პარტნიორები:

    გერმანიაში ბერლინის კედლის სრულ დემონტაჟს აპროტესტებენ

    გერმანიაში ბერლინის კედლის სრულ დემონტაჟს აპროტესტებენ

    გერმანიის მოსახლეობამ ბერლინის კედლის ნარჩენების დემონტაჟის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. კედელი ცნობილია, როგორც "აღმოსავლეთის გალერეა".

    ქალაქის მაცხოვრებლები ამ ადგილზე მრავალბინიანი ლუქს-კლასის სახლის მშენებლობის გეგმით არიან უკმაყოფილონი. მათი აზრით, ქალაქის მთავრობა თანამედროვე გერმანიის წარსულის აღმოფხვრას და ქვეყნის გაერთიანების შემდეგ ისტორიული ხსოვნის წაშლას ცდილობს.

    პროტესტს ამერიკელი მსახიობი დევიდ ჰასელჰოფი ხელმძღვანელობს. 1989 წელს ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ შესრულებული მისი სიმღერა - "თავისუფლების ძიებაში" გერმანელებში დღემდე პოპულარულია.

    "ეს დაღუპული ადამიანებისა და თავისუფლების შენარჩუნების უკანასკნელი მემორიალია",- აღნიშნა მსახიობმა.

    ამასთან, სამშენებლო კომპანიამ ადრე განაცხადა, რომ კედლის ნაწილის შესანარჩუნებლად კომპრომისის მოძებნას შეეცდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბერლინში, ფრიდრიხსხაინის რაიონში ბერლინის კედლის შემორჩენილი ნაწილიდან ყველაზე გრძელ ფრაგმენტს დააანგრევდნენ.

    მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

    9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

    მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

    პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა