საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილს სასამართლოში უჩივლებენ?
სალომე გოგიაშვილს სასამართლოში უჩივლებენ?

"ყვე­ლა სი­ახ­ლის" მე-9 ნო­მერ­ში (27 თე­ბერ­ვა­ლი - 5 მარ­ტი) და­ი­ბეჭ­და ტე­ლე­წამ­ყვან სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვიუ, სა­დაც ის პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლე ნინო ხვი­ტი­ას 100 000 ლა­რის უკა­ნო­ნოდ აღე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. რეს­პონ­დენ­ტი ჰყვე­ბა, რომ 20 წლის წინ მა­მა­მისს, და­ვით გო­გი­აშ­ვილს ("ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" ყო­ფი­ლი წევ­რი) პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას სი­მამრმა, მშე­ნე­ბელ­მა გრი­გოლ ხვი­ტი­ამ თბი­ლის­ში, ქო­ბუ­ლე­თის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე გო­გი­აშ­ვი­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი სახ­ლის ად­გილ­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა, მშე­ნე­ბელ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლა... ამ ინ­ტერ­ვი­უს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლე ნინო ხვი­ტია დაგ­ვი­კავ­შირ­და:

- არ ვა­პი­რებ ვინ­მეს წი­ნა­შე თა­ვის მარ­თლე­ბას, თა­ნაც ეს საქ­მე ეხე­ბა ჩემს მშობ­ლებს, კონ­კრე­ტუ­ლად, დე­დას, დოდო მარ­და­ლე­იშ­ვილს და არა მე. ეს "მო­ნა­თხრო­ბი" მოკ­ლე­ბუ­ლია რო­გორც სა­მარ­თლებ­რივ, ასე­ვე მო­რა­ლურ სა­ფუძ­ვლებს და მიზ­ნად ისა­ხავს ჩემი მე­უღ­ლის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას დის­კრე­დი­ტა­ცი­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. მე ვე­კი­თხე­ბი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილს: ვის გა­დას­ცა 100 000 ლარი - ად­ვო­კატს, აღ­მას­რუ­ლე­ბელს, გიო ხუ­ციშ­ვილს, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას თუ ქვის ქვეშ დადო, მე რომ ამე­ღო? მე მას­თან კონ­ტაქ­ტი არ მქო­ნია, ად­ვო­კა­ტი­სა და აღ­მას­რუ­ლებ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დი. ან­გა­რიშ­ზე მხო­ლოდ 6 000 დო­ლა­რი აქვს შე­ტა­ნი­ლი, რომ­ლის ქვი­თა­რიც არ­სე­ბობს და თუ რა­ი­მე სხვა ქვი­თა­რი აქვს, წარ­მო­ად­გი­ნოს. რაც შე­ე­ხე­ბა ქო­ნე­ბას, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო და­ვის სა­გა­ნი, დე­დას მი­ე­კუთ­ვნა ამ­ხა­ნა­გო­ბის წევ­რებ­თან მო­რი­გე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე. ეს იყო 105 კვმ ფარ­თო­ბი, რო­მე­ლიც ვერ მი­ვი­ღეთ იმის გამო, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ბინა რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობ­და. ამი­ტო­მაც, ად­ვო­კატ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის შემ­დეგ, ბი­ნის სა­ნაც­ვლოდ მო­ვი­თხო­ვეთ მისი სა­ფა­სუ­რი, რო­მე­ლიც სო­ლი­და­რუ­ლო­ბის პრინ­ცი­პით უნდა გა­და­ე­ნა­წი­ლე­ბი­ნათ და გა­და­ე­ხა­დათ ამ­ხა­ნა­გო­ბის წევ­რებს. მი­ვიჩ­ნი­ეთ, რომ ეს იქ­ნე­ბო­და უფრო მი­სა­ღე­ბი გზა, ვიდ­რე ამ­ხა­ნა­გო­ბის რო­მე­ლი­მე წევ­რის გა­მო­სახ­ლე­ბა ბი­ნი­დან. თა­ნაც, ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რე­ბო­და ყვე­ლა წევ­რს, რად­გან თა­ვის დრო­ზე, თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის ხელ­მო­წე­რის სა­ფუძ­ველ­ზე, უსა­მარ­თლოდ გა­აგ­დეს დე­და­ჩე­მი დოდო მარ­და­ლე­იშ­ვი­ლი ამ­ხა­ნა­გო­ბი­დან. რა, უნდა გავ­ჩე­რე­ბუ­ლი­ყა­ვით და არ მოგ­ვე­თხო­ვა, რაც კა­ნო­ნით გვე­კუთ­ვნო­და? რა­ტომ გა­ნი­ხი­ლე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში, ჩემ­თვის გა­უ­გე­ბა­რია.

- მა­მათ­ქვენ­მა თუ შე­ას­რუ­ლა 20 წლის წინ სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლის მა­მას­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა?

- 20 წლის წინ, იმ ურ­თუ­ლეს პი­რო­ბებ­ში, როცა მთე­ლი რიგი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იშ­ვა, და­ვა­სა­ხე­ლებ თუნ­დაც ინფლა­ცი­ას, მა­მამ მა­ინც შე­ას­რუ­ლა სა­მუ­შა­ოს ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი, აშენ­და სა­ძირ­კვე­ლი, არა­სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სარ­თუ­ლე­ბი და კი­დევ 4 სარ­თუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა გო­გი­აშ­ვი­ლის ბე­ბი­ის თავ­და­პირ­ველ მო­თხოვ­ნებს, ამა­ზე სა­უ­ბა­რი ძა­ლი­ან შორს წაგ­ვიყ­ვანს. ვი­ტყვი მხო­ლოდ იმას, რომ ბრალ­დე­ბას, რო­მელ­შიც ერთი წი­ნა­და­დე­ბაც კი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­ნამ­დვი­ლეს და მი­მარ­თუ­ლია ჩემი ოჯა­ხის დის­კრე­დი­ტა­ცი­ი­სა­კენ, მხო­ლოდ სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

სალომე გოგიაშვილს სასამართლოში უჩივლებენ?

სალომე გოგიაშვილს სასამართლოში უჩივლებენ?

"ყველა სიახლის" მე-9 ნომერში (27 თებერვალი - 5 მარტი) დაიბეჭდა ტელეწამყვან სალომე გოგიაშვილის ინტერვიუ, სადაც ის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტიას 100 000 ლარის უკანონოდ აღებაში ადანაშაულებდა. რესპონდენტი ჰყვება, რომ 20 წლის წინ მამამისს, დავით გოგიაშვილს ("ქართული ხმების" ყოფილი წევრი) პოლიციის მაღალჩინოსნის, ირაკლი ფირცხალავას სიმამრმა, მშენებელმა გრიგოლ ხვიტიამ თბილისში, ქობულეთის ქუჩაზე მდებარე გოგიაშვილების კუთვნილი სახლის ადგილზე საცხოვრებელი კორპუსის აშენება შესთავაზა, თუმცა, მშენებელმა პირობა არ შეასრულა... ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია დაგვიკავშირდა:

- არ ვაპირებ ვინმეს წინაშე თავის მართლებას, თანაც ეს საქმე ეხება ჩემს მშობლებს, კონკრეტულად, დედას, დოდო მარდალეიშვილს და არა მე. ეს "მონათხრობი" მოკლებულია როგორც სამართლებრივ, ასევე მორალურ საფუძვლებს და მიზნად ისახავს ჩემი მეუღლის, ირაკლი ფირცხალავას დისკრედიტაციას საზოგადოებაში. მე ვეკითხები სალომე გოგიაშვილს: ვის გადასცა 100 000 ლარი - ადვოკატს, აღმასრულებელს, გიო ხუციშვილს, ირაკლი ფირცხალავას თუ ქვის ქვეშ დადო, მე რომ ამეღო? მე მასთან კონტაქტი არ მქონია, ადვოკატისა და აღმასრულებლის მეშვეობით ვუკავშირდებოდი. ანგარიშზე მხოლოდ 6 000 დოლარი აქვს შეტანილი, რომლის ქვითარიც არსებობს და თუ რაიმე სხვა ქვითარი აქვს, წარმოადგინოს. რაც შეეხება ქონებას, რომელიც წლების განმავლობაში იყო დავის საგანი, დედას მიეკუთვნა ამხანაგობის წევრებთან მორიგების საფუძველზე. ეს იყო 105 კვმ ფართობი, რომელიც ვერ მივიღეთ იმის გამო, რომ თავისუფალი ბინა რეალურად არ არსებობდა. ამიტომაც, ადვოკატთან კონსულტაციების შემდეგ, ბინის სანაცვლოდ მოვითხოვეთ მისი საფასური, რომელიც სოლიდარულობის პრინციპით უნდა გადაენაწილებინათ და გადაეხადათ ამხანაგობის წევრებს. მივიჩნიეთ, რომ ეს იქნებოდა უფრო მისაღები გზა, ვიდრე ამხანაგობის რომელიმე წევრის გამოსახლება ბინიდან. თანაც, ეს ვალდებულება ეკისრებოდა ყველა წევრს, რადგან თავის დროზე, თითოეული მათგანის ხელმოწერის საფუძველზე, უსამართლოდ გააგდეს დედაჩემი დოდო მარდალეიშვილი ამხანაგობიდან. რა, უნდა გავჩერებულიყავით და არ მოგვეთხოვა, რაც კანონით გვეკუთვნოდა? რატომ განიხილება ეს ყველაფერი პოლიტიკურ ჭრილში, ჩემთვის გაუგებარია.

- მამათქვენმა თუ შეასრულა 20 წლის წინ სალომე გოგიაშვილის მამასთან გაფორმებული ხელშეკრულება?

- 20 წლის წინ, იმ ურთულეს პირობებში, როცა მთელი რიგი პრობლემები წარმოიშვა, დავასახელებ თუნდაც ინფლაციას, მამამ მაინც შეასრულა სამუშაოს ძირითადი ნაწილი, აშენდა საძირკველი, არასაცხოვრებელი სართულები და კიდევ 4 სართული. რაც შეეხება გოგიაშვილის ბებიის თავდაპირველ მოთხოვნებს, ამაზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ბრალდებას, რომელშიც ერთი წინადადებაც კი არ შეესაბამება სინამდვილეს და მიმართულია ჩემი ოჯახის დისკრედიტაციისაკენ, მხოლოდ სამართლებრივი გზით გაეცემა პასუხი.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები