი­დევ ერთხელ გა­აკ­რი­ტი­კა.

"საფ­რან­გე­თი სევ­დი­ა­ნია და ვფიქ­რობ, ფრან­გებს მეტი აღარ შე­უძ­ლი­ათ. პრობ­ლე­მა ენერ­გი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა­შია. ახალ­მა მთავ­რო­ბამ არ იცის, რა გა­ა­კე­თოს. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, გა­აკ­რი­ტი­კოს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გა­და­სა­ხა­დებ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის 87%-ს იხ­დის", - გა­ნა­ცხა­და ვარ­სკვლავ­მა ტე­ლე­არხ Notele-სთვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

დე­პარ­დი­ემ გა­ნა­ცხა­და, რომ მხო­ლოდ 2012 წელს გა­და­სა­ხა­დებ­ში შე­მო­სავ­ლე­ბის 85% გა­და­ი­ხა­და. სა­ერ­თო ჯამ­ში კი 45 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში საფ­რან­გე­თის ბი­უ­ჯეტ­ში 145 მი­ლი­ო­ნი ევრო შე­ი­ტა­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, მსა­ხი­ობ­მა საფ­რან­გე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე უარი საფ­რან­გე­თის ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ფრან­სუა ოლან­დის გამო თქვა. დე­პარ­დი­ემ ოლან­დის სა­გა­და­სა­ხა­დო რე­ფორ­მე­ბის გამო უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მოთ­ქვა და სა­ცხოვ­რებ­ლის და ფრან­გუ­ლი პას­პორ­ტის ჩა­ბა­რე­ბა გა­და­წყვი­ტა. რამ­დე­ნი­მე თვის წინ დე­პარ­დი­ემ არც თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი და­ინ­დო და ფრან­გებს ამ­პარ­ტა­ვა­ნი ერი უწო­და.

დე­პარ­დიე ცნო­ბი­ლია სკან­და­ლუ­რი ხა­სი­ა­თი­თა და ქცე­ვე­ბით. მა­გა­ლი­თად, შარ­შან აგ­ვის­ტო­ში ვარ­სკვლა­ვი საფ­რან­გეთ­ში თვითმფრი­ნა­ვი­დან ჩა­მოს­ვეს. მსა­ხი­ობ­მა თვითმფრი­ნავ­ში მო­შარ­დვა და­ა­პი­რა. შემ­დგომ­ში მსა­ხი­ობ­მა ბო­დი­ში მო­ი­ხა­და და ინ­ცი­დენ­ტი პროს­ტა­ტის პრობ­ლე­მით ახ­სნა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა

ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთის პრეზიდენტი საჯაროდ გააკრიტიკა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი საჯაროდ კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

"საფრანგეთი სევდიანია და ვფიქრობ, ფრანგებს მეტი აღარ შეუძლიათ. პრობლემა ენერგიის ნაკლებობაშია. ახალმა მთავრობამ არ იცის, რა გააკეთოს. არავის აქვს უფლება, გააკრიტიკოს ადამიანი, რომელიც გადასახადებში შემოსავლების 87%-ს იხდის", - განაცხადა ვარსკვლავმა ტელეარხ Notele-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

დეპარდიემ განაცხადა, რომ მხოლოდ 2012 წელს გადასახადებში შემოსავლების 85% გადაიხადა. საერთო ჯამში კი 45 წლის განმავლობაში საფრანგეთის ბიუჯეტში 145 მილიონი ევრო შეიტანა.

შეგახსენებთ, მსახიობმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის გამო თქვა. დეპარდიემ ოლანდის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და საცხოვრებლის და ფრანგული პასპორტის ჩაბარება გადაწყვიტა. რამდენიმე თვის წინ დეპარდიემ არც თანამემამულეები დაინდო და ფრანგებს ამპარტავანი ერი უწოდა.

დეპარდიე ცნობილია სკანდალური ხასიათითა და ქცევებით. მაგალითად, შარშან აგვისტოში ვარსკვლავი საფრანგეთში თვითმფრინავიდან ჩამოსვეს. მსახიობმა თვითმფრინავში მოშარდვა დააპირა. შემდგომში მსახიობმა ბოდიში მოიხადა და ინციდენტი პროსტატის პრობლემით ახსნა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება