რუსმა ტერორისტმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პიცა მოითხოვა. ინციდენტი რუსეთში, ქალაქ ასტრახანში სასწავლო კოლეჯში მოხდა. ტერორისტმა მძევლები აიყვანა. მძევლებს შორის ორი სტუდენტი და ერთი კოლეჯის დაცვის თანამშრომელი იყო. მძევლად ასევე იმყოფებოდა მასწავლებელი, თუმცა დამნაშავემ ის სპეცოპერაციამდე გაათავისუფლა. მისი გათვისუფლების სანაცვლოდ ტერორისტმა პიცა და ”კოკა-კოლა” მოითხოვა.
მამაკაცი სკოლის აფეთქებით იმუქრებოდა, თუმცა მას ყალბი ბომბი და სათამაშო იარაღი აღმოაჩნდა. სპეცოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა. 25 წლის ალექსანდრ კუპცოვი ამჟამად პოლიციაში იმყოფება.
იხილეთ ვიდეო: ასტრახანელმა ტერორისტმა მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ პიცა მოითხოვა