Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ასმათ ტყაბლაძე: "აუცილებელი ხომ არაა გიჟივით სულ ერთი კაცი გიყვარდეს"
ასმათ ტყაბლაძე: "აუცილებელი ხომ არაა გიჟივით სულ ერთი კაცი გიყვარდეს"

მსა­ხი­ო­ბი ას­მათ ტყაბ­ლა­ძე "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" მკაც­რი დე­დამ­თი­ლის რო­ლის მორ­გე­ბის შემ­დეგ ბევ­რს მკაც­რი ჰქო­ნია, მაგ­რამ ასე­თი სუ­ლაც არაა. ბევ­რს ბევ­რი რამე მი­უ­ტე­ვა ცხოვ­რე­ბა­ში. მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს, გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას ვერ პა­ტი­ობს იმას, რომ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან გა­მო­აშ­ვე­ბი­ნა მის მე­უღ­ლეს.

პა­პის და ბე­ბი­ის სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია

- მინ­და, პირ­ველ რიგ­ში, დე­და­ზე მი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც, რო­გორც ინ­ტერ­ვი­უმ­დე მი­თხა­რით, ცოტა ხნის წინ ასი წლის გახ­და.

- დე­დას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ზე ჩემი პე­და­გო­გი დაა. დე­დაც პრო­ფე­სი­ით პე­და­გო­გი იყო. იმ პე­რი­ოდ­ში ერთ ინ­სტი­ტუტს და­ამ­თავ­რებ­დი და ყველ­გან შე­გეძ­ლო მუ­შა­ო­ბა. დედა ბუ­ღალ­ტრა­დაც არის ნა­მუ­შე­ვა­რი და ბან­კშიც იმუ­შა­ვა რა­ღაც პე­რი­ო­დი. დედა 1913 წელს ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში და­ი­ბა­და. ბა­ბუა ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში ცხოვ­რობ­და. დუ­შე­თის მხა­რეს მცხოვ­რე­ბი ხალ­ხი უფრო ორ­ჯო­ნი­კი­ძის­კენ პო­უ­ლობ­დნენ სამ­სა­ხურს. ბა­ბუ­ამ იქ და­ამ­თავ­რა სკო­ლა და სა­ტყეო-სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტი. ჰქონ­და თა­ვი­სი სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნი და სამ­კერ­ვა­ლო. ბე­ბია-ბა­ბუ­ის შე­უღ­ლე­ბის ის­ტო­რია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ბე­ბი­ამ ბა­ბუა პირ­ვე­ლად ქორ­წილ­ში ნახა, რო­გორ ცეკ­ვავ­და. ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი ბაბუ მყავ­და. ბე­ბი­ას უთ­ქვამს, თუ ეს ბიჭი მი­თხოვს, გავ­თხოვ­დე­ბი, თუ არა­და - არაო. მთხოვ­ნე­ლე­ბი ჰყავ­და, მაგ­რამ ბა­ბუ­ას ელო­დე­ბო­და. ბა­ბუს თეფ­შზე ფე­ხის წვე­რებ­ზე უცეკ­ვია და ბე­ბია ამი­ტომ გა­გიჟ­და. ბა­ბუ­ას დედა კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ეძებ­და სარ­ძლოს. უთხრეს, ივა­ნე ბე­ჟი­ტაშ­ვილს კარ­გი გოგო ჰყავს გა­სა­თხო­ვა­რიო. მი­ვი­და, ნახა და მო­ე­წო­ნა. ბე­ბი­ას რომ უთხრეს, ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში უნდა წახ­ვი­დე სა­ცხოვ­რებ­ლა­დო, უარი თქვა, არ იცო­და, ვის­ზე იყო სა­უ­ბა­რი. მერე უთ­ქვამთ, ქორ­წილ­ში თეფ­შზე რომ იცეკ­ვა, იმი­სი დე­და­აო და თურ­მე გა­გიჟ­და სი­ხა­რუ­ლით. ორ­შა­ბათს მნა­ხეს, სამ­შა­ბათს ნი­შა­ნი მო­მი­ტა­ნეს, ოთხშა­ბათს ჯვა­რი და­ვი­წე­რე და ხუთ­შა­ბათს ფრე­ნით გავ­ყე­ვი ცო­ლად ვლა­დი­კავ­კაზ­შიო, ჰყვე­ბო­და ხოლ­მე. ორი წელი უყ­ვარ­და ბე­ბი­ას ქორ­წილ­ში ერთხელ ნა­ნა­ხი კაცი და ის თა­ვი­სი ფე­ხით მო­ვი­და მას­თან...

უბედ­ნი­ე­რე­სი ოჯა­ხი ჰქონ­დათ. ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, დიდ­ხანს ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­როდ­ნენ. მერე რა­ღაც არე­უ­ლო­ბა მოხ­და ქარ­თვე­ლებ­სა და ოსებს შო­რის. პა­პამ და ბე­ბი­ამ და­ტო­ვეს სახ­ლი და სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად. დუ­შეთ­ში და­სახ­ლდნენ. დე­დამ მე და ჩემს დას რუ­სუ­ლიც კი გვას­წავ­ლა. მე ქარ­თულ სკო­ლა­ში შე­მიყ­ვა­ნა, ჩემი და - რუ­სულ­ში. მე ვუ­თხა­რი, არ მინ­და არა­ნა­ი­რი რუ­სუ­ლი სკო­ლა-მეთ­ქი. პა­ტა­რა ბავ­შვი თა­ვი­დან­ვე სა­ო­ცა­რი პატ­რი­ო­ტი ვი­ყა­ვი. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე ზუს­ტად ის პე­რი­ო­დია, როცა სკო­ლა­ში შევ­დი­ო­დი. ფოტო მე­ზობ­ლის ბავ­შვებ­თან მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი. დე­დას მერე რუ­სუ­ლი და­ა­ვი­წყდა, მაგ­რამ ხუთი წლის წინ 95 წლის რომ გახ­და, ისევ და­ი­წყო ამ ენა­ზე ლა­პა­რა­კი. რომ ვე­კი­თხე­ბი, დედა, რუ­სუ­ლად რა­ტომ გვე­ლა­პა­რა­კე­ბი-მეთ­ქი, ამ­ბობს, ყო­ველ­თვის რუ­სუ­ლად ვლა­პა­რა­კობ­დიო. ის პე­რი­ო­დი, როცა რუ­სუ­ლი აღარ ახ­სოვ­და, და­ვი­წყე­ბუ­ლი აქვს.

- ქარ­თუ­ლი არ ახ­სოვს?

- ქარ­თუ­ლად გა­და­სა­რე­ვად ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ რუ­სუ­ლად გვე­სა­უბ­რე­ბა. მარ­თა­ლია, ასი წლი­საა, მაგ­რამ ყველ­ას გვცნობს, შვი­ლებს, შვი­ლიშ­ვი­ლებს და ძა­ლი­ან ახლო ნა­თე­სა­ვებს, რომ­ლე­ბიც ხში­რად მო­დი­ან ჩვენ­თან. ყვე­ლას ლო­ცავს. კე­თი­ლი და და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბა იყო სულ და ახ­ლაც ასეა. მა­მას მე­ო­რე ცოლი ჰყავ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბი­დან ძმა და ორი და მყავს, რომ­ლებ­თა­ნაც გა­და­სა­რე­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. მა­მას­თან არ გვქონ­და ისე­თი კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­გო­რიც მის მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ძე­ნილ დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან.

- სად და­ი­ბა­დეთ?

- დუ­შეთ­ში. სკო­ლა თხუთ­მე­ტი წლის ასაკ­ში და­ვამ­თავ­რე. პა­რა­ლე­ლუ­რად ვსწავ­ლობ­დი დი­მიტ­რი არა­ყიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პირ­ველ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში. მისი დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ვა­ბა­რე. ყო­ველ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. სკო­ლა ოქ­როს მე­დალ­ზე და­ვამ­თავ­რე. პირ­ვე­ლად სცე­ნა­ზე მე­ო­თხე კლას­ში გა­მო­ვე­დი. ფოტო, თუ არ ვცდე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით იმ პე­რი­ოდ­შია გა­და­ღე­ბუ­ლი. რო­დე­საც სპექ­ტაკ­ლის­თვის ბავ­შვე­ბი შე­არ­ჩი­ეს, მე არ ამირ­ჩი­ეს, რად­გან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. სკო­ლა­ში არა­ვის­თვის მიჩ­ვე­ნე­ბია, რომ გული დამ­წყდა. სახ­ლში რომ მი­ვე­დი, ბევ­რი ვი­ტი­რე. სა­ა­ხალ­წლო სა­ღა­მო­ზე ძა­ლი­ან მინ­დო­და ცეკ­ვა. მერე დე­დამ სთხო­ვა მას­წავ­ლე­ბელს, უკა­ნა რიგ­ში და­ა­ყე­ნე და თუ არ ივარ­გებს, გა­მო­უშ­ვიო. აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა­ზე კარ­გად მე ვცეკ­ვავ­დი და მერე სოლო მომ­ცეს. მა­შინ და­ი­წყო ჩემი მსა­ხი­ო­ბო­ბა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ლექ­სებ­საც კარ­გად ვკი­თხუ­ლობ­დი. მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის რეს­პუბ­ლი­კურ ოლიმ­პი­ა­და­ზე გამ­გზავ­ნეს, სა­დაც პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ავი­ღე. სა­ჩუქ­რად მი­ვი­ღე ოქ­როს სა­ა­თი. მომ­დევ­ნო სუ­რა­თი სწო­რედ მა­შინ გა­და­მი­ღეს, რო­მე­ლიც გა­ზეთ­შიც და­ი­ბეჭ­და.

- ოქ­როს სა­ა­თი დღე­მდე გაქვთ შე­ნა­ხუ­ლი?

- რა თქმა უნდა. სა­ა­თი ჩემს შვილს გა­და­ვე­ცი. სა­ათ­თან ერ­თად გად­მო­მე­ცა დიპ­ლო­მი, რო­მელ­შიც წე­რია, რომ მოს­წავ­ლე­თა შო­რის სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვრუ­ლი კი­თხვის ოს­ტა­ტი ვარ. ომი რომ დამ­თავ­რდა, მე­ხუ­თე კლას­ში ვი­ყა­ვი. სპექ­ტაკ­ლი იდ­გმე­ბო­და ომზე და ჰიტ­ლე­რის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ბიჭი სჭირ­დე­ბო­დათ. ვე­რა­ვინ ნა­ხეს, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­დო­და და თა­მა­მად ამო­ი­ღებ­და ხმას. თან რა­ტომ­ღაც ფიქ­რობ­დნენ, რომ ჰიტ­ლერს ქერა თმა და ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი უნდა ჰქო­ნო­და. მე მწვა­ნე თვა­ლე­ბი მაქვს და რად­გან დიდი მკერ­დი არ მქონ­და და თმას მოკ­ლედ ვა­ტა­რებ­დი, ერ­თმა თქვა, მოდი, ამას ჩა­ვაც­ვათ ჰიტ­ლე­რის ფორ­მაო. მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლი ბი­ჭიც და გო­გოც ერთ ხმა­ზე ლა­პა­რა­კო­ბე­ნო. ბი­ჭის ფორ­მა ჩა­მაც­ვეს და ვე­რა­ვინ მიხ­ვდა, რომ გოგო ვთა­მა­შობ­დი ჰიტ­ლერს. ძა­ლი­ან ნაზი ხმა არც არას­დროს მქო­ნია. დარ­ბა­ზი და­ი­ხო­ცა სი­ცი­ლით, მე რომ გა­მო­ვე­დი სცე­ნა­ზე გერ­მა­ნე­ლის ფორ­მით. სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, გო­გო­ნას­თვის უნდა გა­მერ­ტყა. გან­ვა­ცხა­დე, ვე­რა­ვის გა­ვარ­ტყამ-მეთ­ქი. ფეხი და­ვუ­ბა­კუ­ნე და გო­გოს ისე ვუბ­რძა­ნე რა­ღა­ცის გა­კე­თე­ბა. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი როლი. დუ­შეთ­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი ხში­რად ჩა­მო­დი­ო­და. მათი ყვე­ლა სპექ­ტაკ­ლი ვნა­ხე. ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე მყავს ნა­ნა­ხი სცე­ნა­ზე სპექ­ტაკლში "ხე­ე­ბი ზე­ზე­უ­რად კვდე­ბი­ან". მა­შინ ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. იმ­დე­ნად კარ­გად თა­მა­შობ­დნენ, რომ პა­ტა­რა ბავ­შვს და­მა­მახ­სოვ­რდა. ბავ­შვო­ბა­ში ავირ­ჩიე მსა­ხი­ო­ბო­ბა და ბრწყინ­ვა­ლედ ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი, ყვე­ლა­ფერ­ში ხუთი მი­ვი­ღე.

- შემ­დეგ ფო­ტო­ზე ჯგუ­ფე­ლებ­თან ერ­თად ხართ?

- ჩვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი პე­და­გო­გი ალექ­სან­დრე მი­ქე­ლა­ძე გვყავ­და. რო­მე­ლიც ამ ფო­ტო­ზეც არის. გვერ­დით ძა­ლი­ან ლა­მა­ზი გო­გო­ნა უზის, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­და­იც­ვა­ლა. მე­ო­რე მხა­რეს მე ვზი­ვარ. ჩემ გვერ­დით ნა­ნუ­ლი სა­რა­ჯიშ­ვი­ლია. ჩვე­ნი ჯგუ­ფე­ლი იყო გია ფე­რა­ძე, რო­მე­ლიც ამ ფო­ტო­ზეა. რამ­დე­ნი­მე ჩვენ­მა ჯგუ­ფელ­მა თავი და­ა­ნე­ბა მსა­ხი­ო­ბო­ბას, მაგ­რამ ბევ­რი დავ­რჩით სხვა­დას­ხვა თე­ატ­რში. თე­ატ­რა­ლუ­რი წი­თელ დიპ­ლომ­ზე და­ვამ­თავ­რე და მერე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

რო­გორ და­უ­მე­გობ­რდა სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვილს

- მომ­დევ­ნო ფოტო კი სე­სი­ა­ლია თა­ყა­იშ­ვილ­თან გაქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ერთი პე­რი­ო­დი ბარ­ნოვ­ზე სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვი­ლის მე­ზობ­ლად ვცხოვ­რობ­დი. 1969 წელს სე­სი­ლია თე­ატ­რი­დან წა­ვი­და. მე­ზობ­ლე­ბი რომ გავ­ხდით, გა­ვი­ცა­ნი და სა­ოც­რად დავ­მე­გობ­რდით. მე სე­სი­ლი­ას­თვის თე­ატ­რის ამ­ბე­ბი მიმ­ქონ­და. თით­ქოს ხიდი ვი­ყა­ვი მასა და თე­ატრს შო­რის. მე რო­გორც შვი­ლი, ისე მი­მი­ღო. დღე­საც მის შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან დიდი მე­გობ­რო­ბა მაქვს. მათ­თან ისე მივ­დი­ვარ, რო­გორც ნა­თე­სა­ვებ­თან. სე­სი­ლია ჩემ­თან, დუ­შეთ­შიც მო­დი­ო­და და­სას­ვე­ნებ­ლად.

- თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი­დან რო­მელს გა­მო­არ­ჩევ­დით?

- ყო­ველ­თვის სა­ხა­სი­ა­თო რო­ლებს ვთა­მა­შობ­დი. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში პირ­ვე­ლად გუ­რამ ფან­ჯი­კი­ძის "თვა­ლი პა­ტი­ო­სან­ში", ვი­თა­მა­შე, სა­დაც თენ­გიზ არჩვა­ძე და მე ვი­ყა­ვით პა­რტნი­ო­რე­ბი. დამ­წყე­ბი მს­უ­­ბუქი ქა­ლიშ­ვი­ლის როლი მქონ­და, მაგ­და ბრ­ეგ­ვა­ძე მერ­ქვა (იცი­ნის). ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო როლი მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. სხვე­ბი­ვით ვერ ვპატ­რო­ნობ­დი ჩემს თავს, რომ ჩემ­ზე სტა­ტი­ე­ბი და­ე­წე­რათ.

- შემ­დეგ ფო­ტო­ზე გვი­ამ­ბეთ.

- მომ­დევ­ნო ფოტო არის ფილ­მი­დან "ნატ­ვრის ხე". ეს ის მო­მენ­ტია, შეთე რომ გა­მე­არ­ში­ყე­ბა და მე ვე­უბ­ნე­ბი, მეხი კი და­გა­ყა­რე-მეთ­ქი. ეს ჩემი პირ­ვე­ლი ფილ­მი იყო. თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ მი­თხრა, ძა­ლი­ან მაგ­რად ით­ამა­შე, ნახე, შენ­ზე რა ამ­ბა­ვი ატყდე­ბაო. მაგ­რამ არ ატყდა და რა ვქნა. ერთხელ ალმა-ატა­ში მი­მიწ­ვი­ეს გა­და­ღე­ბა­ზე, სა­დაც ძა­ლი­ან კარ­გი როლი მქონ­და. ბრავ­დუ­გოვ­თან, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ერ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად ვთა­მა­შობ­დი, მისი ცოლი ვი­ყა­ვი. ერთ სცე­ნა­ში ბრავ­დუ­გოვ­ზე ვი­ეჭ­ვი­ა­ნე და უნდა გა­მერ­ტყა, მაგ­რამ ეს მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და და და­ვინ­დე. ბრავ­დუ­გოვ­მა მი­თხრა, ახლა ისეთ რა­მე­ებს გე­ტყვი, გა­გაბ­რა­ზებ, ჩქა­რა მაგ­რად და­მარ­ტყიო. სუ­რა­თი მა­შინ გა­დაგ­ვი­ღეს, როცა მე­უბ­ნე­ბა, გა­მარ­ტყიო.

რა­ტომ არ აქვს ქმრის ფო­ტო­ე­ბი

- მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე რა ხდე­ბა?

- იური მე­ჩი­თო­ვი ჩვე­ნი თე­ატ­რის ფო­ტოგ­რა­ფი იყო. ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბის ფოტო გა­და­ი­ღო, რო­მე­ლიც ახლა უკვე ჩა­მოხ­სნი­ლია თე­ატ­რი­დან. ჩემი ფოტო ძა­ლი­ან მოს­წო­ნე­ბია და ჩა­ი­ხუ­ტა სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის დროს. მერე მი­თხრა, ეს სუ­რა­თი რომ გა­მო­ვა­ჩი­ნო, ხომ არ გე­წყი­ნე­ბაო. ვუ­თხა­რი, პი­რი­ქით, გა­მი­ხარ­დე­ბა-მეთ­ქი. სუ­რა­თი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მაქვს შე­ნა­ხუ­ლი.

- თქვენს ალ­ბომ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ფო­ტოა სო­ფი­კო ჭი­ა­უ­რელ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი.

- ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი იყო სო­ფი­კო. ეს ფოტო სპექ­ტაკლ "მა­დამ სან­ჟენ­ზეა" გა­და­ღე­ბუ­ლი. სპექ­ტაკლში მა­და­მი სო­ფი­კო იყო და მე მის მო­სამ­სა­ხუ­რეს ვთა­მა­შობ­დი.

- რო­გორც ვიცი, ქა­ლიშ­ვი­ლი გყავთ.

- მყავს ერთი შვი­ლი, თა­მარ ტყაბ­ლა­ძე, სა­ოც­რად კარ­გი სიძე და კარ­გი შვი­ლიშ­ვი­ლი ბარ­ბა­რე. მომ­დევ­ნო ფო­ტო­ებ­ზე სწო­რედ ისი­ნი არი­ან.

- ალ­ბომ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არ გაქვთ მე­უღ­ლის ფოტო, და შვი­ლიც ტყაბ­ლა­ძე ყო­ფი­ლა.

- არ მო­ი­ძებ­ნე­ბა ჩემს ალ­ბომ­ში ჩემი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ფოტო და შვი­ლიც ჩემს გვარ­ზე მყავს, იმი­ტომ რომ მე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ვარ ჩემი შვი­ლის­თვის, ვიდ­რე მა­მა­მი­სი. ხდე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში ასეც, რომ შვი­ლის­თვის დედა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე მამა. მე არ გამ­ჭირ­ვე­ბია ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლის გაზ­რდა. კარ­გი შვი­ლი მყავს. თა­ვი­სი დე­დი­კო უყ­ვარს და ძა­ლი­ან გა­ნათ­ლე­ბუ­ლია. ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, რომ ჩემი შვი­ლის­თვის კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­მე­ცა. არ მინ­დო­და, მსა­ხი­ო­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო და არც თა­ვად მო­ი­სურ­ვა. მინ­დო­და, ტე­ლეჟურ­ნა­ლის­ტი ყო­ფი­ლი­ყო. კარ­გი გა­რეგ­ნო­ბა აქვს და ნა­კი­თხი გო­გო­ნაა. კარ­გად იცის გერ­მა­ნუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი და იტა­ლი­უ­რი.

- მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის მერე უსიყ­ვა­რუ­ლოდ ცხოვ­რე­ბა არ გა­გი­ჭირ­დათ?

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ, უსიყ­ვა­რუ­ლოდ არ მი­ცხოვ­რია. ჩემ გარ­შე­მო ბევ­რი მა­მა­კა­ცი იყო, ვი­საც ძა­ლი­ან მოვ­წონ­დი.

- თქვენ არც ერთი არ შე­გიყ­ვარ­დათ?

- რო­გორ არ მიყ­ვარ­და. თე­ატ­რშიც იყ­ვნენ ისე­თე­ბი, ვინც მიყ­ვარ­და და თე­ატ­რის გა­რე­თაც. სა­ნამ თა­მა­რის მა­მას შევ­ხვდე­ბო­დი, ერთი ბიჭი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, რო­მე­ლიც ავა­რი­ა­ში და­ი­ღუ­პა და მერე ძა­ლი­ან დიდი ხანი არა­ვინ მყვა­რე­ბია. ის 1972 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. თა­მა­რი 1988 წელს და­ი­ბა­და. მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რში ბევ­რს მოვ­წონ­დი, მაგ­რამ სულ ცო­ლი­ან კა­ცებს ვუყ­ვარ­დე­ბო­დი და არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, რომ ვინ­მეს­თვის ოჯა­ხი და­მენგრია. ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ჩემ­თვის გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო. დედა და მამა და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ და ვი­ცო­დი, ეს რა­საც ნიშ­ნავ­და. არა­და, რა­ტომ­ღაც სულ ცოლ­შვი­ლი­ან კა­ცებს მოვ­წონ­დი. არას­დროს არ წა­მირ­თმე­ვია ვინ­მეს­თვის არც ქმა­რი, არც სა­გა­ნი და არც ნივ­თი.

- ნა­ნობთ რა­მეს?

- არა. ისე­თი კარ­გი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, რომ არა­ფერს არ ვნა­ნობ. აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხომ არაა 17-დან 97 წლამ­დე გი­ჟი­ვით სულ ერთი კაცი გიყ­ვარ­დეს. სა­ნა­ნე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი არაა. ის პე­რი­ო­დი, როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ხომ კარ­გად ვგრძნობ­დი თავს.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან თქვენ წა­მოს­ვლა­ზე გვი­ამ­ბეთ.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლად ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი და­ი­ნიშ­ნა და მსა­ხი­ო­ბე­ბის გაშ­ვე­ბა მო­ინ­დო­მა თე­ატ­რი­დან. ამის გამო მას­თან კონ­ფლიქ­ტი მქონ­და და მეც იმ მსა­ხი­ო­ბებს მი­მა­ყო­ლა. იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან კარგ მთა­ვარ რო­ლებს ვთა­მა­შობ­დი. თე­ატ­რი­დან წა­მოს­ვლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტი იყო.

- მე­გო­ნა, გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ა­ზე ინ­ტერ­ვი­უს და­სა­წყის­ში ხუმ­რო­ბით თქვით, რომ ძა­ლი­ან ნა­წყე­ნი ხართ.

- არა, მთე­ლი გუ­ლით ვთქვი. თე­ატ­რი­დან გა­მოშ­ვე­ბა ჩემ­თვის უფრო დიდი ტკი­ვი­ლი იყო, ვიდ­რე რო­მე­ლი­მე სიყ­ვა­რუ­ლის და­კარ­გვა. იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სიყ­ვა­რუ­ლი თე­ატ­რია. თექ­ვსმე­ტი წელი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან გა­მო­მიშ­ვეს და დღემ­დე ვამ­ბობ, ჩვენ­თან, თე­ატ­რში-მეთ­ქი. თუმ­ცა ბოლო ორი წე­ლია, რო­ლე­ბი მაქვს. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, მთა­ვარ როლს ვი­თა­მა­შებ თუ ეპი­ზო­დურს. მთა­ვა­რია, მა­ყუ­რე­ბელ­მა და­მი­მახ­სოვ­როს. მაგ­რამ თე­ატ­რი მა­ინც დიდი ტრავ­მაა. ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს, ისე­ვე რო­გორც მის ცოლს, ვე­რას­დროს ვა­პა­ტი­ებ იმ ცოდ­ვას, რაც მან ჩემი და სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბის წი­ნა­შე ჩა­ი­დი­ნა. მე მათ სი­ტყვი­თაც კი ვერ ვა­პა­ტი­ებ. რო­გორც ჩანს, ასე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს. ღმერ­თმა აპა­ტი­ოს. არც ჩემი რო­ლე­ბი უთა­მა­შია გუ­რან­დას. ყვე­ლა­ფე­რი ეს იმი­ტომ მოხ­და, რომ გუ­რან­და დე­დო­ფა­ლი გამ­ხდა­რი­ყო. ვე­რას­დროს ვერ გახ­დე­ბა გუ­რან­და დე­დო­ფა­ლი. ადა­მი­ა­ნებ­ზე მათი მა­ნე­რე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ასმათ ტყაბლაძე: "აუცილებელი ხომ არაა გიჟივით სულ ერთი კაცი გიყვარდეს"

ასმათ ტყაბლაძე: "აუცილებელი ხომ არაა გიჟივით სულ ერთი კაცი გიყვარდეს"

მსახიობი ასმათ ტყაბლაძე "ჩემი ცოლის დაქალებში" მკაცრი დედამთილის როლის მორგების შემდეგ ბევრს მკაცრი ჰქონია, მაგრამ ასეთი სულაც არაა. ბევრს ბევრი რამე მიუტევა ცხოვრებაში. მხოლოდ ერთ ადამიანს, გურანდა გაბუნიას ვერ პატიობს იმას, რომ მარჯანიშვილის თეატრიდან გამოაშვებინა მის მეუღლეს.

პაპის და ბებიის საოცარი სიყვარულის ისტორია

-  მინდა, პირველ რიგში, დედაზე მიამბოთ, რომელიც, როგორც ინტერვიუმდე მითხარით, ცოტა ხნის წინ ასი წლის გახდა.

-  დედასთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ჩემი პედაგოგი დაა. დედაც პროფესიით პედაგოგი იყო. იმ პერიოდში ერთ ინსტიტუტს დაამთავრებდი და ყველგან შეგეძლო მუშაობა. დედა ბუღალტრადაც არის ნამუშევარი და ბანკშიც იმუშავა რაღაც პერიოდი. დედა 1913 წელს ორჯონიკიძეში დაიბადა. ბაბუა ორჯონიკიძეში ცხოვრობდა. დუშეთის მხარეს მცხოვრები ხალხი უფრო ორჯონიკიძისკენ პოულობდნენ სამსახურს. ბაბუამ იქ დაამთავრა სკოლა და სატყეო-საინჟინრო ფაკულტეტი. ჰქონდა თავისი საკუთარი რესტორანი და სამკერვალო. ბებია-ბაბუის შეუღლების ისტორია ძალიან საინტერესოა. ბებიამ ბაბუა პირველად ქორწილში ნახა, როგორ ცეკვავდა. ძალიან სიმპათიური ბაბუ მყავდა. ბებიას უთქვამს, თუ ეს ბიჭი მითხოვს, გავთხოვდები, თუ არადა - არაო. მთხოვნელები ჰყავდა, მაგრამ ბაბუას ელოდებოდა. ბაბუს თეფშზე ფეხის წვერებზე უცეკვია და ბებია ამიტომ გაგიჟდა. ბაბუას დედა კი საქართველოში ეძებდა სარძლოს. უთხრეს, ივანე ბეჟიტაშვილს კარგი გოგო ჰყავს გასათხოვარიო. მივიდა, ნახა და მოეწონა. ბებიას რომ უთხრეს, ორჯონიკიძეში უნდა წახვიდე საცხოვრებლადო, უარი თქვა, არ იცოდა, ვისზე იყო საუბარი. მერე უთქვამთ, ქორწილში თეფშზე რომ იცეკვა, იმისი დედააო და თურმე გაგიჟდა სიხარულით. ორშაბათს მნახეს, სამშაბათს ნიშანი მომიტანეს, ოთხშაბათს ჯვარი დავიწერე და ხუთშაბათს ფრენით გავყევი ცოლად ვლადიკავკაზშიო, ჰყვებოდა ხოლმე. ორი წელი უყვარდა ბებიას ქორწილში ერთხელ ნანახი კაცი და ის თავისი ფეხით მოვიდა მასთან...

უბედნიერესი ოჯახი ჰქონდათ. ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დიდხანს ბედნიერად ცხოვროდნენ. მერე რაღაც არეულობა მოხდა ქართველებსა და ოსებს შორის. პაპამ და ბებიამ დატოვეს სახლი და საქართველოში წამოვიდნენ საცხოვრებლად. დუშეთში დასახლდნენ. დედამ მე და ჩემს დას რუსულიც კი გვასწავლა. მე ქართულ სკოლაში შემიყვანა, ჩემი და - რუსულში. მე ვუთხარი, არ მინდა არანაირი რუსული სკოლა-მეთქი. პატარა ბავშვი თავიდანვე საოცარი პატრიოტი ვიყავი. მომდევნო ფოტოზე ზუსტად ის პერიოდია, როცა სკოლაში შევდიოდი. ფოტო მეზობლის ბავშვებთან მაქვს გადაღებული. დედას მერე რუსული დაავიწყდა, მაგრამ ხუთი წლის წინ 95 წლის რომ გახდა, ისევ დაიწყო ამ ენაზე ლაპარაკი. რომ ვეკითხები, დედა, რუსულად რატომ გველაპარაკები-მეთქი, ამბობს, ყოველთვის რუსულად ვლაპარაკობდიო. ის პერიოდი, როცა რუსული აღარ ახსოვდა, დავიწყებული აქვს.

-  ქართული არ ახსოვს?

-  ქართულად გადასარევად ლაპარაკობს, მაგრამ რუსულად გვესაუბრება. მართალია, ასი წლისაა, მაგრამ ყველ­ას გვცნობს, შვილებს, შვი­ლიშვილებს და ძალიან ახლო ნათესავებს, რომლებიც ხშირად მოდიან ჩვენთან. ყველას ლოცავს. კეთილი და დადებითი პიროვნება იყო სულ და ახლაც ასეა. მამას მეორე ცოლი ჰყავდა. ამ ქორწინებიდან ძმა და ორი და მყავს, რომლებთანაც გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. მამასთან არ გვქონდა ისეთი კარგი ურთიერთობა, როგორიც მის მეორე ქორწინებიდან შეძენილ დედმამიშვილებთან.

-  სად დაიბადეთ?

-  დუშეთში. სკოლა თხუთმეტი წლის ასაკში დავამთავრე. პარალელურად ვსწავლობდი დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველ მუსიკალურ სკოლაში. მისი დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ყოველთვის გამორჩეული ბავშვი ვიყავი. სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრე. პირველად სცენაზე მეოთხე კლასში გამოვედი. ფოტო, თუ არ ვცდები, დაახლოებით იმ პერიოდშია გადაღებული. როდესაც სპექტაკლისთვის ბავშვები შეარჩიეს, მე არ ამირჩიეს, რადგან პატარა ვიყავი. სკოლაში არავისთვის მიჩვენებია, რომ გული დამწყდა. სახლში რომ მივედი, ბევრი ვიტირე. საახალწლო საღამოზე ძალიან მინდოდა ცეკვა. მერე დედამ სთხოვა მასწავლებელს, უკანა რიგში დააყენე და თუ არ ივარგებს, გამოუშვიო. აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგად მე ვცეკვავდი და მერე სოლო მომცეს. მაშინ დაიწყო ჩემი მსახიობობა. აღმოჩნდა, რომ ლექსებსაც კარგად ვკითხულობდი. მხატვრული კითხვის რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე გამგზავნეს, სადაც პირველი ადგილი ავიღე. საჩუქრად მივიღე ოქროს საათი. მომდევნო სურათი სწორედ მაშინ გადამიღეს, რომელიც გაზეთშიც დაიბეჭდა.

-  ოქროს საათი დღე­მდე გაქვთ შენახული?

-  რა თქმა უნდა. საათი ჩემს შვილს გადავეცი. საათთან ერთად გადმომეცა დიპლომი, რომელშიც წერია, რომ მოსწავლეთა შორის საუკეთესო მხატვრული კითხვის ოსტატი ვარ. ომი რომ დამთავრდა, მეხუთე კლასში ვიყავი. სპექტაკლი იდგმებოდა ომზე და ჰიტლერის როლის შემსრულებელი ბიჭი სჭირდებოდათ. ვერავინ ნახეს, რომელიც სცენაზე გამოვიდოდა და თამამად ამოიღებდა ხმას. თან რატომღაც ფიქრობდნენ, რომ ჰიტლერს ქერა თმა და ცისფერი თვალები უნდა ჰქონოდა. მე მწვანე თვალები მაქვს და რადგან დიდი მკერდი არ მქონდა და თმას მოკლედ ვატარებდი, ერთმა თქვა, მოდი, ამას ჩავაცვათ ჰიტლერის ფორმაო. მეხუთეკლასელი ბიჭიც და გოგოც ერთ ხმაზე ლაპარაკობენო. ბიჭის ფორმა ჩამაცვეს და ვერავინ მიხვდა, რომ გოგო ვთამაშობდი ჰიტლერს. ძალიან ნაზი ხმა არც არასდროს მქონია. დარბაზი დაიხოცა სიცილით, მე რომ გამოვედი სცენაზე გერმანელის ფორმით. სცენარის მიხედვით, გოგონასთვის უნდა გამერტყა. განვაცხადე, ვერავის გავარტყამ-მეთქი. ფეხი დავუბაკუნე და გოგოს ისე ვუბრძანე რაღაცის გაკეთება. ეს იყო ჩემი პირველი სერიოზული როლი. დუშეთში მარჯანიშვილის თეატრი ხშირად ჩამოდიოდა. მათი ყველა სპექტაკლი ვნახე. ვერიკო ანჯაფარიძე მყავს ნანახი სცენაზე სპექტაკლში "ხეები ზეზეურად კვდებიან". მაშინ ძალიან პატარა ვიყავი. იმდენად კარგად თამაშობდნენ, რომ პატარა ბავშვს დამამახსოვრდა. ბავშვობაში ავირჩიე მსახიობობა და ბრწყინვალედ ჩავაბარე გამოცდები, ყველაფერში ხუთი მივიღე.

-  შემდეგ ფოტოზე ჯგუფელებთან ერთად ხართ?

-  ჩვენ შესანიშნავი პედაგოგი ალექსანდრე მიქელაძე გვყავდა. რომელიც ამ ფოტოზეც არის. გვერდით ძალიან ლამაზი გოგონა უზის, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მეორე მხარეს მე ვზივარ. ჩემ გვერდით ნანული სარაჯიშვილია. ჩვენი ჯგუფელი იყო გია ფერაძე, რომელიც ამ ფოტოზეა. რამდენიმე ჩვენმა ჯგუფელმა თავი დაანება მსახიობობას, მაგრამ ბევრი დავრჩით სხვადასხვა თეატრში. თეატრალური წითელ დიპლომზე დავამთავრე და მერე მარჯანიშვილის თეატრში დავიწყე მუშაობა.

როგორ დაუმეგობრდა სესილია თაყაიშვილს

-  მომდევნო ფოტო კი სესიალია თაყაიშვილთან გაქვთ გადაღებული.

-  ერთი პერიოდი ბარნოვზე სესილია თაყაიშვილის მეზობლად ვცხოვრობდი. 1969 წელს სესილია თეატრიდან წავიდა. მეზობლები რომ გავხდით, გავიცანი და საოცრად დავმეგობრდით. მე სესილიასთვის თეატრის ამბები მიმქონდა. თითქოს ხიდი ვიყავი მასა და თეატრს შორის. მე როგორც შვილი, ისე მიმიღო. დღესაც მის შვილიშვილებთან დიდი მეგობრობა მაქვს. მათთან ისე მივდივარ, როგორც ნათესავებთან. სესილია ჩემთან, დუშეთშიც მოდიოდა დასასვენებლად.

-  თეატრში შესრულებული როლებიდან რომელს გამოარჩევდით?

-  ყოველთვის სა­ხასიათო როლებს ვთა­მაშობდი. მარჯა­ნიშვილის თეატრში პირველად გურამ ფანჯიკიძის "თვალი პატიოსანში", ვითამაშე, სადაც თენგიზ არჩვა­ძე და მე ვიყავით პა­რტნიორები. დამწყები მს­უ­­ბუქი ქალიშვილის როლი მქონდა, მაგდა ბრ­ეგვაძე მერქვა (იცინის). ძალიან ბევრი საინტერესო როლი მაქვს ნათამაშები. სხვებივით ვერ ვპატრონობდი ჩემს თავს, რომ ჩემზე სტატიები დაეწერათ.

-  შემდეგ ფოტოზე გვიამბეთ.

-  მომდევნო ფოტო არის ფილმიდან "ნატვრის ხე". ეს ის მომენტია, შეთე რომ გამეარშიყება და მე ვეუბნები, მეხი კი დაგაყარე-მეთქი. ეს ჩემი პირველი ფილმი იყო. თენგიზ აბულაძემ მითხრა, ძალიან მაგრად ით­ამაშე, ნახე, შენზე რა ამბავი ატყდებაო. მაგრამ არ ატყდა და რა ვქნა. ერთხელ ალმა-ატაში მიმიწვიეს გადაღებაზე, სადაც ძალიან კარგი როლი მქონდა. ბრავდუგოვთან, ძალიან ნიჭიერ მსახიობთან ერთად ვთამაშობდი, მისი ცოლი ვიყავი. ერთ სცენაში ბრავდუგოვზე ვიეჭვიანე და უნდა გამერტყა, მაგრამ ეს მსახიობი ძალიან მიყვარდა და დავინდე. ბრავდუგოვმა მითხრა, ახლა ისეთ რამეებს გეტყვი, გაგაბრაზებ, ჩქარა მაგრად დამარტყიო. სურათი მაშინ გადაგვიღეს, როცა მეუბნება, გამარტყიო.

რატომ არ აქვს ქმრის ფოტოები

-  მომდევნო ფოტოზე რა ხდება?

-  იური მეჩითოვი ჩვენი თეატრის ფოტოგრაფი იყო. ყველა მსახიობის ფოტო გადაიღო, რომელიც ახლა უკვე ჩამოხსნილია თეატრიდან. ჩემი ფოტო ძალიან მოსწონებია და ჩაიხუტა სურათის გადაღების დროს. მერე მითხრა, ეს სურათი რომ გამოვაჩინო, ხომ არ გეწყინებაო. ვუთხარი, პი­რიქით, გამიხარდება-მეთქი. სურათი დიდი სიამოვნებით მაქვს შენახული.

-  თქვენს ალბომში ძალიან ბევრი ფოტოა სოფიკო ჭიაურელთან ერთად გადაღებული.

-  ჩემი ძალიან ახლო მეგობარი იყო სოფიკო. ეს ფოტო სპექტაკლ "მადამ სანჟენზეა" გადაღებული. სპექტაკლში მადამი სოფიკო იყო და მე მის მოსამსახურეს ვთამაშობდი.

-  როგორც ვიცი, ქალიშვილი გყავთ.

-  მყავს ერთი შვილი, თამარ ტყაბლაძე, საოცრად კარგი სიძე და კარგი შვილიშვილი ბარბარე. მომდევნო ფოტოებზე სწორედ ისინი არიან.

-  ალბომში, სამწუხაროდ, არ გაქვთ მეუღლის ფოტო, და შვილიც ტყაბლაძე ყოფილა.

-  არ მოიძებნება ჩემს ალბომში ჩემი ყოფილი მეუღლის ფოტო და შვილიც ჩემს გვარზე მყავს, იმიტომ რომ მე უფრო მნიშვნელოვანი ვარ ჩემი შვილისთვის, ვიდრე მამამისი. ხდება ცხოვრებაში ასეც, რომ შვილისთვის დედა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მამა. მე არ გამჭირვებია ჩემი ქალიშვილის გაზრდა. კარგი შვილი მყავს. თავისი დედიკო უყვარს და ძალიან განათლებულია. ყველაფერი გავაკეთე, რომ ჩემი შვილისთვის კარგი განათლება მიმეცა. არ მინდოდა, მსახიობი რომ ყოფილიყო და არც თავად მოისურვა. მინდოდა, ტელეჟურნალისტი ყოფილიყო. კარგი გარეგნობა აქვს და ნაკითხი გოგონაა. კარგად იცის გერმანული, ინგლისური, რუსული და იტალიური.

-  მეუღლესთან დაშორების მერე უსიყვარულოდ ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

-  როგორ გეკადრებათ, უსიყვარულოდ არ მიცხოვრია. ჩემ გარშემო ბევრი მამაკაცი იყო, ვისაც ძალიან მოვწონდი.

-  თქვენ არც ერთი არ შეგიყვარდათ?

-  როგორ არ მიყვარდა. თეატრშიც იყვნენ ისეთები, ვინც მიყვარდა და თეატრის გარეთაც. სანამ თამარის მამას შევხვდებოდი, ერთი ბიჭი ძალიან მიყვარდა, რომელიც ავარიაში დაიღუპა და მერე ძალიან დიდი ხანი არავინ მყვარებია. ის 1972 წელს გარდაიცვალა. თამარი 1988 წელს დაიბადა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ თეატრში ბევრს მოვწონდი, მაგრამ სულ ცოლიან კაცებს ვუყვარდებოდი და არასოდეს მიფიქრია, რომ ვინმესთვის ოჯახი დამენგრია. ასეთი საქციელი ჩემთვის გამორიცხული იყო. დედა და მამა დაშორებულები იყვნენ და ვიცოდი, ეს რასაც ნიშნავდა. არადა, რატომღაც სულ ცოლშვილიან კაცებს მოვწონდი. არასდროს არ წამირთმევია ვინმესთვის არც ქმარი, არც საგანი და არც ნივთი.

-  ნანობთ რამეს?

-  არა. ისეთი კარგი შვილი და შვილიშვილი მყავს, რომ არაფერს არ ვნანობ. აუცილებელი ხომ არაა 17-დან 97 წლამდე გიჟივით სულ ერთი კაცი გიყვარდეს. სანანებელი ცხოვრებაში არაფერი არაა. ის პერიოდი, როცა შეყვარებული ვიყავი, ხომ კარგად ვგრძნობდი თავს.

- მარჯანიშვილის თეატრიდან თქვენ წამოსვლაზე გვიამბეთ.

-  მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ოთარ მეღვინეთუხუცესი დაინიშნა და მსახიობების გაშვება მოინდომა თეატრიდან. ამის გამო მასთან კონფლიქტი მქონდა და მეც იმ მსახიობებს მიმაყოლა. იმ პერიოდში ძალიან კარგ მთავარ როლებს ვთამაშობდი. თეატრიდან წამოსვლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული მომენტი იყო.

-  მეგონა, გურანდა გაბუნიაზე ინტერვიუს დასაწყისში ხუმრობით თქვით, რომ ძალიან ნაწყენი ხართ.

-  არა, მთელი გულით ვთქვი. თეატრიდან გამოშვება ჩემთვის უფრო დიდი ტკივილი იყო, ვიდრე რომელიმე სიყვარულის დაკარგვა. იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე დიდი სიყვარული თეატრია. თექვსმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მარჯანიშვილის თეატრიდან გამომიშვეს და დღემდე ვამბობ, ჩვენთან, თეატრში-მეთქი. თუმცა ბოლო ორი წელია, როლები მაქვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მთავარ როლს ვითამაშებ თუ ეპიზოდურს. მთავარია, მაყურებელმა დამიმახსოვროს. მაგრამ თეატრი მაინც დიდი ტრავმაა. ოთარ მეღვინეთუხუცესს, ისევე როგორც მის ცოლს, ვერასდროს ვაპატიებ იმ ცოდვას, რაც მან ჩემი და სხვა მსახიობების წინაშე ჩაიდინა. მე მათ სიტყვითაც კი ვერ ვაპატიებ. როგორც ჩანს, ასეთი ხასიათი მაქვს. ღმერთმა აპატიოს. არც ჩემი როლები უთამაშია გურანდას. ყველაფერი ეს იმიტომ მოხდა, რომ გურანდა დედოფალი გამხდარიყო. ვერასდროს ვერ გახდება გურანდა დედოფალი. ადამიანებზე მათი მანერები ლაპარაკობენ.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"