სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ხელფასს იღებდნენ"
"წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ხელფასს იღებდნენ"

წინა მთავ­რო­ბის მი­ნის­ტრე­ბი თვე­ში, სა­შუ­ა­ლოდ, 16 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის ხელ­ფასს იღებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, იყო თვე­ე­ბი, რო­დე­საც კონ­კრე­ტულ მი­ნის­ტრებს აღე­ბუ­ლი ჰქონ­დათ 27 000 ლარი.

"მი­ნის­ტრის სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სი და­ახ­ლო­ე­ბით 10-12000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც დღეს შემ­ცი­რე­ბუ­ლია. ვფიქ­რობ, ციფ­რე­ბის შე­და­რე­ბა მარ­ტი­ვია. მცირ­დე­ბა შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის ხარ­ჯე­ბი ყვე­ლას­თვის, მათ შო­რის - მი­ნის­ტრე­ბის­თვის. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა­ში შე­დის სამი ნა­წი­ლი: თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი სარ­გო, პრე­მია და და­ნა­მა­ტი. კა­ნონ­მდებ­ლო­ბა პრე­მი­ის არსს არ გან­სა­ზღვრავს, მაგ­რამ პრე­მი­ერ­მა მი­ი­ღო ლო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. არ შე­იძ­ლე­ბა ყო­ველ­თვე პრე­მია მი­ი­ღო", - გა­ნა­ცხა­და ნო­რად ხა­დურ­მა.

ფი­ნა­ნას­თა მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­ლი­წად­ში ერთხელ პრე­მი­ე­რი მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კონ­კრე­ტუ­ლი მი­ნის­ტრის­თვის პრე­მი­ის მო­ცუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ამ მი­ნის­ტრმა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო შე­ას­რუ­ლა.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მი­ნის­ტრე­ბის ხელ­ფა­სი 12%-ით მცირ­დე­ბა. ასე­ვე, მთავ­რო­ბა უარს ამ­ბობს ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ დამ­კვიდ­რე­ბულ პრაქ­ტი­კა­ზე, რო­დე­საც მი­ნის­ტრე­ბი ყო­ველ თვე­ში, ან თვე­ში რამ­დენ­ჯერ­მე, თვი­თონ­ვე იწერ­დნენ პრე­მი­ებს. მი­ნის­ტრე­ბი ყო­ველ­თვი­უ­რად, ყო­ველ­გვა­რი სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტით, ხელ­ზე აი­ღე­ბენ 6300 ლარს. პრე­მია კი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, წე­ლი­წად­ში ერთხელ გა­ი­ცე­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ხელფასს იღებდნენ"

"წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ხელფასს იღებდნენ"

წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ოდენობის ხელფასს იღებდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა. მინისტრის განმარტებით, იყო თვეები, როდესაც კონკრეტულ მინისტრებს აღებული ჰქონდათ 27 000 ლარი.

"მინისტრის საშუალო ხელფასი დაახლოებით 10-12000 ლარს შეადგენდა, რაც დღეს შემცირებულია. ვფიქრობ, ციფრების შედარება მარტივია. მცირდება შრომის ანაზღაურების ხარჯები ყველასთვის, მათ შორის - მინისტრებისთვის. მოქმედი კანონმდებლობით, შრომის ანაზღაურებაში შედის სამი ნაწილი: თანამდებობრივი სარგო, პრემია და დანამატი. კანონმდებლობა პრემიის არსს არ განსაზღვრავს, მაგრამ პრემიერმა მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება. არ შეიძლება ყოველთვე პრემია მიიღო", - განაცხადა ნორად ხადურმა.

ფინანასთა მინისტრის ინფორმაციით, წელიწადში ერთხელ პრემიერი მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული მინისტრისთვის პრემიის მოცულობასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში, თუ ამ მინისტრმა რაიმე განსაკუთრებული სამუშაო შეასრულა.

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. ასევე, მთავრობა უარს ამბობს ყოფილი ხელისუფლების მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, როდესაც მინისტრები ყოველ თვეში, ან თვეში რამდენჯერმე, თვითონვე იწერდნენ პრემიებს. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა