პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ოვაშვილის პროექტმა "სიმინდის კუნძული" ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა
გიორგი ოვაშვილის პროექტმა "სიმინდის კუნძული" ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის პრო­ექ­ტმა "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" ევ­რი­მა­ჟის და­ფი­ნან­სე­ბა მო­ი­პო­ვა.

რო­გორც "ამ­ბე­ბის.გე"-სთან სა­უბ­რი­სას ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ნი­ნია ახვლე­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ დრეზ­დენ­ში ევ­რო­პის საბ­ჭოს კი­ნოს გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის "ევ­რი­მა­ჟის" მმარ­თვე­ლი საბ­ჭოს 129-ე სხდო­მა­ზე საბ­ჭოს წევ­რებ­მა 25 კი­ნოპ­რო­ექ­ტი და­ა­ფი­ნან­სეს, მათ შო­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კოპ­რო­დუქ­ცია (სა­ქარ­თვე­ლო/საფ­რან­გე­თი/გერ­მა­ნია/ჩე­ხე­თი) "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლია", რომ­ლის ავ­ტო­რი, რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლია. ქარ­თვე­ლი რე­ჟი­სო­რის პრო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა წევ­რებ­მა ერ­თხმად მი­ი­ღეს.

ევ­რი­მა­ჟის მმარ­თველ საბ­ჭო­ში სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რეს თა­მარ ტა­ტიშ­ვი­ლი წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც თა­ვად წა­რად­გენ­და პრო­ექტს.

- რო­დის და­ი­წყე­ბა გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლის ფილ­მის გა­და­ღე­ბა?

- პრო­ექ­ტმა 200 000 ევ­როს ოდე­ნო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღო. მისი წარ­მო­ე­ბა 2013 წლის ბო­ლო­დან იგეგ­მე­ბა. პრო­ექტს მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის სუბ­სი­დი­აც.

- ცოტა რამ "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლის" შე­სა­ხებ...

- ფილ­მის ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი 90 წუთი იქ­ნე­ბა. ის 33 მი­ლი­მეტ­რი­ან, ფე­რად კი­ნო­ფირ­ზე იქ­ნე­ბა გა­და­ღე­ბუ­ლი. სცე­ნა­რის ავ­ტო­რე­ბი ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძე, გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი, რუ­ლოფ იან მი­ნე­ბო არი­ან. რე­ჟი­სო­რი - გი­ორ­გი ოვაშ­ვი­ლი; დამ­დგმე­ლი ოპე­რა­ტო­რი ფრედ კე­ლე­მე­ნი იქ­ნე­ბა; დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი - არი­უნ­სა­ი­ხან და­ვა­ა­ხუ. კომ­პო­ზი­ტო­რი - იო­სებ ბარ­და­ნაშ­ვი­ლი; მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რი ნინო დევ­და­რი­ა­ნი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი გი­ი­ომ დე­სეი, აიკე გო­რეშ­კა კარ­ლა სტო­ი­ა­კო­ვა და კრის­ტოფ კუ­კუ­ლა იქ­ნე­ბი­ან. მმარ­თვე­ლი დი­რექ­ტო­რი სტე­ლი­ოს ზი­ა­ნი­სი იქ­ნე­ბა.

- მსა­ხი­ო­ბე­ბი თუ არი­ან უკვე შერ­ჩე­უ­ლი?

- ამ ეტაპ­ზე მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და მსა­ხი­ო­ბებს ვარ­ჩევთ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მოგ­ვი­ა­ნე­ბით იქ­ნე­ბა ცნო­ბი­ლი. ფილ­მის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია კი "ალამ­და­რი ფილ­მია".

- ფილ­მის ში­ნა­არ­სის შე­სა­ხებ რას გვე­ტყვი?

- "სი­მინ­დის კუნ­ძუ­ლი" ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დრა­მაა. ფილმში მოქ­მე­დე­ბა ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი კონ­ფლიქ­ტის ბუ­ნებ­რივ სა­ზღვარ­ზე - მდი­ნა­რე ენ­გურ­ზე ვი­თარ­დე­ბა. მდი­ნა­რე­ში წყალ­დი­დო­ბის დროს წარ­მოქ­მნილ კუნ­ძულ­ზე მო­ხუც გლეხს სი­მინ­დი მოჰ­ყავს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კუნ­ძულ­ზე ქარ­თვე­ლი მე­სა­ზღვრე ჩნდე­ბა, რო­მე­ლიც მო­ხუ­ცის და მისი 16 წლის შვი­ლიშ­ვი­ლი გო­გო­ნას ერთი შე­ხედ­ვით იდი­ლი­ურ ცხოვ­რე­ბას არ­ღვევს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

გიორგი ოვაშვილის პროექტმა "სიმინდის კუნძული" ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

გიორგი ოვაშვილის პროექტმა "სიმინდის კუნძული" ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის პროექტმა "სიმინდის კუნძული" ევრიმაჟის დაფინანსება მოიპოვა.

როგორც "ამბების.გე"-სთან საუბრისას ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელმა ნინია ახვლედიანმა აღნიშნა, გერმანიის ქალაქ დრეზდენში ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის "ევრიმაჟის" მმართველი საბჭოს 129-ე სხდომაზე საბჭოს წევრებმა 25 კინოპროექტი დააფინანსეს, მათ შორის საერთაშორისო კოპროდუქცია (საქართველო/საფრანგეთი/გერმანია/ჩეხეთი) "სიმინდის კუნძულია", რომლის ავტორი, რეჟისორი გიორგი ოვაშვილია. ქართველი რეჟისორის პროექტის მხარდაჭერის გადაწყვეტილება წევრებმა ერთხმად მიიღეს.

ევრიმაჟის მმართველ საბჭოში საქართველოს მხარეს თამარ ტატიშვილი წარმოადგენს, რომელიც თავად წარადგენდა პროექტს.

- როდის დაიწყება გიორგი ოვაშვილის ფილმის გადაღება?

- პროექტმა 200 000 ევროს ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა მიიღო. მისი წარმოება 2013 წლის ბოლოდან იგეგმება. პროექტს მოპოვებული აქვს ეროვნული კინოცენტრის სუბსიდიაც.

- ცოტა რამ "სიმინდის კუნძულის" შესახებ...

- ფილმის ქრონომეტრაჟი 90 წუთი იქნება. ის 33 მილიმეტრიან, ფერად კინოფირზე იქნება გადაღებული. სცენარის ავტორები ნუგზარ შატაიძე, გიორგი ოვაშვილი, რულოფ იან მინებო არიან. რეჟისორი - გიორგი ოვაშვილი; დამდგმელი ოპერატორი ფრედ კელემენი იქნება; დამდგმელი მხატვარი - არიუნსაიხან დავაახუ. კომპოზიტორი - იოსებ ბარდანაშვილი; მთავარი პროდიუსერი ნინო დევდარიანი, პროდიუსერები გიიომ დესეი, აიკე გორეშკა კარლა სტოიაკოვა და კრისტოფ კუკულა იქნებიან. მმართველი დირექტორი სტელიოს ზიანისი იქნება.

- მსახიობები თუ არიან უკვე შერჩეული?

- ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და მსახიობებს ვარჩევთ. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით იქნება ცნობილი. ფილმის მწარმოებელი კომპანია კი "ალამდარი ფილმია".

- ფილმის შინაარსის შესახებ რას გვეტყვი?

- "სიმინდის კუნძული" ფსიქოლოგიური დრამაა. ფილმში მოქმედება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ბუნებრივ საზღვარზე - მდინარე ენგურზე ვითარდება. მდინარეში წყალდიდობის დროს წარმოქმნილ კუნძულზე მოხუც გლეხს სიმინდი მოჰყავს. მოგვიანებით კუნძულზე ქართველი მესაზღვრე ჩნდება, რომელიც მოხუცის და მისი 16 წლის შვილიშვილი გოგონას ერთი შეხედვით იდილიურ ცხოვრებას არღვევს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება