სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩავესის ეპოქის დასასრული - ანუ ლიდერი, რომელმაც მავზოლეუმი "დაიმსახურა"
ჩავესის ეპოქის დასასრული - ანუ ლიდერი, რომელმაც მავზოლეუმი "დაიმსახურა"

ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნე­ბის ის­ტო­რი­ის კუთ­ვნი­ლე­ბად იქცა კი­დევ ერთი ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი ლი­დე­რის მმარ­თვე­ლო­ბის ეპო­ქა. ვე­ნე­სუ­ე­ლის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, ნი­კო­ლას მა­დუ­რომ ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პი­რი მი­მარ­თვი­სას, მო­სახ­ლე­ო­ბას დიდი მწუ­ხა­რე­ბით ამ­ცნო, რომ 2013 წლის 5 მარტს გარ­და­იც­ვა­ლა ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი, უგო ჩა­ვე­სი. ჩა­ვე­სის მო­ურ­ჩე­ნე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბა მა­დუ­რომ ვე­ნე­სუ­ე­ლის მტრებს, კერ­ძოდ კი - ამე­რი­კელ იმ­პე­რი­ა­ლის­ტებს და­აბ­რა­ლა. გარ­და ამი­სა, მან აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან, ვე­ნე­სუ­ე­ლი­დან ორი დიპ­ლო­მა­ტის გაწ­ვე­ვა მო­ი­თხო­ვა...

უგო ჩა­ვე­სის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ბოლო პე­რი­ოდ­ში საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და. ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის გარ­და, მას სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბიც ჰქონ­და, რაც ინ­ფექ­ცი­ით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. სხვა­თა შო­რის, უგო ჩა­ვეს­მა ჯერ კი­დევ 2011 წლის 30 ივ­ნისს თა­ვად გა­ნა­ცხა­და, რომ სიმ­სივ­ნით იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი. მას შემ­დეგ მან კუ­ბა­ში რამ­დე­ნი­მე რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის კურ­სი ჩა­ი­ტა­რა.

თავ­და­პირ­ვე­ლად, ჩა­ვე­სის ტრა­დი­ცი­უ­ლად დაკ­რძალ­ვა იგეგ­მე­ბო­და, მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვე­ნე­სუ­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­დაც­ვლი­ლი ლი­დე­რის უკ­ვდავ­ყო­ფა გა­და­წყვი­ტა; შე­დე­გად, ჩა­ვე­სის ბალ­ზა­მი­რე­ბულ გვამს მი­ნის სარ­კო­ფაგ­ში მო­ა­თავ­სე­ბენ და რე­ვო­ლუ­ცი­ის მუ­ზე­უმ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ. ამ­გვა­რად, იგი მშრო­მელ­თა ისე­თი "ბე­ლა­დე­ბის" გვერ­დით და­იმ­კვიდ­რებს ად­გილს, რო­გო­რე­ბიც იყ­ვნენ ვლა­დი­მირ ლე­ნი­ნი და მაო ძე­დუ­ნი.

უგო ჩა­ვე­სი მთე­ლი თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და ექ­სცენ­ტრი­კუ­ლი, ემო­ცი­უ­რი და ხში­რად, კო­მი­კუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­თა და გან­ცხა­დე­ბე­ბით. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის მე­მარ­ცხე­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის მმარ­თველ­თა რიგს მი­ე­კუთ­ვნე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ლა­თი­ნუ­რა­მე­რი­კე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რის მსგავ­სად, აშშ-თან ან­ტა­გო­ნის­ტუ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი. "არ მე­ში­ნია, თუ აშშ ტე­რო­რისტს მი­წო­დებს, ეს კი­დევ ერთი ზოლი იქ­ნე­ბა ვე­ფხვის სხე­ულ­ზე", - დას­ძი­ნა ერთხელ ჩა­ვეს­მა. მას ხომ მჭიდ­რო და მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და იმ ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებ­თან, რომ­ლე­ბიც ასე­ვე ნე­გა­ტი­უ­რად არი­ან (ან იყ­ვნენ) გან­წყო­ბილ­ნი აშშ-ის მი­მართ, - სა­დამ ჰუ­სე­ინ­თან, მუ­ა­მარ კა­და­ფის­თან, მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნეჟად­თან, ფი­დელ კას­ტროს­თან თუ ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კოს­თან. ჩვენ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს გა­რე­მო­ე­ბა, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე: რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის 2008 წლის ომის შემ­დეგ ვე­ნე­სუ­ე­ლა იმ ქვეყ­ნე­ბის მცი­რე­რი­ცხო­ვან ჯგუფ­ში აღ­მოჩ­ნდა, რომ­ლებ­მაც აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რეს.

"ჩვენ ყვე­ლა ოდეს­მე და­ვი­ხო­ცე­ბით, მაგ­რამ ფი­დელ კას­ტრო იმ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბა, რომ­ლე­ბიც არა­სო­დეს კვდე­ბი­ან", - ამ­ბობ­და უგო რა­ფა­ელ ჩა­ვეს ფრი­ა­სი, რო­მე­ლიც 1954 წლის 28 ივ­ლისს ვე­ნე­სუ­ე­ლის შტატ ბა­რი­ნას­ში მდე­ბა­რე ქა­ლაქ სა­ბა­ნე­ტა­ში და­ი­ბა­და. დე­და­მი­სი, ელე­ნა ფრი­ას დე ჩა­ვე­სი იმე­დოვ­ნებ­და, რომ უგო სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე გახ­დე­ბო­და. თა­ვად, ვე­ნე­სუ­ე­ლის მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი კი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ბე­ის­ბო­ლის­ტის კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბობ­და. სხვა­თა შო­რის, სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით ის სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

1975 წელს უგო ჩა­ვეს­მა ვე­ნე­სუ­ე­ლის სამ­ხედ­რო აკა­დე­მია უმ­ცრო­სი ლე­ი­ტე­ნან­ტის ჩი­ნით და­ამ­თავ­რა. მსა­ხუ­რობ­და სა­ჰა­ე­რო-სა­დე­სან­ტო ნა­წი­ლებ­ში, ამი­ტომ მე­დე­სან­ტის წი­თე­ლი ბე­რე­ტი მო­მა­ვალ­ში მისი იმი­ჯის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა.

1992 წლის 4 თე­ბერ­ვალს ვიცე-პოლ­კოვ­ნიკ­მა ჩა­ვეს­მა ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში შექ­მნი­ლი ეკო­ნო­მი­კურ-პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­თა და იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბი­სად­მი მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბით ისარ­გებ­ლა და, უმ­ცრო­სი ოფიც­რე­ბის ჩი­ნის მქო­ნე სამ­ხედ­რო­თა დახ­მა­რე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბა სცა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, იმ დღეს 17 ჯა­რის­კა­ცი და­ი­ღუ­პა, ხოლო 50-ზე მეტი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე და სა­მო­ქა­ლა­ქო პირი და­იჭ­რა. უკვე შუ­ა­დღეს, ამ­ბო­ხე­ბულ­თა ლი­დერ­მა და­მარ­ცხე­ბა აღი­ა­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩაჰ­ბარ­და, რის შემ­დე­გაც, ცხა­დია, ის და მისი არა­ერ­თი თა­ნა­მებ­რძო­ლი ცი­ხე­ში აღ­მოჩ­ნდნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, 2 წე­ლი­წად­ში ვე­ნე­სუ­ე­ლის იმ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა რა­ფა­ელ კალ­დე­რამ ჩა­ვე­სი შე­ი­წყა­ლა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ჩა­ვე­სი პო­ლი­ტი­კა­ში ჩა­ერ­თო, ხოლო 1998 წლის ნო­ემ­ბერ­ში მის­მა მხარ­დამ­ჭერ­მა კო­ა­ლი­ცია "პატ­რი­ო­ტულ­მა პო­ლუს­მა" (კო­ა­ლი­ცი­ას ჩა­ვე­სის პარ­ტია - "მოძ­რა­ო­ბა მე­ხუ­თე რეს­პუბ­ლი­კა" ლი­დე­რობ­და) სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ხმე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 34% მი­ი­ღო. იმა­ვე წელს ჩა­ვეს­მა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­შიც გა­ი­მარ­ჯვა (55%-ით), თუმ­ცა ეროვ­ნულ კონ­გრეს­ში მისი მხარ­დამ­ჭე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი კვლავ უმ­ცი­რე­სო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

2000 წელს, ვე­ნე­სუ­ე­ლის ახა­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ ჩა­ტა­რე­ბულ ახალ საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ჩა­ვეს­მა და მის­მა "მოძ­რა­ო­ბა მე­ხუ­თე რეს­პუბ­ლი­კამ" წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს. ხმე­ბის სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბის 60%-ით ყო­ფი­ლი მე­დე­სან­ტე კვლავ პრე­ზი­დენ­ტი გახ­და, ხოლო მის­მა პარ­ტი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო 165 მან­და­ტი­დან 92 და­ი­სა­კუთ­რა.

2002 წლის 16 აპ­რილს კა­რა­კა­სის მი­რაფ­ლო­რე­სის მო­ე­დან­ზე ჩა­ვე­სის მომ­ხრე და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ძა­ლებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი შე­ტა­კე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც 60 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ხოლო 2 დღე­ში სამ­ხედ­რო ამ­ბო­ხე­ბაც და­ი­წყო. სამ­ხედ­რო­თა დაჯ­გუ­ფე­ბამ, რო­მელ­საც კა­რა­კა­სის მერი, პენი და ფე­ხო­სან­თა არ­მი­ის მე­თა­უ­რი, ვას­კე­სი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­დნენ, პრე­ზი­დენ­ტი შე­ი­პყრეს, რის შემ­დე­გაც გა­ნა­ცხა­დეს, რომ ის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა. სამ­ხედ­რო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას მხა­რი და­უ­ჭი­რა აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ქვე­ყა­ნა­ში თან­და­თან ძლი­ერ­დე­ბო­და ხუნ­ტის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მოძ­რა­ო­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდი ნა­წი­ლი პრე­ზი­დენ­ტის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­სა და თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბას მო­ი­თხოვ­და, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. პუტ­ჩის­ტე­ბი ვი­თა­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბას მო­ე­რიდ­ნენ და ჩა­ვე­სი პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე და­აბ­რუ­ნეს.

უგო ჩა­ვე­სის რე­ჟიმს პრობ­ლე­მე­ბი შემ­დგომ­შიც არა­ერ­თხელ შე­ექ­მნა, თუმ­ცა იგი მა­ინც რჩე­ბო­და ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე. ამას­თან, მჭიდ­რო კავ­ში­რე­ბი და­ამ­ყა­რა აშშ-სა და ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ლი­დე­რებ­თან, რათა ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლე­ბით შეს­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ "ნე­ო­იმ­პე­რი­ა­ლიზმსა და გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ას".

2006 წლის 20 სექ­ტემ­ბერს კი ვე­ნე­სუ­ე­ლის სკან­და­ლურ­მა მმარ­თველ­მა გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის სე­სი­ა­ზე ჯორჯ ბუშ-უმ­ცროსს (აშშ-ის მა­შინ­დელ პრე­ზი­დენტს) საქ­ვეყ­ნოდ უწო­და ეშ­მა­კი. 4 დე­კემ­ბერს ჩა­ვეს­მა მო­რიგ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მი­აღ­წია გა­მარ­ჯვე­ბას, ხოლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვე­ნე­სუ­ე­ლის უმ­სხვი­ლე­სი ტე­ლე­სა­კო­მუ­ნი­კა­ციო და ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა (მა­ნამ­დე ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ამე­რი­კუ­ლი ფირ­მე­ბი აკონ­ტრო­ლებ­დნენ). ამ ფაქ­ტის გამო ამე­რი­კელ­მა მე­წარ­მე­ებ­მა ვე­ნე­სუ­ე­ლა და­ტო­ვეს. ასე­ვე 2007 წელს "მე­მარ­ცხე­ნე იდე­ა­ლე­ბით" შე­პყრო­ბილ­მა ლი­დერ­მა თა­ვის ქვე­ყა­ნას სა­ხე­ლი გა­და­არ­ქვა და "ვე­ნე­სუ­ე­ლის სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კა" უწო­და, ხოლო უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბი გა­ა­უქ­მა, რათა "ხალ­ხის მა­სე­ბი­დან გა­მო­სუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის" სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გა­ე­ად­ვი­ლე­ბი­ნა. "ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დი, რომ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ მარსზე ცი­ვი­ლი­ზა­ცია არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ იქ კა­პი­ტა­ლის­ტე­ბი მი­ვიდ­ნენ, იმ­პე­რი­ა­ლის­ტე­ბი მი­ვიდ­ნენ და პლა­ნე­ტა და­ღუ­პეს", - უთ­ქვამს ერთხელ მას.

უგო ჩა­ვე­სი ორ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ველ ცოლს, ნენ­სი კოლ­მე­ნა­რესს ის 1992 წელს გა­ე­ყა­რა. მისი მე­ო­რე მე­უღ­ლე კი ჟურ­ნა­ლის­ტი მა­რი­სა­ბელ როდ­რი­გეს ორო­პე­სა გახ­ლდათ, რო­მელ­თა­ნაც 2002 წელს გან­ქორ­წინ­და. დარ­ჩა 5 შვი­ლი - 4 პირ­ვე­ლი, ხოლო ერთი - მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან.

უგო ჩა­ვე­სი ლექ­სებ­სა და მო­თხრო­ბებს წერ­და, გა­ტა­ცე­ბუ­ლი იყო ფერ­წე­რით; ლი­ტე­რა­ტუ­რით, კი­თხუ­ლობ­და ის­ტო­რი­ულ, ფი­ლო­სო­ფი­ურ წიგ­ნებს. 2007 წლის მი­წუ­რულს გა­მოს­ცა სიმ­ღე­რე­ბის კრე­ბუ­ლი, რო­მელ­შიც თა­ვად პრე­ზი­დენ­ტის მიერ სპე­ცი­ა­ლურ ტელე და რა­დი­ო­გა­და­ცე­მებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი და მექ­სი­კუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი შე­ვი­და.

ნი­შან­დობ­ლი­ვია შე­ფა­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც უგო ჩა­ვე­სის ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლას მსოფ­ლიო ლი­დე­რებ­მა გა­ა­კე­თეს გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, მათ მტრე­ბად მი­იჩ­ნევ­და თუ - მოყვრე­ბად.

ბა­რაკ ობა­მა (აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი): "ამ რთულ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ცხოვ­რე­ბი­დან წა­ვი­და უგო ჩა­ვე­სი, აშშ კვლა­ვაც ადას­ტუ­რებს, რომ მხარს უჭერს ვე­ნე­სუ­ე­ლელ ხალ­ხს და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, ამ ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბით. მა­შინ, რო­დე­საც ვე­ნე­სუ­ე­ლა თა­ვი­სი ის­ტო­რი­ის ახა­ლი თა­ვის და­წე­რის­თვის ემ­ზა­დე­ბა, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი კვლა­ვაც რჩე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა პა­ტი­ვის­ცე­მის ერ­თგუ­ლად".

მაჰ­მუდ აჰ­მა­დი­ნეჟა­დი (ირა­ნის პრე­ზი­დენ­ტი): "ის სა­ეჭ­ვო და­ა­ვა­დე­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. მან თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას და მისი მო­სახ­ლე­ო­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას შეს­წი­რა. ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ის ისე­ვე დაბ­რუნ­დე­ბა, რო­გორც კე­თი­ლის­მყო­ფე­ლი იესო, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი".

ალექ­სან­დრ ლუ­კა­შენ­კო (ბე­ლო­რუ­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი): "ჩვე­ნი გუ­ლე­ბი სამ­წუ­ხა­რო ცნო­ბამ და­კო­და - ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და უახ­ლო­ე­სი, სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი, ჩვე­ნი ძმა, ვე­ნე­სუ­ე­ლის ბო­ლი­ვა­რუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი, უგო ჩა­ვეს ფრი­ა­სი. ცრემ­ლებს ვერ ვი­კა­ვებთ და ვე­ნე­სუ­ე­ლელ ხალ­ხთან ერ­თად ვგლო­ვობთ, ვტი­რით უგო ჩა­ვე­სის უდ­როო გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი უდი­დე­სი სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, შე­უდ­რე­კე­ლი გმი­რი, მგზნე­ბა­რე პატ­რი­ო­ტი და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის მებ­რძო­ლი, გა­მორ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, მო­აზ­როვ­ნე და ორა­ტო­რი, ხა­ლა­სი, ძლი­ე­რი და სი­ცო­ცხლის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო. მან ხომ მთე­ლი თა­ვი­სი სი­ცო­ცხლე სამ­შობ­ლოს უან­გა­რო სამ­სა­ხურს მი­უ­ძღვნა".

პან გი მუნი (გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი): "დამ­წუხ­რე­ბუ­ლი ვარ ვე­ნე­სუ­ე­ლის ბო­ლი­ვა­რუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის, მისი უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის, ბა­ტო­ნი უგო რა­ფა­ელ ჩა­ვეს ფრი­ა­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბით. ის ახა­ლი რე­გი­ო­ნუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბე­ბის ლი­დე­რად გვევ­ლი­ნე­ბო­და, რაც ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის რე­ა­ლურ ხედ­ვა­ზე, ნა­ხე­ვარსფე­როს წარ­მო­მად­გე­ნელ ხალ­ხთა სო­ლი­და­რო­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი".

ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკი (რუ­სე­თის ლი­ბე­რალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის ლი­დე­რი): "ჩა­ვე­სის სიკ­ვდი­ლის გამო ძა­ლი­ან გან­ვიც­დით. ის რუ­სეთ­ში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლა, ერ­თმა­ნეთს შევ­ხვედ­რი­ვართ. მე მას მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა მი­ვე­ცი და 21-ე სა­უ­კუ­ნის პლა­ნე­ტის სა­უ­კე­თე­სო პრე­ზი­დენ­ტიც კი ვუ­წო­დე".

ტა­ი­მუ­რაზ მამ­სუ­რო­ვი (ჩრდი­ლო ოსე­თის ლი­დე­რი): "არა­სო­დეს დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ვე­ნე­სუ­ე­ლა იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­მაც სამ­ხრეთ ოსე­თის რეს­პუბ­ლი­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა აღი­ა­რა".

ოტო რა­ი­ჰი (აშშ-ის ელჩი ვე­ნე­სუ­ე­ლა­ში 1986-1989 წლებ­ში): "ბა­ტო­ნი ჩა­ვე­სის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბის შემ­დეგ აშშ ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში კი­დევ უფრო კარგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა".

ედ რო­ი­სი (აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, რეს­პუბ­ლი­კე­ლი): "უგო ჩა­ვე­სი ტი­რა­ნი იყო, რო­მე­ლიც ვე­ნე­სუ­ე­ლელ ხალ­ხს შიშ­ში აცხოვ­რებ­და. მისი სიკ­ვდი­ლი სამ­ხრეთ ამე­რი­კა­ში მე­მარ­ცხე­ნე ლი­დე­რე­ბის ან­ტი­ა­მე­რი­კულ ალი­ანსზე დარ­ტყმაა. დიქ­ტა­ტო­რი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვა კარ­გია".

რო­გორც ამ შე­ფა­სე­ბე­ბი­დან ჩანს, უგო ჩა­ვე­სი მარ­თლაც წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა იყო. თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც ის გახ­ლავთ, რომ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის პირ­მ­შო­ცა და "ღირ­სე­უ­ლი" გამ­გრძე­ლე­ბე­ლიც გახ­ლდათ. სწო­რედ ამი­ტომ, ვე­რა­ვინ იტყვის - რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია ცრემ­ლე­ბი, რო­მელ­საც ამ დღე­ებ­ში, უგო ჩა­ვე­სის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო ათა­სო­ბით ვე­ნე­სუ­ე­ლე­ლი მო­ქა­ლა­ქე ღვრის. უფრო სწო­რად, ამ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის რა პრო­ცენ­ტი დას­ტი­რის საყ­ვა­რელ ლი­დერს გულ­წრფე­ლად და მო­სახ­ლე­ო­ბის რა ნა­წი­ლი სჩა­დის ამას მხო­ლოდ სხვი­სი თვა­ლის და­სა­ნა­ხა­ვად. ასე­თია ნე­ბის­მი­ე­რი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის არსი - მის მო­ქა­ლა­ქე­ებს წარ­თმე­უ­ლი აქვთ სა­კუ­თა­რი აზ­რი­სა და გრძნო­ბის თა­ვი­სუფ­ლად გა­მო­ხატ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ჩავესის ეპოქის დასასრული - ანუ ლიდერი, რომელმაც მავზოლეუმი "დაიმსახურა"

ჩავესის ეპოქის დასასრული - ანუ ლიდერი, რომელმაც მავზოლეუმი "დაიმსახურა"

ლათინური ამერიკის ქვეყნების ისტორიის კუთვნილებად იქცა კიდევ ერთი ექსცენტრიკული ლიდერის მმართველობის ეპოქა. ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ტელევიზიით პირდაპირი მიმართვისას, მოსახლეობას დიდი მწუხარებით ამცნო, რომ 2013 წლის 5 მარტს გარდაიცვალა ქვეყნის პირველი პირი, უგო ჩავესი. ჩავესის მოურჩენელი სენით დაავადება მადურომ ვენესუელის მტრებს, კერძოდ კი - ამერიკელ იმპერიალისტებს დააბრალა. გარდა ამისა, მან აშშ-ის ადმინისტრაციისგან, ვენესუელიდან ორი დიპლომატის გაწვევა მოითხოვა...

უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაუარესდა. ონკოლოგიური დაავადების გარდა, მას სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემებიც ჰქონდა, რაც ინფექციით იყო გამოწვეული. სხვათა შორის, უგო ჩავესმა ჯერ კიდევ 2011 წლის 30 ივნისს თავად განაცხადა, რომ სიმსივნით იყო დაავადებული. მას შემდეგ მან კუბაში რამდენიმე რთული ოპერაცია გაიკეთა და ქიმიოთერაპიის კურსი ჩაიტარა.

თავდაპირველად, ჩავესის ტრადიციულად დაკრძალვა იგეგმებოდა, მაგრამ მოგვიანებით ვენესუელის ხელისუფლებამ გარდაცვლილი ლიდერის უკვდავყოფა გადაწყვიტა; შედეგად, ჩავესის ბალზამირებულ გვამს მინის სარკოფაგში მოათავსებენ და რევოლუციის მუზეუმში დაასვენებენ. ამგვარად, იგი მშრომელთა ისეთი "ბელადების" გვერდით დაიმკვიდრებს ადგილს, როგორებიც იყვნენ ვლადიმირ ლენინი და მაო ძედუნი.

უგო ჩავესი მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში გამოირჩეოდა ექსცენტრიკული, ემოციური და ხშირად, კომიკური ქმედებებითა და განცხადებებით. მოგეხსენებათ, ის მემარცხენე პოლიტიკური ორიენტაციის მმართველთა რიგს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად, სხვა არაერთი ცნობილი ლათინურამერიკელი პოლიტიკური ფიგურის მსგავსად, აშშ-თან ანტაგონისტურად იყო განწყობილი. "არ მეშინია, თუ აშშ ტერორისტს მიწოდებს, ეს კიდევ ერთი ზოლი იქნება ვეფხვის სხეულზე", - დასძინა ერთხელ ჩავესმა. მას ხომ მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა იმ ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც ასევე ნეგატიურად არიან (ან იყვნენ) განწყობილნი აშშ-ის მიმართ, - სადამ ჰუსეინთან, მუამარ კადაფისთან, მაჰმუდ აჰმადინეჟადთან, ფიდელ კასტროსთან თუ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს გარემოება, პირდაპირ თუ ირიბად, უარყოფითად აისახა საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე: რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლის ომის შემდეგ ვენესუელა იმ ქვეყნების მცირერიცხოვან ჯგუფში აღმოჩნდა, რომლებმაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარეს.

"ჩვენ ყველა ოდესმე დავიხოცებით, მაგრამ ფიდელ კასტრო იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც არასოდეს კვდებიან", - ამბობდა უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი, რომელიც 1954 წლის 28 ივლისს ვენესუელის შტატ ბარინასში მდებარე ქალაქ საბანეტაში დაიბადა. დედამისი, ელენა ფრიას დე ჩავესი იმედოვნებდა, რომ უგო სასულიერო მოღვაწე გახდებოდა. თავად, ვენესუელის მომავალი პრეზიდენტი კი პროფესიონალი ბეისბოლისტის კარიერაზე ოცნებობდა. სხვათა შორის, სპორტის ამ სახეობით ის სიცოცხლის ბოლომდე იყო გატაცებული.

1975 წელს უგო ჩავესმა ვენესუელის სამხედრო აკადემია უმცროსი ლეიტენანტის ჩინით დაამთავრა. მსახურობდა საჰაერო-სადესანტო ნაწილებში, ამიტომ მედესანტის წითელი ბერეტი მომავალში მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილად იქცა.

1992 წლის 4 თებერვალს ვიცე-პოლკოვნიკმა ჩავესმა ვენესუელაში შექმნილი ეკონომიკურ-პოლიტიკური კრიზისითა და იმჟამინდელი მთავრობისადმი მოსახლეობის ნეგატიური განწყობით ისარგებლა და, უმცროსი ოფიცრების ჩინის მქონე სამხედროთა დახმარებით, სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. ოფიციალური მონაცემებით, იმ დღეს 17 ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და სამოქალაქო პირი დაიჭრა. უკვე შუადღეს, ამბოხებულთა ლიდერმა დამარცხება აღიარა და ხელისუფლებას ჩაჰბარდა, რის შემდეგაც, ცხადია, ის და მისი არაერთი თანამებრძოლი ციხეში აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, 2 წელიწადში ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა რაფაელ კალდერამ ჩავესი შეიწყალა.

გათავისუფლებისთანავე ჩავესი პოლიტიკაში ჩაერთო, ხოლო 1998 წლის ნოემბერში მისმა მხარდამჭერმა კოალიცია "პატრიოტულმა პოლუსმა" (კოალიციას ჩავესის პარტია - "მოძრაობა მეხუთე რესპუბლიკა" ლიდერობდა) საპარლამენტო არჩევნებში ხმების საერთო რაოდენობის 34% მიიღო. იმავე წელს ჩავესმა საპრეზიდენტო არჩევნებშიც გაიმარჯვა (55%-ით), თუმცა ეროვნულ კონგრესში მისი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალები კვლავ უმცირესობაში იმყოფებოდნენ.

2000 წელს, ვენესუელის ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ ჩატარებულ ახალ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ჩავესმა და მისმა "მოძრაობა მეხუთე რესპუბლიკამ" წარმატებას მიაღწიეს. ხმების საერთო რაოდენობის 60%-ით ყოფილი მედესანტე კვლავ პრეზიდენტი გახდა, ხოლო მისმა პარტიამ საპარლამენტო 165 მანდატიდან 92 დაისაკუთრა.

2002 წლის 16 აპრილს კარაკასის მირაფლორესის მოედანზე ჩავესის მომხრე და მოწინააღმდეგე ძალებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 60 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დღეში სამხედრო ამბოხებაც დაიწყო. სამხედროთა დაჯგუფებამ, რომელსაც კარაკასის მერი, პენი და ფეხოსანთა არმიის მეთაური, ვასკესი ხელმძღვანელობდნენ, პრეზიდენტი შეიპყრეს, რის შემდეგაც განაცხადეს, რომ ის თანამდებობიდან გადადგა. სამხედრო გადატრიალებას მხარი დაუჭირა აშშ-ის ხელისუფლებამ.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში თანდათან ძლიერდებოდა ხუნტის საწინააღმდეგო მოძრაობა. მოსახლეობის დიდი ნაწილი პრეზიდენტის გათავისუფლებასა და თანამდებობაზე დაბრუნებას მოითხოვდა, რამაც შედეგი გამოიღო. პუტჩისტები ვითარების გართულებას მოერიდნენ და ჩავესი პრეზიდენტის პოსტზე დააბრუნეს.

უგო ჩავესის რეჟიმს პრობლემები შემდგომშიც არაერთხელ შეექმნა, თუმცა იგი მაინც რჩებოდა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე. ამასთან, მჭიდრო კავშირები დაამყარა აშშ-სა და ევროპის ქვეყნებთან დაპირისპირებული სახელმწიფოების ლიდერებთან, რათა ერთობლივი ძალებით შესწინააღმდეგებოდნენ "ნეოიმპერიალიზმსა და გლობალიზაციას".

2006 წლის 20 სექტემბერს კი ვენესუელის სკანდალურმა მმართველმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ჯორჯ ბუშ-უმცროსს (აშშ-ის მაშინდელ პრეზიდენტს) საქვეყნოდ უწოდა ეშმაკი. 4 დეკემბერს ჩავესმა მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში მიაღწია გამარჯვებას, ხოლო მოგვიანებით ვენესუელის უმსხვილესი ტელესაკომუნიკაციო და ელექტროენერგეტიკული კომპანიების ნაციონალიზაცია განახორციელა (მანამდე ამ ორგანიზაციებს ამერიკული ფირმები აკონტროლებდნენ). ამ ფაქტის გამო ამერიკელმა მეწარმეებმა ვენესუელა დატოვეს. ასევე 2007 წელს "მემარცხენე იდეალებით" შეპყრობილმა ლიდერმა თავის ქვეყანას სახელი გადაარქვა და "ვენესუელის სოციალისტური რესპუბლიკა" უწოდა, ხოლო უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები გააუქმა, რათა "ხალხის მასებიდან გამოსული, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის" სწავლა-განათლების მიღება გაეადვილებინა. "ყოველთვის ვამბობდი, რომ არ გამიკვირდება, თუ აღმოჩნდება, რომ მარსზე ცივილიზაცია არსებობდა, მაგრამ იქ კაპიტალისტები მივიდნენ, იმპერიალისტები მივიდნენ და პლანეტა დაღუპეს", - უთქვამს ერთხელ მას.

უგო ჩავესი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ ცოლს, ნენსი კოლმენარესს ის 1992 წელს გაეყარა. მისი მეორე მეუღლე კი ჟურნალისტი მარისაბელ როდრიგეს ოროპესა გახლდათ, რომელთანაც 2002 წელს განქორწინდა. დარჩა 5 შვილი - 4 პირველი, ხოლო ერთი - მეორე ქორწინებიდან.

უგო ჩავესი ლექსებსა და მოთხრობებს წერდა, გატაცებული იყო ფერწერით; ლიტერატურით, კითხულობდა ისტორიულ, ფილოსოფიურ წიგნებს. 2007 წლის მიწურულს გამოსცა სიმღერების კრებული, რომელშიც თავად პრეზიდენტის მიერ სპეციალურ ტელე და რადიოგადაცემებში მონაწილეობისას შესრულებული ვენესუელური და მექსიკური ნაწარმოებები შევიდა.

ნიშანდობლივია შეფასებები, რომელიც უგო ჩავესის ამ ქვეყნიდან წასვლას მსოფლიო ლიდერებმა გააკეთეს განურჩევლად იმისა, მათ მტრებად მიიჩნევდა თუ - მოყვრებად.

ბარაკ ობამა (აშშ-ის პრეზიდენტი): "ამ რთულ პერიოდში, როდესაც ცხოვრებიდან წავიდა უგო ჩავესი, აშშ კვლავაც ადასტურებს, რომ მხარს უჭერს ვენესუელელ ხალხს და დაინტერესებულია, ამ ქვეყნის ხელისუფლებასთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარებით. მაშინ, როდესაც ვენესუელა თავისი ისტორიის ახალი თავის დაწერისთვის ემზადება, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც რჩება დემოკრატიული პრინციპების განვითარების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა პატივისცემის ერთგულად".

მაჰმუდ აჰმადინეჟადი (ირანის პრეზიდენტი): "ის საეჭვო დაავადების შედეგად გარდაიცვალა. მან თავისი სიცოცხლე ქვეყნის განვითარებას და მისი მოსახლეობის გათავისუფლებას შესწირა. ეჭვი არ მეპარება, რომ ის ისევე დაბრუნდება, როგორც კეთილისმყოფელი იესო, როგორც თანამედროვე ადამიანი".

ალექსანდრ ლუკაშენკო (ბელორუსიის პრეზიდენტი): "ჩვენი გულები სამწუხარო ცნობამ დაკოდა - ამ ქვეყნიდან წავიდა უახლოესი, საიმედო მეგობარი, ჩვენი ძმა, ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის პრეზიდენტი, უგო ჩავეს ფრიასი. ცრემლებს ვერ ვიკავებთ და ვენესუელელ ხალხთან ერთად ვგლოვობთ, ვტირით უგო ჩავესის უდროო გარდაცვალების გამო, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, შეუდრეკელი გმირი, მგზნებარე პატრიოტი და დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი, გამორჩეული პოლიტიკოსი, მოაზროვნე და ორატორი, ხალასი, ძლიერი და სიცოცხლის მოყვარული ადამიანი იყო. მან ხომ მთელი თავისი სიცოცხლე სამშობლოს უანგარო სამსახურს მიუძღვნა".

პან გი მუნი (გაეროს გენერალური მდივანი): "დამწუხრებული ვარ ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი უდიდებულესობის, ბატონი უგო რაფაელ ჩავეს ფრიასის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობით. ის ახალი რეგიონული ინტეგრაციული მოძრაობების ლიდერად გვევლინებოდა, რაც ლათინური ამერიკის რეალურ ხედვაზე, ნახევარსფეროს წარმომადგენელ ხალხთა სოლიდარობის დემონსტრირებაზე იყო დაფუძნებული".

ვლადიმირ ჟირინოვსკი (რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი): "ჩავესის სიკვდილის გამო ძალიან განვიცდით. ის რუსეთში არაერთხელ ყოფილა, ერთმანეთს შევხვედრივართ. მე მას მაღალი შეფასება მივეცი და 21-ე საუკუნის პლანეტის საუკეთესო პრეზიდენტიც კი ვუწოდე".

ტაიმურაზ მამსუროვი (ჩრდილო ოსეთის ლიდერი): "არასოდეს დაგვავიწყდება, რომ ვენესუელა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა აღიარა".

ოტო რაიჰი (აშშ-ის ელჩი ვენესუელაში 1986-1989 წლებში): "ბატონი ჩავესის ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ აშშ ლათინურ ამერიკაში კიდევ უფრო კარგ სიტუაციაში აღმოჩნდება".

ედ როისი (აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო საკითხების კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი): "უგო ჩავესი ტირანი იყო, რომელიც ვენესუელელ ხალხს შიშში აცხოვრებდა. მისი სიკვდილი სამხრეთ ამერიკაში მემარცხენე ლიდერების ანტიამერიკულ ალიანსზე დარტყმაა. დიქტატორისაგან თავის დაღწევა კარგია".

როგორც ამ შეფასებებიდან ჩანს, უგო ჩავესი მართლაც წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ფიგურა იყო. თუმცა მთავარი მაინც ის გახლავთ, რომ ავტორიტარული მმართველობის პირმშოცა და "ღირსეული" გამგრძელებელიც გახლდათ. სწორედ ამიტომ, ვერავინ იტყვის - რამდენად გულწრფელია ცრემლები, რომელსაც ამ დღეებში, უგო ჩავესის გარდაცვალების გამო ათასობით ვენესუელელი მოქალაქე ღვრის. უფრო სწორად, ამ ათასობით ადამიანის რა პროცენტი დასტირის საყვარელ ლიდერს გულწრფელად და მოსახლეობის რა ნაწილი სჩადის ამას მხოლოდ სხვისი თვალის დასანახავად. ასეთია ნებისმიერი ანტიდემოკრატიული რეჟიმის არსი - მის მოქალაქეებს წართმეული აქვთ საკუთარი აზრისა და გრძნობის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ლუკაშენკო მინსკის დამოუკიდებლობის სასახლეში ავტომატით შეიარაღებული მივიდა

თურქეთში წყალდიდობას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 12 კი დაკარგულად ითვლება

იულია ტიმოშენკოს კორონავირუსი დაუდგინდა