მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეველინა ხრომჩენკო - მოდის ექსპერტი და გემოვნების არბიტრი
ეველინა ხრომჩენკო - მოდის ექსპერტი და გემოვნების არბიტრი

ვინ არის ევე­ლი­ნა ლე­ო­ნი­დოვ­ნა ხრომ­ჩენ­კო? ეს სა­ხე­ლი ყვე­ლამ იცის, ვი­საც მსოფ­ლიო მო­დას­თან და­ახ­ლო­ე­ბა უნდა. ევე­ლი­ნა ხრომ­ჩენ­კო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქა­ლის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თი და მსოფ­ლიო მო­დის სამ­ყა­რო­ში ერთ-ერთი გავ­ლე­ნი­ა­ნი პი­რია, ჟურ­ნა­ლის­ტი, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი, ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი მწე­რა­ლი. ყო­ველ­დღი­უ­რად ევე­ლი­ნას რუ­სე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის პირ­ველ არხზე მიჰ­ყავს გა­და­ცე­მა "მო­დუ­რი გა­ნა­ჩე­ნი" და რუ­სე­თის სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში რე­ი­ტინ­გით 25 ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ წამ­ყვან­თა შო­რის ირი­ცხე­ბა.

ევე­ლი­ნა ხრომ­ჩენ­კომ კა­რი­ე­რის აწყო­ბა 17 წლი­სამ და­ი­წყო. 18 წლი­სა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­ვი­და სა­მუ­შა­ოდ და "ვზგლი­ა­დის" ჯგუფ­ში მოხ­ვდა, შემ­დეგ მისი მა­სა­ლე­ბი "კოს­მო­პო­ლი­ტენ­ში" "ელში", "კო­მსო­მოლ­სკა­ია პრავ­და­ში", "სო­ბე­სედ­ნიკ­სა" და "ოგო­ნი­ოკ­ში" გა­მოჩ­ნდა. 22 წლის გო­გო­ნამ თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრო­ექ­ტი გა­ა­კე­თა, ორ წე­ლი­წად­ში სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აა­წყო. შემ­დეგ მო­დუ­რი ჟურ­ნალ L"Officiel-ის რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­და და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­ს­ქალ­ბა­ტო­ნია.

ჟურ­ნა­ლის­ტმა დიდი ხა­ნია და­ი­წყო ბა­ყა­ყე­ბის პრინ­ცე­ბად გა­დაქ­ცე­ვა. ჯერ კი­დევ ყმაწ­ვილ­ქა­ლო­ბი­სას ინ­სტი­ტუ­ტის­კენ მი­მა­ვალს აზ­რობ­რი­ვად უყ­ვარ­და უგე­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის გე­მოვ­ნე­ბით "გა­მო­წყო­ბა". გა­ტა­ცე­ბა თან­და­თან პრო­ფე­სი­ად ექცა და ახლა მის აზრს მსოფ­ლიო მო­დის ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბიც ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.

ოდეს­ღაც ევე­ლი­ნა ხრომ­ჩენ­კომ გა­მოთ­ქვა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ აქ­სი­ო­მად იქცა: "ცუ­დად ჩაც­მუ­ლი ქალი რო­გორც თა­ვის ყუ­რებს ვერ და­ი­ნა­ხავს, ისე ვერ ეღირ­სე­ბა ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რას".

მისი პი­რა­დი ამ­ბი­დან ვი­გებთ, რომ, ევე­ლი­ნა ლე­ო­ნი­დოვ­ნა ხრომ­ჩენ­კო 1971 წლის 27 თე­ბერ­ვალს უფა­ში და­ი­ბა­და. Russian Fashion Week-ის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი­სა და სა­ა­გენ­ტო "არ­ტე­ფაქ­ტის" დი­რექ­ტორ ალექ­სან­დრ ში­უმსკის ცო­ლია. წყვილს ჰყავს ვაჟი არ­ტე­მი. წარ­მა­ტე­ბუ­ლია კა­რი­ე­რა­ში, გე­მოვ­ნე­ბით იც­ვამს და ყვე­ლა წვრილ­მა­ნი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი აქვს. ევე­ლი­ნას მი­აჩ­ნია, რომ წარ­მა­ტე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა რამ­დე­ნი­მე აუ­ცი­ლე­ბე­ლი წესი უნდა და­იც­ვას. მო­დით, გა­ვეც­ნოთ, რო­გო­რი წე­სე­ბი­თა და პრინ­ცი­პე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს თა­ვად ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

წესი N1: არა­ვის გა­უმ­ხი­ლოთ სა­კუ­თა­რი ასა­კი

ხრომ­ჩენ­კოს წლო­ვა­ნე­ბა და­ბე­ჯი­თე­ბით არა­ვინ უწყის. მარ­თა­ლია, ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია და გა­სა­გე­ბია, რომ დიდი ხა­ნია 18 წლის აღარ არის, მაგ­რამ ამ ფაქტს კონ­კრე­ტი­კა აკ­ლია. ზო­გი­ერ­თი გა­მომ­ცემ­ლო­ბა წერ­და, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი 1972 წელს და­ი­ბა­და, სხვე­ბი 1973-ს ასა­ხე­ლე­ბენ. თა­ვად ევე­ლი­ნას ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში წა­მოს­ცდა, რომ ქვე­ყა­ნას სწო­რედ იმ წელს მო­ევ­ლი­ნა, რო­დე­საც კოკო შა­ნე­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, მის დო­კუ­მენ­ტებ­ში 1971 წელი ფი­გუ­რი­რებ­დეს. სხვა­თა შო­რის, მა­დე­მუ­ა­ზელ კო­კოს­თან მისი პა­რა­ლე­ლე­ბი ამით არ მთავ­რდე­ბა. ოდეს­ღაც ვი­ღა­ცამ ხრომ­ჩენ­კოს "რუსი შა­ნე­ლი" უწო­და, ეტყო­ბა, ქალს ეს წო­დე­ბა ისე მო­ე­წო­ნა, რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ხუმ­რობ­და, ლე­გენ­და­რუ­ლი ფრან­გის რე­ინ­კარ­ნა­ცია ვარო.

წესი N2: არ და­მა­ლოთ გა­რე­შე თვა­ლის­გან ლა­მა­ზი ფე­ხე­ბი

ბუ­ნე­ბამ ხრომ­ჩენ­კო ლა­მა­ზი ფე­ხე­ბით არ და­ა­ჯილ­დო­ვა. იგი რა­ტომ­ღაც დიდ­ხანს ვერ ბე­დავ­და ფე­ხის გა­მო­ჩე­ნას. მი­ნი­კა­ბე­ბის ჩაც­მა მო­წი­ფულ ასაკ­ში და­ი­წყო, რაც შეც­დო­მა ნამ­დვი­ლად არ გახ­ლდათ. ასე რომ, ბრწყინ­ვა­ლე სქე­სის ძვირ­ფა­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბო, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ და ნუ შეგრცხვე­ბათ სა­კუ­თა­რი ფე­ხე­ბის გა­მო­ჩე­ნის. თუ მარ­თლა გაქვთ რა­ი­მე გა­მო­სა­ჩე­ნი - გა­მო­ა­ჩი­ნეთ! ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ასა­კი დი­დად ხელ­შემ­შლე­ლი არ არის, მთა­ვა­რი სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ტან­საც­მე­ლია.

წესი N3: ნუ გა­გი­ტა­ცებთ ძა­ლი­ან დიდი ჩან­თე­ბი

"არ მეს­მის იმ ქა­ლე­ბის, რომ­ლე­ბიც უამ­რა­ვი უმაქ­ნი­სი ნივ­თით სავ­სე ჩან­თე­ბით და­დი­ან, - არა­ერ­თხელ უთ­ქვამს ევე­ლი­ნას. - სი­ნამ­დვი­ლე­ში უბ­რა­ლოდ და­ფიქ­რდით, გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ, კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რო­მე­ლი ნივ­თი გა­მო­გად­გათ იმათ­გან, რა­საც მუ­დამ თან ათ­რევთ". დიდი ჩან­თის მა­გივ­რად გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ხრომ­ჩენ­კო ქა­ლებს წვრილ­სამ­ხრი­ა­ნი ქლა­ჩის ტა­რე­ბას ურ­ჩევს. სა­სურ­ვე­ლია, თუ ის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ტყა­ვის­გან იქ­ნე­ბა შე­კე­რი­ლი, რად­გა­ნაც ლა­ქის სა­ფარს ხში­რად ამ­ჩნე­ვია ნაკ­ლე­ბად სა­სი­ა­მოვ­ნო ნა­თი­თუ­რე­ბი.

წესი N4: სი­მაღ­ლის კო­რექ­ტი­რე­ბა

ევე­ლი­ნა მოხ­დე­ნი­ლი და მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნია. მისი სი­მაღ­ლე 160 სან­ტი­მეტ­რია, ამი­ტო­მაც ყველ­გან და ყო­ველ­თვის მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მლით ჩნდე­ბა. ეტყო­ბა, და­ბალ­ძი­რი­ა­ნი სახ­ლის ჩუს­ტე­ბიც არ აქვს. იგი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ "ქალი ისე სწრა­ფად და ეფექ­ტუ­რად არა­სო­დეს დარ­ბის, რო­გორც ათ­სან­ტი­მეტ­რი­ან ქუს­ლებ­ზე". ამას­თან, უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს შარ­ვლი­სა და ჯინ­სის ისეთ მო­დე­ლებს, რო­მელ­თა სიგ­რძე კოჭს ზე­მო­თაა, რად­გა­ნაც ისი­ნი ფე­ხებს ვი­ზუ­ა­ლუ­რად აგ­რძე­ლე­ბენ.

წესი N5: ნუ გა­გი­ტა­ცებთ ნეილ-არტი

გაზ­რდი­ლი, ხე­ლოვ­ნუ­რად დაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა ფე­რად მო­ხა­ტუ­ლი ფრჩხი­ლე­ბი, ხრომ­ჩენ­კოს აზ­რით, პატ­რო­ნის უგე­მოვ­ნო­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს და ყვე­ლა­ნა­ი­რი მსჯე­ლო­ბა იმა­ზე, რომ ნეილ-არტი - მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაა, მო­დის ექ­სპერტს ახა­ლი­სებს. იგი ურ­ჩევს ქა­ლებს, ყო­ველ­თვის მოვ­ლი­ლი ხე­ლე­ბი, ლა­მა­ზად დაქლი­ბუ­ლი, სადა ფრჩხი­ლე­ბი ჰქონ­დეთ. სა­სურ­ვე­ლია უფე­რო ან ერთი ტო­ნის ლა­ქის გა­მო­ყე­ნე­ბა, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ბრჭყვი­ა­ლა ელე­მენ­ტი, უბ­რა­ლოდ, ზედ­მე­ტია.

წესი N6: ჯინ­სის სწო­რად შერ­ჩე­ვა

ელე­ნე ხრომ­ჩენ­კოს წარ­მოდ­გე­ნით, სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ჯინ­სი ძა­ლი­ან მუქი ლურ­ჯი, ფაქ­ტობ­რი­ვად, შავი ჯინ­სია. შარ­ვა­ლი აუ­ცი­ლებ­ლად კლა­სი­კუ­რი უნდა იყოს, მო­დე­ლი კი აღ­ნა­გო­ბის შე­სა­ბა­მი­სად უნდა შე­ირ­ჩეს. ვი­ღა­ცას - უფრო ვიწ­რო, ვი­ღა­ცას - ფარ­თო, ზოგს - სწო­რი, სხვებს მსუ­ბუ­ქად გაშ­ვე­ბუ­ლი ჯინ­სი უხ­დე­ბათ. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, მო­დის ექ­სპერ­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად არ მი­ე­სალ­მე­ბა შარ­ვლის პერ­ფო­რა­ცი­ას - არ მოს­წონს გა­ხე­უ­ლი, ამო­ქარ­გუ­ლი, სტრე­ი­ჯი და სხვა­დას­ხვა დე­კო­რი­ა­ნი ჯინ­სი. ჯინ­სი მკაც­რი ტან­საც­მე­ლია და სო­ლი­დუ­რად უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს.

წესი N7: შე­არ­ჩი­ეთ სა­ბა­ზო გარ­დე­რო­ბი

ინ­ტერ­ნეტ­ში ქა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი უამ­რა­ვი სა­ი­ტის მო­ძებ­ნა შე­იძ­ლე­ბა, სა­დაც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ხრომ­ჩენ­კოს მო­დუ­რი რჩე­ვე­ბი. მისი აზ­რით, თა­ნა­მედ­რო­ვე ქალს ჰა­ე­რი­ვით ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ბა­ზო გარ­დე­რო­ბი, რო­მელ­შიც სა­სურ­ვე­ლია ჩარ­თოთ ის კლა­სი­კუ­რი ჯინ­სი, რო­მელ­ზეც ზე­მოთ იყო ლა­პა­რა­კი, აგ­რეთ­ვე თეთ­რი პე­რან­გი, პა­ტა­რა შავი კაბა (კოკო შა­ნე­ლის რე­ინ­კარ­ნა­ცია, ეტყო­ბა თა­ვი­სას შვრე­ბა), შავი კლა­სი­კუ­რი შარ­ვა­ლი, შავი და თეთ­რი თხე­ლი რო­ლინ­გე­ბი, ბრე­ტე­ლე­ბი­ა­ნი თეთ­რი მა­ი­სუ­რი, კრე­მის­ფე­რი ქიშ­მი­რის პალ­ტო, ნა­ვი­სე­ბუ­რი ფეხ­საც­მე­ლი. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ქა­ლებ­მა უარი თქვან ულტრა­მო­დურ სა­მოს­ზე, უბ­რა­ლოდ, ყო­ველ წელს ძალ­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე ტან­საც­მლის შე­ძე­ნა მხო­ლოდ იმის­თვის, რომ მომ­დევ­ნო წელს გა­და­ი­ყა­როს, არაპ­რაქ­ტი­კუ­ლია.

წესი N8: ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნოთ მა­კი­ა­ჟი

ევე­ლი­ნა ხრომ­ჩენ­კო ცდი­ლობს, ყო­ველ­თვის ბუ­ნებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, იგი უფე­რო პუდრს იყე­ნებს, რო­მე­ლიც სა­ხის ფერს ათა­ნაბ­რებს. ნაზ ვარ­დის­ფერ ან ტუ­ჩის­ფერ პო­მა­დას ის­ვამს, მსუ­ბუქ კა­რა­მე­ლის­ფერ ფერ­თა გა­მის ფე­რუ­მა­რილს ირ­ჩევს. ხრომ­ჩენ­კოს მტკი­ცე­ბით, მა­კი­ა­ჟის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა მშვე­ნი­ერ სქესს არ ალა­მა­ზებს, ზო­მი­ე­რე­ბის შეგ­რძნე­ბა კი ზედ­მე­ტი არა­სო­დეს არ არის.

ერ­თა­დერ­თი, რა­მაც ევ­ელი­ნა ბუ­ნებ­რი­ო­ბის­გან და­ა­შო­რა, თმის ფე­რია. მას ბუ­ნებ­რი­ვად მუქი ქერა თმა აქვს. ბიზ­ნეს­ლე­დის კი ღია ქე­რა თმა უნ­დო­და ჰქო­ნო­და, თა­ნაც ქერა თმა­ში თავს უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს.

წესი N9: ნუ შე­ეც­დე­ბით გა­უს­წროთ მო­დას და არ და­უშ­ვათ, გახ­დეთ ვულ­გა­რუ­ლი

რო­გორც უბად­ლო გე­მოვ­ნე­ბის პატ­რო­ნი, ევე­ლი­ნა არ ცდი­ლობს მო­დას გა­უს­წროს - მთა­ვა­რია, არ უღა­ლა­ტო სტი­ლის შეგ­რძნე­ბას და ვულ­გა­რუ­ლად არ ჩა­იც­ვა. მისი აზ­რით, ვულ­გა­რუ­ლია წვე­ტი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი, მე­ტის­მე­ტად ვარ­დის­ფე­რი პე­რან­გე­ბი და ბლუ­ზე­ბი, ტო­პე­ბი, მო­შიშ­ვლე­ბუ­ლი ჭიპი, დიდი და ბრჭყვი­ა­ლა­ბალ­თი­ა­ნი ქამ­რე­ბი, ბეწ­ვი­ა­ნი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბით გა­წყო­ბი­ლი ზე­და­ტა­ნე­ბი, ქიშ­მი­რის ჯემპრე­ბი, ზედ­მე­ტად ბრჭყვი­ა­ლა და სა­და­ფის ეფექ­ტის მქო­ნე სა­მო­სი.

წესი N10: გიყ­ვარ­დეთ სა­კუ­თა­რი თავი

ევე­ლი­ნას არ ეს­მის იმ ქა­ლე­ბის, რომ­ლებ­საც ლა­მაზ ტან­საც­მელ­სა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პარ­ფი­უ­მე­რი­ა­ზე ფუ­ლის გა­დახ­და ენა­ნე­ბათ, ვერ იგებს ასე­თი ტი­პის ფსი­ქო­ლო­გი­ურ გა­მოთ­ქმას "მარ­თა­ლია, ეს ჩექ­მა ლა­მა­ზი არ არის, მაგ­რამ მო­ხერ­ხე­ბუ­ლია!" ქალს არ უნდა ეში­ნო­დეს, იყოს ლა­მა­ზი და თა­ვი­სი გა­რეგ­ნო­ბით გარ­შე­მო მყო­ფე­ბი აღაფრ­თო­ვა­ნოს. "ვინ შე­გიყ­ვა­რებთ, თუკი სა­კუ­თა­რი თავი არ გიყ­ვართ?" - გა­მუდ­მე­ბით ამ­ბობს მო­დის ცნო­ბი­ლი ექ­სპერ­ტი.

ასე რომ, ახლა არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ თქვენ­ზეა - ენ­დო­ბით და გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ თუ არა ცნო­ბი­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნის პრაქ­ტი­კულ რჩე­ვებს.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ეველინა ხრომჩენკო - მოდის ექსპერტი და გემოვნების არბიტრი

ეველინა ხრომჩენკო - მოდის ექსპერტი და გემოვნების არბიტრი

ვინ არის ეველინა ლეონიდოვნა ხრომჩენკო? ეს სახელი ყველამ იცის, ვისაც მსოფლიო მოდასთან დაახლოება უნდა. ეველინა ხრომჩენკო წარმატებული ქალის შესანიშნავი მაგალითი და მსოფლიო მოდის სამყაროში ერთ-ერთი გავლენიანი პირია, ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ამერიკასა და ევროპაში პოპულარული მწერალი. ყოველდღიურად ეველინას რუსეთის ტელევიზიის პირველ არხზე მიჰყავს გადაცემა "მოდური განაჩენი" და რუსეთის სატელევიზიო სივრცეში რეიტინგით 25 ყველაზე პოპულარულ წამყვანთა შორის ირიცხება.

ეველინა ხრომჩენკომ კარიერის აწყობა 17 წლისამ დაიწყო. 18 წლისა ტელევიზიაში მივიდა სამუშაოდ და "ვზგლიადის" ჯგუფში მოხვდა, შემდეგ მისი მასალები "კოსმოპოლიტენში" "ელში", "კომსომოლსკაია პრავდაში", "სობესედნიკსა" და "ოგონიოკში" გამოჩნდა. 22 წლის გოგონამ თავისი პირველი ჟურნალისტური პროექტი გააკეთა, ორ წელიწადში საკუთარი ბიზნესი ააწყო. შემდეგ მოდური ჟურნალ L"Officiel-ის რუსული გამოცემის ხელმძღვანელი გახდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესქალბატონია.

ჟურნალისტმა დიდი ხანია დაიწყო ბაყაყების პრინცებად გადაქცევა. ჯერ კიდევ ყმაწვილქალობისას ინსტიტუტისკენ მიმავალს აზრობრივად უყვარდა უგემოვნო ადამიანების გემოვნებით "გამოწყობა". გატაცება თანდათან პროფესიად ექცა და ახლა მის აზრს მსოფლიო მოდის ყველაზე გავლენიანი ადამიანებიც ითვალისწინებენ.

ოდესღაც ეველინა ხრომჩენკომ გამოთქვა ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგ აქსიომად იქცა: "ცუდად ჩაცმული ქალი როგორც თავის ყურებს ვერ დაინახავს, ისე ვერ ეღირსება ბრწყინვალე კარიერას".

მისი პირადი ამბიდან ვიგებთ, რომ, ეველინა ლეონიდოვნა ხრომჩენკო 1971 წლის 27 თებერვალს უფაში დაიბადა. Russian Fashion Week-ის გენერალური პროდიუსერისა და სააგენტო "არტეფაქტის" დირექტორ ალექსანდრ შიუმსკის ცოლია. წყვილს ჰყავს ვაჟი არტემი. წარმატებულია კარიერაში, გემოვნებით იცვამს და ყველა წვრილმანი მოწესრიგებული აქვს. ეველინას მიაჩნია, რომ წარმატებულმა ქალბატონმა რამდენიმე აუცილებელი წესი უნდა დაიცვას. მოდით, გავეცნოთ, როგორი წესებითა და პრინციპებით ხელმძღვანელობს თავად ტელეწამყვანი.

წესი N1: არავის გაუმხილოთ საკუთარი ასაკი

ხრომჩენკოს წლოვანება დაბეჯითებით არავინ უწყის. მართალია, ყველასთვის ცნობილია და გასაგებია, რომ დიდი ხანია 18 წლის აღარ არის, მაგრამ ამ ფაქტს კონკრეტიკა აკლია. ზოგიერთი გამომცემლობა წერდა, რომ ჟურნალისტი 1972 წელს დაიბადა, სხვები 1973-ს ასახელებენ. თავად ეველინას ერთ-ერთ ინტერვიუში წამოსცდა, რომ ქვეყანას სწორედ იმ წელს მოევლინა, როდესაც კოკო შანელი გარდაიცვალა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, მის დოკუმენტებში 1971 წელი ფიგურირებდეს. სხვათა შორის, მადემუაზელ კოკოსთან მისი პარალელები ამით არ მთავრდება. ოდესღაც ვიღაცამ ხრომჩენკოს "რუსი შანელი" უწოდა, ეტყობა, ქალს ეს წოდება ისე მოეწონა, რომ მოგვიანებით ხუმრობდა, ლეგენდარული ფრანგის რეინკარნაცია ვარო.

წესი N2: არ დამალოთ გარეშე თვალისგან ლამაზი ფეხები

ბუნებამ ხრომჩენკო ლამაზი ფეხებით არ დააჯილდოვა. იგი რატომღაც დიდხანს ვერ ბედავდა ფეხის გამოჩენას. მინიკაბების ჩაცმა მოწიფულ ასაკში დაიწყო, რაც შეცდომა ნამდვილად არ გახლდათ. ასე რომ, ბრწყინვალე სქესის ძვირფასო წარმომადგენლებო, ნუ შეგეშინდებათ და ნუ შეგრცხვებათ საკუთარი ფეხების გამოჩენის. თუ მართლა გაქვთ რაიმე გამოსაჩენი - გამოაჩინეთ! ასეთ შემთხვევაში ასაკი დიდად ხელშემშლელი არ არის, მთავარი სწორად შერჩეული ტანსაცმელია.

წესი N3: ნუ გაგიტაცებთ ძალიან დიდი ჩანთები

"არ მესმის იმ ქალების, რომლებიც უამრავი უმაქნისი ნივთით სავსე ჩანთებით დადიან, - არაერთხელ უთქვამს ეველინას. - სინამდვილეში უბრალოდ დაფიქრდით, გააანალიზეთ, კვირის განმავლობაში რომელი ნივთი გამოგადგათ იმათგან, რასაც მუდამ თან ათრევთ". დიდი ჩანთის მაგივრად გემოვნებიანი ხრომჩენკო ქალებს წვრილსამხრიანი ქლაჩის ტარებას ურჩევს. სასურველია, თუ ის ნატურალური ტყავისგან იქნება შეკერილი, რადგანაც ლაქის საფარს ხშირად ამჩნევია ნაკლებად სასიამოვნო ნათითურები.

წესი N4: სიმაღლის კორექტირება

ეველინა მოხდენილი და მინიატიურული ქალბატონია. მისი სიმაღლე 160 სანტიმეტრია, ამიტომაც ყველგან და ყოველთვის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ჩნდება. ეტყობა, დაბალძირიანი სახლის ჩუსტებიც არ აქვს. იგი დარწმუნებულია, რომ "ქალი ისე სწრაფად და ეფექტურად არასოდეს დარბის, როგორც ათსანტიმეტრიან ქუსლებზე". ამასთან, უპირატესობას ანიჭებს შარვლისა და ჯინსის ისეთ მოდელებს, რომელთა სიგრძე კოჭს ზემოთაა, რადგანაც ისინი ფეხებს ვიზუალურად აგრძელებენ.

წესი N5: ნუ გაგიტაცებთ ნეილ-არტი

გაზრდილი, ხელოვნურად დაგრძელებული, სხვადასხვა ფერად მოხატული ფრჩხილები, ხრომჩენკოს აზრით, პატრონის უგემოვნობაზე მეტყველებს და ყველანაირი მსჯელობა იმაზე, რომ ნეილ-არტი - მაღალი ხელოვნებაა, მოდის ექსპერტს ახალისებს. იგი ურჩევს ქალებს, ყოველთვის მოვლილი ხელები, ლამაზად დაქლიბული, სადა ფრჩხილები ჰქონდეთ. სასურველია უფერო ან ერთი ტონის ლაქის გამოყენება, ყველა დანარჩენი ბრჭყვიალა ელემენტი, უბრალოდ, ზედმეტია.

წესი N6: ჯინსის სწორად შერჩევა

ელენე ხრომჩენკოს წარმოდგენით, სწორად შერჩეული ჯინსი ძალიან მუქი ლურჯი, ფაქტობრივად, შავი ჯინსია. შარვალი აუცილებლად კლასიკური უნდა იყოს, მოდელი კი აღნაგობის შესაბამისად უნდა შეირჩეს. ვიღაცას - უფრო ვიწრო, ვიღაცას - ფართო, ზოგს - სწორი, სხვებს მსუბუქად გაშვებული ჯინსი უხდებათ. ყველა შემთხვევაში, მოდის ექსპერტი კატეგორიულად არ მიესალმება შარვლის პერფორაციას - არ მოსწონს გახეული, ამოქარგული, სტრეიჯი და სხვადასხვა დეკორიანი ჯინსი. ჯინსი მკაცრი ტანსაცმელია და სოლიდურად უნდა გამოიყურებოდეს.

წესი N7: შეარჩიეთ საბაზო გარდერობი

ინტერნეტში ქალებისთვის განკუთ­ვნილი უამრავი საიტის მოძებნა შეიძლება, სადაც გამოქვეყნებულია ხრომჩენკოს მოდური რჩევები. მისი აზრით, თანამედროვე ქალს ჰაერივით ესაჭიროება საბაზო გარდერობი, რომელშიც სასურველია ჩართოთ ის კლასიკური ჯინსი, რომელზეც ზემოთ იყო ლაპარაკი, აგრეთვე თეთრი პერანგი, პატარა შავი კაბა (კოკო შანელის რეინკარნაცია, ეტყობა თავისას შვრება), შავი კლასიკური შარვალი, შავი და თეთრი თხელი როლინგები, ბრეტელებიანი თეთრი მაისური, კრემისფერი ქიშმირის პალტო, ნავისებური ფეხსაცმელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქალებმა უარი თქვან ულტრამოდურ სამოსზე, უბრალოდ, ყოველ წელს ძალზე თანამედროვე ტანსაცმლის შეძენა მხოლოდ იმისთვის, რომ მომდევნო წელს გადაიყაროს, არაპრაქტიკულია.

წესი N8: ბოროტად არ გამოიყენოთ მაკიაჟი

ეველინა ხრომჩენკო ცდილობს, ყოველთვის ბუნებრივად გამოიყურებოდეს, იგი უფერო პუდრს იყენებს, რომელიც სახის ფერს ათანაბრებს. ნაზ ვარდისფერ ან ტუჩისფერ პომადას ისვამს, მსუბუქ კარამელისფერ ფერთა გამის ფერუმარილს ირჩევს. ხრომჩენკოს მტკიცებით, მაკიაჟის ბოროტად გამოყენება მშვენიერ სქესს არ ალამაზებს, ზომიერების შეგრძნება კი ზედმეტი არასოდეს არ არის.

ერთადერთი, რამაც ევ­ელინა ბუნებრიობისგან დააშორა, თმის ფერია. მას ბუნებრივად მუქი ქერა თმა აქვს. ბიზნესლედის კი ღია ქე­რა თმა უნდოდა ჰქონოდა, თანაც ქერა თმაში თავს უფრო კომფორტულად გრძნობს.

წესი N9: ნუ შეეცდებით გაუსწროთ მოდას და არ დაუშვათ, გახდეთ ვულგარული

როგორც უბადლო გემოვნების პატრონი, ეველინა არ ცდილობს მოდას გაუსწროს - მთავარია, არ უღალატო სტილის შეგრძნებას და ვულგარულად არ ჩაიცვა. მისი აზრით, ვულგარულია წვეტიანი ფეხსაცმელი, მეტისმეტად ვარდისფერი პერანგები და ბლუზები, ტოპები, მოშიშვლებული ჭიპი, დიდი და ბრჭყვიალაბალთიანი ქამრები, ბეწვიანი აპლიკაციებით გაწყობილი ზედატანები, ქიშმირის ჯემპრები, ზედმეტად ბრჭყვიალა და სადაფის ეფექტის მქონე სამოსი.

წესი N10: გიყვარდეთ საკუთარი თავი

ეველინას არ ესმის იმ ქალების, რომლებსაც ლამაზ ტანსაცმელსა და მაღალი ხარისხის პარფიუმერიაზე ფულის გადახდა ენანებათ, ვერ იგებს ასეთი ტიპის ფსიქოლოგიურ გამოთქმას "მართალია, ეს ჩექმა ლამაზი არ არის, მაგრამ მოხერხებულია!" ქალს არ უნდა ეშინოდეს, იყოს ლამაზი და თავისი გარეგნობით გარშემო მყოფები აღაფრთოვანოს. "ვინ შეგიყვარებთ, თუკი საკუთარი თავი არ გიყვართ?" - გამუდმებით ამბობს მოდის ცნობილი ექსპერტი.

ასე რომ, ახლა არჩევანი მხოლოდ თქვენზეა - ენდობით და გაითვალისწინებთ თუ არა ცნობილი და წარმატებული ქალბატონის პრაქტიკულ რჩევებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება