მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამიანი, რომელმაც თეა გიორგობიანის ცხოვრება შეცვალა
ადამიანი, რომელმაც თეა გიორგობიანის ცხოვრება შეცვალა

მსა­ხი­ო­ბი თეა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი პა­ტა­რა­ო­ბი­სას ბა­ლე­რი­ნო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და, მაგ­რამ ფეხ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ტრავ­მა მი­ი­ღო და ბავ­შვო­ბის ამ ოც­ნე­ბას და­ემ­შვი­დო­ბა. შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბო­ბა გა­და­წყვი­ტა და 17 წლი­სამ პირ­ვე­ლი როლი შე­ას­რუ­ლა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სპექ­ტაკლში - "მო­ძღვა­რი", ხოლო 18 წლის ასაკ­ში, გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე გა­იც­ნო პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი - კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ილია ჩა­ჩა­ნი­ძე, რო­მელ­საც ცო­ლა­დაც გაჰ­ყვა. თუმ­ცა, მათი ბედ­ნი­ე­რე­ბა ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა - ილი­ამ თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე...

- სულ რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც მე­ო­რედ შექ­მე­ნით ოჯა­ხი? რო­გორ გა­ი­ცა­ნით შაკო?

- შაკო სა­ჯა­ია 4 წლის წინ, მე­გობ­რის წვე­უ­ლე­ბა­ზე გა­ვი­ცა­ნი. მა­ნამ­დე მას მხო­ლოდ შო­რი­დან ვიც­ნობ­დი. გაც­ნო­ბის­თა­ნა­ვე ჩვენ შო­რის სიმ­პა­თია გაჩ­ნდა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან ჩემ­ზე 9 წლით უმ­ცრო­სი აღ­მოჩ­ნდა, მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თავს ვი­კა­ვებ­დი. ვფიქ­რობ­დი, რომ შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და არც სა­კუ­თა­რი თა­ვის და არც ოჯა­ხის წი­ნა­შე. თუმ­ცა, ძა­ლი­ან მალე მივ­ხვდი, რომ სიყ­ვა­რულ­მა ასა­კი არ იცის. რო­დე­საც ჩვენ შო­რის პირ­ვე­ლი ფი­ზი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა მოხ­და, ერთი წა­მი­თაც არ მი­ფიქ­რია, რომ შეც­დო­მა და­ვუშ­ვი; პი­რი­ქით - სწო­რედ მა­შინ მივ­ხვდი, რომ შაკო ის მა­მა­კა­ცია, ვი­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვე­ძებ­დი.

- შაკო თქვენ­ზე ასა­კით პა­ტა­რა რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, სიყ­ვა­რულ­ში პირ­ვე­ლი გა­მო­უ­ტყდე­ბო­დით?

- სა­ერ­თოდ, მომ­ხრე ვარ, როცა მა­მა­კა­ცი დგამს პირ­ველ ნა­ბიჯს და არა - ქალი. ჰოდა, ამი­ტო­მაც, ამის გა­კე­თე­ბის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ­დი, მაგ­რამ ურ­თი­ერ­თო­ბი­სას უფრო მე­ტად თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. შაკო იმ­დე­ნად მა­მა­კა­ცუ­რია, იმ­დე­ნად თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ ასა­კი არც ეტყო­ბა. გაც­ნო­ბი­დან ერთ თვე­ში მას­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ­დი. თუმ­ცა, ვცდი­ლობ­დი, შა­კოს არა­ფე­რი შე­ემ­ჩნია...

- შაკო პრო­ფე­სი­ით ვინ არის?

- სტი­ლის­ტია. ერთ-ერთი გა­და­ღე­ბის წინ ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­სა­კე­თებ­ლად მას­თან მი­ვე­დი და ასე და­ი­წყო ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. მისი გაც­ნო­ბის შემ­დეგ ღმერ­თს ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ყვე­ლა­ფე­რი სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ მომ­ხდა­რი­ყო. წი­ნას­წარ არა­ფერს ვგეგ­მავ­დი და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე­გობ­რებ­საც კი არ გა­ვუმ­ხი­ლე ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა.

- რა­ტომ?

- ბედ­ნი­ე­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა თით­ქოს, არა­ვის­თვის მინ­დო­და. მსურ­და, ამ სი­ხა­რუ­ლით მარ­ტო დავმტკბა­რი­ყა­ვი. 4 წელი ვი­ყა­ვით ერ­თად და ამის შე­სა­ხებ არა­ვინ არა­ფე­რი იცო­და. ყვე­ლა­ფე­რი ორი­გი­ნა­ლუ­რად ხდე­ბო­და და ჩვე­ნი პირ­ვე­ლი პა­ე­მა­ნიც ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო: 26 ნო­ემ­ბერს და­ბა­დე­ბის დღე მო­მი­ლო­ცა და მკი­თხა, - "უხა" თუ გი­ჭა­მი­აო? ვუ­თხა­რი, რომ ეს კერ­ძი გა­სინ­ჯუ­ლი არ მქონ­და. ჰოდა, პირ­ველ პა­ე­მან­ზე რეს­ტო­რან­ში, სწო­რედ "უხა­ზე" დამ­პა­ტი­ჟა.

- ამ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ თქვენ­მა შვილ­მაც არა­ფე­რი იცო­და?

- არა. შვი­ლის­თვის არაფ­რის თქმა არ გამ­ჭირ­ვე­ბია ისე, რო­გორც ჩემი და შა­კოს ამ­ბის გამ­ხე­ლა. ჩემი შვი­ლის­თვის (მა­საც შაკო ჰქვია) სი­მარ­თლის სათ­ქმე­ლად მთე­ლი 4 წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი. არც ის მინ­დო­და, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მე­სა­მე პი­რის­გან გა­ე­გო - ეს მის­თვის ტრა­გე­დია იქ­ნე­ბო­და... როცა სი­მარ­თლე­ში გა­მო­ვუ­ტყდი, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ყვე­ლა­ფე­რი მშვი­დად მი­ი­ღო, გა­მი­გო.

- თუ ერ­თმა­ნე­თი ასე გიყ­ვარ­დათ, 4 წელი რო­გორ ახერ­ხებ­დით ამ გრძნო­ბის და­ფარ­ვას?

- ისევ შვი­ლის გამო: არ მინ­დო­და ეფიქ­რა, რომ თუ გავ­თხოვ­დე­ბო­დი, მეც დამ­კარ­გავ­და. ბო­ლოს და ბო­ლოს, მას ხომ მა­მის და­კარ­გვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი უკვე გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და. ახლა შაკო 20 წლის არის და რო­გორც ზრდას­რულ­მა მა­მა­კაც­მა, გა­მი­გო. არც იმის გამო გაბ­რა­ზე­ბუ­ლა, რომ სი­მარ­თლეს წლე­ბის მან­ძილ­ზე არ ვუმ­ხელ­დი.

- ვიცი, რომ პირ­ველ მე­უღ­ლე­ზე ლა­პა­რა­კი დღე­საც გი­ჭირთ, მაგ­რამ მა­ინც უნდა გკი­თხოთ: რო­გორ ფიქ­რობთ, რამ უბიძ­გა თვით­მკვლე­ლო­ბის­კენ?

- მისი საქ­ცი­ე­ლის ახ­სნას დღემ­დე ვცდი­ლობ, მაგ­რამ - უშე­დე­გოდ. ალ­ბათ, პრო­ფე­სი­ა­ში შე­ექ­მნა პრობ­ლე­მე­ბი და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით ამი­ტო­მაც და­ას­რუ­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, წლე­ბის წინ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა იყო და ხე­ლო­ვან ადა­მი­ანს თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და. ილია სუ­ლით შე­მოქ­მე­დი გახ­ლდათ და ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და, ფილ­მს რომ ვერ იღებ­და... მისი თვით­მკვლე­ლო­ბა ჩემ­თვის ძნე­ლად გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა. დღე­საც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას მერე ბევ­რი წელი გა­ვი­და, ამ ამ­ბის გახ­სე­ნე­ბა დიდ ტკი­ვილს მა­ნი­ჭებს.

- მა­ნამ­დე არა­სო­დეს ჰქო­ნია თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა?

- 6 წელი ვი­ყა­ვით ერ­თად და მის­თვის მსგავ­სი რამ არა­სო­დეს შე­მი­ნიშ­ნავს. ალ­ბათ, აფექ­ტში იყო და წო­ნას­წო­რო­ბა და­კარ­გა. ვნა­ნობ, რომ გან­ზრახ­ვას ვერ მი­ვუხ­ვდი. იმ დღეს შინ მო­ვი­და, თა­ვი­სი ნივ­თე­ბი და­ტო­ვა და მი­თხრა: გა­ვალ და მალე მო­ვა­ლო. მან­ქა­ნა­ში ჩაჯ­და... მერე კი თავი მო­იკ­ლა. 23 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ილია დავ­კარ­გე; მა­შინ შაკო 5 წლის იყო. რა­ღაც პე­რი­ო­დი, ის ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­და უმა­მო­ბას და ამი­ტო­მაც ვცდი­ლობ­დი, მის­თვის დე­დობ­რი­ვი სით­ბო, მზრუნ­ვე­ლო­ბა მა­ინც არ მო­მეკ­ლო. მის­თვის დე­დაც ვი­ყა­ვი, მე­გო­ბა­რიც და ახ­ლაც ასეა! ილი­ას ტრა­გე­დი­ამ ძა­ლი­ან დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. სულ მის გვერ­დით ვი­ყა­ვი, არ მინ­დო­და მარ­ტო­ო­ბის გან­ცდა ჰქო­ნო­და; ორი ადა­მი­ა­ნის - დე­დის და მა­მის საქ­მე ერ­თდრო­უ­ლად მქონ­და შე­თავ­სე­ბუ­ლი. ძნე­ლი კი იყო, მაგ­რამ გა­მომ­დი­ო­და. ვფიქ­რობ, გა­მი­მარ­თლა - ძა­ლი­ან კარ­გი შვი­ლი მყავს. ახლა შაკო სტუ­დენ­ტია.

- 18 წლის იყა­ვით, რო­დე­საც ილი­ას ცო­ლად გაჰ­ყე­ვით, არა?

- ასე იყო. ერ­თმა­ნე­თი კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გა­ვი­ცა­ნით. ილია ფილ­მს - "ია­სა­მა­ნი" იღებ­და და მთა­ვარ როლ­ზე მი­მიწ­ვია, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა და­ი­წყო და ფილ­მი ვე­ღარ და­ას­რუ­ლა. გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ერ­თმა­ნე­თი შეგ­ვიყ­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის ჩემ­ზე 15 წლით უფ­რო­სი იყო. ჩვენ ერ­თმა­ნეთს ძა­ლი­ან კარ­გად ვუ­გებ­დით.

- ქმრის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ალ­ბათ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბიც გა­მო­გიჩ­ნდნენ...

- იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მოვ­წონ­დი, პა­ტივს მცემ­დნენ, ჩემ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რობ­დნენ, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის უკან ვი­ხევ­დი; ისეთ ადა­მი­ანს ვე­ძებ­დი, რო­მელ­საც კლდე­სა­ვით შე­ვე­ფა­რე­ბო­დი, ვინც თავს ქა­ლად მაგ­რძნო­ბი­ნებ­და.

- და ასე­თი მა­მა­კა­ცი იპო­ვეთ, არა?

- ეს მა­მა­კა­ცი ჩემი მე­უღ­ლეა. ჩვენს ქორ­წი­ნე­ბას კუ­რი­ო­ზი ახ­ლდა - შა­კოს შა­ბათ-კვი­რას ძა­ლი­ან ბევ­რი კლი­ენ­ტი ჰყავს, მაგ­რამ ჯვრის­წე­რა მა­ინც შა­ბათს დავ­ნიშ­ნეთ. ივ­ლი­სის თვე იყო და თეთ­რი სა­ქორ­წი­ლო კა­ბის ნაც­ვლად, უბ­რა­ლოდ, თეთ­რი სა­რა­ფა­ნი ჩა­ვიც­ვი. შუ­ა­დღის 2 სა­ათ­ზე ვა­კის სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში მა­მა­ოს ჯვა­რი უნდა და­ე­წე­რა ჩვენ­თვის. შა­კოს მღვდე­ლი ორი კვი­რით ადრე ჰყავ­და გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი. ეკ­ლე­სი­ა­ში რომ მი­ვე­დით, მო­ძღვარს ეძი­ნა. შაკო მა­მა­ოს გა­საღ­ვი­ძებ­ლად შე­ვი­და, მო­ძღვარ­მა კი უთხრა: არა­ვინ მყავს ჩა­წე­რი­ლი, მე­ძი­ნე­ბაო. შაკო არ მო­ეშ­ვა და ბო­ლოს, რო­გორც იქნა, მო­ძღვა­რი გა­მო­ფხიზ­ლდა, ჯვა­რი დაგ­ვწე­რა... ხელი რომ უნდა მოგ­ვე­წე­რა, ხან ჩემს მეჯ­ვა­რეს არ ეცა­ლა, ხან - შა­კო­სას. 22 ნო­ემ­ბერს მმა­ჩის ბი­უ­რო­ში წა­ვე­დით, რათა შეგ­ვე­თან­ხმე­ბი­ნა, რომ სი­ა­ში 26 ნო­ემ­ბრის­თვის ჩა­ვე­წე­რეთ. მმა­ჩის ბი­უ­რო­ში გვი­თხრეს, რომ 26 ნო­ემ­ბე­რი ორ­შა­ბა­თი იყო ანუ ამ დღეს არ მუ­შა­ობ­დნენ (ორ­შა­ბა­თო­ბით მხო­ლოდ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში შე­იძ­ლე­ბა ხე­ლის მო­წე­რა). შა­კომ გა­და­წყვი­ტა, ხელი მა­შინ­ვე მოგ­ვე­წე­რა. ვი­ნა­ი­დან მეჯ­ვა­რე­ე­ბი არ გვახ­ლდნენ, ფო­ი­ე­ში მყოფ ორ უცხო მან­დი­ლო­სანს სთხო­ვა: ჩვე­ნი მოწ­მე­ე­ბი იყა­ვი­თო. ცხა­დია, ის ქა­ლე­ბი დაგ­ვთან­ხმდნენ. ხელი მო­ვა­წე­რეთ და ამ დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, ჩვენს საყ­ვა­რელ კა­ფე­ში წა­ვე­დით. თაფ­ლო­ბის თვე ჯერ არ გვქო­ნია, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზებს ხში­რად ვუ­წყობთ, რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის­თვის არა­ვი­თა­რი სა­ბა­ბი არ გვჭირ­დე­ბა.

- შა­კოს ოჯა­ხი თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ იყო?

- არა. ისი­ნი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას გა­გე­ბით შეხ­ვდნენ. შა­კოს დე­დამ მი­თხრა, - ჩემ­მა შვილ­მა ისე კარ­გად გა­მაც­ნო და და­მა­ნახ­ვა შენი თავი, რომ მხო­ლოდ ის მინ­და, ბედ­ნი­ე­რე­ბი იყო­თო. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ოჯახს, მა­მა­ჩე­მიც და ჩემი ძმაც გა­გე­ბით მო­ე­კიდ­ნენ ჩვენს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, დედა ილი­ას თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ერთი წლით ადრე გარ­და­მეც­ვა­ლა... მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რთუ­ლი და მძი­მე ცხოვ­რე­ბა გა­მო­ვი­ა­რე, სულ მჯე­რო­და, რომ ადრე თუ გვი­ან, რა­ღაც კარ­გი მოხ­დე­ბო­და და მოხ­და კი­დეც!

- ამ ეტაპ­ზე რას საქ­მი­ა­ნობთ?

- ამ ეტაპ­ზე მთლი­ა­ნად გა­დარ­თუ­ლი ვარ ოჯახ­სა და ბიზ­ნეს­ზე. მე და ჩემს მე­უღ­ლეს სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნი გვაქვს და ერ­თად ვუ­ძღვე­ბით ამ საქ­მეს. გული მწყდე­ბა, რომ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­ვაღ­წიე, არა­და, შე­მეძ­ლო, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. როცა ისე­თი ასა­კი მქონ­და, რომ წე­სით, კა­რი­ე­რა­ში წინსვლა უნდა მქო­ნო­და, ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლო­ვა­ნე­ბის­თვის არა­ვის ეცა­ლა, ახლა რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ უკვე სხვა საქ­მი­ა­ნო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. თუმ­ცა, მო­მავ­ლის იმე­დი ყო­ველ­თვის მაქვს...

ლია ოსა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ადამიანი, რომელმაც თეა გიორგობიანის ცხოვრება შეცვალა

ადამიანი, რომელმაც თეა გიორგობიანის ცხოვრება შეცვალა

მსახიობი თეა გიორგობიანი პატარაობისას ბალერინობაზე ოცნებობდა, მაგრამ ფეხზე სერიოზული ტრავმა მიიღო და ბავშვობის ამ ოცნებას დაემშვიდობა. შემდეგ მსახიობობა გადაწყვიტა და 17 წლისამ პირველი როლი შეასრულა სატელევიზიო სპექტაკლში - "მოძღვარი", ხოლო 18 წლის ასაკში, გადასაღებ მოედანზე გაიცნო პირველი სიყვარული - კინორეჟისორი ილია ჩაჩანიძე, რომელსაც ცოლადაც გაჰყვა. თუმცა, მათი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა - ილიამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე...

- სულ რამდენიმე თვეა, რაც მეორედ შექმენით ოჯახი? როგორ გაიცანით შაკო?

- შაკო საჯაია 4 წლის წინ, მეგობრის წვეულებაზე გავიცანი. მანამდე მას მხოლოდ შორიდან ვიცნობდი. გაცნობისთანავე ჩვენ შორის სიმპათია გაჩნდა, მაგრამ ვინაიდან ჩემზე 9 წლით უმცროსი აღმოჩნდა, მასთან ურთიერთობისგან თავს ვიკავებდი. ვფიქრობდი, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა არც საკუთარი თავის და არც ოჯახის წინაშე. თუმცა, ძალიან მალე მივხვდი, რომ სიყვარულმა ასაკი არ იცის. როდესაც ჩვენ შორის პირველი ფიზიკური ურთიერთობა მოხდა, ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი; პირიქით - სწორედ მაშინ მივხვდი, რომ შაკო ის მამაკაცია, ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.

- შაკო თქვენზე ასაკით პატარა რომ არ ყოფილიყო, სიყვარულში პირველი გამოუტყდებოდით?

- საერთოდ, მომხრე ვარ, როცა მამაკაცი დგამს პირველ ნაბიჯს და არა - ქალი. ჰოდა, ამიტომაც, ამის გაკეთებისგან თავს შევიკავებდი, მაგრამ ურთიერთობისას უფრო მეტად თავისუფალი ვიქნებოდი. შაკო იმდენად მამაკაცურია, იმდენად თავდაჯერებული და ჩამოყალიბებული, რომ ასაკი არც ეტყობა. გაცნობიდან ერთ თვეში მასზე სერიოზულად ვფიქრობდი. თუმცა, ვცდილობდი, შაკოს არაფერი შეემჩნია...

- შაკო პროფესიით ვინ არის?

- სტილისტია. ერთ-ერთი გადაღების წინ ვარცხნილობის გასაკეთებლად მასთან მივედი და ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მისი გაცნობის შემდეგ ღმერთს ვეხვეწებოდი, ყველაფერი საჭიროებისამებრ მომხდარიყო. წინასწარ არაფერს ვგეგმავდი და თქვენ წარმოიდგინეთ, მეგობრებსაც კი არ გავუმხილე ჩვენი ურთიერთობა.

- რატომ?

- ბედნიერების გაზიარება თითქოს, არავისთვის მინდოდა. მსურდა, ამ სიხარულით მარტო დავმტკბარიყავი. 4 წელი ვიყავით ერთად და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი ორიგინალურად ხდებოდა და ჩვენი პირველი პაემანიც ორიგინალური იყო: 26 ნოემბერს დაბადების დღე მომილოცა და მკითხა, - "უხა" თუ გიჭამიაო? ვუთხარი, რომ ეს კერძი გასინჯული არ მქონდა. ჰოდა, პირველ პაემანზე რესტორანში, სწორედ "უხაზე" დამპატიჟა.

- ამ ურთიერთობის შესახებ თქვენმა შვილმაც არაფერი იცოდა?

- არა. შვილისთვის არაფრის თქმა არ გამჭირვებია ისე, როგორც ჩემი და შაკოს ამბის გამხელა. ჩემი შვილისთვის (მასაც შაკო ჰქვია) სიმართლის სათქმელად მთელი 4 წელი ვემზადებოდი. არც ის მინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა მესამე პირისგან გაეგო - ეს მისთვის ტრაგედია იქნებოდა... როცა სიმართლეში გამოვუტყდი, ჩემდა გასაკვირად, ყველაფერი მშვიდად მიიღო, გამიგო.

- თუ ერთმანეთი ასე გიყვარდათ, 4 წელი როგორ ახერხებდით ამ გრძნობის დაფარვას?

- ისევ შვილის გამო: არ მინდოდა ეფიქრა, რომ თუ გავთხოვდებოდი, მეც დამკარგავდა. ბოლოს და ბოლოს, მას ხომ მამის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი უკვე გადატანილი ჰქონდა. ახლა შაკო 20 წლის არის და როგორც ზრდასრულმა მამაკაცმა, გამიგო. არც იმის გამო გაბრაზებულა, რომ სიმართლეს წლების მანძილზე არ ვუმხელდი.

- ვიცი, რომ პირველ მეუღლეზე ლაპარაკი დღესაც გიჭირთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ: როგორ ფიქრობთ, რამ უბიძგა თვითმკვლელობისკენ?

- მისი საქციელის ახსნას დღემდე ვცდილობ, მაგრამ - უშედეგოდ. ალბათ, პროფესიაში შეექმნა პრობლემები და სიცოცხლე თვითმკვლელობით ამიტომაც დაასრულა. მოგეხსენებათ, წლების წინ ქვეყანაში არეულობა იყო და ხელოვან ადამიანს თვითრეალიზების საშუალება არ ჰქონდა. ილია სულით შემოქმედი გახლდათ და ძალიან განიცდიდა, ფილმს რომ ვერ იღებდა... მისი თვითმკვლელობა ჩემთვის ძნელად გადასატანი აღმოჩნდა. დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ მას მერე ბევრი წელი გავიდა, ამ ამბის გახსენება დიდ ტკივილს მანიჭებს.

- მანამდე არასოდეს ჰქონია თვითმკვლელობის მცდელობა?

- 6 წელი ვიყავით ერთად და მისთვის მსგავსი რამ არასოდეს შემინიშნავს. ალბათ, აფექტში იყო და წონასწორობა დაკარგა. ვნანობ, რომ განზრახვას ვერ მივუხვდი. იმ დღეს შინ მოვიდა, თავისი ნივთები დატოვა და მითხრა: გავალ და მალე მოვალო. მანქანაში ჩაჯდა... მერე კი თავი მოიკლა. 23 წლის ვიყავი, როდესაც ილია დავკარგე; მაშინ შაკო 5 წლის იყო. რაღაც პერიოდი, ის ძალიან განიცდიდა უმამობას და ამიტომაც ვცდილობდი, მისთვის დედობრივი სითბო, მზრუნველობა მაინც არ მომეკლო. მისთვის დედაც ვიყავი, მეგობარიც და ახლაც ასეა! ილიას ტრაგედიამ ძალიან დაგვაახლოვა. სულ მის გვერდით ვიყავი, არ მინდოდა მარტოობის განცდა ჰქონოდა; ორი ადამიანის - დედის და მამის საქმე ერთდროულად მქონდა შეთავსებული. ძნელი კი იყო, მაგრამ გამომდიოდა. ვფიქრობ, გამიმართლა - ძალიან კარგი შვილი მყავს. ახლა შაკო სტუდენტია.

- 18 წლის იყავით, როდესაც ილიას ცოლად გაჰყევით, არა?

- ასე იყო. ერთმანეთი კინოსტუდიაში გავიცანით. ილია ფილმს - "იასამანი" იღებდა და მთავარ როლზე მიმიწვია, მაგრამ ქვეყანაში არეულობა დაიწყო და ფილმი ვეღარ დაასრულა. გადასაღებ მოედანზე ერთმანეთი შეგვიყვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებდით.

- ქმრის სიკვდილის შემდეგ ალბათ, თაყვანისმცემლებიც გამოგიჩნდნენ...

- იყვნენ ადამიანები, რომლებსაც მოვწონდი, პატივს მცემდნენ, ჩემზე სერიოზულად ფიქრობდნენ, მაგრამ მე ყოველთვის უკან ვიხევდი; ისეთ ადამიანს ვეძებდი, რომელსაც კლდესავით შევეფარებოდი, ვინც თავს ქალად მაგრძნობინებდა.

- და ასეთი მამაკაცი იპოვეთ, არა?

- ეს მამაკაცი ჩემი მეუღლეა. ჩვენს ქორწინებას კურიოზი ახლდა - შაკოს შაბათ-კვირას ძალიან ბევრი კლიენტი ჰყავს, მაგრამ ჯვრისწერა მაინც შაბათს დავნიშნეთ. ივლისის თვე იყო და თეთრი საქორწილო კაბის ნაცვლად, უბრალოდ, თეთრი სარაფანი ჩავიცვი. შუადღის 2 საათზე ვაკის სამების ეკლესიაში მამაოს ჯვარი უნდა დაეწერა ჩვენთვის. შაკოს მღვდელი ორი კვირით ადრე ჰყავდა გაფრთხილებული. ეკლესიაში რომ მივედით, მოძღვარს ეძინა. შაკო მამაოს გასაღვიძებლად შევიდა, მოძღვარმა კი უთხრა: არავინ მყავს ჩაწერილი, მეძინებაო. შაკო არ მოეშვა და ბოლოს, როგორც იქნა, მოძღვარი გამოფხიზლდა, ჯვარი დაგვწერა... ხელი რომ უნდა მოგვეწერა, ხან ჩემს მეჯვარეს არ ეცალა, ხან - შაკოსას. 22 ნოემბერს მმაჩის ბიუროში წავედით, რათა შეგვეთანხმებინა, რომ სიაში 26 ნოემბრისთვის ჩავეწერეთ. მმაჩის ბიუროში გვითხრეს, რომ 26 ნოემბერი ორშაბათი იყო ანუ ამ დღეს არ მუშაობდნენ (ორშაბათობით მხოლოდ იუსტიციის სახლში შეიძლება ხელის მოწერა). შაკომ გადაწყვიტა, ხელი მაშინვე მოგვეწერა. ვინაიდან მეჯვარეები არ გვახლდნენ, ფოიეში მყოფ ორ უცხო მანდილოსანს სთხოვა: ჩვენი მოწმეები იყავითო. ცხადია, ის ქალები დაგვთანხმდნენ. ხელი მოვაწერეთ და ამ დღის აღსანიშნავად, ჩვენს საყვარელ კაფეში წავედით. თაფლობის თვე ჯერ არ გვქონია, მაგრამ ერთმანეთს სიურპრიზებს ხშირად ვუწყობთ, რომანტიკული საღამოებისთვის არავითარი საბაბი არ გვჭირდება.

- შაკოს ოჯახი თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი არ იყო?

- არა. ისინი ჩვენს ურთიერთობას გაგებით შეხვდნენ. შაკოს დედამ მითხრა, - ჩემმა შვილმა ისე კარგად გამაცნო და დამანახვა შენი თავი, რომ მხოლოდ ის მინდა, ბედნიერები იყოთო. რაც შეეხება ჩემს ოჯახს, მამაჩემიც და ჩემი ძმაც გაგებით მოეკიდნენ ჩვენს გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, დედა ილიას თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე გარდამეცვალა... მიუხედავად იმისა, რომ რთული და მძიმე ცხოვრება გამოვიარე, სულ მჯეროდა, რომ ადრე თუ გვიან, რაღაც კარგი მოხდებოდა და მოხდა კიდეც!

- ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

- ამ ეტაპზე მთლიანად გადართული ვარ ოჯახსა და ბიზნესზე. მე და ჩემს მეუღლეს სილამაზის სალონი გვაქვს და ერთად ვუძღვებით ამ საქმეს. გული მწყდება, რომ პროფესიაში წარმატებას ვერ მივაღწიე, არადა, შემეძლო, საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამომეყენებინა. როცა ისეთი ასაკი მქონდა, რომ წესით, კარიერაში წინსვლა უნდა მქონოდა, ქვეყანაში ხელოვანებისთვის არავის ეცალა, ახლა რაღაც-რაღაცების კეთება შესაძლებელია, მაგრამ უკვე სხვა საქმიანობით ვარ დაკავებული. თუმცა, მომავლის იმედი ყოველთვის მაქვს...

ლია ოსაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება