სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით"
"აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით"

აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბას იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რი პე­რი­პე­ტი­ე­ბი ახ­ლდა, რომ გას­ცდა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს და მწვა­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფე­რი­ლო­ბა მი­ი­ღო. აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა კახა ბენ­დუ­ქი­ძემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ დევ­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა და გა­ნათ­ლე­ბის მი­ნისტრს "სა­ში­ში კაცი" უწო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბენ­დუ­ქი­ძე ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის საბ­ჭოს­გან მო­ი­თხოვ­და, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა შე­ეც­ვა­ლა, კვი­რის ბო­ლოს თა­ვად მო­უ­წია გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბამ და სას­წავ­ლებ­ლის ში­ნა­გა­ნა­წე­სი კა­ნონ­მდებ­ლო­ბას შე­უ­სა­ბა­მა. იყო თუ არა მთე­ლი ეს აურ­ზა­უ­რი შეც­დო­მა და ვინ უფრო და­ზა­რალ­და ამით, ამის გა­სარ­კვე­ვად "კვი­რის პა­ლიტ­რა" გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნისტრს, ვიცე-პრე­მი­ერ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­ნა­გა­ნა­წეს­ში შეს­წო­რე­ბა გა­კეთ­და და ორ­შა­ბა­თი­დან და­ი­წყე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აღ­სად­გე­ნი პრო­ცე­დუ­რე­ბი, რის შემ­დგო­მაც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ი­ღებს სტუ­დენ­ტებს მო­მა­ვა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის... ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­სი­ნუ­ა­ცი­ე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად პო­ლი­ტი­კუ­რი იყო. ბენ­დუ­ქი­ძე სტუ­დენ­ტებს ატყუ­ებ­და და ჩემ­ზე შავ პი­არს აგო­რებ­და.

- კახა ბენ­დუ­ქი­ძემ თქვა, ვი­ცო­დი, რომ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი "რა­ნი­მი" ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ სა­ში­ში ყო­ფი­ლაო.

- არ მინ­და ბენ­დუ­ქი­ძის ნათ­ქვა­მის კო­მენ­ტი­რე­ბა. ისე­დაც ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­მი­ვი­და მას­თან.

- მი­უ­ხე­და­ვად ბენ­დუ­ქი­ძის­გან არა­ერ­თი შე­მო­თა­ვა­ზე­ბი­სა, უარი თქვით მას­თან დე­ბა­ტებ­ზე.

- ბენ­დუ­ქი­ძეს­თან პირ­და­პირ ეთერ­ში არ დავ­ჯდე­ბი, რად­გან მან დე­ბა­ტე­ბი არ იცის, ის ილან­ძღე­ბა.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ მა­ინ­ცდა­მა­ინც აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­მოწ­მე­ბა? ხომ ცხა­დი იყო, რომ ამას პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლი და­ე­დე­ბო­და?

- ეს სავ­სე­ბით ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რაა, მაგ­რამ ჩვენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ხალ­ხს ვე­ხე­ბით, ვისი შე­ხე­ბის უფ­ლე­ბაც არ გვაქვს და რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ფერს კუდს აბა­მენ. უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი მოწ­მდე­ბა სამი მი­ზე­ზით: რე­გუ­ლა­რუ­ლად (ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ), სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე ან კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც შე­ფა­სე­ბის კი­თხვარ­ში რა­ღაც დე­ტა­ლე­ბია შე­სას­წო­რე­ბე­ლი. ამ­ჯე­რად აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­მოწ­მდა ამა­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყო­ფი­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ჩივ­რის გამო.

აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩვე­ნი სურ­ვი­ლით კი არა, სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვე­დით და შე­ვა­მოწ­მეთ. შარ­შან ასე არა­რე­გუ­ლა­რუ­ლად 8 უნი­ვერ­სი­ტე­ტი შე­მოწ­მდა. ზოგ მათ­განს ავ­ტო­რი­ზა­ცია შე­უ­წყდა.

მათ შო­რის იყო შპს "ბა­თუ­მის ნა­ვი­გა­ცი­ის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტი", რო­მე­ლიც იმ­დე­ნად კარ­გად არის აღ­ჭურ­ვი­ლი, რომ გე­მიც ჰყავს. პრო­ცე­დუ­რე­ბის ნა­წილ­ში ჰქონ­და დარ­ღვე­ვე­ბი, გა­ას­წო­რეს და უპ­რობ­ლე­მოდ მი­ი­ღეს ავ­ტო­რი­ზა­ცია. ასე რომ, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი არა­ვის შე­უ­მოწ­მე­ბია იმის გამო, რომ ის ბენ­დუ­ქი­ძი­საა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით"

"აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით"

აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას იმდენად ემოციური პერიპეტიები ახლდა, რომ გასცდა საგანმანათლებლო სფეროს და მწვავე პოლიტიკური შეფერილობა მიიღო. აგრარული უნივერსიტეტის ხელმძღვანელმა კახა ბენდუქიძემ ხელისუფლება პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა და განათლების მინისტრს "საშიში კაცი" უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბენდუქიძე ავტორიზაციის საბჭოსგან მოითხოვდა, გადაწყვეტილება შეეცვალა, კვირის ბოლოს თავად მოუწია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოთხოვნის შესრულებამ და სასწავლებლის შინაგანაწესი კანონმდებლობას შეუსაბამა. იყო თუ არა მთელი ეს აურზაური შეცდომა და ვინ უფრო დაზარალდა ამით, ამის გასარკვევად "კვირის პალიტრა" განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილს ესაუბრა:

- აგრარული უნივერსიტეტის შინაგანაწესში შესწორება გაკეთდა და ორშაბათიდან დაიწყება უნივერსიტეტის ავტორიზაციის აღსადგენი პროცედურები, რის შემდგომაც აგრარული უნივერსიტეტი ჩვეულებრივ მიიღებს სტუდენტებს მომავალი სასწავლო წლისათვის... ამ თემასთან დაკავშირებული ინსინუაციები აბსოლუტურად პოლიტიკური იყო. ბენდუქიძე სტუდენტებს ატყუებდა და ჩემზე შავ პიარს აგორებდა.

- კახა ბენდუქიძემ თქვა, ვიცოდი, რომ გიორგი მარგველაშვილი "რანიმი" ადამიანი იყო, მაგრამ საშიში ყოფილაო.

- არ მინდა ბენდუქიძის ნათქვამის კომენტირება. ისედაც ხანგრძლივი ურთიერთობა გამომივიდა მასთან.

- მიუხედავად ბენდუქიძისგან არაერთი შემოთავაზებისა, უარი თქვით მასთან დებატებზე.

- ბენდუქიძესთან პირდაპირ ეთერში არ დავჯდები, რადგან მან დებატები არ იცის, ის ილანძღება.

- რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება? ხომ ცხადი იყო, რომ ამას პოლიტიკური სარჩული დაედებოდა?

- ეს სავსებით ჩვეულებრივი პროცედურაა, მაგრამ ჩვენ არაჩვეულებრივ ხალხს ვეხებით, ვისი შეხების უფლებაც არ გვაქვს და რომლებიც ყველაფერს კუდს აბამენ. უმაღლესი სასწავლებლები მოწმდება სამი მიზეზით: რეგულარულად (ავტორიზაციის ვადის გასვლის შემდეგ), საჩივრის საფუძველზე ან კიდევ მაშინ, როდესაც შეფასების კითხვარში რაღაც დეტალებია შესასწორებელი. ამჯერად აგრარული უნივერსიტეტი შემოწმდა ამავე უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორ-მასწავლებლების საჩივრის გამო.

აგრარულ უნივერსიტეტში ჩვენი სურვილით კი არა, საჩივრის საფუძველზე შევედით და შევამოწმეთ. შარშან ასე არარეგულარულად 8 უნივერსიტეტი შემოწმდა. ზოგ მათგანს ავტორიზაცია შეუწყდა.

მათ შორის იყო შპს "ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი", რომელიც იმდენად კარგად არის აღჭურვილი, რომ გემიც ჰყავს. პროცედურების ნაწილში ჰქონდა დარღვევები, გაასწორეს და უპრობლემოდ მიიღეს ავტორიზაცია. ასე რომ, აგრარული უნივერსიტეტი არავის შეუმოწმებია იმის გამო, რომ ის ბენდუქიძისაა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა