მსახიობმა ჯიმ ქერიმ შოუში შოუ დადგა. ვარსკვლავი გიგანტური ტერფებით და ზურგზე დამაგრებული ფრთებით დევიდ ლეტერმანის შოუს ეწვია.
რა თქმა უნდა, ასე გამოწყობილ კომიკოს მსახიობს დარბაზი სიცილითა და ოვაციებით შეხვდა.
"ვფიქრობ საქმე ტესტოსტერონით გაჯერებულ საცხშია, რომელსაც მე ვხმარობ. ყველაფერი მეზრდება! დილით ამ საცხს ხელზე ვისვამ და მაშინვე ნამდვილი მამაკაცი ვხვდები. შეგეხები თუ არა დაგაორსულებ! შოუს აუდიტორია უკვე ორსულადაა იმიტომ, რომ მე ნამდვილი მამაკაცი ვარ!" - იხუმრა მსახიობმა.
რაც შეეხება ფრთებს, აქ ჯიმმა კიდევ უფრო უცნაური განმარტება გააკეთა: "ის ჩემს სულიერ მდგომარეობას ასახავს. ახლა მართლაც ჰარმონიას განვიცდი. ყველა ადამიანი მიყვარს, მაგრამ თუ დამარტყამ, თვალს ამოგჩიჩქნი და გაჭმევ", - განუცხადა მსახიობმა ხუმრობით შოუს წამყვანს.
ჯიმმა მის 3 წლის შვილიშვილზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ასე ჯერ არავინ ყვარებია.
გარდა ამისა, ჯიმმა ტელეწამყვანს მისი გიგანტური ტერფების მასაჟიც შესთავაზა, რაზეც დევიდ ლეტერმანისგან თავაზიანი უარი მიიღო.
მომზადებულია popcornnews.ru-ს მიხედვით.