ქალის სრულყოფილი ძილი მამაკაცისაზე 20-90 წუთით უფრო დიდხანს უნდა გაგრძელდეს. ასეთ დასკვნამდე აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.
როგორც პროფესორმა მაიკ ბრეუსმა ახსნა, ქალის ტვინი მრავალფუნქციურ რეჟიმში მუშაობს. სწორედ ამიტომ, სუსტი სქესის წარმომადგენლებს ძალების აღსადგენად უფრო მეტი დრო სჭირდებათ.
არასაკმარისი ძილს ქალს ნერვულს, აგრესიულს ხდის და შესაძლოა, მათში დეპრესიაც კი გამოიწვიოს.
ქალები, რომლებსაც ძილი დარღვეული აქვთ, უფრო ადვილად ხდებიან გულსისხლძარღვთა დაავადებების მსხვერპლნი.
მომზადებულია news.am-ს მიხედვით.