მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თუ ეთერს მოეფერები, ისიც მოგეფერება
თუ ეთერს მოეფერები, ისიც მოგეფერება

რა­დიო "პა­ლიტ­რის" დი­ლის გა­და­ცე­მა, "დი­ლის პა­ლიტ­რა" რა­დიო სივ­რცე­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ცოტა ხნის წინ კი გა­და­ცე­მა "გა­ტე­ლე­ვი­ზორ­და" და ამ­ჯე­რად მისი ნახ­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა ტვ-ს" ეთერ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. რო­გორც მსმე­ნე­ლე­ბი და მა­ყუ­რებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, დი­ლის გა­და­ცე­მას და­დე­ბი­თი ენერ­გია მო­აქვს და მო­სას­მენ-სა­ყუ­რებ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ხა­ლი­სოა. გა­და­ცე­მის ამ­ბე­ბი­სა და სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ მხი­ა­რულ წამ­ყვა­ნებ­სა და პრო­დი­უ­სერს ვე­სა­უბ­რეთ.

ლაშა გა­ბუ­ნია:

- მე და თამ­თა შე­ვა­ბერ­დით ერ­თმა­ნეთს! 2009 წლი­დან ერ­თად ვმუ­შა­ობთ...

თამ­თა კვა­რა­ცხე­ლია:

- 2010 წლი­დან ვმუ­შა­ობთ ერ­თად, სულ მალე სამი წელი გახ­დე­ბა...

ლაშა:

- ჩემი დაბ­ნე­უ­ლო­ბა უძი­ლო­ბის ბრა­ლია. სა­ე­თე­რო სტუ­დი­ი­დან რო­გორც კი გა­მოვ­დი­ვარ, ენერ­გია მეც­ლე­ბა. თამ­თას უსა­ზღვრო და­დე­ბი­თი ენერ­გია აქვს. შე­უძ­ლე­ბე­ლია, მის გვერ­დით მო­წყე­ნი­ლი იჯდე. ვცდი­ლობთ, ერ­თმა­ნე­თი და­დე­ბი­თი ენერ­გი­ით დავ­მუხ­ტოთ, მა­ყუ­რე­ბელ­სა და მსმე­ნელს კი კარ­გი გან­წყო­ბა შე­ვუქ­მნათ. თამ­თა ტო­რო­ლაა, მე ღა­მუ­რა ვარ, ასე რომ, დი­ლა­ო­ბით მისი დახ­მა­რე­ბა ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა.

თამ­თა:

- ერთი შე­ხედ­ვით, ჩვე­ნი ტან­დე­მი არ უნდა შემ­დგა­რი­ყო, მაგ­რამ დი­ლა­ო­ბით ერ­თმა­ნე­თის გა­მო­ფხიზ­ლე­ბა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გით მთავ­რდე­ბა. ეს კი გა­და­ცე­მა­ზე აი­სა­ხე­ბა და სა­ბო­ლო­ოდ ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ "დი­ლის პა­ლიტ­რა" ცო­ცხა­ლი და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გა­და­ცე­მაა. ჩვენს დი­ლას ძა­ლი­ან ბევ­რი დე­ტა­ლი აქვს, რო­მე­ლიც დი­ლის სხვა გა­და­ცე­მე­ბის­გან გა­მო­არ­ჩევს.

ლაშა:

- ჩვე­ნი გა­და­ცე­მა მა­ში­ნაც გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, როცა მხო­ლოდ რა­დი­ო­თი გა­და­ი­ცე­მო­და. ახლა, როცა უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ი­თაც შე­იძ­ლე­ბა ჩვე­ნი ნახ­ვა, ხა­რისხზე გა­ცი­ლე­ბით მეტს ვზრუ­ნავთ. აგერ, თამ­თა უკვე თმა­და­ვარ­ცხნი­ლი და­დის სამ­სა­ხურ­ში...

თამ­თა:

- ჰო, აქამ­დე რა­დი­ო­ე­თე­რი თმის და­ვარ­ცხნას არ მო­ი­თხოვ­და და თამ­თაც თმა­და­უ­ვარ­ცხნე­ლი და­დი­ო­და (იცი­ნი­ან). სულ ასეც არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ეთე­რი გა­რეგ­ნო­ბის­თვის მეტი ყუ­რა­დღე­ბის დათ­მო­ბას ითხოვს. ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში (თამ­თა 8 თვის ორ­სუ­ლია) ცოტა ძნე­ლია, გა­რეგ­ნო­ბა­ზე იფიქ­რო და ყვე­ლა­ფე­რი გა­ით­ვა­ლის­წი­ნო, მაგ­რამ რას ვი­ზამთ, ჩვენ საქ­მეს ყო­ველ­თვის დიდი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბით.

- თქვე­ნი გა­და­ცე­მა დღი­თი დღე მრა­ვალ­ფე­როვ­ნდე­ბა, მო­მი­ყე­ვით, რო­გორ იც­ვლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი...

- ტე­ლე­ე­თერ­ში გას­ვლის შემ­დეგ ჩვე­ნი დილა გა­ცი­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­და. როცა ბევ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი საქ­მე გაქვს სა­კე­თე­ბე­ლი, იმა­ზე აღარ ფიქ­რობ, გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი წუთი დაგ­რჩა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეთერ­შიც ხში­რად ვამ­ბობთ ჩვენს საყ­ვა­რელ სი­ტყვებს: "რო­დის მოვა პა­რას­კე­ვი, რო­გორ გვიყ­ვარს პა­რას­კე­ვი"...

ლაშა:

- ხუთ­შა­ბა­თი იმი­ტომ გვიყ­ვარს, რომ პა­რას­კე­ვი ახ­ლოვ­დე­ბა, ოთხშა­ბა­თი იმი­ტომ, რომ პა­რას­კე­ვამ­დე 2 დღეა დარ­ჩე­ნი­ლი და ა.შ. (იცი­ნი­ან).

- ლა­შას ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, თამ­თა, შენ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა ხომ არ გაგ­ჭირ­ვე­ბია?

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა არ მქო­ნია, მგო­ნი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ავით­ვი­სე. ჩემი გა­მო­უც­დე­ლო­ბა ეთერს პირ­ველ დღე­ებ­შიც კი არ დას­ტყო­ბია.

ლაშა:

- ტე­ლე­ე­თე­რი მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, რად­გან ხმას­თან ერ­თად ვი­ზუ­ა­ლურ მხა­რე­საც დიდი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა. ჩვე­ნი "მო­ჯღუ­ნუ­ლი" სა­ხის ყუ­რე­ბა არა­ვის ესი­ა­მოვ­ნე­ბა. ამი­ტომ ეკ­რა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ენერ­გი­ულ ფლუ­ი­დებს ვუშ­ვებთ.

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა რა­ღა­ცის გამო ეთე­რის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შე­ძე­ლით?

- კი, ისე­თი ტექ­სტი წაგ­ვი­კი­თხავს, სი­ცი­ლი­სა­გან სკამ­ზე ვე­ღარ შე­მი­კა­ვე­ბია თავი და ეთე­რის გაგ­რძე­ლე­ბაც, რა თქმა უნდა, შე­უძ­ლე­ბე­ლი ყო­ფი­ლა.

თამ­თა:

- ერთხელ მახ­სოვს, იმ­დე­ნი ვი­ცი­ნე, ჩავბჟირ­დი და მო­სა­სუ­ლი­ე­რე­ბე­ლი გავ­ხდი. ვფიქ­რობ, მხი­ა­რუ­ლი გან­წყო­ბა დი­ლის ეთერს უხ­დე­ბა კი­დეც.

ლაშა:

- ფილ­მი "აფო­ნია" თუ გახ­სოვთ, მი­ლი­ცი­ის უფ­როსს სას­წა­უ­ლი გვა­რი რომ აქვს?! იმა­ზე უა­რე­სი გვა­რი ჰქონ­და ერთ ჩი­ნელს, რო­მე­ლის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდი­დით. ახლა რაღა გა­მახ­სე­ნებს იმას! ძლივს მოგ­ვა­სუ­ლი­ე­რეს. რაც მთა­ვა­რია, დი­ლით ნამ­დვი­ლად ხა­ლი­სი­ა­ნი გან­წყო­ბა გვაქვს. გა­სა­ხა­ლი­სებ­ლად იღ­ლი­ა­ში ქლი­ბის გას­მა არ გვჭირ­დე­ბა.

- ხმა თუ და­გი­კარ­გავთ?

თამ­თა:

- სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა. თუ პრობ­ლე­მა გვაქვს ყელ­ზე, ამას ყავა ან ჩემი გა­მომ­ცხვა­რი ღვე­ზე­ლე­ბი შვე­ლის.

ლაშა:

- დი­ლა­ო­ბით კვერ­ცხს არ ვყლა­პავთ, მაგ­რამ კო­კას გა­და­ცე­მის დრო რომ მო­დის, რო­მე­ლიც "ინ­ტერ­ნეტ პა­ლიტ­რის", სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბი­სა და სპორ­ტის ახა­ლი ამ­ბე­ბის წამ­ყვა­ნია, ჩვენ გა­რეთ გა­მოვ­დი­ვართ და ყელს ვიწ­მენდთ ხოლ­მე (იღი­მის).

ზუს­ტად ამ დროს, თით­ქმის ხსე­ნე­ბას ელო­დე­ბო­და, "ინ­ტერ­ნეტ პა­ლიტ­რის" წამ­ყვა­ნი, კოკა კვირ­კვე­ლია შე­მოგ­ვი­ერ­თდა.

კოკა:

- დი­ლის გა­და­ცე­მა­ში ჩემი სტი­ლი აკა­დე­მი­უ­რია. თამ­თას­თან ერ­თად კი სულ სი­ცილ-ხარ­ხა­რია სტუ­დი­ა­ში. შე­უძ­ლე­ბე­ლია, მისი და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა არ გად­მო­გე­დოს. ამას წი­ნათ, ეთერ­ში გას­ვლის ბოლო წა­მამ­დე მთე­ლი ხმით ვხარ­ხა­რებ­დით.

- კოკა, შენ "ინ­ტერ­ნეტ პა­ლიტ­რის" მი­მო­ხილ­ვას აკე­თებ...

- ადრე რამ­დე­ნი­მე თე­მის მი­მო­ხილ­ვას ვა­კე­თებ­დი. ახლა კი ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ერ­თი­ან­და, სა­ხე­ლი კი "ინ­ტერ­ნეტ პა­ლიტ­რა" და­ერ­ქვა. აკა­დე­მი­უ­რი სტი­ლის სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­და­ცე­მას ვუ­ძღვე­ბი. ამას­თან ერ­თად, სპორ­ტის მი­მო­ხილ­ვა­საც ვა­კე­თებ, ეს სფე­რო ჩემ­თვის ახა­ლი იყო, ალ­ბათ მე­ტყო­ბა კი­დეც, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­პორ­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ, მაგ­რამ ზო­გა­დად, რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბის თხუთ­მეტ­წ­ლი­ა­ნი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო მუ­შა­ო­ბის კი ოთხწ­ლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს.

- მა­მა­კა­ცე­ბო, ორ­სულ ქალ­ბა­ტონს თუ ანე­ბივ­რებთ?

- ვცდი­ლობთ, რომ კარგ ხა­სი­ათ­ზე იყოს და მე­ტის­მე­ტად არ გა­და­ი­ღა­ლოს.

თამ­თა:

- ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას "სა­ინ­ტე­რე­სო მდგო­მა­რე­ო­ბას" ეძა­ხი­ან. რაც მთა­ვა­რია, მოვ­ლა არ მჭირ­დე­ბა და თავ­საც მშვე­ნივ­რად ვგრძნობ. ერთი ესაა, ხში­რად ვამ­ბობ ხოლ­მე, სად წა­მო­მე­წია ეს ტე­ლე­ვი­ზია, ახლა ჩემი ეთერ­ში გა­მო­ჩე­ნა იქ­ნე­ბო­და-მეთ­ქი?!

- რო­გორც ვიცი, რამ­დე­ნი­მე ახა­ლი რუბ­რი­კა კი­დევ და­გე­მა­ტე­ბათ...

კოკა:

- ჩვე­ნი დილა ეტა­პობ­რი­ვად, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ვი­თარ­დე­ბა. ვფიქ­რობთ, რომ მო­მა­ვალ­ში გა­ცი­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და უკე­თე­სი იქ­ნე­ბა სხვა დი­ლის გა­და­ცე­მებ­თან შე­და­რე­ბით. მით უმე­ტეს, რომ დღი­თი დღე ვიზ­რდე­ბით და ვვი­თარ­დე­ბით.

ირმა სი­ნა­უ­რი­ძე-მა­ყაშ­ვი­ლი, დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სე­რი.

- უკვე დიდი ხა­ნია, მე­დი­ის სფე­რო­ში ვმუ­შა­ობ და ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩვენს გუნდთან ერ­თად ერ­თად ძა­ლებს არ ვი­შუ­რებთ, რომ მსმე­ნელ-მა­ყუ­რებ­ლებს სა­უ­კე­თე­სო გან­წყო­ბა შე­ვუქ­მნათ. პი­რა­დად მე, საქ­მის ზე­რე­ლედ გა­კე­თე­ბა არ მჩვე­ვია. ჰო­როს­კო­პის წე­რა­საც კი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვუდ­გე­ბი, რად­გან სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სის სა­განს არ შე­იძ­ლე­ბა, უყუ­რა­დღე­ბოდ მო­ე­პყრო.

- თქვე­ნი დილა საკ­მა­ოდ ადრე იწყე­ბა...

- მარ­თა­ლია, ხან­და­ხან ძა­ლი­ან გვე­ძი­ნე­ბა, ხან­და­ხან მო­წყე­ნი­ლე­ბიც მოვ­დი­ვართ სამ­სა­ხურ­ში, მაგ­რამ ჩემი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გე­ტყვით, რომ რაც უნდა ცუდ ხა­სი­ათ­ზე ვიყო, სა­ე­თე­რო სტუ­დი­ა­ში შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ენერ­გი­ით ვივ­სე­ბი და ყვე­ლა­ფე­რი მა­ვი­წყდე­ბა. წარ­მო­ვიდ­გენ, რომ არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც უს­მენს ჩვენს გა­და­ცე­მას და არ მაქვს უფ­ლე­ბა, მას იმე­დი გა­ვუც­რუო. ალ­ბათ სწო­რედ ესაა სა­კუ­თა­რი საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი. მით უმე­ტეს, რომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დის წევ­რებ­თან ვმუ­შა­ობ. მათ­და­მი დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მა­კის­რია, ისი­ნიც მუ­დამ გვერ­დით მიდ­გა­ნან, ცდი­ლო­ბენ, ყო­ველ­თვის ფორ­მა­ში იყ­ვნენ... დი­ლა­ად­რი­ან სამ­სა­ხურ­ში მოს­ვლა და გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ახა­ლი გა­და­ცე­მის მომ­ზა­დე­ბა დიდი დატ­ვირ­თვაა. რომ არა ეს სა­ო­ცა­რი გუნ­დი, ალ­ბათ ვე­რაფ­რის გა­კე­თე­ბას ვერ შევ­ძლებ­დი. ჩვე­ნი წამ­ყვა­ნი, თამ­თა, რვა თვის ორ­სუ­ლია და ვცდი­ლობ, გა­ვუფრ­თხილ­დე, მაგ­რამ თა­ვად ისე­თი აქ­ტი­უ­რი და ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნია, თავს არა­ფერ­ში ზო­გავს. ამას წი­ნათ მი­თხრა, - დი­ლით ცუ­დად ვი­ყა­ვი, ვი­ფიქ­რე, შენ­თან დავ­რე­კავ­დი და გე­ტყო­დი, ცუ­დად ვარ და ვერ მოვ­დი­ვარ... ამ დროს შენი სახე წარ­მო­ვიდ­გი­ნე და მო­მენ­ტა­ლუ­რად ყვე­ლა­ფერ­მა გა­და­მი­ა­რა, წა­მოვ­ხტი და სამ­სა­ხურ­ში წა­მო­ვე­დიო. "დი­ლის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად ყო­ვე­ლი დღე სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ო­ნალ ადა­მი­ან­თან ერ­თად მუ­შა­ობ.

- მსმე­ნელ-მა­ყუ­რე­ბე­ლი ახ­სე­ნეთ, რა­დი­ოს დილა უკვე "პა­ლიტ­რა ტვ-ს" ეთერ­ში გა­დის...

- დიახ, უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაგ­ვიჩ­ნდა. ჩვე­ნი დი­ლის გა­და­ცე­მა უკვე ტე­ლე­ვი­ზი­ა­საც მო­ი­ცავს ანუ "გავ­ტე­ლე­ვი­ზორ­დით". ტე­ლე­ვი­ზი­ას რა­დი­ოს­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პი აქვს, მაგ­რამ შე­ვე­ცა­დეთ, რომ ეს ორი სფე­რო ერ­თმა­ნე­თი­სათ­ვის "დაგ­ვემ­თხვია". გვე­მა­ტე­ბა ბევ­რი ახა­ლი რუბ­რი­კა, ზოგი რუბ­რი­კა უკვე გა­და­ხა­ლის­და. სულ მალე დი­ლის ეთერ­ში სა­ბავ­შვო რუბ­რი­კა დაგ­ვე­მა­ტე­ბა. პა­ტა­რა წამ­ყვა­ნე­ბი უკვე ავარ­ჩი­ეთ, რომ­ლებ­საც მე კრე­ა­ტი­ულ წამ­ყვა­ნებს ვე­ძა­ხი. მათ მიერ გა­ლა­მა­ზე­ბუ­ლი დილა უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო იქ­ნე­ბა. ამ და­ძა­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ბავ­შვე­ბის ეთერ­ში შე­მოს­ვლას და­დე­ბი­თი ენერ­გია მო­აქვს. სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, მეც ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, თუ რო­გორ "ჩაჯ­დე­ბი­ან" სა­ე­თე­რო დი­ლა­ში პა­წა­წი­ნა ბავ­შვე­ბი.

- ქალ­ბა­ტო­ნო ირმა, მკაც­რი პრო­დი­უ­სე­რი ბრძან­დე­ბით?

- თუ იმას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ სა­მუ­შა­ოს დიდი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მკაც­რი ვარ, მაგ­რამ იმ­დე­ნად კარგ ჯგუფ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ, წარ­ბის შეკ­ვრის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თით­ქმის არ მაქვს. ხარ­ვე­ზე­ბი, ბუ­ნებ­რი­ვია, ხდე­ბა ხოლ­მე პირ­და­პი­რი ეთე­რის დროს, მაგ­რამ ამას პირ­ველ რიგ­ში, სა­კუ­თარ თავს ვერ ვა­პა­ტი­ებ, მერე კი სხვებს ვე­ჩხუ­ბე­ბი. ჩვე­ნი სფე­რო, რა­დიო და ტე­ლე­ვი­ზია ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მია, ფა­ქი­ზად მო­პყრო­ბა სჭირ­დე­ბა, არ უნდა მოჩ­ქმი­ტო, არ უნდა გაჭ­რა... თუ ეთერს მო­ე­ფე­რე­ბი, ისიც მო­გე­ფე­რე­ბა...

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

თუ ეთერს მოეფერები, ისიც მოგეფერება

თუ ეთერს მოეფერები, ისიც მოგეფერება

რადიო "პალიტრის" დილის გადაცემა, "დილის პალიტრა" რადიო სივრცეში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ცოტა ხნის წინ კი გადაცემა "გატელევიზორდა" და ამჯერად მისი ნახვა ტელეკომპანია "პალიტრა ტვ-ს" ეთერშია შესაძლებელი. როგორც მსმენელები და მაყურებლები აღნიშნავენ, დილის გადაცემას დადებითი ენერგია მოაქვს და მოსასმენ-საყურებლად სასიამოვნო და სახალისოა. გადაცემის ამბებისა და სიახლეების შესახებ მხიარულ წამყვანებსა და პროდიუსერს ვესაუბრეთ.

ლაშა გაბუნია:

- მე და თამთა შევაბერდით ერთმანეთს! 2009 წლიდან ერთად ვმუშაობთ...

თამთა კვარაცხელია:

- 2010 წლიდან ვმუშაობთ ერთად, სულ მალე სამი წელი გახდება...

ლაშა:

- ჩემი დაბნეულობა უძილობის ბრალია. საეთერო სტუდიიდან როგორც კი გამოვდივარ, ენერგია მეცლება. თამთას უსაზღვრო დადებითი ენერგია აქვს. შეუძლებელია, მის გვერდით მოწყენილი იჯდე. ვცდილობთ, ერთმანეთი დადებითი ენერგიით დავმუხტოთ, მაყურებელსა და მსმენელს კი კარგი განწყობა შევუქმნათ. თამთა ტოროლაა, მე ღამურა ვარ, ასე რომ, დილაობით მისი დახმარება ძალიან მჭირდება.

თამთა:

- ერთი შეხედვით, ჩვენი ტანდემი არ უნდა შემდგარიყო, მაგრამ დილაობით ერთმანეთის გამოფხიზლება არაჩვეულებრივი შედეგით მთავრდება. ეს კი გადაცემაზე აისახება და საბოლოოდ ბევრი აღნიშნავს, რომ "დილის პალიტრა" ცოცხალი და ინფორმაციული გადაცემაა. ჩვენს დილას ძალიან ბევრი დეტალი აქვს, რომელიც დილის სხვა გადაცემებისგან გამოარჩევს.

ლაშა:

- ჩვენი გადაცემა მაშინაც გამორჩეული იყო, როცა მხოლოდ რადიოთი გადაიცემოდა. ახლა, როცა უკვე ტელევიზიითაც შეიძლება ჩვენი ნახვა, ხარისხზე გაცილებით მეტს ვზრუნავთ. აგერ, თამთა უკვე თმადავარცხნილი დადის სამსახურში...

თამთა:

- ჰო, აქამდე რადიოეთერი თმის დავარცხნას არ მოითხოვდა და თამთაც თმადაუვარცხნელი დადიოდა (იცინიან). სულ ასეც არ ყოფილა, მაგრამ სატელევიზიო ეთერი გარეგნობისთვის მეტი ყურადღების დათმობას ითხოვს. ჩემს მდგომარეობაში (თამთა 8 თვის ორსულია) ცოტა ძნელია, გარეგნობაზე იფიქრო და ყველაფერი გაითვალისწინო, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენ საქმეს ყოველთვის დიდი სერიოზულობით ვეკიდებით.

- თქვენი გადაცემა დღითი დღე მრავალფეროვნდება, მომიყევით, როგორ იცვლება ყველაფერი...

- ტელეეთერში გასვლის შემდეგ ჩვენი დილა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა. როცა ბევრი და მრავალფეროვანი საქმე გაქვს საკეთებელი, იმაზე აღარ ფიქრობ, გადაცემის დასრულებამდე რამდენი წუთი დაგრჩა. მიუხედავად ამისა, ეთერშიც ხშირად ვამბობთ ჩვენს საყვარელ სიტყვებს: "როდის მოვა პარასკევი, როგორ გვიყვარს პარასკევი"...

ლაშა:

- ხუთშაბათი იმიტომ გვიყვარს, რომ პარასკევი ახლოვდება, ოთხშაბათი იმიტომ, რომ პარასკევამდე 2 დღეა დარჩენილი და ა.შ. (იცინიან).

- ლაშას ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, თამთა, შენ კამერასთან მუშაობა ხომ არ გაგჭირვებია?

- მიუხედავად იმისა, რომ კამერასთან მუშაობის გამოცდილება არ მქონია, მგონი, ყველაფერი კარგად ავითვისე. ჩემი გამოუცდელობა ეთერს პირველ დღეებშიც კი არ დასტყობია.

ლაშა:

- ტელეეთერი მეტი პასუხისმგებლობაა, რადგან ხმასთან ერთად ვიზუალურ მხარესაც დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენი "მოჯღუნული" სახის ყურება არავის ესიამოვნება. ამიტომ ეკრანის მიმართულებით ენერგიულ ფლუიდებს ვუშვებთ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა რაღაცის გამო ეთერის გაგრძელება ვეღარ შეძელით?

- კი, ისეთი ტექსტი წაგვიკითხავს, სიცილისაგან სკამზე ვეღარ შემიკავებია თავი და ეთერის გაგრძელებაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელი ყოფილა.

თამთა:

- ერთხელ მახსოვს, იმდენი ვიცინე, ჩავბჟირდი და მოსასულიერებელი გავხდი. ვფიქრობ, მხიარული განწყობა დილის ეთერს უხდება კიდეც.

ლაშა:

- ფილმი "აფონია" თუ გახსოვთ, მილიციის უფროსს სასწაული გვარი რომ აქვს?! იმაზე უარესი გვარი ჰქონდა ერთ ჩინელს, რომელის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდით. ახლა რაღა გამახსენებს იმას! ძლივს მოგვასულიერეს. რაც მთავარია, დილით ნამდვილად ხალისიანი განწყობა გვაქვს. გასახალისებლად იღლიაში ქლიბის გასმა არ გვჭირდება.

- ხმა თუ დაგიკარგავთ?

თამთა:

- საბედნიეროდ, არა. თუ პრობლემა გვაქვს ყელზე, ამას ყავა ან ჩემი გამომცხვარი ღვეზელები შველის.

ლაშა:

- დილაობით კვერცხს არ ვყლაპავთ, მაგრამ კოკას გადაცემის დრო რომ მოდის, რომელიც "ინტერნეტ პალიტრის", საინფორმაციო გამოშვებისა და სპორტის ახალი ამბების წამყვანია, ჩვენ გარეთ გამოვდივართ და ყელს ვიწმენდთ ხოლმე (იღიმის).

ზუსტად ამ დროს, თითქმის ხსენებას ელოდებოდა, "ინტერნეტ პალიტრის" წამყვანი, კოკა კვირკველია შემოგვიერთდა.

კოკა:

- დილის გადაცემაში ჩემი სტილი აკადემიურია. თამთასთან ერთად კი სულ სიცილ-ხარხარია სტუდიაში. შეუძლებელია, მისი დადებითი განწყობა არ გადმოგედოს. ამას წინათ, ეთერში გასვლის ბოლო წამამდე მთელი ხმით ვხარხარებდით.

- კოკა, შენ "ინტერნეტ პალიტრის" მიმოხილვას აკეთებ...

- ადრე რამდენიმე თემის მიმოხილვას ვაკეთებდი. ახლა კი ეს ყველაფერი გაერთიანდა, სახელი კი "ინტერნეტ პალიტრა" დაერქვა. აკადემიური სტილის საინფორმაციო გადაცემას ვუძღვები. ამასთან ერთად, სპორტის მიმოხილვასაც ვაკეთებ, ეს სფერო ჩემთვის ახალი იყო, ალბათ მეტყობა კიდეც, აბსოლუტურად არასპორტული ადამიანი გახლავართ, მაგრამ ზოგადად, რადიოში მუშაობის თხუთმეტწლიანი, სატელევიზიო მუშაობის კი ოთხწლიანი გამოცდილება მაქვს.

- მამაკაცებო, ორსულ ქალბატონს თუ ანებივრებთ?

- ვცდილობთ, რომ კარგ ხასიათზე იყოს და მეტისმეტად არ გადაიღალოს.

თამთა:

- ჩემს მდგომარეობას "საინტერესო მდგომარეობას" ეძახიან. რაც მთავარია, მოვლა არ მჭირდება და თავსაც მშვენივრად ვგრძნობ. ერთი ესაა, ხშირად ვამბობ ხოლმე, სად წამომეწია ეს ტელევიზია, ახლა ჩემი ეთერში გამოჩენა იქნებოდა-მეთქი?!

- როგორც ვიცი, რამდენიმე ახალი რუბრიკა კიდევ დაგემატებათ...

კოკა:

- ჩვენი დილა ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება. ვფიქრობთ, რომ მომავალში გაცილებით საინტერესო და უკეთესი იქნება სხვა დილის გადაცემებთან შედარებით. მით უმეტეს, რომ დღითი დღე ვიზრდებით და ვვითარდებით.

ირმა სინაურიძე-მაყაშვილი, დილის გადაცემის პროდიუსერი.

- უკვე დიდი ხანია, მედიის სფეროში ვმუშაობ და ჩემი საქმე ძალიან მიყვარს. ჩვენს გუნდთან ერთად ერთად ძალებს არ ვიშურებთ, რომ მსმენელ-მაყურებლებს საუკეთესო განწყობა შევუქმნათ. პირადად მე, საქმის ზერელედ გაკეთება არ მჩვევია. ჰოროსკოპის წერასაც კი დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები, რადგან საზოგადოების ინტერესის საგანს არ შეიძლება, უყურადღებოდ მოეპყრო.

- თქვენი დილა საკმაოდ ადრე იწყება...

- მართალია, ხანდახან ძალიან გვეძინება, ხანდახან მოწყენილებიც მოვდივართ სამსახურში, მაგრამ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ რაც უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო, საეთერო სტუდიაში შემოსვლისთანავე ენერგიით ვივსები და ყველაფერი მავიწყდება. წარმოვიდგენ, რომ არის ადამიანი, რომელიც უსმენს ჩვენს გადაცემას და არ მაქვს უფლება, მას იმედი გავუცრუო. ალბათ სწორედ ესაა საკუთარი საქმის სიყვარული. მით უმეტეს, რომ არაჩვეულებრივი გუნდის წევრებთან ვმუშაობ. მათდამი დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია, ისინიც მუდამ გვერდით მიდგანან, ცდილობენ, ყოველთვის ფორმაში იყვნენ... დილაადრიან სამსახურში მოსვლა და გადაცემის დასრულების შემდეგ ახალი გადაცემის მომზადება დიდი დატვირთვაა. რომ არა ეს საოცარი გუნდი, ალბათ ვერაფრის გაკეთებას ვერ შევძლებდი. ჩვენი წამყვანი, თამთა, რვა თვის ორსულია და ვცდილობ, გავუფრთხილდე, მაგრამ თავად ისეთი აქტიური და ცოცხალი ადამიანია, თავს არაფერში ზოგავს. ამას წინათ მითხრა, - დილით ცუდად ვიყავი, ვიფიქრე, შენთან დავრეკავდი და გეტყოდი, ცუდად ვარ და ვერ მოვდივარ... ამ დროს შენი სახე წარმოვიდგინე და მომენტალურად ყველაფერმა გადამიარა, წამოვხტი და სამსახურში წამოვედიო. "დილის პალიტრასთან" ერთად ყოველი დღე სრულიად განსხვავებულია და დიდი ბედნიერებაა, როცა ბევრ საინტერესო პროფესიონალ ადამიანთან ერთად მუშაობ.

- მსმენელ-მაყურებელი ახსენეთ, რადიოს დილა უკვე "პალიტრა ტვ-ს" ეთერში გადის...

- დიახ, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაგვიჩნდა. ჩვენი დილის გადაცემა უკვე ტელევიზიასაც მოიცავს ანუ "გავტელევიზორდით". ტელევიზიას რადიოსგან სრულიად განსხვავებული ტემპი აქვს, მაგრამ შევეცადეთ, რომ ეს ორი სფერო ერთმანეთისათვის "დაგვემთხვია". გვემატება ბევრი ახალი რუბრიკა, ზოგი რუბრიკა უკვე გადახალისდა. სულ მალე დილის ეთერში საბავშვო რუბრიკა დაგვემატება. პატარა წამყვანები უკვე ავარჩიეთ, რომლებსაც მე კრეატიულ წამყვანებს ვეძახი. მათ მიერ გალამაზებული დილა უფრო საინტერესო და სახალისო იქნება. ამ დაძაბული ვითარების პირობებში ბავშვების ეთერში შემოსვლას დადებითი ენერგია მოაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, მეც ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ "ჩაჯდებიან" საეთერო დილაში პაწაწინა ბავშვები.

- ქალბატონო ირმა, მკაცრი პროდიუსერი ბრძანდებით?

- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სამუშაოს დიდი სერიოზულობით ვეკიდები, შეიძლება ითქვას, რომ მკაცრი ვარ, მაგრამ იმდენად კარგ ჯგუფთან ერთად ვმუშაობ, წარბის შეკვრის შესაძლებლობა თითქმის არ მაქვს. ხარვეზები, ბუნებრივია, ხდება ხოლმე პირდაპირი ეთერის დროს, მაგრამ ამას პირველ რიგში, საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, მერე კი სხვებს ვეჩხუბები. ჩვენი სფერო, რადიო და ტელევიზია ცოცხალი ორგანიზმია, ფაქიზად მოპყრობა სჭირდება, არ უნდა მოჩქმიტო, არ უნდა გაჭრა... თუ ეთერს მოეფერები, ისიც მოგეფერება...

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები