Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა
"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

ხში­რად ხდე­ბა - წა­კი­თხუ­ლი წიგ­ნის ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ას ნა­ხავ და იმედ­გაც­რუ­ე­ბა გე­უფ­ლე­ბა. "დათა თუ­თაშ­ხია" კი ფილ­მი-შე­დევ­რია, რო­მე­ლიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი შე­დევ­რი­დან შე­იქ­მნა, ამ­დე­ნად, იმ იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვას­თან გვაქვს საქ­მე, როცა პირ­ველ­წყა­როც და ფილ­მიც ადა­მი­ან­ზე უდი­დეს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ახ­დენს. საბ­ჭო­თა დროს მსგავ­სი ფილ­მის შექ­მნა რისკთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი - შე­იძ­ლე­ბო­და, ცენ­ზუ­რის მსხვერ­პლი გამ­ხდა­რი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, რე­ჟი­სო­რე­ბის მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბამ და ზო­გი­ერ­თმა სხვა ფაქ­ტორ­მა ფილ­მს ეკ­რა­ნის­კენ გზა გა­უხ­სნა. რო­გორ იქ­მნე­ბო­და "დათა თუ­თაშ­ხია" და რა უს­წრებ­და წინ მის გა­და­ღე­ბას, ამის შე­სა­ხებ "დათა თუ­თაშ­ხი­ას" დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი (გიგა ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს­თან ერ­თად), ბა­ტო­ნი გიზო გა­ბის­კი­რია მოგ­ვი­თხრობს.

- ბა­ტო­ნო გიზო, ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბის "დათა თუ­თაშ­ხია" 1973 წელს წიგ­ნად გა­მო­ი­ცა, 1975 წელს კი მის კი­ნო­ვერ­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყეთ. მი­ამ­ბეთ იმ ფიქ­რებ­ზე, რო­მე­ლიც ფილ­მს წინ უძღო­და.

- "დათა თუ­თაშ­ხი­ას" ბეჭდ­ვა 1971-72 წლებ­ში ჟურ­ნალ­მა "ცის­კარ­მა" და­ი­წყო და სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. მა­შინ მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ­დი (ვსწავ­ლობ­დი კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე) და ბუ­ნებ­რი­ვია, არც ერთ ღო­ნის­ძი­ე­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბო­და, არ ვაც­დენ­დი. რო­მა­ნის შე­ძე­ნა მოს­კოვ­ში, გა­ლა­კტი­ო­ნის სა­ღა­მო­ზე მო­ვა­ხერ­ხე. მახ­სოვს, ორი წიგ­ნი ვი­ყი­დე - ჭა­ბუ­ას "დათა თუ­თაშ­ხია" და ოთარ ჭი­ლა­ძის "გზა­ზე ერთი კაცი მი­დი­ო­და". ამ წიგ­ნე­ბის ორი­ვე ავ­ტორს ვიც­ნობ­დი და უაღ­რე­სად დიდ პა­ტივს ვცემ­დი. და­მა­თენ­და ის ღამე "დათა თუ­თაშ­ხი­ას" კი­თხვა­ში და ვხე­დავ, წიგ­ნი ხელ­ში მე­ლე­ვა. გა­დავ­კე­ცე და გა­დავ­დე - შე­ვი­ნა­ხე, გა­ვი­ხან­გრძლი­ვე კი­თხვის პრო­ცე­სი. იმის ილუ­ზია არ გამ­ჩე­ნია, რომ ამის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბას ვინ­მე მომ­ცემ­და. ძა­ლი­ან გა­საკ­ვი­რი იქ­ნე­ბო­და ჩვენს იერ­არ­ქი­ა­ში, რომ სა­დიპ­ლო­მო ნაშ­რო­მის შემ­დეგ, რე­ჟი­სო­რის­თვის ამ­ხე­ლა ფილ­მი მი­ე­ცათ გა­და­სა­ღე­ბად. გა­ვი­და ხანი. ისევ მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი და რეზო ჩხე­ი­ძემ და­მი­რე­კა (ჩემი სა­დიპ­ლო­მო ნა­მუ­შე­ვა­რი ჰქო­ნია ნა­ნა­ხი და და­ინ­ტე­რეს­და ჩემი ბე­დით). - რას აკე­თე­ბო? - მკი­თხა. - "მოს­ფილმში" ფილ­მის გა­და­ღე­ბას ვა­პი­რებ-მეთ­ქი, - ვუ­პა­სუ­ხე. ეს იძუ­ლე­ბი­თი ნა­ბი­ჯი იყო, რად­გან კი­ნოს­ტუ­დია "ქარ­თუ­ლი ფილ­მის" დი­რექ­ტორ­მა, რო­მე­ლიც რეზო ჩხე­ი­ძის და­ნიშ­ვნამ­დე მუ­შა­ობ­და იქ, არ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­მუ­შა­ვა. რე­ზომ მი­თხრა, - მანდ ნუ ზი­ხარ, ჩა­მო­დი და აქ ფილ­მი გა­და­ი­ღეო. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მოს­კოვ­ში ჭა­ბუა ამი­რე­ჯი­ბი ჩა­მო­ვი­და და რო­გორც ყო­ველ­თვის, და­მი­რე­კა; მი­თხრა, - აქ ჩემს დას­თან, რო­დამ­თან გავ­ჩერ­დიო. იმ სა­ღა­მოს, ახა­ლა­შე­ნე­ბულ სას­ტუმ­რო "რო­სი­ის" რეს­ტო­რან­ში დავ­სხე­დით. ულა­მა­ზე­სი და-ძმა! რო­და­მის იტა­ლი­ე­ლი მე­უღ­ლეც იქ იყო - დიდი ფი­ზი­კო­სი, ბრუ­ნო პონ­ტე­კორ­ვო. ბუ­ნებ­რი­ვია, ცოტა დავ­ლი­ეთ კი­დეც და ჭა­ბუ­ამ მკი­თხა: - იცი, რომ "და­თას" გა­და­ღე­ბე­ბი იწყე­ბაო? არა­ფე­რი ვი­ცო­დი. ჭა­ბუ­ამ გა­აგ­რძე­ლა: - და რამე რომ იყოს, გა­და­ი­ღებ­დიო? - ისე ვარ მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი, რომ ალ­ბათ გა­დავ­დგამ­დი ამ სა­ბე­დის­წე­რო ნა­ბიჯს-მეთ­ქი, - ჩა­ვი­ცი­ნე. - აბა, თუ ვინ­მე გა­და­ი­ღებს ამ ფილ­მს, მათ შო­რის შენც იქ­ნე­ბიო, - მი­თხრა, მაგ­რამ მა­ინც ვერ და­ვი­ჯე­რე ჭა­ბუ­ას სი­ტყვე­ბი და ეს ცო­ტა­თი, ღვი­ნო­საც მი­ვა­წე­რე... არა­და, რაც თქვა, მერე ყვე­ლა­ფე­რი შე­ას­რუ­ლა. გი­გას ზარ­მა კი, თბი­ლი­სი­დან, ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა, - მან თა­ვის­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა.

- ამან სა­ფიქ­რა­ლი გა­გი­ჩი­ნათ?

- რა თქმა უნდა! ასე­თი ნა­წარ­მო­ე­ბის ეკ­რა­ნი­ზა­ცია დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა რე­ჟი­სო­რის­თვის. რო­გო­რია ასე­თი გე­ნი­ა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­ფუ­ჭე­ბა?! ამ პე­რი­ოდ­ში კი­ნოს­ტუ­დი­ის რე­დაქ­ტო­რად გია ბად­რი­ძე, ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის, და­ვით ბად­რი­ძის ვა­ჟიშ­ვი­ლი მუ­შა­ობ­და. სწო­რედ მას გა­უჩ­ნდა "დათა თუ­თაშ­ხი­ას" ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ის იდეა და რეზო ჩხე­ი­ძეს გა­ან­დო. თა­ვი­დან 24 სე­რი­ის გა­და­ღე­ბა უნ­დო­დათ, მაგ­რამ მოს­კოვ­მა ქვა ააგ­დო და თავი შე­უშ­ვი­რა. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და მოს­კოვ­სა და თბი­ლისს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბა, სცე­ნა­რის ჩა­ტა­ნა-ჩა­მო­ტა­ნა, ხე­ლა­ხა­ლი წა­კი­თხვა, სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო­ზე გა­ტა­ნა... რუ­სე­ბი ჯი­უ­ტად ითხოვ­დნენ 3-4 სე­რი­ას. ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დე­ბო­და ტექ­სტი... ბო­ლოს, 7 სე­რი­ა­ზე შე­ჩერ­დნენ და ჭა­ბუ­აც და­თან­ხმდა. რო­დე­საც ჩვენ ჩა­ვერ­თეთ პრო­ცეს­ში, უკვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო 7 სე­რი­ის გა­და­ღე­ბა.

- სცე­ნარ­ზე თა­ვად ბა­ტონ­მა ჭა­ბუ­ამ იმუ­შა­ვა?

- დიახ, სცე­ნა­რი თა­ვად გა­ა­კე­თა ჭა­ბუ­ამ; კონ­სულ­ტა­ცი­ას ბრწყინ­ვა­ლე პო­ე­ტი და მწე­რა­ლი, ან­ზორ სა­ლუქ­ვა­ძე უწევ­და. ჭა­ბუა არ იყო კი­ნო­ში ახა­ლი მო­სუ­ლი, ის რე­დაქ­ტო­რა­დაც მუ­შა­ობ­და და დო­კუ­მენ­ტუ­რი სტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რიც იყო, მაგ­რამ რო­დე­საც ადა­მი­ანს ყვე­ლა სტრი­ქონ­ზე აქვს ნა­ფიქ­რი, მის­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია, რა­მეს შე­ე­ლი­ოს. ისე­თი ადა­მი­ა­ნი სჭირ­დე­ბო­და გვერ­დით, რო­მელ­საც ენ­დო­ბო­და... სხვა­თა შო­რის, გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბი­დან რა­ღაც მო­მენ­ტში, ჭა­ბუ­ა­მაც და­ი­ჯე­რა, რომ ფილ­მი გა­მოგ­ვდი­ო­და და მახ­სოვს, ეს კმა­ყო­ფი­ლე­ბა და­თა­სა და მუშ­ნის სად­გურ­ში შეხ­ვედ­რის სცე­ნის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ გა­მო­ხა­ტა.

- ფილ­მის რუ­სულ­მა სა­ხელ­წო­დე­ბამ სა­გო­ნე­ბელ­ში ჩა­მაგ­დო. რა­ტომ შეც­ვა­ლეთ რუ­სულ ვა­რი­ან­ტში ქარ­თუ­ლი ფილ­მის სა­თა­უ­რი?

- ეს რუ­სე­ბის მო­თხოვ­ნა იყო. "დათა" რუ­სუ­ლად "და­ტად" გა­მო­ით­ქმის, რაც თარ­გმან­ში "თა­რიღს" ნიშ­ნავს. რუ­სებს ქარ­თუ­ლი სა­თა­უ­რი და­აბ­ნევ­და. ვი­ფიქ­რეთ ჩვენ ამ სა­კი­თხზე. ნა­წარ­მო­ე­ბის იდეა ასე­თია: დათა ხან ერთ გზას ირ­ჩევს, ხან - მე­ო­რეს, თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის კრე­დოდ, ხან - ჩა­უ­რევ­ლო­ბას, ხან - ჩა­რე­ვას, ხა­ნაც - მმარ­გვლე­ლის რო­ლის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას; სხვა­დას­ხვა ნა­პირს აწყდე­ბა იმის ძი­ე­ბა­ში, თუ რო­გორ უნდა იცხოვ­როს. ამი­ტო­მაც და­ვარ­ქვით ფილ­მს "ნა­პი­რე­ბი".

- ალ­ბათ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო პერ­სო­ნა­ჟე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცე­სი. ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ მთა­ვა­რი როლი ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს ეთა­მა­შა?

- ასე­თი ფრა­ზა არ­სე­ბობს: "თუ არ გყავს ჰამ­ლე­ტი, "ჰამ­ლე­ტი" არ უნდა დად­გა". ბედს მი­ვა­წერ იმა­საც, რომ იმ პე­რი­ოდ­ში ამ­დე­ნი დიდი მსა­ხი­ო­ბი გვყავ­და. სამი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი­დან (დათა, მუშ­ნი და გრა­ფი სე­გე­დი), ორზე არც კი გვიმ­სჯე­ლია, პირ­და­პირ გა­დავ­წყვი­ტეთ, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი და თენ­გიზ არჩვა­ძე აგ­ვეყ­ვა­ნა. აბა, მი­თხა­რით, განა იყ­ვნენ სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ რო­ლებს შე­ას­რუ­ლებ­დნენ? სინ­ჯე­ბიც კი არ გვქო­ნია. ოთა­რი მხო­ლოდ და მხო­ლოდ გრიმ­სა და კოს­ტი­უმ­ში გავ­სინ­ჯეთ. რა­ღაც სცე­ნაც გა­და­ვი­ღეთ და ესეც, სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო­ზე სუ­რა­თის პრო­ექ­ტის დაც­ვა რომ იყო სა­ჭი­რო, ამი­სათ­ვის.

- თა­ვად რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და ბა­ტონ ოთარს, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ამ როლს შე­ას­რუ­ლებ­და?

- ოთარ­მა თა­ვი­დან­ვე იცო­და, რომ ის იქ­ნე­ბო­და დათა. ერთ-ერთი თა­ნა­ავ­ტო­რია ამ ფილ­მი­სა. იმ პე­რი­ოდ­ში, თე­ატ­რშიც და კი­ნო­შიც ყვე­ლა სხვა როლ­ზე უარი თქვა და­თას რო­ლის გამო. მხო­ლოდ ფი­როს­მა­ნი ითა­მა­შა რამ­დენ­ჯერ­მე. უამ­რავ როლს სთა­ვა­ზობ­დნენ, 4 წე­ლი­წა­დი მთე­ლი ცხოვ­რე­ბაა მსა­ხი­ო­ბის­თვის. რო­დე­საც ფილ­მს ვამ­თავ­რებ­დით, მხო­ლოდ მა­შინ გვი­თხრა, - თენ­გიზ აბუ­ლა­ძემ შე­მომ­თა­ვა­ზა როლი და იქ რომ არ წა­ვი­დე, არ შე­იძ­ლე­ბაო. ელი­ო­ზის როლი იყო "ნატ­ვრის ხეში". ოთა­რი მო­აზ­როვ­ნე კა­ცია, ფიქ­რი უყ­ვარს. რე­ჟი­სო­რე­ბი ამას ვი­ყე­ნებ­დით - ხში­რად გა­დავ­დი­ო­დით მსხვილ ხედ­ზე, რო­დე­საც მისი პერ­სო­ნა­ჟი ფიქ­რობ­და, რა­ღა­ცას გა­ნიც­დი­და, რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ე­ღო... ფილ­მს რე­პე­ტი­ცი­ე­ბის გა­რე­შე ვი­ღებ­დით. მი­ზან­სცე­ნას კი ვა­ლა­გებ­დით, ფი­ზი­კურ მოქ­მე­დე­ბებს ოპე­რა­ტორ­თან, მხატ­ვარ­თან ერ­თად გავ­დი­ო­დით, მაგ­რამ არ დაგ­ვჭირ­ვე­ბია მსა­ხი­ო­ბებ­თან ტექ­სტზე მუ­შა­ო­ბა, რად­გან ოთა­რიც, თენ­გი­ზიც, სხვე­ბიც დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან, ნა­წარ­მო­ე­ბი კი - იმ­დე­ნის მომ­ცე­მია, რომ ახ­სნაც აღარ იყო სა­ჭი­რო, სა­კუ­თა­რი გმი­რი რომ შე­ე­სის­ხლხორ­ცე­ბი­ნათ. ამან გა­სა­ო­ცა­რი სი­მარ­თლე შექ­მნა ეკ­რან­ზე.

- პირ­ვე­ლი კად­რე­ბი მინ­და გა­იხ­სე­ნოთ: სა­ო­ცა­რი ბუ­ნე­ბა, მე­ჯო­გე დათა, ნა­ვით მო­სუ­ლი სტუ­მა­რი ანუ წამი, რო­მელ­მაც მერე მთე­ლი მისი ცხოვ­რე­ბა შეც­ვა­ლა...

- ეს კად­რე­ბი აფხა­ზეთ­ში გა­და­ვი­ღეთ. სას­ტუმ­რო "გუ­და­უ­თა­ში" ვცხოვ­რობ­დით, ნა­წი­ლი სო­ფელ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და­ბი­ნავ­და. შემ­თხვე­ვით ვნა­ხეთ ის ნა­ცი­ხა­რიც. ამ ად­გი­ლას ყვე­ლა­ფე­რი იყო, ბუ­ნებ­რი­ვი "დე­კო­რა­ცია" იყო - სა­ო­ცა­რი, გაკ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ზღვა და დი­დე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბა. შემ­თხვე­ვით და­ვეს­წა­რით ყვე­ლის ამოყ­ვა­ნა­საც, რო­მე­ლიც მერე ფილ­მის პირ­ვე­ლი კად­რი აღ­მოჩ­ნდა: თით­ქოს იყო იმ სი­სუფ­თა­ვე­ში რა­ღაც სიმ­ბო­ლუ­რი.

- მუშ­ნი­ზეც მი­ამ­ბეთ.

- თენ­გიზ არჩვა­ძე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი მსა­ხი­ო­ბია. ეს თა­ო­ბა ასე­თია. თენ­გი­ზი ძა­ლი­ან ძუნ­წი ხერ­ხე­ბით აღ­წევს დიდ შე­დეგს. ეს არის სწო­რედ ოს­ტა­ტო­ბა.

- და­ნარ­ჩე­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბი რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ?

- რო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს მივ­ყე­ვით და მსა­ხი­ო­ბე­ბის გვა­რე­ბი მი­ვა­წე­რეთ. ყვე­ლა მსა­ხი­ობ­მა იმე­დი გა­ა­მარ­თლა. ერ­თა­დერ­თი, გრა­ფი სე­გე­დის რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლის პრობ­ლე­მა გვქონ­და. ჭა­ბუა წერს, რომ სე­გე­დი 300 წლის წინ ჩა­მო­სუ­ლი, უნ­გრე­ლი გრა­ფის შთა­მო­მა­ვა­ლია. ჩვენ­თვის ცხა­დი იყო, რომ ეთ­ნი­კუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი უნდა მოგ­ვე­ძებ­ნა, ამი­ტომ სხვა ეროვ­ნე­ბის მსა­ხი­ო­ბებ­ზე და­ვი­წყეთ ფიქ­რი. იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის მცი­რე სიაც შე­ვად­გი­ნეთ, ვინც შე­იძ­ლე­ბო­და, მოგ­ვეწ­ვია ამ როლ­ზე. ამ შემ­თხვე­ვა­შიც ბედ­მა და შემ­თხვე­ვამ ითა­მა­შა დიდი როლი. მე რუ­სეთ­ში წა­ვე­დი სე­გე­დის მო­სა­ძებ­ნად. ლიტ­ვა­შიც ვი­ყა­ვი, მსა­ხი­ობ ნო­რე­ი­კას­თან, მაგ­რამ მან უარი თქვა, მო­უც­ლე­ლო­ბის გამო. მოს­კოვ­შიც ვე­რა­ვინ ვნა­ხე... მოკ­ლედ, გან­საც­დელ­ში ვი­ყა­ვით - არ გვყავ­და მსა­ხი­ო­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლ­ზე, დრო კი მი­დი­ო­და. მოს­კოვ­ში მა­შინ მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის სახ­ლში მისი ვაჟი, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და ოპე­რა­ტო­რი, ტიტო კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. ამ სახ­ლში ხში­რად დავ­დი­ო­დი და ბევ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი პი­როვ­ნე­ბა გა­მიც­ნია. იმ დღეს სრუ­ლი­ად იმედ­გა­და­წუ­რუ­ლი მი­ვე­დი ტი­ტოს­თან. იქ დამ­ხვდა ან­დრეი ტარ­კოვ­სკი, რო­მე­ლიც ტი­ტოს­თან მე­გობ­რობ­და და მეც ახ­ლოს ვიც­ნობ­დი. ვუ­ამ­ბე ჩემი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ. - რა­ტომ არ გინ­დათ, როლ­ზე იარ­ვე­ტი მო­იწ­ვი­ო­თო? - მკი­თხა. - რო­გორ არ გვინ­და, მაგ­რამ მეფე ლი­რის შემ­დეგ ძნე­ლი მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა-მეთ­ქი. ტარ­კოვ­სკიმ წე­რი­ლი და­მი­წე­რა და მსა­ხი­ობ­თან გა­მა­ტა­ნა. იმა­ვე ღა­მეს მოს­კო­ვი-ტა­ლი­ნის მა­ტა­რე­ბელ­ში ვი­ჯე­ქი, ჩან­თა­ში კი კონ­ვერ­ტი მედო... ზღვის პი­რას, ულა­მა­ზეს პა­ტა­რა კო­ტეჯს მი­ვა­დე­ქი. კარი გა­მი­ღეს და მშვე­ნი­ერ, ფე­რა­დი ფი­ლე­ბით მორ­თულ ბუხ­რი­ან ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნეს. იარ­ვე­ტი მა­ლე­ვე შე­მო­ვი­და. სა­ოც­რად ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი კაცი, რო­მე­ლიც სა­შინ­ლად ლა­პა­რა­კობ­და რუ­სუ­ლად. ვუ­თხა­რი, რის­თვი­საც ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი. უა­რის მი­ზე­ზი ამიხ­სნა: მსა­ხი­ო­ბი, თან თე­ატ­რის მთა­ვა­რი რე­ჟი­სო­რი და დი­რექ­ტო­რი ვარო... გი­გას თე­ატ­რა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი მო­ვიშ­ვე­ლიე... მან ისევ მო­უც­ლე­ლო­ბა მო­ი­მი­ზე­ზა. თან კო­ნი­ა­კი, ყავა შე­მომ­თა­ვა­ზა, მაგ­რამ რა გა­და­მი­ვი­დო­და ყელ­ში?! ბევ­რი იფიქ­რა, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც უარი მი­თხრა... არა­და, ვუ­ყუ­რებ­დი და ვფიქ­რობ­დი: ეს ხე­ლე­ბი, ეს თმა, ეს თვა­ლე­ბი... გრა­ფი სე­გე­დი­საა! ტა­ნით სხვაა, პა­ტა­რა, მაგ­რამ სახე ის არის, რა! ლო­მია! როცა სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ უა­რით მის­ტუმ­რებ­და, წე­რი­ლი მი­ვა­წო­დე. დღემ­დე არ ვიცი, რა ეწე­რა იმ წე­რილ­ში... "ჰოო, აქ წე­რია, რომ თქვენ გე­ნი­ა­ლუ­რი რე­ჟი­სო­რი ხართ. მე ან­დრე­ის დიდ პა­ტივს ვცემ..." უცებ შე­იც­ვა­ლა სუ­რა­თი: სცე­ნა­რი და­მი­ტო­ვე­თო, მთხო­ვა. ამო­ვი­ღე სცე­ნა­რი - ოთხი სქე­ლი რვე­უ­ლი და და­ვა­ლა­გე ერ­თმა­ნეთ­ზე. - არა, ერთი ეგ­ზემპლა­რი და­მი­ტო­ვე­თო, - მი­თხრა. - ეს ერთი ეგ­ზემპლა­რია, პირ­ვე­ლი ოთხი სე­რია... ამას კი­დევ სამი მოჰ­ყვე­ბა, - მშვი­დად ვუ­თხა­რი და უც­ბად შეხ­ტა: - გა­გიჟ­დით? მე ხომ ყვე­ლა­ფერს გა­გი­ფუ­ჭებთ! - მთლი­ა­ნად თქვენს გრა­ფიკ­ზე ავე­წყო­ბით-მეთ­ქი, - დავ­პირ­დი... მიხ­ვდა, რომ ღირ­სე­უ­ლად ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დით, ისე, რო­გორც იმ­სა­ხუ­რებ­და დიდი არ­ტის­ტი. - კარ­გი, და­მი­ტო­ვეთ და ხუთ­შა­ბათს და­მი­რე­კე­თო, - მი­თხრა ბოლო სი­ტყვა. იმა­ვე ღა­მით მოს­კოვ­ში დავ­ბრუნ­დი და გი­გას და­ვუ­რე­კე. 4 დღე ვი­ცა­დე და იარ­ვე­ტის­გან თან­ხმო­ბა მი­ვი­ღე.

- ენის ბა­რი­ე­რი რო­გორ დაძ­ლი­ეთ?

- უნდა გე­ნა­ხათ, რა ხდე­ბო­და გა­და­ღე­ბებ­ზე: ერთ სცე­ნა­ში იარ­ვე­ტი ეს­ტო­ნუ­რად ლა­პა­რა­კობ­და, თენ­გი­ზი - ქარ­თუ­ლად, ხოლო კა­პი­ტა­ნი რო­გო­ვი - რუ­სუ­ლად... გი­გას ვე­უბ­ნე­ბი ერთხელ, - ახლა ვი­ღა­ცა რომ შე­მო­ვი­დეს, სა­გი­ჟე­თი არ ეგო­ნე­ბა-მეთ­ქი?.. სი­ტყვა­ზე თან­ხმდე­ბოდ­ნენ: რო­დე­საც მას სა­ჭი­რო რე­აქ­ცია უნდა ჰქო­ნო­და, პარტნი­ორს ის შე­თან­ხმე­ბუ­ლი სი­ტყვა უნდა წარ­მო­ეთ­ქვა. დიდი მსა­ხი­ო­ბი იყო. არც ჩვე­ნებ­მა და­აკ­ლეს...

- ბა­ტო­ნი ჭა­ბუა გა­და­ღე­ბებს ეს­წრე­ბო­და?

- ამ­დენს რას და­ეს­წრე­ბო­და, რაც ჩვენ ვი­ბო­რი­ა­ლეთ, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ხში­რად მო­დი­ო­და.

- ფილმში ყვე­ლა თა­ო­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან...

- მერე და მერე, გა­და­ღე­ბე­ბი რომ გა­ხურ­და, ყვე­ლა დაგ­ვჭირ­და... სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლას ვერ ჩა­მოთ­ვლი, მად­ლო­ბა კი ყვე­ლას ეკუთ­ვნის. გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცეს­ში მსა­ხი­ო­ბებს ეპი­ზო­დე­ბის მი­ხედ­ვით ვა­მა­ტებ­დით. ად­გი­ლე­ბის ანუ ნა­ტუ­რის შერ­ჩე­ვა­საც დიდი ენერ­გია შე­ვა­ლი­ეთ, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რეთ.

- ის სა­ო­ცა­რი ჩანჩქე­რი სად ნა­ხეთ?

- აფხა­ზეთ­ში, რი­წის გზა­ზე, ხელ­მარ­ცხნივ. მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ნა­ხე, გა­ვოგნ­დი. უზარ­მა­ზა­რი კლდე, რო­მე­ლიც შუ­ა­ზეა გახ­ლე­ჩი­ლი, ნა­პო­ბი­დან კი წყა­ლი გრგვინ­ვით მო­დის და ქვე­მოთ, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის სი­მაღ­ლის თოვლში ვარ­დე­ბა. ფილ­მის ფი­ნა­ლი კი ყი­რიმ­ში გა­და­ვი­ღეთ. ჩვენ­თან არ­სად არის ზღვა­ში შეჭ­რი­ლი კლდე...

- ყვე­ლა ფილმში დიდი როლი მუ­სი­კა­სა და მხატ­ვრო­ბას, ოპე­რა­ტო­რის ხე­ლოვ­ნე­ბას უკა­ვია...

- იმ­თა­ვით­ვე იყო გა­და­წყვე­ტი­ლი, რომ ფილმზე ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე და ჯანო კა­ხი­ძე იმუ­შა­ვებ­დნენ. ბი­ძი­ნას მუ­სი­კა აზ­როვ­ნე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ანს. ჯანო იმი­ტომ დაგ­ვჭირ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხის ჰან­გი გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა. ნანი ბრეგ­ვა­ძის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რაც ძა­ლი­ან კარ­გად ჩაჯ­და...

- და ფილ­მის სა­უნ­დტრე­კად იქცა.

- დიახ, გა­ლა­კტი­ო­ნის ლექსზე და­წე­რი­ლი მუ­სი­კა, რო­მე­ლიც მარ­თა­ლია, სხვა მიზ­ნით შე­იქ­მნა, მაგ­რამ არ­სად აჟ­ღე­რე­ბუ­ლა... მოკ­ლედ, მუ­სი­კა­ზე კლა­სი­კო­სე­ბი მუ­შა­ობ­დნენ. "დათა თუ­თაშ­ხი­ას" მხატ­ვა­რი, კახი ხუ­ციშ­ვი­ლიც ქარ­თუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის კლა­სი­კო­სია. ზოგ­ჯერ დგე­ბა მო­მენ­ტი, როცა გეჩ­ვე­ნე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა გა­გიჟ­დე, რად­გან იმ­დენ ხანს მუ­შა­ო­ბენ მხატ­ვა­რი და ოპე­რა­ტო­რი, იმ­დენ რა­ღა­ცას ამა­ტე­ბენ კადრს, იმ­დე­ნი დრო მი­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს, გგო­ნია, მსა­ხი­ო­ბი და­ი­ღა­ლა - ვე­ღარ გა­უძ­ლებს... ფილ­მის ოპე­რა­ტო­რი, ლე­ვან ნამ­გა­ლაშ­ვი­ლიც ნამ­დვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო. ის შე­სა­ნიშ­ნა­ვად იღებ­და პორ­ტრე­ტებს. მის ნა­მუ­შე­ვარ­ში არას­დროს ჩან­და "ნა­კე­რე­ბი".

- ცენ­ზუ­რას რო­გორ გა­და­ურ­ჩით?

- გეგ­მით, ფილ­მის ოთხი სე­რია გვქონ­და ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. 1977 წელს უკვე მზად გვქონ­და და დამ­ტკი­ცე­ბა იყო სა­ჭი­რო. ამ პე­რი­ოდ­ში დი­სი­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის აფეთ­ქე­ბა იყო საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. დათა კი კი­თხვას სვამს - რო­გორ ვი­ცხოვ­რო­თო?! ფილმში სე­თუ­რის ეპი­ზო­დი გვაქვს, კო­მუ­ნიზ­მის პა­ტა­რა მო­დე­ლით, იქ კი, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, სამ­ხატ­ვრო საბ­ჭო და სტე­ლა ივა­ნოვ­ნა ჟდა­ნო­ვა გვყავს, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვს, რომ ფილმში ეს ეპი­ზო­დი არ შე­ვი­დეს! ამ ეპი­ზო­დის გა­და­ღე­ბის დროს ჩვენ­მა უხუ­ცეს­მა რე­დაქ­ტორ­მა, საშა მა­ხა­რა­ძემ თქვა: - თუ ამ ეპი­ზოდს და­ტო­ვე­ბენ, ვი­ტყვი, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აღარ არ­სე­ბობ­სო... თვალ­წინ მიდ­გას: პა­ტა­რა დარ­ბაზ­ში ვის­ხე­დით, სულ უკა­ნა რიგ­ში, სამ­ნი - ჭა­ბუა, გიგა და მე. წინ - მა­გი­და, სა­ვარ­ძე­ლი, სა­ფერ­ფლე, ფურ­ცლე­ბი, ფან­ქა­რი, ჩამ­ქრა­ლი ნა­თუ­რა გვაქვს და ჟდა­ნო­ვას სი­ლუ­ე­ტი, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ სი­გა­რეტს ეწე­ვა. ფეხს ხან აქეთ გა­და­დებს, ხან - იქით... მერე უეც­რად ამოძ­რავ­და და აყ­ვირ­და, - ეს ეპი­ზო­დი არ იქ­ნე­ბაო! ჩვენ რა­ღა­ცას ვუხ­სნით, ვცდი­ლობთ, და­ვი­ყო­ლი­ოთ... ბო­ლოს ჟდა­ნო­ვამ გა­დაჭ­რით თქვა, - ბავ­შვე­ბის სცე­ნა ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბაო! რა გვექ­ნა, შე­ვე­ლი­ეთ იმ პა­ტა­რა სცე­ნას, მაგ­რამ მთა­ვა­რი მა­ინც შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ.

- ბა­ტო­ნო გიზო, "და­თამ" რა უქნა თქვენს ცხოვ­რე­ბას?

- "დათა თუ­თაშ­ხი­ამ" ჩემი მშობ­ლე­ბის შემ­დეგ, მე­ო­რე გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში... მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა ბედს, რომ ამ ნა­წარ­მო­ებ­ზე ვი­მუ­შა­ვე... მა­შინ თით­ქოს რა­ღაც დიდი დამ­თავ­რდა. მთე­ლი ეს ამ­ხე­ლა პე­რი­ო­დი ამ დიდ რე­ჟი­სო­რებს არც ერთი ფილ­მი არ გა­და­უ­ღი­ათ... მე თვი­თონ ფრან­გებ­თან ერ­თად ჰი­უ­გოს ეკ­რა­ნი­ზა­ცი­ა­ზე ვი­მუ­შა­ვე "პა­ტე­სი­ნე­მა­ში", მაგ­რამ ეს არ იყო ამი­რე­ჯი­ბი ან ვაჟა-ფშა­ვე­ლა, ეს მათი ფილ­მი იყო - "ჰი­უ­გო". აქ დაბ­რუ­ნე­ბულს კი 1988 წელს, აღა­რა­ფე­რი დამ­ხვდა. აქ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა. თან... მე "დათა თუ­თაშ­ხი­ა­ზე" ვი­მუ­შა­ვე, მას შემ­დეგ ძნე­ლი იყო სა­ყუ­რა­დღე­ბო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­სა­ლის პოვ­ნა ახა­ლი ფილ­მის­თვის.

დეა ცუც­ქი­რი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

"დათა თუთაშხია" - ფილმი, რომელმაც ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა

ხშირად ხდება - წაკითხული წიგნის ეკრანიზაციას ნახავ და იმედგაცრუება გეუფლება. "დათა თუთაშხია" კი ფილმი-შედევრია, რომელიც ლიტერატურული შედევრიდან შეიქმნა, ამდენად, იმ იშვიათ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა პირველწყაროც და ფილმიც ადამიანზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს. საბჭოთა დროს მსგავსი ფილმის შექმნა რისკთან იყო დაკავშირებული - შეიძლებოდა, ცენზურის მსხვერპლი გამხდარიყო. საბედნიეროდ, რეჟისორების მოხერხებულობამ და ზოგიერთმა სხვა ფაქტორმა ფილმს ეკრანისკენ გზა გაუხსნა. როგორ იქმნებოდა "დათა თუთაშხია" და რა უსწრებდა წინ მის გადაღებას, ამის შესახებ "დათა თუთაშხიას" დამდგმელი რეჟისორი (გიგა ლორთქიფანიძესთან ერთად), ბატონი გიზო გაბისკირია მოგვითხრობს.

- ბატონო გიზო, ჭაბუა ამირეჯიბის "დათა თუთაშხია" 1973 წელს წიგნად გამოიცა, 1975 წელს კი მის კინოვერსიაზე მუშაობა დაიწყეთ. მიამბეთ იმ ფიქრებზე, რომელიც ფილმს წინ უძღოდა.

- "დათა თუთაშხიას" ბეჭდვა 1971-72 წლებში ჟურნალმა "ცისკარმა" დაიწყო და საქართველოში მაშინვე პოპულარული გახდა. მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი (ვსწავლობდი კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე) და ბუნებრივია, არც ერთ ღონისძიებას, რომელიც საქართველოს უკავშირდებოდა, არ ვაცდენდი. რომანის შეძენა მოსკოვში, გალაკტიონის საღამოზე მოვახერხე. მახსოვს, ორი წიგნი ვიყიდე - ჭაბუას "დათა თუთაშხია" და ოთარ ჭილაძის "გზაზე ერთი კაცი მიდიოდა". ამ წიგნების ორივე ავტორს ვიცნობდი და უაღრესად დიდ პატივს ვცემდი. დამათენდა ის ღამე "დათა თუთაშხიას" კითხვაში და ვხედავ, წიგნი ხელში მელევა. გადავკეცე და გადავდე - შევინახე, გავიხანგრძლივე კითხვის პროცესი. იმის ილუზია არ გამჩენია, რომ ამის გადაღების უფლებას ვინმე მომცემდა. ძალიან გასაკვირი იქნებოდა ჩვენს იერარქიაში, რომ სადიპლომო ნაშრომის შემდეგ, რეჟისორისთვის ამხელა ფილმი მიეცათ გადასაღებად. გავიდა ხანი. ისევ მოსკოვში ვიყავი და რეზო ჩხეიძემ დამირეკა (ჩემი სადიპლომო ნამუშევარი ჰქონია ნანახი და დაინტერესდა ჩემი ბედით). - რას აკეთებო? - მკითხა. - "მოსფილმში" ფილმის გადაღებას ვაპირებ-მეთქი, - ვუპასუხე. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორმა, რომელიც რეზო ჩხეიძის დანიშვნამდე მუშაობდა იქ, არ მომცა საშუალება საქართველოში მემუშავა. რეზომ მითხრა, - მანდ ნუ ზიხარ, ჩამოდი და აქ ფილმი გადაიღეო. რაღაც პერიოდის შემდეგ მოსკოვში ჭაბუა ამირეჯიბი ჩამოვიდა და როგორც ყოველთვის, დამირეკა; მითხრა, - აქ ჩემს დასთან, როდამთან გავჩერდიო. იმ საღამოს, ახალაშენებულ სასტუმრო "როსიის" რესტორანში დავსხედით. ულამაზესი და-ძმა! როდამის იტალიელი მეუღლეც იქ იყო - დიდი ფიზიკოსი, ბრუნო პონტეკორვო. ბუნებრივია, ცოტა დავლიეთ კიდეც და ჭაბუამ მკითხა: - იცი, რომ "დათას" გადაღებები იწყებაო? არაფერი ვიცოდი. ჭაბუამ გააგრძელა: - და რამე რომ იყოს, გადაიღებდიო? - ისე ვარ მოჯადოებული, რომ ალბათ გადავდგამდი ამ საბედისწერო ნაბიჯს-მეთქი, - ჩავიცინე. - აბა, თუ ვინმე გადაიღებს ამ ფილმს, მათ შორის შენც იქნებიო, - მითხრა, მაგრამ მაინც ვერ დავიჯერე ჭაბუას სიტყვები და ეს ცოტათი, ღვინოსაც მივაწერე... არადა, რაც თქვა, მერე ყველაფერი შეასრულა. გიგას ზარმა კი, თბილისიდან, ყველაფერი საბოლოოდ გადაწყვიტა, - მან თავისთან ერთად მუშაობა შემომთავაზა.

- ამან საფიქრალი გაგიჩინათ?

- რა თქმა უნდა! ასეთი ნაწარმოების ეკრანიზაცია დიდი პასუხისმგებლობაა რეჟისორისთვის. როგორია ასეთი გენიალური ნაწარმოების გაფუჭება?! ამ პერიოდში კინოსტუდიის რედაქტორად გია ბადრიძე, ცნობილი მომღერლის, დავით ბადრიძის ვაჟიშვილი მუშაობდა. სწორედ მას გაუჩნდა "დათა თუთაშხიას" ეკრანიზაციის იდეა და რეზო ჩხეიძეს გაანდო. თავიდან 24 სერიის გადაღება უნდოდათ, მაგრამ მოსკოვმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა. ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა მოსკოვსა და თბილისს შორის მოლაპარაკება, სცენარის ჩატანა-ჩამოტანა, ხელახალი წაკითხვა, სამხატვრო საბჭოზე გატანა... რუსები ჯიუტად ითხოვდნენ 3-4 სერიას. ძალიან დაზარალდებოდა ტექსტი... ბოლოს, 7 სერიაზე შეჩერდნენ და ჭაბუაც დათანხმდა. როდესაც ჩვენ ჩავერთეთ პროცესში, უკვე გადაწყვეტილი იყო 7 სერიის გადაღება.

- სცენარზე თავად ბატონმა ჭაბუამ იმუშავა?

- დიახ, სცენარი თავად გააკეთა ჭაბუამ; კონსულტაციას ბრწყინვალე პოეტი და მწერალი, ანზორ სალუქვაძე უწევდა. ჭაბუა არ იყო კინოში ახალი მოსული, ის რედაქტორადაც მუშაობდა და დოკუმენტური სტუდიის დირექტორიც იყო, მაგრამ როდესაც ადამიანს ყველა სტრიქონზე აქვს ნაფიქრი, მისთვის ძალიან ძნელია, რამეს შეელიოს. ისეთი ადამიანი სჭირდებოდა გვერდით, რომელსაც ენდობოდა... სხვათა შორის, გადაღებების დაწყებიდან რაღაც მომენტში, ჭაბუამაც დაიჯერა, რომ ფილმი გამოგვდიოდა და მახსოვს, ეს კმაყოფილება დათასა და მუშნის სადგურში შეხვედრის სცენის გადაღების შემდეგ გამოხატა.

- ფილმის რუსულმა სახელწოდებამ საგონებელში ჩამაგდო. რატომ შეცვალეთ რუსულ ვარიანტში ქართული ფილმის სათაური?

- ეს რუსების მოთხოვნა იყო. "დათა" რუსულად "დატად" გამოითქმის, რაც თარგმანში "თარიღს" ნიშნავს. რუსებს ქართული სათაური დააბნევდა. ვიფიქრეთ ჩვენ ამ საკითხზე. ნაწარმოების იდეა ასეთია: დათა ხან ერთ გზას ირჩევს, ხან - მეორეს, თავისი ცხოვრების კრედოდ, ხან - ჩაურევლობას, ხან - ჩარევას, ხანაც - მმარგვლელის როლის აუცილებლობას; სხვადასხვა ნაპირს აწყდება იმის ძიებაში, თუ როგორ უნდა იცხოვროს. ამიტომაც დავარქვით ფილმს "ნაპირები".

- ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი იყო პერსონაჟების შერჩევის პროცესი. ვინ გადაწყვიტა, რომ მთავარი როლი ოთარ მეღვინეთუხუცესს ეთამაშა?

- ასეთი ფრაზა არსებობს: "თუ არ გყავს ჰამლეტი, "ჰამლეტი" არ უნდა დადგა". ბედს მივაწერ იმასაც, რომ იმ პერიოდში ამდენი დიდი მსახიობი გვყავდა. სამი მთავარი პერსონაჟიდან (დათა, მუშნი და გრაფი სეგედი), ორზე არც კი გვიმსჯელია, პირდაპირ გადავწყვიტეთ, ოთარ მეღვინეთუხუცესი და თენგიზ არჩვაძე აგვეყვანა. აბა, მითხარით, განა იყვნენ სხვა მსახიობები, რომლებიც ამ როლებს შეასრულებდნენ? სინჯებიც კი არ გვქონია. ოთარი მხოლოდ და მხოლოდ გრიმსა და კოსტიუმში გავსინჯეთ. რაღაც სცენაც გადავიღეთ და ესეც, სამხატვრო საბჭოზე სურათის პროექტის დაცვა რომ იყო საჭირო, ამისათვის.

- თავად როგორი რეაქცია ჰქონდა ბატონ ოთარს, როდესაც გაიგო, რომ ამ როლს შეასრულებდა?

- ოთარმა თავიდანვე იცოდა, რომ ის იქნებოდა დათა. ერთ-ერთი თანაავტორია ამ ფილმისა. იმ პერიოდში, თეატრშიც და კინოშიც ყველა სხვა როლზე უარი თქვა დათას როლის გამო. მხოლოდ ფიროსმანი ითამაშა რამდენჯერმე. უამრავ როლს სთავაზობდნენ, 4 წელიწადი მთელი ცხოვრებაა მსახიობისთვის. როდესაც ფილმს ვამთავრებდით, მხოლოდ მაშინ გვითხრა, - თენგიზ აბულაძემ შემომთავაზა როლი და იქ რომ არ წავიდე, არ შეიძლებაო. ელიოზის როლი იყო "ნატვრის ხეში". ოთარი მოაზროვნე კაცია, ფიქრი უყვარს. რეჟისორები ამას ვიყენებდით - ხშირად გადავდიოდით მსხვილ ხედზე, როდესაც მისი პერსონაჟი ფიქრობდა, რაღაცას განიცდიდა, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიეღო... ფილმს რეპეტიციების გარეშე ვიღებდით. მიზანსცენას კი ვალაგებდით, ფიზიკურ მოქმედებებს ოპერატორთან, მხატვართან ერთად გავდიოდით, მაგრამ არ დაგვჭირვებია მსახიობებთან ტექსტზე მუშაობა, რადგან ოთარიც, თენგიზიც, სხვებიც დიდი მსახიობები არიან, ნაწარმოები კი - იმდენის მომცემია, რომ ახსნაც აღარ იყო საჭირო, საკუთარი გმირი რომ შეესისხლხორცებინათ. ამან გასაოცარი სიმართლე შექმნა ეკრანზე.

- პირველი კადრები მინდა გაიხსენოთ: საოცარი ბუნება, მეჯოგე დათა, ნავით მოსული სტუმარი ანუ წამი, რომელმაც მერე მთელი მისი ცხოვრება შეცვალა...

- ეს კადრები აფხაზეთში გადავიღეთ. სასტუმრო "გუდაუთაში" ვცხოვრობდით, ნაწილი სოფელ გამარჯვებაში დაბინავდა. შემთხვევით ვნახეთ ის ნაციხარიც. ამ ადგილას ყველაფერი იყო, ბუნებრივი "დეკორაცია" იყო - საოცარი, გაკრიალებული ზღვა და დიდებული ბუნება. შემთხვევით დავესწარით ყველის ამოყვანასაც, რომელიც მერე ფილმის პირველი კადრი აღმოჩნდა: თითქოს იყო იმ სისუფთავეში რაღაც სიმბოლური.

- მუშნიზეც მიამბეთ.

- თენგიზ არჩვაძე ინტელექტუალი მსახიობია. ეს თაობა ასეთია. თენგიზი ძალიან ძუნწი ხერხებით აღწევს დიდ შედეგს. ეს არის სწორედ ოსტატობა.

- დანარჩენი მსახიობები როგორ შეარჩიეთ?

- როლების ჩამონათვალს მივყევით და მსახიობების გვარები მივაწერეთ. ყველა მსახიობმა იმედი გაამართლა. ერთადერთი, გრაფი სეგედის როლის შემსრულებლის პრობლემა გვქონდა. ჭაბუა წერს, რომ სეგედი 300 წლის წინ ჩამოსული, უნგრელი გრაფის შთამომავალია. ჩვენთვის ცხადი იყო, რომ ეთნიკურად განსხვავებული ადამიანი უნდა მოგვეძებნა, ამიტომ სხვა ეროვნების მსახიობებზე დავიწყეთ ფიქრი. იმ მსახიობების მცირე სიაც შევადგინეთ, ვინც შეიძლებოდა, მოგვეწვია ამ როლზე. ამ შემთხვევაშიც ბედმა და შემთხვევამ ითამაშა დიდი როლი. მე რუსეთში წავედი სეგედის მოსაძებნად. ლიტვაშიც ვიყავი, მსახიობ ნორეიკასთან, მაგრამ მან უარი თქვა, მოუცლელობის გამო. მოსკოვშიც ვერავინ ვნახე... მოკლედ, განსაცდელში ვიყავით - არ გვყავდა მსახიობი ძალიან მნიშვნელოვან როლზე, დრო კი მიდიოდა. მოსკოვში მაშინ მიხეილ კალატოზიშვილის სახლში მისი ვაჟი, ჩვენი მეგობარი, ცნობილი კინორეჟისორი და ოპერატორი, ტიტო კალატოზიშვილი, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. ამ სახლში ხშირად დავდიოდი და ბევრი გამოჩენილი პიროვნება გამიცნია. იმ დღეს სრულიად იმედგადაწურული მივედი ტიტოსთან. იქ დამხვდა ანდრეი ტარკოვსკი, რომელიც ტიტოსთან მეგობრობდა და მეც ახლოს ვიცნობდი. ვუამბე ჩემი გასაჭირის შესახებ. - რატომ არ გინდათ, როლზე იარვეტი მოიწვიოთო? - მკითხა. - როგორ არ გვინდა, მაგრამ მეფე ლირის შემდეგ ძნელი მისაწვდომი იქნება-მეთქი. ტარკოვსკიმ წერილი დამიწერა და მსახიობთან გამატანა. იმავე ღამეს მოსკოვი-ტალინის მატარებელში ვიჯექი, ჩანთაში კი კონვერტი მედო... ზღვის პირას, ულამაზეს პატარა კოტეჯს მივადექი. კარი გამიღეს და მშვენიერ, ფერადი ფილებით მორთულ ბუხრიან ოთახში შემიყვანეს. იარვეტი მალევე შემოვიდა. საოცრად ექსცენტრიკული კაცი, რომელიც საშინლად ლაპარაკობდა რუსულად. ვუთხარი, რისთვისაც ვიყავი მისული. უარის მიზეზი ამიხსნა: მსახიობი, თან თეატრის მთავარი რეჟისორი და დირექტორი ვარო... გიგას თეატრალური ავტორიტეტი მოვიშველიე... მან ისევ მოუცლელობა მოიმიზეზა. თან კონიაკი, ყავა შემომთავაზა, მაგრამ რა გადამივიდოდა ყელში?! ბევრი იფიქრა, მაგრამ ბოლოს მაინც უარი მითხრა... არადა, ვუყურებდი და ვფიქრობდი: ეს ხელები, ეს თმა, ეს თვალები... გრაფი სეგედისაა! ტანით სხვაა, პატარა, მაგრამ სახე ის არის, რა! ლომია! როცა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ უარით მისტუმრებდა, წერილი მივაწოდე. დღემდე არ ვიცი, რა ეწერა იმ წერილში... "ჰოო, აქ წერია, რომ თქვენ გენიალური რეჟისორი ხართ. მე ანდრეის დიდ პატივს ვცემ..." უცებ შეიცვალა სურათი: სცენარი დამიტოვეთო, მთხოვა. ამოვიღე სცენარი - ოთხი სქელი რვეული და დავალაგე ერთმანეთზე. - არა, ერთი ეგზემპლარი დამიტოვეთო, - მითხრა. - ეს ერთი ეგზემპლარია, პირველი ოთხი სერია... ამას კიდევ სამი მოჰყვება, - მშვიდად ვუთხარი და უცბად შეხტა: - გაგიჟდით? მე ხომ ყველაფერს გაგიფუჭებთ! - მთლიანად თქვენს გრაფიკზე ავეწყობით-მეთქი, - დავპირდი... მიხვდა, რომ ღირსეულად ვეპატიჟებოდით, ისე, როგორც იმსახურებდა დიდი არტისტი. - კარგი, დამიტოვეთ და ხუთშაბათს დამირეკეთო, - მითხრა ბოლო სიტყვა. იმავე ღამით მოსკოვში დავბრუნდი და გიგას დავურეკე. 4 დღე ვიცადე და იარვეტისგან თანხმობა მივიღე.

- ენის ბარიერი როგორ დაძლიეთ?

- უნდა გენახათ, რა ხდებოდა გადაღებებზე: ერთ სცენაში იარვეტი ესტონურად ლაპარაკობდა, თენგიზი - ქართულად, ხოლო კაპიტანი როგოვი - რუსულად... გიგას ვეუბნები ერთხელ, - ახლა ვიღაცა რომ შემოვიდეს, საგიჟეთი არ ეგონება-მეთქი?.. სიტყვაზე თანხმდებოდნენ: როდესაც მას საჭირო რეაქცია უნდა ჰქონოდა, პარტნიორს ის შეთანხმებული სიტყვა უნდა წარმოეთქვა. დიდი მსახიობი იყო. არც ჩვენებმა დააკლეს...

- ბატონი ჭაბუა გადაღებებს ესწრებოდა?

- ამდენს რას დაესწრებოდა, რაც ჩვენ ვიბორიალეთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ხშირად მოდიოდა.

- ფილმში ყველა თაობის მსახიობები არიან...

- მერე და მერე, გადაღებები რომ გახურდა, ყველა დაგვჭირდა... სამწუხაროდ, ყველას ვერ ჩამოთვლი, მადლობა კი ყველას ეკუთვნის. გადაღებების პროცესში მსახიობებს ეპიზოდების მიხედვით ვამატებდით. ადგილების ანუ ნატურის შერჩევასაც დიდი ენერგია შევალიეთ, მთელი საქართველო მოვიარეთ.

- ის საოცარი ჩანჩქერი სად ნახეთ?

- აფხაზეთში, რიწის გზაზე, ხელმარცხნივ. მახსოვს, პირველად რომ დავინახე, გავოგნდი. უზარმაზარი კლდე, რომელიც შუაზეა გახლეჩილი, ნაპობიდან კი წყალი გრგვინვით მოდის და ქვემოთ, სამსართულიანი სახლის სიმაღლის თოვლში ვარდება. ფილმის ფინალი კი ყირიმში გადავიღეთ. ჩვენთან არსად არის ზღვაში შეჭრილი კლდე...

- ყველა ფილმში დიდი როლი მუსიკასა და მხატვრობას, ოპერატორის ხელოვნებას უკავია...

- იმთავითვე იყო გადაწყვეტილი, რომ ფილმზე ბიძინა კვერნაძე და ჯანო კახიძე იმუშავებდნენ. ბიძინას მუსიკა აზროვნებაში ეხმარება ადამიანს. ჯანო იმიტომ დაგვჭირდა, რომ საქართველოს ყველა კუთხის ჰანგი გაგვეთვალისწინებინა. ნანი ბრეგვაძის შესრულებული სიმღერაც ძალიან კარგად ჩაჯდა...

- და ფილმის საუნდტრეკად იქცა.

- დიახ, გალაკტიონის ლექსზე დაწერილი მუსიკა, რომელიც მართალია, სხვა მიზნით შეიქმნა, მაგრამ არსად აჟღერებულა... მოკლედ, მუსიკაზე კლასიკოსები მუშაობდნენ. "დათა თუთაშხიას" მხატვარი, კახი ხუციშვილიც ქართული კინემატოგრაფის კლასიკოსია. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა გეჩვენება, რომ შეიძლება გაგიჟდე, რადგან იმდენ ხანს მუშაობენ მხატვარი და ოპერატორი, იმდენ რაღაცას ამატებენ კადრს, იმდენი დრო მიაქვს ამ ყველაფერს, გგონია, მსახიობი დაიღალა - ვეღარ გაუძლებს... ფილმის ოპერატორი, ლევან ნამგალაშვილიც ნამდვილი პროფესიონალი იყო. ის შესანიშნავად იღებდა პორტრეტებს. მის ნამუშევარში არასდროს ჩანდა "ნაკერები".

- ცენზურას როგორ გადაურჩით?

- გეგმით, ფილმის ოთხი სერია გვქონდა ჩასაბარებელი. 1977 წელს უკვე მზად გვქონდა და დამტკიცება იყო საჭირო. ამ პერიოდში დისიდენტური მოძრაობის აფეთქება იყო საბჭოთა კავშირში. დათა კი კითხვას სვამს - როგორ ვიცხოვროთო?! ფილმში სეთურის ეპიზოდი გვაქვს, კომუნიზმის პატარა მოდელით, იქ კი, რეალურ ცხოვრებაში, სამხატვრო საბჭო და სტელა ივანოვნა ჟდანოვა გვყავს, რომელიც კატეგორიულად მოითხოვს, რომ ფილმში ეს ეპიზოდი არ შევიდეს! ამ ეპიზოდის გადაღების დროს ჩვენმა უხუცესმა რედაქტორმა, საშა მახარაძემ თქვა: - თუ ამ ეპიზოდს დატოვებენ, ვიტყვი, რომ ამ ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლება აღარ არსებობსო... თვალწინ მიდგას: პატარა დარბაზში ვისხედით, სულ უკანა რიგში, სამნი - ჭაბუა, გიგა და მე. წინ - მაგიდა, სავარძელი, საფერფლე, ფურცლები, ფანქარი, ჩამქრალი ნათურა გვაქვს და ჟდანოვას სილუეტი, რომელიც ამერიკულ სიგარეტს ეწევა. ფეხს ხან აქეთ გადადებს, ხან - იქით... მერე უეცრად ამოძრავდა და აყვირდა, - ეს ეპიზოდი არ იქნებაო! ჩვენ რაღაცას ვუხსნით, ვცდილობთ, დავიყოლიოთ... ბოლოს ჟდანოვამ გადაჭრით თქვა, - ბავშვების სცენა ნამდვილად არ იქნებაო! რა გვექნა, შეველიეთ იმ პატარა სცენას, მაგრამ მთავარი მაინც შევინარჩუნეთ.

- ბატონო გიზო, "დათამ" რა უქნა თქვენს ცხოვრებას?

- "დათა თუთაშხიამ" ჩემი მშობლების შემდეგ, მეორე გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში... მადლობა უნდა ვუთხრა ბედს, რომ ამ ნაწარმოებზე ვიმუშავე... მაშინ თითქოს რაღაც დიდი დამთავრდა. მთელი ეს ამხელა პერიოდი ამ დიდ რეჟისორებს არც ერთი ფილმი არ გადაუღიათ... მე თვითონ ფრანგებთან ერთად ჰიუგოს ეკრანიზაციაზე ვიმუშავე "პატესინემაში", მაგრამ ეს არ იყო ამირეჯიბი ან ვაჟა-ფშაველა, ეს მათი ფილმი იყო - "ჰიუგო". აქ დაბრუნებულს კი 1988 წელს, აღარაფერი დამხვდა. აქ ყველაფერი დამთავრდა. თან... მე "დათა თუთაშხიაზე" ვიმუშავე, მას შემდეგ ძნელი იყო საყურადღებო, მნიშვნელოვანი მასალის პოვნა ახალი ფილმისთვის.

დეა ცუცქირიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება