პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი პრემიერს აკრიტიკებს - "პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია"
პრეზიდენტი პრემიერს აკრიტიკებს - "პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო აკ­რი­ტი­კებს და მას "ჭო­რა­ო­ბას" უწო­დებს.

რო­გორც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში" პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სხვის და­ა­ვა­დე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­აჩ­ნია.

"ბოლო პე­რი­ოდ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო ტენ­დენ­ცია დამ­კვიდ­რდა ადა­მი­ა­ნის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩა­რე­ვის თვალ­საზ­რი­სით. შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ვარ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბით, რო­მე­ლიც მან სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის, კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა. მან ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილს სე­რი­ო­ზუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა აქვს, რაც გა­უ­მარ­თლებ­ლად მი­მაჩ­ნია. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან ჭო­რა­ო­ბა მი­უ­ღე­ბე­ლია", - აცხა­დებს სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თაა და­ცუ­ლი და მისი დარ­ღვე­ვა ყოვ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია.

"პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბით შან­ტა­ჟი და სპე­კუ­ლი­რე­ბა 90-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სის ყა­ჩა­ღურ, რუ­სულ, ოლი­გარ­ქი­ულ, კა­პი­ტა­ლის­ტურ მე­თო­დებს უფრო ჰგავს და არა 21-ე სა­უ­კუ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ევ­რო­პუ­ლი მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბას. ეს საქ­ცი­ე­ლი უკვე ახა­ლი მთავ­რო­ბის მოქ­მე­დე­ბის ტენ­დენ­ცი­ად იქცა. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბას, უფრო მეტი გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბით მო­ე­კი­დოს ჩემს მიერ ინი­ცი­რე­ბულ კა­ნონპ­რო­ექტს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის შე­სა­ხებ", - აღ­ნიშ­ნავს პრე­ზი­დენ­ტი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პრეზიდენტი პრემიერს აკრიტიკებს - "პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია"

პრეზიდენტი პრემიერს აკრიტიკებს - "პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია"

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს და მას "ჭორაობას" უწოდებს.

როგორც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიხეილ სააკაშვილს სხვის დაავადებაზე საუბარი გაუმართლებლად მიაჩნია.

"ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, არასასიამოვნო ტენდენცია დამკვიდრდა ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის თვალსაზრისით. შეშფოთებული ვარ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადებით, რომელიც მან საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გააკეთა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტანტინე კუბლაშვილს სერიოზული დაავადება აქვს, რაც გაუმართლებლად მიმაჩნია. პოლიტიკოსების მხრიდან ჭორაობა მიუღებელია", - აცხადებს სააკაშვილი.

მისივე განმარტებით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება კონსტიტუციითაა დაცული და მისი დარღვევა ყოვლად დაუშვებელია.

"პირადი პრობლემებით შანტაჟი და სპეკულირება 90-იანი წლების დასაწყისის ყაჩაღურ, რუსულ, ოლიგარქიულ, კაპიტალისტურ მეთოდებს უფრო ჰგავს და არა 21-ე საუკუნის დემოკრატიული, ევროპული მთავრობის მოქმედებას. ეს საქციელი უკვე ახალი მთავრობის მოქმედების ტენდენციად იქცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პარლამენტის უმრავლესობას, უფრო მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ჩემს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ", - აღნიშნავს პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა