პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზაზა ხუციშვილი: "ამ აქციაზე ნაცმოძრაობის "ნახლებნიკები" თუ მივლენ"
ზაზა ხუციშვილი: "ამ აქციაზე ნაცმოძრაობის "ნახლებნიკები" თუ მივლენ"

მუ­სი­კოს­მა, ჯგუფ "ვა­კის პარ­კის" სო­ლის­ტმა ზაზა ხუ­ციშ­ვილ­მა, რო­მელ­საც ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო­ზე" გა­და­ცე­მა "პირ­და­პი­რი სა­უბ­რე­ბი" მიჰ­ყავ­და, ამა­ვე ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მუ­სი­კა­ლურ გა­და­ცე­მა "მაგ­თი­ფან­ში" გა­და­ი­ნაც­ვლა.

- მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "მაგ­თი­ფა­ნის" დი­რექ­ტო­რი ვარ. კონ­კურ­სან­ტე­ბის მომ­ზა­დე­ბის დო­ნით მეც და პე­და­გოგ­თა ჯგუ­ფიც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვართ - ნი­ჭი­ე­რი და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ამ პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნალ მუ­სი­კო­სე­ბად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ. პრო­ექ­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი შე­ვეც­დე­ბით, მათ მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რა­ზე ვიზ­რუ­ნოთ. ანუ შე­იქ­მნე­ბა ჯგუ­ფი, რომ­ლის სო­ლის­ტიც ამ პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, და­ნარ­ჩე­ნი წევ­რე­ბი ამა­ვე პრო­ექ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­გან აირ­ჩე­ვა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტრო" ხელს შე­უ­წყობს მათ, ჰქონ­დეთ კარ­გი რე­პერ­ტუ­ა­რი და კონ­ცერ­ტე­ბი.

- გა­სულ წლებ­ში მსგავ­სი შო­უ­ე­ბი­სად­მი ნდო­ბის ხა­რის­ხი და­ბა­ლი იყო, რად­გან არა­ერ­თხელ თქმუ­ლა და თვი­თონ მო­ნა­წი­ლე­ებ­საც გა­უპ­რო­ტეს­ტე­ბი­ათ, რომ კონ­კურ­სი არა­ო­ბი­ექ­ტუ­რად, ნაც­ნო­ბო­ბი­თა და "ჩა­წყო­ბით" მიმ­დი­ნა­რე­ობ­და...

- მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ვა­რთ, რომ ყვე­ლა შემ­სრუ­ლე­ბელს მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, თა­ვი­სი ნი­ჭით და შე­საძ­ლე­ბო­ბით მო­ი­პო­ვოს პო­პუ­ლა­რო­ბა. არ ვიცი, რა ხდე­ბო­და სხვა პრო­ექ­ტებ­ში, მაგ­რამ რო­დე­საც მუ­სი­კა­ლურ პრო­ექტ "ვარ­სკვლა­ვე­ბის აკა­დე­მი­ის" ჟი­უ­რის წევ­რი გახ­ლდით, მი­რე­კავ­დნენ თხოვ­ნით, ამა თუ იმ კონ­კურ­სანტს "ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეო", რა­ზეც მკაცრ უარს ვუ­ცხა­დებ­დი. ნაც­ნო­ბო­ბის ხარ­ჯზე ნი­ჭი­ერ კონ­კურ­სანტს ქუ­ლებს ვე­რას­დროს და­ვაკ­ლებ და შე­და­რე­ბით უნი­ჭოს ხელს ვერ შე­ვუ­წყობ. ასე რომ, ვპირ­დე­ბი "მაგ­თი­ფა­ნის" მა­ყუ­რე­ბელს, ამ პრო­ექ­ტში მსგავ­სი არა­ფე­რი მოხ­დე­ბა და ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი გა­ი­მარ­ჯვებს. ანა­ლო­გი­უ­რი მიდ­გო­მა აქვს ამ სა­კი­თხზე ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც. სხვა­თა შო­რის, ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ეთერ­ში კი­დევ ერთი შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი და­ი­წყე­ბა, და­კონ­კრე­ტე­ბის­გან კი ჯერ­ჯე­რო­ბით თავს შე­ვი­კა­ვებ.

- არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი მომ­ღერ­ლე­ბი­დან არა­ვის მო­უ­მარ­თავს?

- არა. ისე კი, მათ მი­მართ აგ­რე­სია არც მაქვს. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის არ­ჩე­ვა­ნი პა­ტი­ვის­ცე­მას იმ­სა­ხუ­რებს. თუმ­ცა, გა­ირ­კვა, რომ ეს მომ­ღერ­ლე­ბი ან­გა­რე­ბით უჭერ­დნენ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მხარს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის უკან 5-ათას­ლა­რი­ა­ნი ხელ­ფა­სე­ბი, დიდი შეკ­ვე­თე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი იმა­ლე­ბო­და...

- ან­სამ­ბლ "ერი­სი­ო­ნის" მოს­კოვ­ში გამ­გზავ­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი გა­ა­ღი­ზი­ა­ნა...

- მთე­ლი მსოფ­ლიო, მათ შო­რის ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი - აშშ-დან და­წყე­ბუ­ლი, ნა­ტო­თი და ევ­რო­კავ­ში­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, მიგ­ვი­თი­თებს, რომ რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მო­ვაგ­ვა­როთ. თუ არც ერთი ქარ­თვე­ლი არ გა­მარ­თავს კონ­ცერტს ამ ქვე­ყა­ნა­ში, უარს ვე­ტყვით სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, პრობ­ლე­მა არ მოგ­ვარ­დე­ბა. დიდი იმე­დი გვაქვს, რომ მალე დად­გე­ბა დღე, რო­დე­საც რუ­სე­თი ამას გა­ა­კე­თებს. "ერი­სი­ო­ნის" გამ­კრი­ტი­კებ­ლებს კი ამით ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გას­ვრა სურთ, რომ თქვან, - ხე­დავთ, კრემლს რო­გორ ეხუ­ტე­ბი­ა­ნო. ყვე­ლას შე­ვახ­სე­ნებ: რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც აფხა­ზე­თის ომში 1992 წელს და­კარ­გა სა­ქარ­თვე­ლომ, იმ­დე­ნი 2008 წელს არ და­უ­კარ­გავს, მაგ­რამ 1992 წლის შემ­დეგ უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნი ჩა­დი­ო­და რუ­სეთ­ში და კონ­ცერ­ტებ­საც მარ­თავ­და. რაღა მა­ინ­ცდა­მა­ინც 2008 წლის შემ­დეგ გა­მო­ცხად­და რუ­სეთ­ში ჩას­ვლა ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სად? უმ­ჯო­ბე­სია, სა­ქარ­თვე­ლომ რე­ა­ლო­ბას გა­უს­წო­როს თვა­ლი და ისე გა­ა­კე­თოს ქვეყ­ნის­თვის სა­სი­კე­თო საქ­მე, ვიდ­რე ბო­ი­კო­ტით.

- აპ­რილ­ში ნაც­მოძ­რა­ო­ბა დე­და­ქა­ლაქ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის გა­მარ­თვას გეგ­მავს. არა­და, სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ქუ­თა­ი­სი პო­ლი­ტი­კურ ქა­ლა­ქად ვაქ­ცი­ეო. თუ ასეა, რა­ტომ არ მარ­თავს ამ აქ­ცი­ას ქუ­თა­ის­ში?

- იმი­ტომ, რომ ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე თა­ვი­ან­თი მომ­ხრე­ე­ბის ყვი­თე­ლი ავ­ტო­ბუ­სე­ბით ქუ­თა­ის­ში წაყ­ვა­ნის ფუ­ფუ­ნე­ბა აღარ აქვთ. რაც შე­ე­ხე­ბა მხარ­დამ­ჭე­რებს, ნა­ცი­ო­ნა­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 5 პრო­ცენ­ტი თუ უჭერს მხარს. ამი­ტომ მგო­ნია, მათი აქ­ცია "ანშლა­გით" არ ჩა­ივ­ლის. დიდი ბო­დი­ში ამ გა­მოთ­ქმის­თვის, მაგ­რამ ამ აქ­ცი­ა­ზე ნაც­მოძ­რა­ო­ბის "ნახ­ლებ­ნი­კე­ბი" თუ მივ­ლენ.

ნინო მა­ი­სუ­რა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

ზაზა ხუციშვილი: "ამ აქციაზე ნაცმოძრაობის "ნახლებნიკები" თუ მივლენ"

ზაზა ხუციშვილი: "ამ აქციაზე ნაცმოძრაობის "ნახლებნიკები" თუ მივლენ"

მუსიკოსმა, ჯგუფ "ვაკის პარკის" სოლისტმა ზაზა ხუციშვილმა, რომელსაც ტელეკომპანია "მაესტროზე" გადაცემა "პირდაპირი საუბრები" მიჰყავდა, ამავე ტელეკომპანიის მუსიკალურ გადაცემა "მაგთიფანში" გადაინაცვლა.

- მუსიკალურ პროექტ "მაგთიფანის" დირექტორი ვარ. კონკურსანტების მომზადების დონით მეც და პედაგოგთა ჯგუფიც ძალიან კმაყოფილი ვართ - ნიჭიერი და საინტერესო ადამიანები არიან. ამ პროექტის მიზანია, ეს ახალგაზრდები პროფესიონალ მუსიკოსებად ჩამოყალიბდნენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი შევეცდებით, მათ მუსიკალურ კარიერაზე ვიზრუნოთ. ანუ შეიქმნება ჯგუფი, რომლის სოლისტიც ამ პროექტის გამარჯვებული იქნება, დანარჩენი წევრები ამავე პროექტის მონაწილეებისგან აირჩევა. ტელეკომპანია "მაესტრო" ხელს შეუწყობს მათ, ჰქონდეთ კარგი რეპერტუარი და კონცერტები.

- გასულ წლებში მსგავსი შოუებისადმი ნდობის ხარისხი დაბალი იყო, რადგან არაერთხელ თქმულა და თვითონ მონაწილეებსაც გაუპროტესტებიათ, რომ კონკურსი არაობიექტურად, ნაცნობობითა და "ჩაწყობით" მიმდინარეობდა...

- მაქსიმალურად მობილიზებული ვა­რთ, რომ ყველა შემსრულებელს მიეცეს საშუალება, თავისი ნიჭით და შესაძლებობით მოიპოვოს პოპულარობა. არ ვიცი, რა ხდებოდა სხვა პროექტებში, მაგრამ როდესაც მუსიკალურ პროექტ "ვარსკვლავების აკადემიის" ჟიურის წევრი გახლდით, მირეკავდნენ თხოვნით, ამა თუ იმ კონკურსანტს "ყურადღება მიაქციეო", რაზეც მკაცრ უარს ვუცხადებდი. ნაცნობობის ხარჯზე ნიჭიერ კონკურსანტს ქულებს ვერასდროს დავაკლებ და შედარებით უნიჭოს ხელს ვერ შევუწყობ. ასე რომ, ვპირდები "მაგთიფანის" მაყურებელს, ამ პროექტში მსგავსი არაფერი მოხდება და ყველაზე ნიჭიერი გაიმარჯვებს. ანალოგიური მიდგომა აქვს ამ საკითხზე ტელეკომპანია "მაესტროს" წარმომადგენლებსაც. სხვათა შორის, ამ ტელეკომპანიის ეთერში კიდევ ერთი შესანიშნავი მუსიკალური პროექტი დაიწყება, დაკონკრეტებისგან კი ჯერჯერობით თავს შევიკავებ.

- არჩევნების შემდეგ წინა ხელისუფლების მხარდამჭერი მომღერლებიდან არავის მოუმართავს?

- არა. ისე კი, მათ მიმართ აგრესია არც მაქვს. ნებისმიერი ადამიანის არჩევანი პატივისცემას იმსახურებს. თუმცა, გაირკვა, რომ ეს მომღერლები ანგარებით უჭერდნენ წინა ხელისუფლებას მხარს და თითოეული მათგანის უკან 5-ათასლარიანი ხელფასები, დიდი შეკვეთები და პროექტები იმალებოდა...

- ანსამბლ "ერისიონის" მოსკოვში გამგზავრებამ საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა...

- მთელი მსოფლიო, მათ შორის ჩვენი პარტნიორები - აშშ-დან დაწყებული, ნატოთი და ევროკავშირით დამთავრებული, მიგვითითებს, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოვაგვაროთ. თუ არც ერთი ქართველი არ გამართავს კონცერტს ამ ქვეყანაში, უარს ვეტყვით სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, პრობლემა არ მოგვარდება. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე დადგება დღე, როდესაც რუსეთი ამას გააკეთებს. "ერისიონის" გამკრიტიკებლებს კი ამით ახალი ხელისუფლების გასვრა სურთ, რომ თქვან, - ხედავთ, კრემლს როგორ ეხუტებიანო. ყველას შევახსენებ: რამდენი ადამიანიც აფხაზეთის ომში 1992 წელს დაკარგა საქართველომ, იმდენი 2008 წელს არ დაუკარგავს, მაგრამ 1992 წლის შემდეგ უამრავი ქართველი ხელოვანი ჩადიოდა რუსეთში და კონცერტებსაც მართავდა. რაღა მაინცდამაინც 2008 წლის შემდეგ გამოცხადდა რუსეთში ჩასვლა ღალატის ტოლფასად? უმჯობესია, საქართველომ რეალობას გაუსწოროს თვალი და ისე გააკეთოს ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე, ვიდრე ბოიკოტით.

- აპრილში ნაცმოძრაობა დედაქალაქში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. არადა, სააკაშვილმა განაცხადა, ქუთაისი პოლიტიკურ ქალაქად ვაქციეო. თუ ასეა, რატომ არ მართავს ამ აქციას ქუთაისში?

- იმიტომ, რომ ბიუჯეტის ხარჯზე თავიანთი მომხრეების ყვითელი ავტობუსებით ქუთაისში წაყვანის ფუფუნება აღარ აქვთ. რაც შეეხება მხარდამჭერებს, ნაციონალებს საქართველოს მოსახლეობის 5 პროცენტი თუ უჭერს მხარს. ამიტომ მგონია, მათი აქცია "ანშლაგით" არ ჩაივლის. დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ამ აქციაზე ნაცმოძრაობის "ნახლებნიკები" თუ მივლენ.

ნინო მაისურაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"