პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი: "გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება"
მიხეილ სააკაშვილი: "გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახალ რო­მის პაპ­სა და მთელ კა­თო­ლი­კურ სამ­ყა­როს მი­მარ­თავს. რო­გორც "ფე­ის­ბუ­ქით" გავ­რცე­ლე­ბულ პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ამი­ე­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ვა­ტი­კა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა, კა­თო­ლი­კურ თემს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი ძალა შე­ე­მა­ტე­ბა.

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი და მრა­ვალ­კონ­ფე­სი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, თქვენ და მთელ კა­თო­ლი­კურ სამ­ყა­როს ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს დღეს გი­ლო­ცავთ. გვჯე­რა, რომ ამი­ე­რი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ვა­ტი­კა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დე­ბა, კა­თო­ლი­კურ თემს კი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ ძალა შე­ე­მა­ტე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­ზი­დენ­ტი იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ კა­თო­ლი­კუ­რი სამ­ყა­რო ისე­თი­ვე თან­მიმ­დევ­რუ­ლი და მტკი­ცე იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, რო­გორც ეს არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის პირ­ველ წლებ­ში, არა­მედ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო.

"გა­ნუ­ზო­მე­ლია კა­თო­ლი­კუ­რი თე­მის წვლი­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია და აქ მათ ყო­ველ­თვის უდი­დე­სი პა­ტი­ვის­ცე­მით ეპყრო­ბოდ­ნენ. ეს თემი სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იღ­ვწო­და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ლი­ე­რი და კულ­ტუ­რუ­ლი სიმ­დიდ­რის შე­საქ­მნე­ლად და არა­ერ­თი ბრწყინ­ვა­ლე ახალ­გაზ­რდა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მეც­ნი­ე­რი და ხე­ლო­ვა­ნი გა­მო­ზარ­და. მწამს, რომ თქვენ, რო­გორც ვა­ტი­კა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი და კა­თო­ლი­კე­თა სუ­ლი­ე­რი მწყემ­სი, ისე­თი­ვე სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნაგ­რძობთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რო­გორც არა­ერ­თი თქვე­ნი წი­ნა­მორ­ბე­დი", - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მიხეილ სააკაშვილი: "გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება"

მიხეილ სააკაშვილი: "გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალ რომის პაპსა და მთელ კათოლიკურ სამყაროს მიმართავს. როგორც "ფეისბუქით" გავრცელებულ პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება, კათოლიკურ თემს კი საქართველოში ახალი ძალა შეემატება.

"თქვენო უწმინდესობავ, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს სახელით, თქვენ და მთელ კათოლიკურ სამყაროს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გილოცავთ. გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება, კათოლიკურ თემს კი საქართველოში ახალ ძალა შეემატება", - ნათქვამია განცხადებაში.

პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ კათოლიკური სამყარო ისეთივე თანმიმდევრული და მტკიცე იქნება საქართველოსთან ურთიერთობაში, როგორც ეს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, არამედ საუკუნეების განმავლობაში იყო.

"განუზომელია კათოლიკური თემის წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თითოეული მათგანი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და აქ მათ ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ეს თემი საუკუნეების განმავლობაში იღვწოდა ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და არაერთი ბრწყინვალე ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და ხელოვანი გამოზარდა. მწამს, რომ თქვენ, როგორც ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური და კათოლიკეთა სულიერი მწყემსი, ისეთივე სიყვარულით განაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობას, როგორც არაერთი თქვენი წინამორბედი", - აცხადებს სააკაშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს