სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამ გააოცა სალომე ღვინიაშვილი თურქეთში ყოფნისას
რამ გააოცა სალომე ღვინიაშვილი თურქეთში ყოფნისას

სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი ავ­ტო­მო­ბილს 11 წე­ლია, მარ­თავს. თავს კარგ მძღო­ლად მი­იჩ­ნევს და სუ­ლაც არ ეთან­ხმე­ბა იმ მო­საზ­რე­ბას, რომ ამ საქ­მეს მა­მა­კა­ცე­ბი უფრო კარ­გად არ­თმე­ვენ თავს...

- ავ­ტო­მო­ბილს 16 წლი­დან ვმარ­თავ. მარ­თვის შე­სას­წავ­ლად სპე­ცი­ა­ლურ სკო­ლა­ში არას­დროს მივ­ლია. ზო­გა­დად, თე­ო­რი­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და, თუ რო­გორ უნდა გა­მე­ტა­რე­ბი­ნა მან­ქა­ნა და რო­გორც კი სა­ჭეს­თან დავ­ჯე­ქი, უპ­რობ­ლე­მოდ დავ­ძა­რი, გა­ვა­ტა­რე. სხვა­თა შო­რის, თხი­ლა­მურ­ზეც ასე და­მე­მარ­თა: პირ­ვე­ლად დავ­დე­ქი თუ არა, აღ­მოჩ­ნდა, რომ უკვე ვი­ცო­დი, თუ რო­გორ უნდა მეს­რი­ა­ლა...

პირ­ვე­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი

- 17 წლის რომ გავ­ხდი და პირ­ვე­ლი შვი­ლი - და­თუ­ნა შე­მე­ძი­ნა, პირ­ველ­მა მე­უღ­ლემ ორ­კა­რი­ა­ნი, ვერ­ცხლის­ფე­რი BMW მა­ჩუ­ქა. უკვე 11 წე­ლია, სა­ჭეს­თან ვზი­ვარ და ბევ­რი მან­ქა­ნაც გა­მო­ვიც­ვა­ლე: ინ­გლის­ში ყოფ­ნი­სას - ორი, თბი­ლის­ში - სამი. ინ­გლის­ში ზუ­რას "ბენტლი" ჰყავ­და, მე კი - "რე­ინჯ რო­ვე­რი". სა­ერ­თოდ, კარ­გი მძღო­ლი ვარ. ღვთის წყა­ლო­ბით, მშვი­დო­ბი­ა­ნად ვმგზავ­რობ ხოლ­მე; სხვი­სი მან­ქა­ნის­თვის ოდ­ნავ თუ "გა­მის­ვია". ერთხელ იყო შემ­თხვე­ვა, როცა და­ვარ­ტყი, მაგ­რამ ეს ჩემი და­უ­დევ­რო­ბით ნამ­დვი­ლად არ მომ­ხდა­რა: იმ პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სი ძა­ლი­ან ჩაბ­ნე­ლე­ბუ­ლი იყო და ავ­ტო­მო­ბი­ლი ეზო­ში რომ შე­ვა­ყე­ნე, შემ­თხვე­ვით, უკან მდგომ მან­ქა­ნას და­ვარ­ტყი... სულ ამ­ბო­ბენ, ქალი სა­ჭეს­თან არ უნდა დაჯ­დე­სო, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ბევ­რი ქალი მა­მა­კაც­ზე უკეთ მარ­თავს ავ­ტო­მო­ბილს.

საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი თბი­ლის­სა და სა­ზღვარ­გა­რეთ

- ადრე ვამ­ბობ­დი, - თუ ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვას თბი­ლის­ში ის­წავ­ლი, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლი­ან მა­გა­რი მძღო­ლი იქ­ნე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ მთლად ასეც არ ყო­ფი­ლა საქ­მე: თბი­ლის­თან შე­და­რე­ბით, სტამ­ბო­ლი სა­გი­ჟე­თია. ჩემი მე­გო­ბა­რი თურ­ქე­ბი სა­ჭეს­თან თა­ვად არ სხე­დან, მძღო­ლე­ბი ჰყავთ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მე იქაც გავ­რის­კე და მან­ქა­ნა და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ვა­ტა­რე. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­გლის­ში ავ­ტო­მო­ბი­ლებს საჭე მარ­ჯვე­ნა მხა­რეს აქვთ, მოძ­რა­ო­ბის წე­სებს ალღო ად­ვი­ლად ავუ­ღე. ამა­ში ისიც და­მეხ­მა­რა, რომ იქ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია. ინ­გლი­სე­ლე­ბის­თვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სას, სულ ხაზ­ში დავ­დი­ო­დი, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებს პირ­ნათ­ლად ვი­ცავ­დი, მაგ­რამ როცა შევ­ხე­დე, სხვე­ბი რო­გორ იქ­ცე­ოდ­ნენ, თავი გიჟი მე­გო­ნა (იცი­ნის). ინ­გლის­ში ექ­ვსი წელი ვი­ცხოვ­რე და პო­ლი­ცი­ას არას­დროს და­ვუ­ჯა­რი­მე­ბი­ვარ. სხვა­თა შო­რის, პო­ლი­ცი­ას­თან პრობ­ლე­მა არც თბი­ლის­ში მქო­ნია. შე­საძ­ლოა, მან­ქა­ნა არას­წო­რად და­ვა­ყე­ნო და შე­ნიშ­ვნა მხო­ლოდ პარ­კინ­გის­თვის მომ­ცენ.

ავ­ტო­მო­ბი­ლის მოვ­ლა

- ახლა სპორ­ტუ­ლი "რე­ინჯ რო­ვე­რი" მყავს. ვერ ვი­ტყვი, რომ მან­ქა­ნას კარ­გად ვუვ­ლი - ბავ­შვე­ბის გამო ავ­ტო­მო­ბილ­ში სა­ო­ცა­რი არე­უ­ლო­ბა მაქვს (იცი­ნის). ისი­ნი ხან "ჩიფსს" ჭა­მენ, ხან - ყა­ვი­ან ჭი­ქებს ყრი­ან... ხში­რად ვრე­ცხავ, მაგ­რამ მა­ინც, იშ­ვი­ა­თად არის მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი. მან­ქა­ნის ნა­წი­ლებ­ში, რა თქმა უნდა, ვერ ვერ­კვე­ვი, მაგ­რამ როცა რა­ღაც ფუჭ­დე­ბა, ამას კი ვხვდე­ბი ხოლ­მე.

სის­წრა­ფე

- სიჩ­ქა­რის მოყ­ვა­რუ­ლი ვარ, მაგ­რამ ქა­ლაქ­ში სწრა­ფად არ დავ­დი­ვარ. სხვა­თა შო­რის, ბოლო დროს უფრო მე­ტად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი გავ­ხდი, ვიდ­რე თი­ნე­ი­ჯე­რო­ბი­სას ვი­ყა­ვი. მა­შინ "მე­მა­რი­ა­ჟე­ბო­და" და ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე გი­ჟი­ვით დავ­ქრო­დი ხოლ­მე, მაგ­რამ ახლა, როცა სამი შვი­ლის დედა ვარ, მსგავ­სი სი­გი­ჟის გა­კე­თე­ბა აზ­რა­დაც არ მო­მი­ვა (იცი­ნის).

ოჯა­ხი და შვი­ლე­ბი

- და­თუ­ნა უკვე დიდი ბი­ჭია - 11 წლის არის და სწავ­ლა­ზეა გა­დარ­თუ­ლი. თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ჭკვი­ა­ნი ბი­ჭია. ტა­სუ­ნა მე­ო­რე კლას­შია, ნიტა კი ბაღ­ში და­დის. გო­გო­ნე­ბი ბა­ლეტ­ზეც და­დი­ან - ცეკ­ვა მოს­წონთ და ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლე­ბიც არი­ან. და­თუ­ნა თხი­ლა­მუ­რებ­ზე სრი­ა­ლით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი და ახლა "ზბო­რებ­ზე" მი­დის. მარ­ტოს პირ­ვე­ლად ვუშ­ვებთ და ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ; არ ვიცი, მის გა­რე­შე რო­გორ უნდა გავძლო... და­თუ­ნა პა­ტა­რა და­ი­კო­ებ­ზე ზრუ­ნავს და თუ სა­ჭი­როა, თა­ვი­სუფ­ლად შე­მიძ­ლია, მო­სავ­ლე­ლად ორი­ვე მას და­ვუ­ტო­ვო. მარ­თა­ლია, ესე­ნი ძა­ლი­ან ცელ­ქე­ბი არი­ან და ჭი­და­ო­ბენ ხოლ­მე, მაგ­რამ მა­ინც. როცა უნ­დათ, სულ და­თუ­ნას­თან გარ­ბი­ან, ეთა­მა­შე­ბი­ან, ეფე­რე­ბი­ან. მოკ­ლედ, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ. როცა არ­და­დე­გე­ბი აქვთ, თურ­ქეთ­ში ერ­თად მივ­დი­ვართ, სხვა დროს კი მარ­ტო მივფრი­ნავ ხოლ­მე: მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ზურა იქ მარ­ტო ცხოვ­რობს, უჭირს იქ ყოფ­ნა. ჰოდა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, მე­გობ­რე­ბი ვცდი­ლობთ, არ მო­ვა­წყი­ნოთ. თურ­ქე­თი­დან ცოტა ხნის წინ ჩა­მო­ვე­დი და მალე ისევ გა­ვემ­გზავ­რე­ბი.

თამ­თა და­დე­შე­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რამ გააოცა სალომე ღვინიაშვილი თურქეთში ყოფნისას

რამ გააოცა სალომე ღვინიაშვილი თურქეთში ყოფნისას

სალომე ღვინიაშვილი ავტომობილს 11 წელია, მართავს. თავს კარგ მძღოლად მიიჩნევს და სულაც არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ამ საქმეს მამაკაცები უფრო კარგად ართმევენ თავს...

- ავტომობილს 16 წლიდან ვმართავ. მართვის შესასწავლად სპეციალურ სკოლაში არასდროს მივლია. ზოგადად, თეორიული წარმოდგენა მქონდა, თუ როგორ უნდა გამეტარებინა მანქანა და როგორც კი საჭესთან დავჯექი, უპრობლემოდ დავძარი, გავატარე. სხვათა შორის, თხილამურზეც ასე დამემართა: პირველად დავდექი თუ არა, აღმოჩნდა, რომ უკვე ვიცოდი, თუ როგორ უნდა მესრიალა...

პირველი ავტომობილი

- 17 წლის რომ გავხდი და პირველი შვილი - დათუნა შემეძინა, პირველმა მეუღლემ ორკარიანი, ვერცხლისფერი BMW მაჩუქა. უკვე 11 წელია, საჭესთან ვზივარ და ბევრი მანქანაც გამოვიცვალე: ინგლისში ყოფნისას - ორი, თბილისში - სამი. ინგლისში ზურას "ბენტლი" ჰყავდა, მე კი - "რეინჯ როვერი". საერთოდ, კარგი მძღოლი ვარ. ღვთის წყალობით, მშვიდობიანად ვმგზავრობ ხოლმე; სხვისი მანქანისთვის ოდნავ თუ "გამისვია". ერთხელ იყო შემთხვევა, როცა დავარტყი, მაგრამ ეს ჩემი დაუდევრობით ნამდვილად არ მომხდარა: იმ პერიოდში თბილისი ძალიან ჩაბნელებული იყო და ავტომობილი ეზოში რომ შევაყენე, შემთხვევით, უკან მდგომ მანქანას დავარტყი... სულ ამბობენ, ქალი საჭესთან არ უნდა დაჯდესო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ბევრი ქალი მამაკაცზე უკეთ მართავს ავტომობილს.

საგზაო მოძრაობის წესები თბილისსა და საზღვარგარეთ

- ადრე ვამბობდი, - თუ ავტომობილის მართვას თბილისში ისწავლი, ნებისმიერ ქვეყანაში ძალიან მაგარი მძღოლი იქნები-მეთქი, მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა საქმე: თბილისთან შედარებით, სტამბოლი საგიჟეთია. ჩემი მეგობარი თურქები საჭესთან თავად არ სხედან, მძღოლები ჰყავთ დაქირავებული. თუმცა, მე იქაც გავრისკე და მანქანა დამოუკიდებლად გავატარე. საბედნიეროდ, პრობლემა არ შემქმნია... მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში ავტომობილებს საჭე მარჯვენა მხარეს აქვთ, მოძრაობის წესებს ალღო ადვილად ავუღე. ამაში ისიც დამეხმარა, რომ იქ ყველაფერი ძალიან მოწესრიგებულია. ინგლისელებისთვის წარმოუდგენელია წესების დარღვევა. თბილისში დაბრუნებისას, სულ ხაზში დავდიოდი, საგზაო მოძრაობის წესებს პირნათლად ვიცავდი, მაგრამ როცა შევხედე, სხვები როგორ იქცეოდნენ, თავი გიჟი მეგონა (იცინის). ინგლისში ექვსი წელი ვიცხოვრე და პოლიციას არასდროს დავუჯარიმებივარ. სხვათა შორის, პოლიციასთან პრობლემა არც თბილისში მქონია. შესაძლოა, მანქანა არასწორად დავაყენო და შენიშვნა მხოლოდ პარკინგისთვის მომცენ.

ავტომობილის მოვლა

- ახლა სპორტული "რეინჯ როვერი" მყავს. ვერ ვიტყვი, რომ მანქანას კარგად ვუვლი - ბავშვების გამო ავტომობილში საოცარი არეულობა მაქვს (იცინის). ისინი ხან "ჩიფსს" ჭამენ, ხან - ყავიან ჭიქებს ყრიან... ხშირად ვრეცხავ, მაგრამ მაინც, იშვიათად არის მოწესრიგებული. მანქანის ნაწილებში, რა თქმა უნდა, ვერ ვერკვევი, მაგრამ როცა რაღაც ფუჭდება, ამას კი ვხვდები ხოლმე.

სისწრაფე

- სიჩქარის მოყვარული ვარ, მაგრამ ქალაქში სწრაფად არ დავდივარ. სხვათა შორის, ბოლო დროს უფრო მეტად თავშეკავებული გავხდი, ვიდრე თინეიჯერობისას ვიყავი. მაშინ "მემარიაჟებოდა" და ჭავჭავაძეზე გიჟივით დავქროდი ხოლმე, მაგრამ ახლა, როცა სამი შვილის დედა ვარ, მსგავსი სიგიჟის გაკეთება აზრადაც არ მომივა (იცინის).

ოჯახი და შვილები

- დათუნა უკვე დიდი ბიჭია - 11 წლის არის და სწავლაზეა გადართული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჭკვიანი ბიჭია. ტასუნა მეორე კლასშია, ნიტა კი ბაღში დადის. გოგონები ბალეტზეც დადიან - ცეკვა მოსწონთ და ძალიან მონდომებულებიც არიან. დათუნა თხილამურებზე სრიალით არის გატაცებული და ახლა "ზბორებზე" მიდის. მარტოს პირველად ვუშვებთ და ძალიან ვნერვიულობ; არ ვიცი, მის გარეშე როგორ უნდა გავძლო... დათუნა პატარა დაიკოებზე ზრუნავს და თუ საჭიროა, თავისუფლად შემიძლია, მოსავლელად ორივე მას დავუტოვო. მართალია, ესენი ძალიან ცელქები არიან და ჭიდაობენ ხოლმე, მაგრამ მაინც. როცა უნდათ, სულ დათუნასთან გარბიან, ეთამაშებიან, ეფერებიან. მოკლედ, ერთმანეთი ძალიან უყვართ. როცა არდადეგები აქვთ, თურქეთში ერთად მივდივართ, სხვა დროს კი მარტო მივფრინავ ხოლმე: მოგეხსენებათ, ზურა იქ მარტო ცხოვრობს, უჭირს იქ ყოფნა. ჰოდა, ოჯახის წევრები, მეგობრები ვცდილობთ, არ მოვაწყინოთ. თურქეთიდან ცოტა ხნის წინ ჩამოვედი და მალე ისევ გავემგზავრები.

თამთა დადეშელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება