სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
მკითხველის რჩევით
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეხანძრეები აჭარაში ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ
მეხანძრეები აჭარაში ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ

მე­ხან­ძრე­ე­ბი აჭა­რა­ში ძლი­ერ ცე­ცხლს მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ებ­რძოდ­ნენ. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, ამ დრო­ის­თვის ხან­ძრის ძი­რი­თად კე­რე­ბი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია.

ბა­თუ­მის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან­ძრის 12 კერა და­ფიქ­სირ­და, მათ­გან ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი ცე­ცხლი ჩაქვში, წე­რეთ­ლის გამ­ზი­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო.

ამას­თან, გო­ნი­ოს­თან, სო­ფელ ავ­გი­ა­სა და ნა­გავ­საყ­რე­ლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე, ხელ­ვა­ჩა­უ­რის სო­ფელ ჭარ­ნალ­ში ეკალ-ბარ­დი იწ­ვო­და. ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ოჩხა­მურ­ში, აგუ­რის ქარ­ხა­ნას­თან, ცე­ცხლი ჩაის პლან­ტა­ცი­ებ­სა და სა­ყა­ნე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გავ­რცელ­და, ხოლო ჩაქვში ცე­ცხლი სა­საფ­ლა­ო­ებს მო­ე­დო და ხან­ძა­რი სახ­ლებს და­ე­მუქ­რა.

ბა­თუმ­ში ენ­გელ­სის ქუ­ჩა­ზე მცი­რე სა­თავ­სო და­იწ­ვა. ასე­ვე, გამ­თე­ნი­ი­სას ცე­ცხლის კერა და­ფიქ­სირ­და აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც სა­ხან­ძრო ბრი­გა­დე­ბი ამ დრომ­დე მუ­შა­ო­ბენ.

ცე­ცხლის ძი­რი­თა­დი კე­რე­ბი ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლია. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზე­ბი ჯერ უც­ნო­ბია. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში აჭა­რის მას­შტა­ბით ძლი­ე­რი ქარი ქრო­და, რაც ხან­ძრის ჩაქ­რო­ბას აფერ­ხებ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
მკითხველის რჩევით

მეხანძრეები აჭარაში ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ

მეხანძრეები აჭარაში ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ

მეხანძრეები აჭარაში ძლიერ ცეცხლს მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ამ დროისთვის ხანძრის ძირითად კერები ლოკალიზებულია.

ბათუმის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ხანძრის 12 კერა დაფიქსირდა, მათგან ყველაზე მასშტაბური ცეცხლი ჩაქვში, წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო.

ამასთან, გონიოსთან, სოფელ ავგიასა და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში ეკალ-ბარდი იწვოდა. ქობულეთის სოფელ ოჩხამურში, აგურის ქარხანასთან, ცეცხლი ჩაის პლანტაციებსა და საყანე ტერიტორიაზე გავრცელდა, ხოლო ჩაქვში ცეცხლი სასაფლაოებს მოედო და ხანძარი სახლებს დაემუქრა.

ბათუმში ენგელსის ქუჩაზე მცირე სათავსო დაიწვა. ასევე, გამთენიისას ცეცხლის კერა დაფიქსირდა აღმაშენებლის ქუჩაზე, სადაც სახანძრო ბრიგადები ამ დრომდე მუშაობენ.

ცეცხლის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია. მთელი ღამის განმავლობაში აჭარის მასშტაბით ძლიერი ქარი ქროდა, რაც ხანძრის ჩაქრობას აფერხებდა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია