მსოფლიო
პოლიტიკა
Faceამბები

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
European Voice - შტეფან ფულე სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუაა
 European Voice - შტეფან ფულე სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუაა

European Voice შტე­ფან ფუ­ლეს მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში თო­მას ჰა­მარ­ბერ­გის წარ­გზავ­ნას ეხ­მა­უ­რე­ბა და სტა­ტი­ას აქ­ვეყ­ნებს სა­თა­უ­რით - "სა­ქარ­თვე­ლო მის ფიქ­რებ­ში".

რო­გორც გა­მო­ცე­მა აღ­ნიშ­ნავს, ევ­რო­კო­მი­სა­რი შტე­ფან ფულე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის ორ ცე­ცხლს შუაა.

"რო­გორც ჩანს, ევ­რო­კო­მი­სა­რი სა­მე­ზობ­ლო პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში შტე­ფან ფულე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და­აბ­ნი­ეს. ორი­ვე მათ­განს ბრძო­ლა აქვს გა­მარ­თუ­ლი გა­ზე­თე­ბი­სა და თუ ტე­ლე­ე­თე­რის მეშ­ვე­ო­ბით. სა­ა­კაშ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში კი, ევ­რო­პის პარ­ლა­მენ­ტის მე­გო­ბა­რი წევ­რე­ბის მეშ­ვე­ო­ბი­თაც", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

წე­რი­ლის მი­ხედ­ვით, ფულე უკვე აშ­კა­რად და­ი­ღა­ლა ორ ცე­ცხლს შუა ყოფ­ნით. European Voice წერს, რომ მა­გა­ლი­თად, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ფუ­ლემ ისე სწრა­ფად და­ტო­ვა სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია, თით­ქოს ეს პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად გა­ა­კე­თა.

"ახლა კი, ფუ­ლემ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ავ­ლი­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­უ­წევს სა­სა­მარ­თლო და სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მებ­ში და ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­ში. "და­სა­წყი­სის­თვის" ევ­რო­კო­მი­სარ­მა მას ოთხთვი­ა­ნი მან­და­ტი მის­ცა, რათა "სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, ობი­ექ­ტუ­რი რჩე­ვე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოს". ეს სა­წყა­ლი კაცი, ვინც ეს სა­მუ­შაო უნდა შე­ას­რუ­ლოს, თო­მას ჰა­მარ­ბერ­გია, ევ­რო­საბ­ჭოს ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის ყო­ფი­ლი კო­მი­სა­რი", - აღ­ნიშ­ნავს European Voice.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია European Voice-ის მი­ხედ­ვით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

European Voice - შტეფან ფულე სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუაა

 European Voice - შტეფან ფულე სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუაა

European Voice შტეფან ფულეს მიერ საქართველოში თომას ჰამარბერგის წარგზავნას ეხმაურება და სტატიას აქვეყნებს სათაურით - "საქართველო მის ფიქრებში".

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკომისარი შტეფან ფულე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შორის ორ ცეცხლს შუაა.

"როგორც ჩანს, ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულე, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა დააბნიეს. ორივე მათგანს ბრძოლა აქვს გამართული გაზეთებისა და თუ ტელეეთერის მეშვეობით. სააკაშვილის შემთხვევაში კი, ევროპის პარლამენტის მეგობარი წევრების მეშვეობითაც", - წერს სტატიის ავტორი.

წერილის მიხედვით, ფულე უკვე აშკარად დაიღალა ორ ცეცხლს შუა ყოფნით. European Voice წერს, რომ მაგალითად, რამდენიმე კვირის წინ, ფულემ ისე სწრაფად დატოვა სააკაშვილთან ერთობლივი პრესკონფერენცია, თითქოს ეს პროტესტის ნიშნად გააკეთა.

"ახლა კი, ფულემ საქართველოში მიავლინა სპეციალური მრჩეველი, რომელიც ხელისუფლებას კონსულტაციებს გაუწევს სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმებში და ადამიანთა უფლებების საკითხებში. "დასაწყისისთვის" ევროკომისარმა მას ოთხთვიანი მანდატი მისცა, რათა "საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები დამოუკიდებელი, ობიექტური რჩევებით უზრუნველყოს". ეს საწყალი კაცი, ვინც ეს სამუშაო უნდა შეასრულოს, თომას ჰამარბერგია, ევროსაბჭოს ადამიანთა უფლებების ყოფილი კომისარი", - აღნიშნავს European Voice.

მომზადებულია European Voice-ის მიხედვით. 

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა