მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება"
"საქართველოში მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება"

პო­ლი­ტო­ლოგ ვახ­ტანგ მა­ი­სა­ი­ას აზ­რით, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საფრ­თხე: "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­შიშ, გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ტი­პის პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად იქცა. მე იუ­მო­რით ვერ შევ­ხე­დავ­დი და­ა­ნონ­სე­ბულ 19 აპ­რილს - ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რით დამ­თავ­რდე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი, თუ ნა­ცე­ბი გა­ბე­და­ვენ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბას, იმე­დია, მათი მცდე­ლო­ბა ფი­ას­კო­თი, გე-კა-ჩე-პეს მო­დე­ლით დას­რულ­დე­ბა და არ წავა სან­დი­ნის­ტე­ბის (რომ­ლე­ბიც ნი­კა­რა­გუ­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუნ­დნენ) მი­მარ­თუ­ლე­ბით", - ამ­ბობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი:

- სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით, მო­ი­ცავს ოთხ ძი­რი­თად მე­თოდს: 1. რე­ვო­ლუ­ცია (და­ვარ­ქვათ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, ანუ ისე­თი ქმე­დე­ბა, რო­დე­საც ხდე­ბა ხალ­ხის მა­სე­ბის არა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი გა­მოს­ვლა სო­ცი­ა­ლურ-პო­ლი­ტი­კუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბის შეც­ვლის მიზ­ნით, იგი­ვე - ხა­ვერ­დო­ვა­ნი რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბი). 2. სა­მო­ქა­ლა­ქო ომი - ეროვ­ნულ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ფორ­მი­რე­ბებს შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით. 3. პრო­ნუნ­სი­მი­ენ­ტო - სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი მო­დე­ლი, რო­მელ­საც ხში­რად იყე­ნებ­დნენ აფ­რი­კა­ში 4. აჯან­ყე­ბა, ანუ ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი ომი, რო­მელ­საც აქვს ეთ­ნი­კუ­რად და პო­ლი­ტი­კუ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი კონ­კრე­ტუ­ლი ფორ­მა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ, ჯერ ერთი, არ­სე­ბობს ორ­ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­ა­ნო­ბა, რაც უკვე თა­ვის­თა­ვად ქმნის კონ­ფლიქ­ტის წარ­მოქ­მნის ელე­მენტს. დღეს ლა­პა­რა­კია კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­გე­ბით, არის ორი იდე­უ­რად და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი ძა­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა. ამის მა­გა­ლი­თი იყო მენ­შე­ვი­კე­ბი­სა და ბოლ­შე­ვი­კე­ბის თა­ნა­არ­სე­ბო­ბა 1917 წლის თე­ბერ­ვლი­დან ოქ­ტომ­ბრის ჩა­თვლით. კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო ნი­კა­რა­გუ­ა­ში: იქ 1989 წელს სან­დი­ნის­ტურ­მა მმარ­თველ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლამ ჩა­ა­ტა­რა არ­ჩევ­ნე­ბი. სან­დი­ნის­ტებ­მა დათ­მეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი კრი­ზი­სი და­ი­წყო და ისი­ნი კვლავ დაბ­რუნ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. სხვა­თა შო­რის, ეს ის სან­დი­ნის­ტე­ბი არი­ან, რომ­ლებ­მაც აღი­ა­რეს აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა შეიძ­ლ­ება წარ­მო­იშ­ვას ძვე­ლი ელი­ტის ში­შის სა­ფუძ­ველ­ზე, ვი­ნა­ი­დან ისი­ნი ვერ გრძნო­ბენ თავს უსაფრ­თხოდ და ელო­დე­ბი­ან დროს, როცა მათ­ზე და­ი­წყე­ბა ზე­მოქ­მე­დე­ბა. ჩვენ­შიც არ­სე­ბობს ამის საფრ­თხე. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ნაც­მოს პო­ლი­ტი­კას, კვლა­ვაც არი­ან სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო სტრუქ­ტუ­რებ­ში - პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, შს სა­მი­ნის­ტრო­ში ცდი­ლო­ბენ გა­მო­ი­ყე­ნონ გავ­ლე­ნის ბერ­კე­ტე­ბი. ამას და­ვარ­ქმევ­დი ლა­ტენ­ტურ (ფა­რუ­ლი, უჩი­ნა­რი) ბი­უ­როკ­რა­ტი­ას - სა­შუ­ა­ლო და და­ბა­ლი რგო­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი კვლავ პოს­ტებ­ზე არი­ან და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" იდე­ო­ლო­გი­ას. ვიდ­რე არ გა­იწ­მინ­დე­ბა ეს რი­გე­ბი, არ­სე­ბობს საფრ­თხე. დღეს ნა­ცე­ბი აწარ­მო­ე­ბენ მა­სობ­რივ იდე­ო­ლო­გი­ურ მუ­შა­ო­ბას ეკო­ნო­მი­კუ­რი ან სო­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის კუ­თხით. ბევ­რი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია სა­სა­მარ­თლო­ზე, რად­გან იჭე­რენ და უშ­ვე­ბენ ჯა­ლა­თებს. ამით სარ­გებ­ლობს ნაც­მო, ამი­ტო­მაც მათ 19 აპ­რი­ლამ­დე შეგ­ნე­ბუ­ლად აი­ღეს პა­უ­ზა. აპ­რილ­ში პრე­ზი­დენტს აქვს უფ­ლე­ბა, გა­და­ა­ყე­ნოს მთავ­რო­ბა. ამ პე­რი­ოდ­ში უფრო იჩენს თავს და მწვავ­დე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სე­ბი. გარ­და ამი­სა, რო­გორც ჩანს, უკვე იწყე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბის თავ­მოყ­რა - სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ჩა­მო­დი­ან ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რაც და­გეგ­მი­ლი სტრა­ტე­გი­ის ნა­წი­ლია. ისი­ნი ეტა­პობ­რი­ვად ჩა­მო­დი­ან და ხალ­ხს აჩ­ვე­ნე­ბენ, რომ არ­სად იმა­ლე­ბი­ან და ქმნი­ან ერ­თგვარ იდე­ურ ბა­ზისს, ჩვენ ვბრუნ­დე­ბით, არაფ­რის გვე­ში­ნია და შე­იძ­ლე­ბა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მო­ვი­დეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­თა­ვე­შიო. თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბე­ბის მო­დე­ლი კარ­გად ხორ­ცი­ელ­დე­ბა ე.წ. კერ­ძო დე­ტექ­ტი­უ­რი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­სა და კერ­ძო დაც­ვი­თი სტრუქ­ტუ­რე­ბის შექ­მნით. მა­გა­ლი­თად, თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში შე­იქ­მნა ცალ­კე დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, რო­მელ­შიც ყო­ფი­ლი ზონ­დერე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ. რაში სჭირ­დე­ბა მე­რი­ას დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი? ეს მა­გო­ნებს ოლი­გარქ ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკის მიერ მოს­კოვ­ში შექ­მნილ კერ­ძო დაც­ვის სა­ა­გენ­ტოს სა­ხელ­წო­დე­ბით "ატო­ლი", რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი იყო არა მარ­ტო ბე­რე­ზოვ­სკის დაც­ვით, არა­მედ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბის ტე­ლე­ფო­ნე­ბის მოს­მე­ნე­ბით, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის თვალ­თვა­ლით, რომ­ლე­ბიც ოლი­გარ­ქის ოპე­რა­ტი­ულ ინ­ტე­რესს წარ­მო­ად­გენ­დნენ. ბე­რე­ზოვ­სკიმ ჩა­იგ­დო კი­დეც ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბა - 1997-99 წლებ­ში რუ­სე­თის მმარ­თვე­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბე­რე­ზოვ­სკი იყო და არა ელ­ცი­ნი. დღეს თბი­ლის­ში გაჩ­ნდა უამ­რა­ვი კერ­ძო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, რომ­ლე­ბიც კარ­გად არის და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი. ასე­ვე, ნა­ცებ­მა შექ­მნეს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცია. ის მუ­შა­ობს მა­სებ­ზე და ახორ­ცი­ე­ლებს ანა­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას. ამ სტრუქ­ტუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლეა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ნა­ცე­ბის მხა­რეს მუ­შა­ობს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, რო­მე­ლიც არის სა­ინ­ფორ­მა­ციო ანა­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრი. ანა­ლი­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის მო­ძი­ე­ბა, მისი და­მუ­შა­ვე­ბა, ანა­ლი­ზი, სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნე­ბი, ობი­ექ­ტებ­ზე თვალ­თვა­ლის გა­და­ცე­მა და ა.შ. ეს ფაქ­ტობ­რი­ვად ჯდე­ბა იმ სქე­მა­ში, რო­მე­ლიც დღეს ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბოლო ხანს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ნაც­მოს მიერ. არ დაგ­ვა­ვი­წყდეს შს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის და­ნიშ­ვნა პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად. მით უფრო - ვიცე-მე­რად. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ნაც­მო გა­და­იქ­ცა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ტი­პის პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად, რო­გორც ეს მოხ­და ბოლ­შე­ვი­კე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - 1917 წლი­დან ის გა­და­იქ­ცა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბად, ჰყავ­და თა­ვი­სი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში ე.წ. საბ­ჭო­ე­ბის სა­ხით და პარ­ტი­ის შიგ­ნით ჰქონ­და სამ­ხედ­რო და­გეგ­მა­რე­ბის კო­მი­ტე­ტი, რო­მელ­მაც გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ტროც­კის მე­თა­უ­რო­ბით. ასე­თი საქ­მე დი­დძა­ლი ფუ­ლის გა­რე­შე არ კეთ­დე­ბა. მე­რი­ის დაც­ვის სამ­სა­ხურს აქვს და­ფი­ნან­სე­ბა, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს აფი­ნან­სებს სა­ხელ­მწი­ფო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა, რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­აც პარ­ტი­უ­ლი ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბა, ანუ პარ­ტია გა­და­იქ­ცა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად, რო­მე­ლიც ამ ფი­ნან­სებს იყე­ნებს თა­ვი­სი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად. ძვე­ლი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის ნარ­ჩე­ნე­ბი კარ­გად არი­ან შე­ნიღ­ბუ­ლი ამ­ჟა­მინ­დე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რებ­ში და ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­ბო­ტაჟს.

- პრე­ზი­დენ­ტიც, ალ­ბათ, შეგ­ნე­ბუ­ლად არ თან­ხმდე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს.

- რა თქმა უნდა, სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდი­ლობს პრო­ცე­სე­ბის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბას, რაც სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იწ­ვევს თუნ­დაც ხე­ლოვ­ნურ კონფრონ­ტა­ცი­ას. 19 აპ­რი­ლამ­დე პო­ლი­ტი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი მი­აღ­წევს პიკს, ანუ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ცვლი­ლე­ბებ­ზე შე­თან­ხმე­ბა არ მოხ­დე­ბა, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მე­ო­რე მხა­რის იგ­ნო­რი­რე­ბით დამ­ტკიც­დე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს კრი­ზისს და მის ფონ­ზე მა­სობ­რი­ვი გა­მოს­ვლე­ბი იქ­ნე­ბა ნაც­მოს მთა­ვა­რი ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი. და­ა­ნონსდა, რომ აქ­ცი­ა­ზე ლა­პა­რა­კი იქ­ნე­ბა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ზე, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იქ და­ის­მე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ულ­ტი­მა­ტუ­მის ენით და­ი­წყე­ბენ ლა­პა­რაკს და და­ი­წყე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი გა­მოს­ვლე­ბი. ამი­ტომ პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­ა­კე­თოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, უნდა მოხ­დეს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბა მთე­ლი იმ სა­ში­ნე­ლე­ბე­ბით, რაც ამ რე­ჟიმ­მა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. აგ­რეთ­ვე, ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სის­ტე­მა სრუ­ლად უნდა გა­იწ­მინ­დოს ჯა­ლა­თურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, სა­ბო­ტა­ჟის ელე­მენ­ტე­ბი რომ გა­მო­ი­რი­ცხოს. უნდა შე­მუ­შავ­დეს იდე­ო­ლო­გია, რო­მე­ლიც გა­ა­ერ­თი­ა­ნებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სხვა ძა­ლას არ მის­ცემს მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. სა­ზო­გა­დო­ე­ბას რე­გუ­ლა­რუ­ლად უნდა შე­ვახ­სე­ნოთ იმ რე­ჟი­მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლო­ბე­ბი. სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე უნდა მოხ­დეს ნა­ცის­ტე­ბის ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცია, მათ სა­ბო­ტაჟს წერ­ტი­ლი უნდა და­ეს­ვას. უნდა და­ი­შა­ლოს ნა­ცის­ტე­ბის მიერ აწყო­ბი­ლი ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი და შე­იქ­მნას მათი ახა­ლი მო­დე­ლი. 19-ში პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ან გე-კა-ჩე-პეს გზით, ანუ დას­რულ­დეს ფი­ას­კო­თი, ან სან­დი­ნის­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

- ვანო მე­რა­ბიშ­ვილს არც და­უ­მა­ლავს, რა­საც აპი­რებს მისი გუნ­დი. თქვა, რომ უნდა და­ი­წყოს ნაც­მოს რე­ა­ნი­მა­ცია, რომ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დიდ­ხანს ვერ აი­ტა­ნენ. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა კი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­და, იუ­მო­რით მი­უდ­გეს და­ა­ნონ­სე­ბულ 19 აპ­რილს, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ ანა­ლიზს არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა და ღია კა­რის მტვრე­ვას ჰგავს...

- დიახ, მე­რა­ბიშ­ვილ­მა პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და, რა­საც აპი­რე­ბენ. 1917 წლის სექ­ტემ­ბერ­ში ტროც­კი­მაც გა­მო­აქ­ვეყ­ნა თე­ზი­სე­ბი, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ ბოლ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტია არ შე­ე­გუ­ე­ბო­და მმარ­თვე­ლი მენ­შე­ვი­კუ­რი პარ­ტი­ის მმარ­თვე­ლო­ბას, ისი­ნი ირ­ჩევ­დნენ ახა­ლი ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­ას და შე­ეც­დე­ბოდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლას.

- ანუ, მე­რა­ბიშ­ვილს ლევ ტროც­კის ადა­რებთ?

- ტროც­კი გე­ნი­ო­სი იყო! მე­რა­ბიშ­ვილს სად აქვს ამ­დე­ნი ტვი­ნი, ეს არის კაცი-ამე­ბა. მას მინი ტროც­კის და­ვარ­ქმევ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, სხვა­თა შო­რის, კე­რენ­სკი­მაც იუ­მო­რით შე­ხე­და ტროც­კის ამ თე­ზი­სებს, მაგ­რამ ამას რაც მოჰ­ყვა, ცნო­ბი­ლია. ნაც­მო და ბოლ­შე­ვი­კე­ბი იდე­ო­ლო­გი­უ­რად ჰგვა­ნან ერ­თმა­ნეთს - ორი­ვე­ნი ბო­რო­ტე­ბას ქა­და­გე­ბენ. ამ სა­კითხს იუ­მო­რით არ მო­ვე­კი­დე­ბო­დი, რად­გან, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ნაც­მო გა­და­იქ­ცა გა­სამ­ხედ­რო­ე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლად. თუ ნა­ცე­ბი გა­ბე­და­ვენ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბას, იმე­დია, მათი მცდე­ლო­ბა ფი­ას­კო­თი დას­რულ­დე­ბა და არა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მათი დაბ­რუ­ნე­ბით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ვა­ნა­ხოთ ამის სა­შიშ­რო­ე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ვა­ჭარ­ბებ შე­ფა­სე­ბებ­ში, მაგ­რამ რო­გორც პო­ლი­ტო­ლო­გი, ვამ­ბობ, რომ ფაქ­ტე­ბის კონ­სტა­ტა­ცი­ით, შე­იმ­ჩნე­ვა სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ტენ­დენ­ცია, რა­საც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი არც მა­ლა­ვენ.

ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"საქართველოში მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება"

"საქართველოში მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება"

პოლიტოლოგ ვახტანგ მაისაიას აზრით, საქართველოში არსებობს სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე: "ნაციონალური მოძრაობა" საშიშ, გასამხედროებული ტიპის პოლიტიკურ ძალად იქცა. მე იუმორით ვერ შევხედავდი დაანონსებულ 19 აპრილს - ძნელი სათქმელია, რით დამთავრდება ეს ყველაფერი, თუ ნაცები გაბედავენ გადატრიალების მოწყობას, იმედია, მათი მცდელობა ფიასკოთი, გე-კა-ჩე-პეს მოდელით დასრულდება და არ წავა სანდინისტების (რომლებიც ნიკარაგუის ხელისუფლებაში დაბრუნდნენ) მიმართულებით", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი:

- სახელმწიფო გადატრიალება, კლასიკური გაგებით, მოიცავს ოთხ ძირითად მეთოდს: 1. რევოლუცია (დავარქვათ პოლიტიკური გადატრიალება, ანუ ისეთი ქმედება, როდესაც ხდება ხალხის მასების არაკოორდინირებული გამოსვლა სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურების შეცვლის მიზნით, იგივე - ხავერდოვანი რევოლუციები). 2. სამოქალაქო ომი - ეროვნულ შეიარაღებულ ფორმირებებს შორის ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით. 3. პრონუნსიმიენტო - სამხედრო-პოლიტიკური გადატრიალების ლათინო-ამერიკული მოდელი, რომელსაც ხშირად იყენებდნენ აფრიკაში 4. აჯანყება, ანუ ეროვნულ-განმათავისუფლებელი ომი, რომელსაც აქვს ეთნიკურად და პოლიტიკურად გამოკვეთილი კონკრეტული ფორმა.

საქართველოში მოსალოდნელია სახელმწიფო გადატრიალება, გამომდინარე იქიდან, რომ, ჯერ ერთი, არსებობს ორხელისუფლებიანობა, რაც უკვე თავისთავად ქმნის კონფლიქტის წარმოქმნის ელემენტს. დღეს ლაპარაკია კოჰაბიტაციაზე, რომელიც პოლიტიკური გაგებით, არის ორი იდეურად დაპირისპირებული ძალის ურთიერთობა. ამის მაგალითი იყო მენშევიკებისა და ბოლშევიკების თანაარსებობა 1917 წლის თებერვლიდან ოქტომბრის ჩა­თვლით. კოჰაბიტაციის წარმატებული მოდელი იყო ნიკარაგუაში: იქ 1989 წელს სანდინისტურმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ჩაატარა არჩევნები. სანდინისტებმა დათმეს ხელისუფლება, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში სოციალური კრიზისი დაიწყო და ისინი კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. სხვათა შორის, ეს ის სანდინისტები არიან, რომლებმაც აღიარეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

სახელმწიფო გადატრიალება შეიძ­ლ­ება წარმოიშვას ძველი ელიტის შიშის საფუძველზე, ვინაიდან ისინი ვერ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ და ელოდებიან დროს, როცა მათზე დაიწყება ზემოქმედება. ჩვენშიც არსებობს ამის საფრთხე. ადამიანები, რომლებიც ახორციელებდნენ ნაცმოს პოლიტიკას, კვლავაც არიან სახელისუფლებო სტრუქტურებში - პროკურატურაში, შს სამინისტროში ცდილობენ გამოიყენონ გავლენის ბერკეტები. ამას დავარქმევდი ლატენტურ (ფარული, უჩინარი) ბიუროკრატიას - საშუალო და დაბალი რგოლის წარმომადგენლები კვლავ პოსტებზე არიან და ახორციელებენ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიას. ვიდრე არ გაიწმინდება ეს რიგები, არსებობს საფრთხე. დღეს ნაცები აწარმოებენ მასობრივ იდეოლოგიურ მუშაობას ეკონომიკური ან სოციალური პირობების გაუარესების კუთხით. ბევრი იმედგაცრუებულია სასამართლოზე, რადგან იჭერენ და უშვებენ ჯალათებს. ამით სარგებლობს ნაცმო, ამიტომაც მათ 19 აპრილამდე შეგნებულად აიღეს პაუზა. აპრილში პრეზიდენტს აქვს უფლება, გადააყენოს მთავრობა. ამ პერიოდში უფრო იჩენს თავს და მწვავდება ეკონომიკური კრიზისები. გარდა ამისა, როგორც ჩანს, უკვე იწყება ორგანიზებული ჯგუფების თავმოყრა - საზღვარგარეთიდან ჩამოდიან ყოფილი მაღალჩინოსნები, რაც დაგეგმილი სტრატეგიის ნაწილია. ისინი ეტაპობრივად ჩამოდიან და ხალხს აჩვენებენ, რომ არსად იმალებიან და ქმნიან ერთგვარ იდეურ ბაზისს, ჩვენ ვბრუნდებით, არაფრის გვეშინია და შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მოვიდეთ ხელისუფლების სათავეშიო. თანამედროვე სახელმწიფო გადატრიალებების მოდელი კარგად ხორციელდება ე.წ. კერძო დეტექტიური სააგენტოებისა და კერძო დაცვითი სტრუქტურების შექმნით. მაგალითად, თბილისის მერიაში შეიქმნა ცალკე დაცვის სამსახური, რომელშიც ყოფილი ზონდერები გაერთიანდნენ. რაში სჭირდება მერიას დაცვის სამსახური? ეს მაგონებს ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის მიერ მოსკოვში შექმნილ კერძო დაცვის სააგენტოს სახელწოდებით "ატოლი", რომელიც დაკავებული იყო არა მარტო ბერეზოვსკის დაცვით, არამედ ინფორმაციის შეგროვებით, სახელმწიფო მოხელეების ტელეფონების მოსმენებით, იმ ადამიანების თვალთვალით, რომლებიც ოლიგარქის ოპერატიულ ინტერესს წარმოადგენდნენ. ბერეზოვსკიმ ჩაიგდო კიდეც ხელში ძალაუფლება - 1997-99 წლებში რუსეთის მმართველი, ფაქტობრივად, ბერეზოვსკი იყო და არა ელცინი. დღეს თბილისში გაჩნდა უამრავი კერძო დაცვის სამსახური, რომლებიც კარგად არის დაფინანსებული. ასევე, ნაცებმა შექმნეს რეფორმების ასოციაცია. ის მუშაობს მასებზე და ახორციელებს ანალიტიკურ საქმიანობას. ამ სტრუქტურის ხელმძღვანელი მინისტრის ყოფილი მოადგილეა. ბოლოს და ბოლოს, ნაცების მხარეს მუშაობს უშიშროების საბჭო, რომელიც არის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი. ანალიტიკური ინფორმაციების მოძიება, მისი დამუშავება, ანალიზი, სატელეფონო მოსმენები, ობიექტებზე თვალთვალის გადაცემა და ა.შ. ეს ფაქტობრივად ჯდება იმ სქემაში, რომელიც დღეს ხორციელდება ბოლო ხანს გააქტიურებული ნაცმოს მიერ. არ დაგვავიწყდეს შს ყოფილი მინისტრის დანიშვნა პარტიის გენერალურ მდივნად. მით უფრო - ვიცე-მერად. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაცმო გადაიქცა გასამხედროებული ტიპის პოლიტიკურ ძალად, როგორც ეს მოხდა ბოლშევიკების შემთხვევაში - 1917 წლიდან ის გადაიქცა გასამხედროებულ პოლიტიკურ გაერთიანებად, ჰყავდა თავისი გასამხედროებული ფორმირებები, პოლიტიკური გავლენა შეიარაღებული ძალების სტრუქტურებში ე.წ. საბჭოების სახით და პარტიის შიგნით ჰქონდა სამხედრო დაგეგმარების კომიტეტი, რომელმაც განახორციელა სახელმწიფო გადატრიალება ტროცკის მეთაურობით. ასეთი საქმე დიდძალი ფულის გარეშე არ კეთდება. მერიის დაცვის სამსახურს აქვს დაფინანსება, უშიშროების საბჭოს აფინანსებს სახელმწიფო გაერთიანება, რეფორმების ასოციაციაც პარტიული ფულით ფინანსდება, ანუ პარტია გადაიქცა გასამხედროებულ პოლიტიკურ ძალად, რომელიც ამ ფინანსებს იყენებს თავისი გასამხედროებული სტრუქტურების გასაძლიერებლად. ძველი ბიუროკრატიის ნარჩენები კარგად არიან შენიღბული ამჟამინდელი ცენტრალური ხელისუფლების სტრუქტურებში და ახორციელებენ საბოტაჟს.

- პრეზიდენტიც, ალბათ, შეგნებულად არ თანხმდება საკონსტიტუციო ცვლილებებს.

- რა თქმა უნდა, სააკაშვილი ცდილობს პროცესების გაჭიანურებას, რაც საბოლოოდ გამოიწვევს თუნდაც ხელოვნურ კონფრონტაციას. 19 აპრილამდე პოლიტიკური მოთხოვნები მიაღწევს პიკს, ანუ კონსტიტუციურ ცვლილებებზე შეთანხმება არ მოხდება, ეს ცვლილებები მეორე მხარის იგნორირებით დამტკიცდება, რაც გამოიწვევს კრიზისს და მის ფონზე მასობრივი გამოსვლები იქნება ნაცმოს მთავარი ამოსავალი წერტილი. დაანონსდა, რომ აქციაზე ლაპარაკი იქნება საგარეო პოლიტიკაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, იქ დაისმება პოლიტიკური საკითხები, ნაციონალები ულტიმატუმის ენით დაიწყებენ ლაპარაკს და დაიწყება ორგანიზებული გამოსვლები. ამიტომ პირველი, რაც უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, უნდა მოხდეს სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური შეფასება მთელი იმ საშინელებებით, რაც ამ რეჟიმმა განახორციელა. აგრეთვე, ბიუროკრატიული სისტემა სრულად უნდა გაიწმინდოს ჯალათურ საქმიანობაში მონაწილე ადამიანებისგან, საბოტაჟის ელემენტები რომ გამოირიცხოს. უნდა შემუშავდეს იდეოლოგია, რომელიც გააერთიანებს საზოგადოებას და სხვა ძალას არ მისცემს მანიპულაციის საშუალებას. საზოგადოებას რეგულარულად უნდა შევახსენოთ იმ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები. საერთაშორისო დონეზე უნდა მოხდეს ნაცისტების ნეიტრალიზაცია, მათ საბოტაჟს წერტილი უნდა დაესვას. უნდა დაიშალოს ნაცისტების მიერ აწყობილი ძალოვანი სტრუქტურები და შეიქმნას მათი ახალი მოდელი. 19-ში პროცესი შეიძლება განვითარდეს ან გე-კა-ჩე-პეს გზით, ანუ დასრულდეს ფიასკოთი, ან სანდინისტების მიმართულებით.

- ვანო მერაბიშვილს არც დაუმალავს, რასაც აპირებს მისი გუნდი. თქვა, რომ უნდა დაიწყოს ნაცმოს რეანიმაცია, რომ ამ ხელისუფლებას დიდხანს ვერ აიტანენ. ბიძინა ივანიშვილმა კი საზოგადოებას მოუწოდა, იუმორით მიუდგეს დაანონსებულ 19 აპრილს, რომელიც სერიოზულ ანალიზს არ ექვემდებარება და ღია კარის მტვრევას ჰგავს...

- დიახ, მერაბიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რასაც აპირებენ. 1917 წლის სექტემბერში ტროცკიმაც გამოაქვეყნა თეზისები, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბოლშევიკური პარტია არ შეეგუებოდა მმართველი მენშევიკური პარტიის მმართველობას, ისინი ირჩევდნენ ახალი ბრძოლის სტრატეგიას და შეეცდებოდნენ ხელისუფლებაში მოსვლას.

- ანუ, მერაბიშვილს ლევ ტროცკის ადარებთ?

- ტროცკი გენიოსი იყო! მერაბიშვილს სად აქვს ამდენი ტვინი, ეს არის კაცი-ამება. მას მინი ტროცკის დავარქმევდი. რაც შეეხება ივანიშვილის განცხადებას, სხვათა შორის, კერენსკიმაც იუმორით შეხედა ტროცკის ამ თეზისებს, მაგრამ ამას რაც მოჰყვა, ცნობილია. ნაცმო და ბოლშევიკები იდეოლოგიურად ჰგვანან ერთმანეთს - ორივენი ბოროტებას ქადაგებენ. ამ საკითხს იუმორით არ მოვეკიდებოდი, რადგან, როგორც აღვნიშნე, ნაცმო გადაიქცა გასამხედროებულ პოლიტიკურ ძალად. თუ ნაცები გაბედავენ გადატრიალების მოწყობას, იმედია, მათი მცდელობა ფიასკოთი დასრულდება და არა ხელისუფლებაში მათი დაბრუნებით. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას დავანახოთ ამის საშიშროება. შეიძლება ვაჭარბებ შეფასებებში, მაგრამ როგორც პოლიტოლოგი, ვამბობ, რომ ფაქტების კონსტატაციით, შეიმჩნევა სახელმწიფო გადატრიალების ტენდენცია, რასაც ნაციონალები არც მალავენ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა