კონფლიქტები
პოლიტიკა
სპორტი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამხედრო
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინუცა მაყაშვილი: "ჩემს გრაფიკს ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს და თვითონ გაიქცევა!"
ნინუცა მაყაშვილი: "ჩემს გრაფიკს ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს და თვითონ გაიქცევა!"

"მაღ­ვი­ძა­რას" წამ­ყვანს, მსა­ხი­ობ ნი­ნუ­ცა მა­ყაშ­ვილს არც ერთ ჩემს სა­ხა­ლი­სო შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ გას­ჭირ­ვე­ბია. დროა, კი­თხვა-პა­სუხზე გა­და­ვი­დეთ და ამა­ში თა­ვა­დაც დარ­წმუნ­დე­ბით.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ აღ­მოჩ­ნდი უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვილ­სა და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­თან ერ­თად. გაქვს ორ­კა­ცი­ა­ნი ნავი, ვის წა­იყ­ვან­დი თან?

- და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლი ის არის ხომ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე? არა, მა­ინც ჩი­ო­რას წა­ვიყ­ვან­დი, რად­გან მა­მა­კა­ცი ასეთ დროს არ არის სან­დო. ჩი­ო­რას კი, თუ რა­ი­მე გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი შემ­თხვე­ვა იქ­ნე­ბო­და, კარ­გად გა­ვუმკლავ­დე­ბო­დი და კა­ცებს - ვერა. თა­ნაც, ვფიქ­რობ, ჩი­ო­რას­თან უფრო გა­ვერ­თო­ბო­დი.

- მა­მუ­კა ღლონ­ტი გე­უბ­ნე­ბა, რომ ორ წუთ­ში სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მა უნდა წა­იყ­ვა­ნო ღია ეთერ­ში.

- დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით! ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს ეს საქ­მე, ოღონდ ვთხოვ­დი, სუფ­ლი­ო­რი ჩა­მირ­თეთ-მეთ­ქი. მე მგო­ნი, გავ­ქა­ჩავ­დი!.. სულ მა­ინ­ტე­რე­სებს, რო­გო­რია, წამ­ყვა­ნე­ბი სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით პო­ლი­ტი­კურ ინ­ფორ­მა­ცი­ას რომ კი­თხუ­ლო­ბენ. მა­მუ­კას შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! გა­მი­ხარ­დე­ბო­და.

- მა­ნი­კა შე­მო­დის გა­ხე­უ­ლი მთვრა­ლი სტუ­დი­ა­ში.

- (იცი­ნის). კარ­გი­ა­აა!.. მა­ნი­კა მთვრა­ლი არას­დროს მი­ნა­ხავს, მაგ­რამ შე­ვეც­დე­ბო­დი, ისე­თი რამ მო­მე­ყო­ლა, რომ გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა. მა­გა­ლი­თად, ბევ­რს ვი­ლა­პა­რა­კებ­დი ალ­კოჰო­ლის მავ­ნებ­ლო­ბა­ზე და ვი­ტყო­დი, რა ცუ­დია, რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში მო­დი­ხარ მთვრა­ლი, შემ­დეგ კი მოვ­ყვე­ბო­დი რა­ი­მე ისეთ ამ­ბავს, რაც ვი­თომ მა­ნი­კას სიმ­თვრა­ლეს და­უ­კავ­შირ­დე­ბო­და და გა­ა­მარ­თლებ­და. შე­ვა­ლა­მა­ზებ­დი ამ ამ­ბავს. მო­ვი­გო­ნებ­დი. ისე, მა­ნი­კა რომ დათ­ვრეს, ცუ­დად იქ­ნე­ბა ჩვე­ნი საქ­მე, რად­გან ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რია გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნი­სას, ისე­ვე, რო­გორც მე.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, მთე­ლი გა­და­ცე­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­მა­რი რუს­კა­თი მოგ­მარ­თავს.

- ჩემი დის სა­ხელს ხში­რად მე­ძა­ხი­ან. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მე და რუს­კა გა­რეგ­ნუ­ლად შე­გე­შა­ლო ერ­თმა­ნეთ­ში, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბიც კი მე­ქა­ნი­კუ­რად რუს­კა­თი მომ­მარ­თა­ვენ ხოლ­მე. თუ ამას სტუ­მა­რი გა­ა­კე­თებ­და მთე­ლი გა­და­ცე­მის გან­მავ­ლო­ბა­ში, მეც იმა­ვე­თი ვუ­პა­სუ­ხებ­დი, ოღონდ შემ­დეგ­ნა­ი­რად, თუ ქალი იქ­ნე­ბო­და, კა­ცის სა­ხელს, მა­გა­ლი­თად, ჯუმ­ბერს და­ვუ­ძა­ხებ­დი, თუ კაცი იქ­ნე­ბო­და - ქა­ლი­სას (იცი­ნის).

- ანრი ჯო­ხა­ძე სტუ­დი­ა­ში გა­და­ცე­მი­სას შიშ­ვე­ლი შე­მორ­ბის.

- ძა­ლი­ან მა­გა­რია (იცი­ნის)!.. ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მისი ახა­ლი "ობ­რა­ზია", ანუ კლიპ­ში კი გა­შიშ­ვლდა, მაგ­რამ ახლა გა­და­ცე­მა­შიც მო­ვი­და ასე. და­ვუს­ვამ­დი უამ­რავ კი­თხვას, ავი­ღებ­დი დიდ ინ­ტერ­ვი­უს, მა­გა­ლი­თად, ვკი­თხავ­დი, სად იმო­სე­ბა და ა.შ. სა­ერ­თოდ, გა­მო­უ­ვა­ლი სი­ტუ­ა­ცია არ არ­სე­ბობს.

- და­უ­გეგ­მა­ვად გსტუმ­რობს თინა ხი­და­შე­ლი, რო­მელ­საც გა­და­ცე­მა­ში პო­ლი­ტი­კა­ზე შე­კი­თხვე­ბი უნდა და­უს­ვა.

- პო­ლი­ტი­კის მარ­თლა აზ­რზე არ ვარ, ამი­ტო­მაც და­ვუს­ვამ­დი ერთ ზო­გად კი­თხვას, მერე კი­დევ ჩა­ვე­კი­თხე­ბო­დი რამ­დენ­ჯერ­მე და შემ­დეგ მივ­ცემ­დი სა­შუ­ა­ლე­ბას, ბევ­რი ელა­პა­რა­კა. სა­ერ­თოდ, რა­საც ვუ­ყუ­რებ, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ჩუ­მად სხე­დან და სულ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ლა­პა­რა­კო­ბენ ხოლ­მე, ჟურ­ნა­ლის­ტებს კი­თხვის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა­საც არ აძ­ლე­ვენ, ამი­ტომ არ გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.

- თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, რო­მე­ლიც არ მოგ­წონს, ადის სახ­ლში და დე­დას შენს ხელს სთხოვს.

- ჩემ და­უ­კი­თხა­ვად ადის? სახ­ლი­დან რომ გა­მო­ვი­დო­და, დავ­ხვდე­ბო­დი და მერე ვერ­სად წა­ვი­დო­და. ისე, დე­და­ჩე­მი ჩემ გა­რე­შეც გა­უმკლავ­დე­ბო­და. მინ­და, ყვე­ლას ავუხ­სნა ჩემი დღის გრა­ფი­კი. დი­ლის 5-ზე ვდგე­ბი, ღა­მის 2-ზე შევ­დი­ვარ სახ­ლში, შა­ბათ-კვი­რას შვილ­თან ვა­ტა­რებ. ვერც ერთი მა­მა­კა­ცი ვერ გა­უძ­ლებ­და ჩემი ცხოვ­რე­ბის წესს და თა­ვად გა­იქ­ცე­ო­და.

- ეთერ­ში შარ­ვა­ლი უხერ­ხუ­ლად გა­გე­ხა.

- სპექ­ტაკ­ლის დროს კაბა ჩამძვრა და არ შე­ვიმ­ჩნიე, ისე­თი რეპ­ლი­კე­ბი ვთქვი, რომ კა­ბის ჩაძ­რო­ბა გა­ვა­მარ­თლე და ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს მიხ­ვდა, სპექ­ტაკ­ლის ნა­წი­ლი ეგო­ნათ. გა­მოც­და­ზეც გამ­ხე­ვია შარ­ვა­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ფეხს ფეხ­ზე გა­და­ვი­დებ­დი, და­ვე­ლო­დე­ბო­დი რეკ­ლა­მას და სტუ­დი­ი­დან ყვე­ლას გას­ვლას და მერე გა­ვი­დო­დი.

- მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­დი­ხარ და გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ ჩან­თა უნდა გახ­სნა, რად­გან ეჭვი აქვთ, რომ ნივ­თე­ბი მო­ი­პა­რე.

- სა­ერ­თოდ, ბავ­შვთან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა­საც ეს პრინ­ცი­პი მოქ­მე­დებს. მო­ლა­პა­რა­კე­ბა - ანუ უნდა შეს­თა­ვა­ზო 2 რამ, ერთი კარ­გი და მე­ო­რე ცუდი. გა­მო­სა­ვალს თა­ვად აირ­ჩევს, სა­ვა­რა­უ­დოდ, კარ­გს. ამ შემ­თხვე­ვა­ში შევ­თა­ვა­ზებ­დი მათ, ჩან­თას გავ­ხსნი, მაგ­რამ თუკი არა­ფე­რი არ აღ­მოჩ­ნდე­ბა, მა­შინ რა­ი­მეს მა­ჩუ­ქებთ-მეთ­ქი, მა­გა­ლი­თად, ჩიფსს. ისე არ გა­ვუხ­სნი­დი. თა­ნაც, გა­აჩ­ნია, რა ხა­სი­ათ­ზე ვიქ­ნე­ბო­დი და რა ფეხ­ზე ვიქ­ნე­ბო­დი დი­ლით ამ­დგა­რი. როცა ჩან­თა­ში არა­ფე­რი აღ­მო­მაჩ­ნდე­ბო­და, თა­ვად მო­უ­წევ­დათ სა­ჩუქ­რის მო­ცე­მა (იცი­ნის). თუ არა­და, პატ­რულ­თან ვუ­ჩივ­ლებ­დი შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის.

- და­ბო­ლოს, იღ­ვი­ძებ ერთ დღეს, ახლა რაც გაქვს იმ ჭკუ­ით, უბ­რა­ლოდ, 12 წლის ხარ.

- ბევრ რა­მეს გა­მო­ვას­წო­რებ­დი და ფულ­საც ვი­შო­ვი­დი.

- რო­გორ?

- წარ­მო­იდ­გი­ნე, ახლა რა ჭკუ­აც მაქვს, ის რომ 12 წლის ბავ­შვს ჰქონ­დეს. რა­ღა­ცას მო­ვი­ფიქ­რებ­დი (იღი­მის).

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ნინუცა მაყაშვილი: "ჩემს გრაფიკს ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს და თვითონ გაიქცევა!"

ნინუცა მაყაშვილი: "ჩემს გრაფიკს ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებს და თვითონ გაიქცევა!"

"მაღვიძარას" წამყვანს, მსახიობ ნინუცა მაყაშვილს არც ერთ ჩემს სახალისო შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ გასჭირვებია. დროა, კითხვა-პასუხზე გადავიდეთ და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

-  წარმოიდგინე, რომ აღმოჩნდი უკაცრიელ კუნძულზე, ვანო მერაბიშვილთან, ჩიორა თაქთაქიშვილსა და დავით უსუფაშვილთან ერთად. გაქვს ორკაციანი ნავი, ვის წაიყვანდი თან?

-  დავით უსუფაშვილი ის არის ხომ, პარლამენტის თავმჯდომარე? არა, მაინც ჩიორას წავიყვანდი, რადგან მამაკაცი ასეთ დროს არ არის სანდო. ჩიორას კი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა იქნებოდა, კარგად გავუმკლავდებოდი და კაცებს - ვერა. თანაც, ვფიქრობ, ჩიორასთან უფრო გავერთობოდი.

-  მამუკა ღლონტი გეუბნება, რომ ორ წუთში საინფორმაციო გადაცემა უნდა წაიყვანო ღია ეთერში.

-  დიდი სიამოვნებით! ძალიან მაინტერესებს ეს საქმე, ოღონდ ვთხოვდი, სუფლიორი ჩამირთეთ-მეთქი. მე მგონი, გავქაჩავდი!.. სულ მაინტერესებს, როგორია, წამყვანები სერიოზული სახით პოლიტიკურ ინფორმაციას რომ კითხულობენ. მამუკას შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გამიხარდებოდა.

-  მანიკა შემოდის გახეული მთვრალი სტუდიაში.

- (იცინის). კარგიააა!.. მანიკა მთვრალი არასდროს მინახავს, მაგრამ შევეცდებოდი, ისეთი რამ მომეყოლა, რომ გამემართლებინა. მაგალითად, ბევრს ვილაპარაკებდი ალკოჰოლის მავნებლობაზე და ვიტყოდი, რა ცუდია, როდესაც სამსახურში მოდიხარ მთვრალი, შემდეგ კი მოვყვებოდი რაიმე ისეთ ამბავს, რაც ვითომ მანიკას სიმთვრალეს დაუკავშირდებოდა და გაამართლებდა. შევალამაზებდი ამ ამბავს. მოვიგონებდი. ისე, მანიკა რომ დათვრეს, ცუდად იქნება ჩვენი საქმე, რადგან ძალიან აქტიურია გადაცემის წაყვანისას, ისევე, როგორც მე.

-  წარმოიდგინე, მთელი გადაცემის განმავლობაში სტუმარი რუსკათი მოგმართავს.

-  ჩემი დის სახელს ხშირად მეძახიან. წარმოუდგენელია, მე და რუსკა გარეგნულად შეგეშალო ერთმანეთში, მაგრამ მეგობრებიც კი მექანიკურად რუსკათი მომმართავენ ხოლმე. თუ ამას სტუმარი გააკეთებდა მთელი გადაცემის განმავლობაში, მეც იმავეთი ვუპასუხებდი, ოღონდ შემდეგნაირად, თუ ქალი იქნებოდა, კაცის სახელს, მაგალითად, ჯუმბერს დავუძახებდი, თუ კაცი იქნებოდა - ქალისას (იცინის).

-  ანრი ჯოხაძე სტუდიაში გადაცემისას შიშველი შემორბის.

-  ძალიან მაგარია (იცინის)!.. ვიფიქრებდი, რომ მისი ახალი "ობრაზია", ანუ კლიპში კი გაშიშვლდა, მაგრამ ახლა გადაცემაშიც მოვიდა ასე. დავუსვამდი უამრავ კითხვას, ავიღებდი დიდ ინტერვიუს, მაგალითად, ვკითხავდი, სად იმოსება და ა.შ. საერთოდ, გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

-  დაუგეგმავად გსტუმრობს თინა ხიდაშელი, რომელსაც გადაცემაში პოლიტიკაზე შეკითხვები უნდა დაუსვა.

-  პოლიტიკის მართლა აზრზე არ ვარ, ამიტომაც დავუსვამდი ერთ ზოგად კითხვას, მერე კიდევ ჩავეკითხებოდი რამდენჯერმე და შემდეგ მივცემდი საშუალებას, ბევრი ელაპარაკა. საერთოდ, რასაც ვუყურებ, ჟურნალისტები ჩუმად სხედან და სულ პოლიტიკოსები ლაპარაკობენ ხოლმე, ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალებასაც არ აძლევენ, ამიტომ არ გამიჭირდებოდა.

-  თაყვანისმცემელი, რომელიც არ მოგწონს, ადის სახლში და დედას შენს ხელს სთხოვს.

-  ჩემ დაუკითხავად ადის? სახლიდან რომ გამოვიდოდა, დავხვდებოდი და მერე ვერსად წავიდოდა. ისე, დედაჩემი ჩემ გარეშეც გაუმკლავდებოდა. მინდა, ყველას ავუხსნა ჩემი დღის გრაფიკი. დილის 5-ზე ვდგები, ღამის 2-ზე შევდივარ სახლში, შაბათ-კვირას შვილთან ვატარებ. ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაუძლებდა ჩემი ცხოვრების წესს და თავად გაიქცეოდა.

-  ეთერში შარვალი უხერხულად გაგეხა.

-  სპექტაკლის დროს კაბა ჩამძვრა და არ შევიმჩნიე, ისეთი რეპლიკები ვთქვი, რომ კაბის ჩაძრობა გავამართლე და ვერავინ ვერაფერს მიხვდა, სპექტაკლის ნაწილი ეგონათ. გამოცდაზეც გამხევია შარვალი. ამ შემთხვევაში ფეხს ფეხზე გადავიდებდი, დაველოდებოდი რეკლამას და სტუდიიდან ყველას გასვლას და მერე გავიდოდი.

-  მაღაზიიდან გამოდიხარ და გეუბნებიან, რომ ჩანთა უნდა გახსნა, რადგან ეჭვი აქვთ, რომ ნივთები მოიპარე.

-  საერთოდ, ბავშვთან ურთიერთობისასაც ეს პრინციპი მოქმედებს. მოლაპარაკება - ანუ უნდა შესთავაზო 2 რამ, ერთი კარგი და მეორე ცუდი. გამოსავალს თავად აირჩევს, სავარაუდოდ, კარგს. ამ შემთხვევაში შევთავაზებდი მათ, ჩანთას გავხსნი, მაგრამ თუკი არაფერი არ აღმოჩნდება, მაშინ რაიმეს მაჩუქებთ-მეთქი, მაგალითად, ჩიფსს. ისე არ გავუხსნიდი. თანაც, გააჩნია, რა ხასიათზე ვიქნებოდი და რა ფეხზე ვიქნებოდი დილით ამდგარი. როცა ჩანთაში არაფერი აღმომაჩნდებოდა, თავად მოუწევდათ საჩუქრის მოცემა (იცინის). თუ არადა, პატრულთან ვუჩივლებდი შეურაცხყოფისთვის.

-  დაბოლოს, იღვიძებ ერთ დღეს, ახლა რაც გაქვს იმ ჭკუით, უბრალოდ, 12 წლის ხარ.

-  ბევრ რამეს გამოვასწორებდი და ფულსაც ვიშოვიდი.

-  როგორ?

-  წარმოიდგინე, ახლა რა ჭკუაც მაქვს, ის რომ 12 წლის ბავშვს ჰქონდეს. რაღაცას მოვიფიქრებდი (იღიმის).

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"