პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრს პეტიციით მიმართავენ
 აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრს პეტიციით მიმართავენ

აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს პე­ტი­ცი­ით მი­მარ­თა­ვენ, რო­მელ­შიც უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის აღ­დგე­ნას ითხო­ვენ.

ასე­ვე, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, სტუ­დენ­ტებ­მა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს კან­ცე­ლა­რი­ა­ში დო­კუ­მენ­ტა­ცია ჩა­ა­ბა­რეს, რო­მე­ლიც, მათი თქმით, აბა­თი­ლებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის შე­წყვე­ტის მი­ზეზს.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აგ­რა­რუ­ლი უნი­ვე­რის­ტე­ტის სტუ­დენ­ტმა ილია ბი­ძი­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვე­რის­ტე­ტის­თვის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის ერთ-ერთ მო­ტი­ვად, სწავ­ლის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, 609 სტუ­დენ­ტის გა­რი­ცხვა და­ა­სა­ხე­ლა.

"მი­ნის­ტრმა შეხ­ვედ­რი­სას ერ­თა­დერთ ხარ­ვე­ზად აგ­რა­რუ­ლი უნი­ვე­რის­ტე­ტი­დან სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო, 609 სტუ­დენ­ტის გა­რი­ცხვა და­ა­სა­ხე­ლა. ეს სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და ჩვენ მო­ვი­ტა­ნეთ დო­კუ­მენ­ტა­ცია ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად. იმე­დია, მი­ნის­ტრი მალე გა­ეც­ნო­ბა ჩვენ მიერ წარ­მოდ­გე­ნილ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას. სა­ნამ ავ­ტო­რი­ზა­ცია არ აღუდ­გე­ბა აგ­რა­რულ უნი­ვე­რის­ტეტს, მა­ნამ­დე ჩვენ პერ­მა­ნენ­ტულ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს გავ­მარ­თავთ", - აცხა­დებს სტუ­დენ­ტი.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თან ამ დრო­ის­თვის სტუ­დენ­ტთა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია იმარ­თე­ბა. უზ­ნა­ძის ქუჩა გა­და­კე­ტი­ლია, სა­მი­ნის­ტროს პე­რი­მეტრს პო­ლი­ცია იცავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრს პეტიციით მიმართავენ

 აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრს პეტიციით მიმართავენ

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს პეტიციით მიმართავენ, რომელშიც უმაღლესი სასწავლებლისთვის ავტორიზაციის აღდგენას ითხოვენ.

ასევე, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, სტუდენტებმა განათლების სამინისტროს კანცელარიაში დოკუმენტაცია ჩააბარეს, რომელიც, მათი თქმით, აბათილებს უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეწყვეტის მიზეზს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას აგრარული უნივერისტეტის სტუდენტმა ილია ბიძინაშვილმა განაცხადა, მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა აგრარული უნივერისტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების ერთ-ერთ მოტივად, სწავლის გადაუხდელობის გამო, 609 სტუდენტის გარიცხვა დაასახელა.

"მინისტრმა შეხვედრისას ერთადერთ ხარვეზად აგრარული უნივერისტეტიდან სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, 609 სტუდენტის გარიცხვა დაასახელა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება და ჩვენ მოვიტანეთ დოკუმენტაცია ამის დასამტკიცებლად. იმედია, მინისტრი მალე გაეცნობა ჩვენ მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას. სანამ ავტორიზაცია არ აღუდგება აგრარულ უნივერისტეტს, მანამდე ჩვენ პერმანენტულ საპროტესტო აქციებს გავმართავთ", - აცხადებს სტუდენტი.

განათლების სამინისტროსთან ამ დროისთვის სტუდენტთა საპროტესტო აქცია იმართება. უზნაძის ქუჩა გადაკეტილია, სამინისტროს პერიმეტრს პოლიცია იცავს.

"ინტერპრესნიუსი"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"