პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვასაძე - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ახალქალაქში უნდა გადავიდეს
ლევან ვასაძე - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ახალქალაქში უნდა გადავიდეს

"მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, სა­სა­მარ­თლო ერ­თი­ა­ნად უნდა გა­და­ვი­დეს ახალ­ქა­ლა­ქის სამ­ხედ­რო ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე", - ამის შე­სა­ხებ ბიზ­ნეს­მენ­მა ლე­ვან ვა­სა­ძემ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" მი­ცე­მულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა.

ბიზ­ნეს­მე­ნი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას ქვეყ­ნის დე­ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბი­თა და დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის მო­ტი­ვით ხსნის.

"იცით, გა­ე­როს დას­კვნე­ბის შე­სა­ხებ? სა­გან­გა­შოა მათი მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. გვგო­ნია, რომ 2050 წელი შორ­საა, რო­დე­საც გა­ე­როს მო­ნა­ცე­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა 32%-ით შემ­ცირ­დე­ბა და სწო­რედ ქარ­თვე­ლე­ბის ხარ­ჯზე.

ქა­ლაქ­ში ადა­მი­ანს სივ­რცე არ ჰყოფ­ნის და გამ­რავ­ლე­ბის სურ­ვი­ლი არ აქვს. სო­ფელ­ში კი პი­რი­ქი­თაა, რაც მეტი შვი­ლი ჩნდე­ბა, მეტ სივ­რცეს იკა­ვებს და ოჯა­ხი ძლი­ერ­დე­ბა. სა­ჭი­როა ქვეყ­ნის სას­წრა­ფოდ დე­ურ­ბა­ნი­ზა­ცია.

ჩვე­ნი ორი ეთ­ნი­კუ­რი რე­გი­ო­ნის - ახალ­ქა­ლა­ქი­სა და მარ­ნე­უ­ლის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე წლე­ბია ვფიქ­რობ. კონ­სულ­ტა­ცი­ებს გავ­დი­ვარ სუ­ლი­ერ მა­მებ­თან, ჩემ­ზე ჭკვი­ან ხალ­ხთან, და მი­ვე­დი დას­კვნამ­დე, რომ უნდა მომ­ზად­დეს ორი პრო­ექ­ტი. რეს­პუბ­ლი­კუ­რი მას­შტა­ბის (და არა მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი) ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი - მთავ­რო­ბა, პარ­ლა­მენ­ტი, სა­სა­მარ­თლო ერ­თი­ა­ნად უნდა გა­და­ვი­დეს ახალ­ქა­ლა­ქის სამ­ხედ­რო ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამით სომ­ხებს მივ­ცემთ კო­ლო­სა­ლურ შე­მო­სა­ვალს, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ვა­საქ­მებთ, რძეს და კარ­ტო­ფილს მოგ­ვყი­დი­ან და შე­მო­სა­ვა­ლი გა­უჩ­ნდე­ბათ. ამით მათი ინ­ტეგ­რა­ცი­აც მოხ­დე­ბა, ქარ­თულს უკეთ ის­წავ­ლი­ან და ბევ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნო­ბენ თავს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში", - აცხა­დებს ბიზ­ნეს­მე­ნი.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ლევან ვასაძე - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ახალქალაქში უნდა გადავიდეს

ლევან ვასაძე - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ახალქალაქში უნდა გადავიდეს

"მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე", - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ბიზნესმენი საკუთარ მოსაზრებას ქვეყნის დეურბანიზაციის საჭიროებითა და დემოგრაფიული პრობლემების მოგვარების მოტივით ხსნის.

"იცით, გაეროს დასკვნების შესახებ? საგანგაშოა მათი მონაცემები საქართველოს დემოგრაფიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. გვგონია, რომ 2050 წელი შორსაა, როდესაც გაეროს მონაცემებით საქართველოს მოსახლეობა 32%-ით შემცირდება და სწორედ ქართველების ხარჯზე.

ქალაქში ადამიანს სივრცე არ ჰყოფნის და გამრავლების სურვილი არ აქვს. სოფელში კი პირიქითაა, რაც მეტი შვილი ჩნდება, მეტ სივრცეს იკავებს და ოჯახი ძლიერდება. საჭიროა ქვეყნის სასწრაფოდ დეურბანიზაცია.

ჩვენი ორი ეთნიკური რეგიონის - ახალქალაქისა და მარნეულის ინტეგრაციაზე წლებია ვფიქრობ. კონსულტაციებს გავდივარ სულიერ მამებთან, ჩემზე ჭკვიან ხალხთან, და მივედი დასკვნამდე, რომ უნდა მომზადდეს ორი პროექტი. რესპუბლიკური მასშტაბის (და არა მუნიციპალური) ადმინისტრაციული დაწესებულებები - მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ერთიანად უნდა გადავიდეს ახალქალაქის სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე. ამით სომხებს მივცემთ კოლოსალურ შემოსავალს, მშენებლობაზე დავასაქმებთ, რძეს და კარტოფილს მოგვყიდიან და შემოსავალი გაუჩნდებათ. ამით მათი ინტეგრაციაც მოხდება, ქართულს უკეთ ისწავლიან და ბევრად კომფორტულად იგრძნობენ თავს ჩვენს ქვეყანაში", - აცხადებს ბიზნესმენი.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა