პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოუმენი აჭარული ხაჭაპურის მომზადების საიდუმლოს გვიმხელს
შოუმენი აჭარული ხაჭაპურის მომზადების საიდუმლოს გვიმხელს

24 წლის მიშა ცინ­ცა­ძე "კო­მე­დი არხზე" გა­და­ცე­მა "სო­ლო­ხუ­თე­ულს" ამ­ზა­დებს: ოთო ლომ­თა­ძეს­თან, და­ვით გო­გო­ხი­ას­თან და ალე­კო ახა­ლა­ძეს­თან ერ­თად ცდი­ლობს, ცნო­ბი­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის კლი­პე­ბის პა­რო­დი­ე­ბი ორი­გი­ნალს მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­ამ­სგავ­სოს...

- როცა სე­რი­ა­ლის - "ალუბ­ლე­ბის ქუჩა 12" გა­და­ღე­ბა და­ი­წყო, ბა­თუმ­ში ვმუ­შა­ობ­დი. "კო­მე­დი ჯგუ­ფი­დან" და­მი­რე­კეს და სე­რი­ა­ლის სცე­ნა­რის­ტო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. მას შემ­დეგ, ამ ჯგუფ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ: "კო­მე­დი შოუს" მსა­ხი­ო­ბი და სცე­ნა­რის­ტი ვარ. პა­რა­ლე­ლუ­რად, "ვა­ნოს შო­უ­ზეც" ვმუ­შა­ობ. "კო­მე­დი არხი" რომ გა­იხ­სნა, იქ ჩემი გა­და­ცე­მით გა­და­ვე­დი. ცოტა ხნის წინ, ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებ­თან დუ­ე­ტე­ბის ჩა­წე­რა და­ვი­წყეთ. ეს კლიპს უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის. მა­გა­ლი­თად, "უმა­თურ­მა­ნის" სიმ­ღე­რის პა­რო­დია - "მი­შა­თურ­მა­ნის" "შოკა" იმი­ტომ ჩავ­წე­რეთ, რომ ცოტა ხნის წინ, ეს მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ეწ­ვია, აქ­ტუ­ა­ლუ­რია... ჯგუ­ფის წევ­რე­ბი უმა თურ­მანს უმ­ღე­რი­ან, ჩვენ კი გა­დავ­წყვი­ტეთ, ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის გვემ­ღე­რა და შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი შე­ვარ­ჩი­ეთ, რად­გან ძა­ლი­ან მიმ­ზიდ­ვე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი გახ­ლავთ, ბევ­რს უყ­ვარს, თა­ნაც - სე­რი­ალ­ში "ქეთი და კოტე" თა­მა­შობს.

- შო­რე­ნა კლი­პის გა­და­ღე­ბის იდე­ას რო­გორ შეხ­ვდა?

- მშვე­ნივ­რად. სიმ­ღე­რის ტექ­სტის გამო ბევ­რი იცი­ნა და კლიპ­ში გა­და­ღე­ბა­საც მშვე­ნივ­რად გა­არ­თვა თავი.

- კლიპ­ში შო­რე­ნა­ზე შეყ­ვა­რე­ბულ თქვენს პერ­სო­ნაჟ­თან რა­ი­მე სა­ერ­თო გაქვთ?

- არა. ის ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტი­პია, რო­მე­ლიც მსა­ხი­ობ ქალს "აფა­ნა­ტებს". პი­რა­დად მე, ქარ­თველ მსა­ხი­ო­ბებ­ზე ამ დო­ნემ­დე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ ვარ.

- სიმ­ღე­რე­ბის ტექ­სტებს ვინ წერს?

- ძი­რი­თა­დად, მე და ოთო ლომ­თა­ძე.

- მუ­სი­კო­სი ხართ?

- მუ­სი­კა­ლურ ოჯახ­ში გა­ვი­ზარ­დე: დედა ლი­ცე­უმ­ში მუ­სი­კას ას­წავ­ლის, მა­მას ბა­თუმ­ში ბენ­დი ჰყავს. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, მაგ­რამ ბევრ ინ­სტრუ­მენტზე ვუკ­რავ - მა­მამ ამათ­ვი­სე­ბი­ნა. ეს საქ­მე ჩემი ჰო­ბი­ვით არის: ახალ მუ­სი­კა­ლურ ინ­სტრუ­მენტს რომ ვნა­ხავ, ვცდი­ლობ, ინ­ტერ­ნე­ტი­დან გა­მო­ვი­წე­რო.

- მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბის კო­ლექ­ცია გაქვთ?

- კი. ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი იმ ოთახ­ში კი­დია, სა­დაც გა­და­ცე­მის "პლუ­სე­ბი" იწე­რე­ბა.

- მათ შო­რის, ეგ­ზო­ტი­კუ­რი რო­მე­ლია?

- მა­გა­ლი­თად - პი­ა­ნი­კა. ეს ჩა­სა­ბე­რი, კლა­ვი­შე­ბი­ა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტი გახ­ლავთ, რო­მელ­ზეც სპი­ლოც (რომა რცხი­ლა­ძე) უკ­რავს ხოლ­მე და იგორ კრუ­ტო­იც... კი­დევ, ჰა­ვა­ის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი საკ­რა­ვი - უკუ­ლე­ლე მაქვს. ეს პა­ტა­რა, 4-სი­მი­ა­ნი გი­ტა­რა გახ­ლავთ...

- ახალ ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზე დაკ­ვრას და­მო­უ­კი­დებ­ლად სწავ­ლობთ?

- ეს იოლი საქ­მეა: ერ­თმა­ნე­თის მსგავს ინ­სტრუ­მენ­ტებს შო­რის, დაკ­ვრის ტექ­ნი­კა­ში, მცი­რე სხვა­ო­ბაა...

- მიშა, სად­მე თუ უკ­რავ­დით ან მღე­რო­დით?

- თავ­და­პირ­ვე­ლად, მა­მას­თან ერ­თად ვმღე­რო­დი. მას სა­ბავ­შვო ჯგუ­ფი - "ჩი­ო­რა" ჰყავ­და. მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა არ გა­მიგ­რძე­ლე­ბია, რად­გან ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა ავირ­ჩიე. მერე აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მი­ვე­დი. მუ­სი­კა ყველ­გან მეხ­მა­რე­ბო­და: სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მის მუ­სი­კა­ლურ ტიხ­რებს, სა­ა­ხალ­წლო ნომ­რებს ვამ­ზა­დებ­დი... მოკ­ლედ, რაც მუ­სი­კა­სა და სიმ­ღე­რას ეხე­ბო­და, ყვე­ლა­ფერ­ში ჩარ­თუ­ლი ვი­ყა­ვი. აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­და­ცე­მა­ში სამ­ზა­რე­უ­ლოს რუბ­რი­კის წამ­ყვა­ნი ვი­ყა­ვი, შემ­დეგ სა­ავ­ტო­რო სა­ბავ­შვო სპორ­ტუ­ლი გა­და­ცე­მა - "ეს­ტა­ფე­ტა" მიმ­ყავ­და, მერე - "ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი ზღაპ­რე­ბი", სა­დაც მუ­სი­კის გა­მო­ყე­ნე­ბა აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე. თითო ზღა­პა­რი მი­უ­ზიკ­ლი­ვით გა­მო­დი­ო­და.

- კერ­ძებ­საც კარ­გად ამ­ზა­დებთ?

- ვერ ვი­ტყვი, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი კუ­ლი­ნა­რი ვარ, მაგ­რამ მარ­ტივ რა­ღა­ცებს ვამ­ზა­დებ. გა­და­ცე­მას შეფ-მზა­რე­ულ­თან ერ­თად ვწერ­დი: კერძს ის ამ­ზა­დებ­და, მე კი მა­გა­ლი­თად, ხახ­ვის დაჭ­რა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი... რა თქმა უნდა, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე, ბევ­რი კუ­ლი­ნა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ჩა­ვიგ­დე ხელთ. ეს გა­მოც­დი­ლე­ბა დღე­საც მეხ­მა­რე­ბა, როცა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მარ­ტო ვრჩე­ბი.

- რა­ი­მე კუ­ლი­ნა­რუ­ლი სა­ი­დუმ­ლო ჩვენც გაგ­ვიმ­ხი­ლე...

- სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, სპე­ცი­ფი­კუ­რი გე­მოს და არო­მა­ტის მქო­ნე აჭა­რუ­ლი ხა­ჭა­პუ­რის გა­მო­ცხო­ბა რთუ­ლია. ამი­ტომ, გა­მო­ცხო­ბი­სას გვერ­დით შე­შის პა­ტა­რა ნა­ჭე­რი უნდა და­უ­დოთ, რათა სპე­ცი­ფი­კუ­რი გემო მი­ე­ცეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი არ მიყ­ვარს. თუკი შინ ოჯა­ხის ერთი წევ­რი მა­ინც მე­გუ­ლე­ბა, კერ­ძის მომ­ზა­დე­ბას მას გა­და­ვა­ბა­რებ ხოლ­მე.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

შოუმენი აჭარული ხაჭაპურის მომზადების საიდუმლოს გვიმხელს

შოუმენი აჭარული ხაჭაპურის მომზადების საიდუმლოს გვიმხელს

24 წლის მიშა ცინცაძე "კომედი არხზე" გადაცემა "სოლოხუთეულს" ამზადებს: ოთო ლომთაძესთან, დავით გოგოხიასთან და ალეკო ახალაძესთან ერთად ცდილობს, ცნობილი მუსიკალური შემსრულებლების კლიპების პაროდიები ორიგინალს მაქსიმალურად მიამსგავსოს...

- როცა სერიალის - "ალუბლების ქუჩა 12" გადაღება დაიწყო, ბათუმში ვმუშაობდი. "კომედი ჯგუფიდან" დამირეკეს და სერიალის სცენარისტობა შემომთავაზეს. მას შემდეგ, ამ ჯგუფთან ვთანამშრომლობ: "კომედი შოუს" მსახიობი და სცენარისტი ვარ. პარალელურად, "ვანოს შოუზეც" ვმუშაობ. "კომედი არხი" რომ გაიხსნა, იქ ჩემი გადაცემით გადავედი. ცოტა ხნის წინ, ცნობილ ადამიანებთან დუეტების ჩაწერა დავიწყეთ. ეს კლიპს უფრო საინტერესოს ხდის. მაგალითად, "უმათურმანის" სიმღერის პაროდია - "მიშათურმანის" "შოკა" იმიტომ ჩავწერეთ, რომ ცოტა ხნის წინ, ეს მუსიკალური ჯგუფი საქართველოს ეწვია, აქტუალურია... ჯგუფის წევრები უმა თურმანს უმღერიან, ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ქართველი მსახიობისთვის გვემღერა და შორენა ბეგაშვილი შევარჩიეთ, რადგან ძალიან მიმზიდველი ქალბატონი გახლავთ, ბევრს უყვარს, თანაც - სერიალში "ქეთი და კოტე" თამაშობს.

- შორენა კლიპის გადაღების იდეას როგორ შეხვდა?

- მშვენივრად. სიმღერის ტექსტის გამო ბევრი იცინა და კლიპში გადაღებასაც მშვენივრად გაართვა თავი.

- კლიპში შორენაზე შეყვარებულ თქვენს პერსონაჟთან რაიმე საერთო გაქვთ?

- არა. ის ერთი ჩვეულებრივი ტიპია, რომელიც მსახიობ ქალს "აფანატებს". პირადად მე, ქართველ მსახიობებზე ამ დონემდე შეყვარებული არ ვარ.

- სიმღერების ტექსტებს ვინ წერს?

- ძირითადად, მე და ოთო ლომთაძე.

- მუსიკოსი ხართ?

- მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე: დედა ლიცეუმში მუსიკას ასწავლის, მამას ბათუმში ბენდი ჰყავს. პროფესიით ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ბევრ ინსტრუმენტზე ვუკრავ - მამამ ამათვისებინა. ეს საქმე ჩემი ჰობივით არის: ახალ მუსიკალურ ინსტრუმენტს რომ ვნახავ, ვცდილობ, ინტერნეტიდან გამოვიწერო.

- მუსიკალური ინსტრუმენტების კოლექცია გაქვთ?

- კი. ჩემი მუსიკალური ინსტრუმენტები იმ ოთახში კიდია, სადაც გადაცემის "პლუსები" იწერება.

- მათ შორის, ეგზოტიკური რომელია?

- მაგალითად - პიანიკა. ეს ჩასაბერი, კლავიშებიანი ინსტრუმენტი გახლავთ, რომელზეც სპილოც (რომა რცხილაძე) უკრავს ხოლმე და იგორ კრუტოიც... კიდევ, ჰავაის ნაციონალური საკრავი - უკულელე მაქვს. ეს პატარა, 4-სიმიანი გიტარა გახლავთ...

- ახალ ინსტრუმენტებზე დაკვრას დამოუკიდებლად სწავლობთ?

- ეს იოლი საქმეა: ერთმანეთის მსგავს ინსტრუმენტებს შორის, დაკვრის ტექნიკაში, მცირე სხვაობაა...

- მიშა, სადმე თუ უკრავდით ან მღეროდით?

- თავდაპირველად, მამასთან ერთად ვმღეროდი. მას საბავშვო ჯგუფი - "ჩიორა" ჰყავდა. მუსიკალური კარიერა არ გამიგრძელებია, რადგან ჟურნალისტობა ავირჩიე. მერე აჭარის ტელევიზიაში მივედი. მუსიკა ყველგან მეხმარებოდა: სხვადასხვა გადაცემის მუსიკალურ ტიხრებს, საახალწლო ნომრებს ვამზადებდი... მოკლედ, რაც მუსიკასა და სიმღერას ეხებოდა, ყველაფერში ჩართული ვიყავი. აჭარის ტელევიზიაში გადაცემაში სამზარეულოს რუბრიკის წამყვანი ვიყავი, შემდეგ საავტორო საბავშვო სპორტული გადაცემა - "ესტაფეტა" მიმყავდა, მერე - "ქართული ხალხური ზღაპრები", სადაც მუსიკის გამოყენება აქტიურად დავიწყე. თითო ზღაპარი მიუზიკლივით გამოდიოდა.

- კერძებსაც კარგად ამზადებთ?

- ვერ ვიტყვი, რომ ფანტასტიკური კულინარი ვარ, მაგრამ მარტივ რაღაცებს ვამზადებ. გადაცემას შეფ-მზარეულთან ერთად ვწერდი: კერძს ის ამზადებდა, მე კი მაგალითად, ხახვის დაჭრაში ვეხმარებოდი... რა თქმა უნდა, ბევრი რამ ვისწავლე, ბევრი კულინარული საიდუმლო ჩავიგდე ხელთ. ეს გამოცდილება დღესაც მეხმარება, როცა სამზარეულოში მარტო ვრჩები.

- რაიმე კულინარული საიდუმლო ჩვენც გაგვიმხილე...

- სახლის პირობებში, სპეციფიკური გემოს და არომატის მქონე აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა რთულია. ამიტომ, გამოცხობისას გვერდით შეშის პატარა ნაჭერი უნდა დაუდოთ, რათა სპეციფიკური გემო მიეცეს. სიმართლე გითხრათ, სამზარეულოში ფუსფუსი არ მიყვარს. თუკი შინ ოჯახის ერთი წევრი მაინც მეგულება, კერძის მომზადებას მას გადავაბარებ ხოლმე.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები