Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყოფილი მინისტრების ხელფასები 2012 წელს შევსებული დეკლარაციების თანახმად
ყოფილი მინისტრების ხელფასები 2012 წელს შევსებული დეკლარაციების თანახმად

2012 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ყვე­ლა­ზე დიდი წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი წევ­რე­ბი­დან ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ და კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ნიკა რუ­რუ­ამ მი­ი­ღეს. ხოლო ყვე­ლა­ზე მცი­რე შე­მო­სა­ვა­ლი - იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­მა. ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრებ­მა ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი 2012 წელს შე­ავ­სეს და მას­ში გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნეს. შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში შე­დის სამი ნა­წი­ლი: თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, პრე­მია და და­ნა­მა­ტი.

ყო­ფილ სა­ხელ­მწი­ფო მი­ნისტრს ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძეს 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბუ­ლი აქვს 122 400 ლა­რის ოდე­ნო­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა. თით­ქმის ამ­დე­ნი­ვე შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო ამა­ვე პე­რი­ოდ­ში კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ნიკა რუ­რუ­ამ - 121 400 ლარი.

იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის მიერ შევ­სე­ბუ­ლი ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად კი, კობა სუ­ბე­ლი­ან­მა წინა წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით 89 750 ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა გოგა ხა­ჩი­ძემ კი 80 820 ლარი.

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შე­მო­სა­ვა­ლი 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში 78 195 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­დას­ვლამ­დე სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბის­თვის დი­მიტ­რი შაშ­კინ­მა 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 77 880 ლარი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. ყო­ფილ­მა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში ეკა ტყე­შე­ლაშ­ვილ­მა კი - 69 020 ლარი. 2011 წელს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, გრი­გოლ ვა­შა­ძის შე­მო­სა­ვა­ლი 89 959 ლა­რით გა­ნი­სა­ზღვრა.

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრად მუ­შა­ო­ბის დროს, 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბაჩო ახა­ლა­ი­ამ 57 400 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ვერა ქო­ბა­ლი­ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 88 500 ლარი გა­მო­ი­მუ­შა­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნისტრს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, 2011 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, მის­მა შე­მო­სა­ვალ­მა 42 480 ლარი შე­ად­გი­ნა.

რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა რა­მაზ ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა 2011 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 109 740 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღო.

სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილ­მა 2011 წელს 84960 ლარი გა­მო­ი­მუ­შა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ხე­თა­გურ­მა - 105 532 ლარი.

"ამ­ბე­ბი.გე"-მ და­კავ­ში­რე­ბა რამ­დე­ნი­მე ყო­ფილ მი­ნის­ტთან სცა­და, თუმ­ცა ამა­ოდ. სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ უპა­სუ­ხეს სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რებ­მა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ და გოგა ხა­ჩი­ძემ.

ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრე­ბის შე­მო­სავ­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა დღეს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, წინა მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრე­ბი თვე­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 16 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ხელ­ფასს იღებ­დნენ. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, იყო თვე­ე­ბი, რო­დე­საც კონ­კრე­ტულ მი­ნის­ტრებს აღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ თვე­ში 27 000 ლარი.

"მი­ნის­ტრის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი და­ახ­ლო­ე­ბით 10-12 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც დღეს შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ციფ­რე­ბის შე­და­რე­ბა მარ­ტი­ვია. მცირ­დე­ბა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი ყვე­ლას­თვის, მათ შო­რის - მი­ნის­ტრე­ბის­თვის. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში შე­დის სამი ნა­წი­ლი: თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, პრე­მია და და­ნა­მა­ტი. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა პრე­მი­ის არსს არ გან­სა­ზღვრავს, მაგ­რამ პრე­მი­ერ­მა მი­ი­ღო ლო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ თვე პრე­მია მი­ი­ღო", - გა­ნა­ცხა­და ნო­დარ ხა­დურ­მა.

მინ­დია აფ­ცი­ა­უ­რი

ყოფილი მინისტრების ხელფასები 2012 წელს შევსებული დეკლარაციების თანახმად

ყოფილი მინისტრების ხელფასები 2012 წელს შევსებული დეკლარაციების თანახმად

2012 წელს შევსებული დეკლარაციების თანახმად, ყველაზე დიდი წლიური შემოსავალი მთავრობის ყოფილი წევრებიდან ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ და კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ მიიღეს. ხოლო ყველაზე მცირე შემოსავალი - იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა. ყოფილმა მინისტრებმა ქონებრივი დეკლარაციები 2012 წელს შეავსეს და მასში გასული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები აღნიშნეს. შრომის ანაზღაურებაში შედის სამი ნაწილი: თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი.

ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძეს 2011 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 122 400 ლარის ოდენობის ანაზღაურება. თითქმის ამდენივე შემოსავალი მიიღო ამავე პერიოდში კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა ნიკა რურუამ - 121 400 ლარი.

იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად კი, კობა სუბელიანმა წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 89 750 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო. საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა გოგა ხაჩიძემ კი  80 820 ლარი.

ვანო მერაბიშვილის შემოსავალი 2011 წლის განმავლობაში საქართველოს შს  მინისტრად მუშაობის პერიოდში 78 195 ლარით განისაზღვრა.

თავდაცვის სამინისტროში გადასვლამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრად მუშაობისთვის დიმიტრი შაშკინმა 2011 წლის განმავლობაში 77 880 ლარი გამოიმუშავა. ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში ეკა ტყეშელაშვილმა კი - 69 020 ლარი. 2011 წელს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის შემოსავალი 89 959 ლარით განისაზღვრა.

თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს, 2011 წლის განმავლობაში ბაჩო ახალაიამ 57 400 ლარის შემოსავალი მიიღო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ  ერთი წლის განმავლობაში 88 500 ლარი გამოიმუშავა.

რაც შეეხება იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს, 2011 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისმა შემოსავალმა 42 480 ლარი შეადგინა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა 2011 წლის განმავლობაში 109 740 ლარის შემოსავალი მიიღო.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა 2011 წელს 84960 ლარი გამოიმუშავა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა  - 105 532 ლარი.

"ამბები.გე"-მ დაკავშირება რამდენიმე ყოფილ მინისტთან სცადა, თუმცა ამაოდ. სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა გიორგი ბარამიძემ და გოგა ხაჩიძემ.

ყოფილი მინისტრების შემოსავლებთან დაკავშირებით განცხადება დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გააკეთა. მისი თქმით, წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ოდენობის ხელფასს იღებდნენ. მინისტრის განმარტებით, იყო თვეები, როდესაც კონკრეტულ მინისტრებს აღებული ჰქონდათ თვეში 27 000 ლარი.

"მინისტრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 10-12 000 ლარს შეადგენდა, რაც დღეს შემცირებულია. ვფიქრობ, ციფრების შედარება მარტივია. მცირდება შრომის ანაზღაურების ხარჯები ყველასთვის, მათ შორის - მინისტრებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ანაზღაურებაში შედის სამი ნაწილი: თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი. კანონმდებლობა პრემიის არსს არ განსაზღვრავს, მაგრამ პრემიერმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება. არ შეიძლება ყოველ თვე პრემია მიიღო", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მინდია აფციაური

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა