მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კარლა ბრუნიმ ფრანსუა ოლანდს პინგვინი უწოდა
კარლა ბრუნიმ ფრანსუა ოლანდს პინგვინი უწოდა

საფ­რან­გე­თის ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას და­უბ­რუნ­და. მან ახა­ლი ალ­ბო­მი გა­მოს­ცა, რო­მელ­შიც ქმარს, ნი­კო­ლა სარ­კო­ზის აქებს და ადი­დებს, მის მე­ტო­ქე ფრან­სუა ოლან­დს კი ლან­ძღავს. მარ­თა­ლია, ბრუ­ნი ამას შე­ნიღ­ბუ­ლი სა­ხით აკე­თებს, თუმ­ცა ეჭვი არა­ვის შეჰ­პარ­ვია იმა­ში, რომ ერთ-ერთ სიმ­ღე­რა­ში იგი "პინგვინს" ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენტ ფრან­სუა ოლან­დს უწო­დებს.

ამ­ბო­ბენ, 45 წლის კარ­ლა ბრუ­ნი დღემ­დე ვერ პა­ტი­ობს ფრან­სუა ოლან­დს, რომ 2012 წლის მა­სის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მან ნი­კო­ლა სარ­კო­ზი და­ა­მარ­ცხა. სიმ­ღე­რა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით "პინგვი­ნი", ასე­თი სი­ტყვე­ბია: "ის სა­ერ­თოდ არ ჰგავს დიდ ადა­მი­ანს. მე ხომ მას ვიც­ნობ. პინგვი­ნებს დიდი ადა­მი­ა­ნე­ბის მა­ნე­რე­ბი არა აქვთ... პინგვი­ნე­ბი ცუ­დად არი­ან აღ­ზრდი­ლე­ბი".

ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი ოლან­დს მისი გა­რეგ­ნო­ბის გა­მოც აქი­ლი­კებს: "არც ლა­მა­ზია და არც მა­ხინ­ჯი, არც მა­ღა­ლია და არც და­ბა­ლი, არც ცი­ვია და არც მგზნე­ბა­რე, არც კია, არც - არა. მოკ­ლედ, პინგვი­ნია".

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ "არც კი, არც არა" - პრე­ზი­დენტ ოლან­დის მეტ­სა­ხე­ლია, რო­მე­ლიც მის ორ­ჭო­ფულ ხა­სი­ათს უს­ვამს ხაზს. რო­გორც ფრან­გულ მე­დი­ა­ში წე­რენ, კარ­ლას არა­ერ­თხელ უთ­ქვამს მე­გობ­რე­ბის­თვის, რომ პინგვი­ნი მის სიმ­ღე­რა­ში ოლან­დის სიმ­ბო­ლოა, თუმ­ცა სა­ჯა­როდ ამის შე­სა­ხებ მას არას­დროს გა­ნუ­ცხა­დე­ბია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Daily Mail-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

კარლა ბრუნიმ ფრანსუა ოლანდს პინგვინი უწოდა

კარლა ბრუნიმ ფრანსუა ოლანდს პინგვინი უწოდა

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი მუსიკალურ კარიერას დაუბრუნდა. მან ახალი ალბომი გამოსცა, რომელშიც ქმარს, ნიკოლა სარკოზის აქებს და ადიდებს, მის მეტოქე ფრანსუა ოლანდს კი ლანძღავს. მართალია, ბრუნი ამას შენიღბული სახით აკეთებს, თუმცა ეჭვი არავის შეჰპარვია იმაში, რომ ერთ-ერთ სიმღერაში იგი "პინგვინს" ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს უწოდებს.

ამბობენ, 45 წლის კარლა ბრუნი დღემდე ვერ პატიობს ფრანსუა ოლანდს, რომ 2012 წლის მასის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ნიკოლა სარკოზი დაამარცხა. სიმღერაში, სახელწოდებით "პინგვინი", ასეთი სიტყვებია: "ის საერთოდ არ ჰგავს დიდ ადამიანს. მე ხომ მას ვიცნობ. პინგვინებს დიდი ადამიანების მანერები არა აქვთ... პინგვინები ცუდად არიან აღზრდილები".

ყოფილი პირველი ლედი ოლანდს მისი გარეგნობის გამოც აქილიკებს: "არც ლამაზია და არც მახინჯი, არც მაღალია და არც დაბალი, არც ცივია და არც მგზნებარე, არც კია, არც - არა. მოკლედ, პინგვინია".

აღსანიშნავია, რომ "არც კი, არც არა" - პრეზიდენტ ოლანდის მეტსახელია, რომელიც მის ორჭოფულ ხასიათს უსვამს ხაზს. როგორც ფრანგულ მედიაში წერენ, კარლას არაერთხელ უთქვამს მეგობრებისთვის, რომ პინგვინი მის სიმღერაში ოლანდის სიმბოლოა, თუმცა საჯაროდ ამის შესახებ მას არასდროს განუცხადებია.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს