ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია

ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია.

"ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ვიდეოგრამა მონტაჟის წესით არის მიღებული, აქედან გამომდინარე, ვიდეოგრამა ორიგინალ ჩანაწერს წარმოადგენს თუ ასლს, ექსპერტების მიერ პასუხის გაცემა შეუძლებელია" - ნათქვამია დასკვნაში.

ამასთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე, (რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემთხვევის ადგილის ამსახველ გარემოებებს შეეხებოდა) ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიანი ესპერტიზის დასკვნას თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი. გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ", - ნათქვამია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ